Home რუბრიკები პოლიტიკა ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ბარაკ ობამამ, 2015 წელს ახლო აღმოსავლეთში 23...

ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ბარაკ ობამამ, 2015 წელს ახლო აღმოსავლეთში 23 144 ბომბი ჩამოაგდო

539

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (Council on Foreign Relations) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შარშან აშშ-მა 23 000 ბომბზე მეტი ჩამოაგდო ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში (იხ. სტატია მისამართზე _ http://on.cfr.org/1SEIIEG)

7 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველი ზენკო ამტკიცებს, რომ აშშ-მა 2015 წლის 1 იანვრიდან 23 144 ბომბი ჩამოაგდო 6 სხვადასხვა ქვეყანაში: 22 110 _ ერაყსა და სირიაში; 947 _ ავღანეთში; 58 _ იემენში; 18 _ სომალიში და 11 _ პაკისტანში.

“სამწუხაროდ, ამერიკელების ეს სტრატეგია არ მუშაობს და საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნებში უარესი ვითარებაა. მაგალითად, ავღანეთში, 947 ჩამოგდებული ბომბის მიუხედავად, დღეს “თალიბანი” ყველაზე დიდ ტერიტორიას აკონტროლებს 2001 წელს დაწყებული ომის შემდეგ. უკვე მე-16 წელია, აშშ ავღანეთში ომს აწარმოებს, ბარაკ ობამას მიერ ომის დამთავრების შესახებ უამრავი დაპირებების მიუხედავად”, _ წერს ზენკო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here