Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის პასიანსი დიდ საჭადრაკო დაფაზე

ივანიშვილის პასიანსი დიდ საჭადრაკო დაფაზე

630

გაზპრომთანდაკავშირებულმა დაძაბულობამ ნელნელა იკლო და გაჩნდა შესაძლებლობა, მომხდარი მშვიდად გავაანალიზოთ. რუსული გაზის ტრანზიტი, ალბათ, მხოლოდ ერთი ასპექტია იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

პროცესები, ქართული ტრადიციისამებრ, ქაოსურად, მიტინგის რეჟიმში დაიწყო და შედარებით დალაგებული დისკუსიის სახე მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა. ეს ორმა მიზეზმა განპირობა: ) კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის წარუმატებლობამ; ) აშშის ელჩის _ იან კელის კომენტარმა, რომელმაც ხელისუფლების ბევრი ოპონენტი საგონებელში ჩააგდო.

საპროტესტო აქციაზე ძალიან ცოტა, ბოლო წლების ქართული სტანდარტების გათვალისწინებით, სამარცხვინოდ ცოტა ადამიანი მივიდა, მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელებში პროტესტი გაცილებით მეტმა გამოხატა. გასაკვირი ამაში არაფერია. ამ ღონისძიების (ფარულ, მაგრამ ძალიან ცუდად შენიღბულ) ორგანიზატორად “ნაცმოძრაობ” განიხილებოდა, საქართველოში კი ძალიან ძნელია, იპოვო მოქალაქე, რომელსაც სურს, რომ მასთან რაიმე ტიპის კავშირი ჰქონეს (ცხადია, პარტიის ღია მხარდამჭერების გარდა). აქციის წარუმატებლობამ ხელისუფლებას, ალბათ, ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, ცხადი გახდა, რომზეწოლა ქუჩიდანანგარიშგასაწევ ფაქტორად ვერ გადაიქცეოდა. შემდეგ კი იან კელის განცხადება გავრცელდა. მან კიდევ უფრო დააბნიაგაზპრომისმოწინააღმდეგეები, რომელთა ბირთვი პროდასავლური ელემენტებისგან შედგება.

“საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს საშუალება, ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს “სოკარსა” თუ “გაზპრომთან” მისი ურთიერთობის გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება “გაზპრომისგან” მიღებული გაზის მოცულობას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს”, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ კონკრეტულ გარიგებაზეგაზრომთანშტატები პრობლემას არ შეგვიქმნიდა, რადგან მას არანაირი მასშტაბური რყევა არ უკავშირდება; “დიდი პოლიტიკისგადასახედიდან საუბარი, ტაქტიკური თუ არა, ტექნიკური ხასიათის წვრილმანებს ეხება, მაგრამ ძალზე საინტერესო იყო ელჩის პირველი ორი ფრაზა, რადგანერთი კონკრეტული სახელმწიფო”, რომელსაც დღეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედება შეუძლია, არა რუსეთი, არამედ აზერბაიჯანია. ამ მონაკვეთს სოცქსელებში არაერთი კონსპიროლოგიური კომენტარი მოჰყვა, სადაც ნახსენები იყო აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესება (ნამდვილად გაუარესდა და ახლო მომავალში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაუარესდება) და ბევრი სხვა ფაქტორი, თუმცა მთლიანობაში ეს რეპლიკა ამოუხსნელ რებუსად დარჩა.

აქ მთავარ პრობლემას, სავარაუდოდ, საერთაშორისო პოლიტიკის შავ-თეთრ ფერებში, ბიპოლარული მოდელის ფარგლებში აღქმა წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ “ცივი ომის” პერიოდში დამკვიდრდა, ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა მისი მოდერნიზაცია მოახდინა. არადა, იმ გარემოებიდან, რომ რომელიმე ერთ ეპიზოდში აშშ და თურქეთი (პლუს აზერბაიჯანი) რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ გამოდიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და თურქეთის (მით უმეტეს აზერბაიჯანის) ინტერესები ერთმანეთს 100%-ით ემთხვევა და სხვა დროს ვაშინგტონი ირანს ხელს არ შეუწყობს ან სულაც რუსეთს, რაოდენ ერეტიკულადავ უნდა “გაიჟღეროს” ამან დღევანდელი სანქციების ფონზე. შესაძლოა, თამაშის არსი ბალანსის მიღწევასა და კონფლიქტების მართვაშია, რადგან მხოლოდ ის თუ უზრუნველყოფს კონტროლს თანამედროვე მსოფლიოში.

მოკავშირეობა, რა თქმა უნდა, მშვენიერი რამ არის, მაგალითად, ინგლისი მეორე მსოფლიო ომში, შემდგომ კი _ “ცივ ომში”, აშშ-ის მოკავშირე გახლდათ. მაგრამ იმ პერიოდში “რატომღაც” ისე მოხდა, რომ, ლონდონის წინააღმდეგობის მიუხედავად, დაიმსხვრა ინგლისის (აგრეთვე, საფრანგეთის) კოლონიური იმპერია, ხოლო მისი ნამსხვრევები აშშ-მა და სსრკ-მა გაინაწილეს. როდესაც 1956-ში ინგლისმა და საფრანგეთმა სუეცის არხის ზონაში ჯარები შეიყვანეს, სსრკ-მა და აშშ-მა, გაეროს გამოყენებით, აიძულეს, ოპერაცია შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ იმავე დღეებში ხრუშჩოვმა ჯარი უნგრეთში შეიყვანა, რაც, ერთი შეხედვით, დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვდა, ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მიზანშეწონილობა ფორმალურ მოკავშირეობაზე და, მით უმეტეს, დეკლარაციებზე გაცილებით მაღლა დგას. საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ აშშ და ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში მოქმედებენ ერთად, როგორც ერთიანიდასავლეთი”, და ვერ ხედავენ კონკურენციას მათ შორის, რამაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა სააკაშვილის რეჟიმის კრახი.

ვინაიდან სააკაშვილი ვახსენეთ, ალბათ, უნდა შევეხოთ მის იდეებს საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შესახებ, მისი შემდგომი მიბმით თურქეთზე. ბიპოლარული მოდელისა და რუსეთის საწინააღმდეგო გლობალური ლაშქრობის კონტექსტში, რომლითაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ეს მართლაც ძლიერი სვლა იქნებოდა (თეორიულად, თორემ პრაქტიკული განხორციელება საეჭვო იყო). ის მნიშვნელოვნად შეცვლიდა ან სულაც დაასამარებდა ძალთა ბალანსს რეგიონში და უზომოდ გააძლიერებდა თურქეთს, მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკა ბალანსის შენარჩუნებას და წინააღმდეგობებზე თამაშს ეფუძნება. გასაკვირი არაა, რომ ეს წინადადება აღიქვეს, როგორც კლოუნადა ბრიუსელსა და ვაშინგტონში და, შესაძლო ფარული ამბიციების მიუხედავად, ანკარასა და ბაქოში.

საქართველო წარმოადგენს უმოკლეს, გარკვეულ პირობებში კი, ერთადერთ დამაკავშირებელ გზას, ერთი მხრივ, რუსეთსა და სომხეთს, მეორე მხრივ, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ორივე მარშრუტს აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაგრძელება ირანსა და ცენტრალურ აზიაში. კონტროლი საქართველოზე შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ზესახელმწიფოს (ან ბლოკს), გაატაროს ენერგომატარებლები და სტრატეგიული ტვირთები გარკვეული პირობების სანაცვლოდ ან შეაფერხოს ეს პროცესი, ან, ფორს-მაჟორულ ვითარებაში, შეაჩეროს. ეს კარგი ბერკეტია რეგიონული ალიანსების კონფლიქტების სამართავად, მათი სატრანზიტო პროექტების ჩასაძირად (ან პირიქით, მხარდასაჭერად). პრობლემას კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი აქვს – თუ საქართველო ერთ-ერთი ალიანსის კონტროლს დაექვემდებარება, ის მყისვე გადაიქცევა მეორე ალიანსის სამიზნედ, როგორც ყველაზე სუსტი, მაგრამ სატრანზიტო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რგოლი. ხოლო როდესაც მისი ურთიერთობა ორივე მხარესთან დაბალანსებულია, ეს საფრთხე შედარებით მცირეა. ეს გარემოება საქართველოს ხელისუფლებას ბისმარკის ცნობილი პრინციპის რეალიზებისკენ უბიძგებს: “თითოეულ მეზობელ ქვეყანასთან უფრო კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან”.

თუ ამ სიტუაციას დასავლელი მოთამაშეების გადასახედიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ მათთვის სასურველია, არც ერთ რეგიონულ ძალას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საქართველოს უსაფრთხოებას ფატალური ზიანი მიაყენოს; მაგალითად, მის ენერგოუსაფრთხოებას. ამ სფროში კი დიდია აზერბაიჯანის შესაძლებლობები, ამიტომ, ალბათ, არ უნდა გაგვირკვირდეს, რომ იან კელის განცხადებაში წყაროების დივერსიფიცირება წარმოჩენილია, როგორც სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური მოვლენა, ხოლო “სოკარი” და “გაზპრომი” მოხსენიებულია ერთ კონტექსტში. რატომ გამოიწვია ამან “გაზპრომის” მოწინააღმდეგეებში ასეთი დაბნეულობა? თუ ისინი მოელოდნენ, რომ აშშ-ის ელჩი შეძახილით “არა გაზპრომს!” აქციაზე “ნაციონალებს” შეურთდებოდა?

სააკაშვილმა ქვეყანა თურქეთაზერბაიჯანისკენ გადახარა. ივანიშვილმა დაიწყო ბალანსის აღდგენა, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები რუსეთთან დაახლოებად უთვლიან და ბრალად უყენებენ, თუმცა, მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, რომელიც მის ხელისუფლებას ევროკავშირთან და აშშთან აქვს, ეს ბრალდება უსუსურად გამოიყურება. გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილმა, უბრალოდ, გაითვალისწინა “ბალანსის თამაშის” ძირითადი პრინციპები და შეეცადა, ქვეყანა იმ მდგომარეობისთვის მიეახლოებინა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რეგიონში პოლიტიკის გატარებას გაუიოლებდა, რაც, ასე თუ ისე, დაუფასდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი მთავრობის საგარეო პოლიტიკა ბევრ აპექტში ერთმანეთს ძალიან ჰგავს, გამორიცხული არაა, რომ მათ უკან ორი განსხვავებული ხედვა დგას. ერთი განიხილავდა ჩვენ ქვეყანას, როგორც მოწინავე პლაცდარმს ბიპოლარული დაპირისპირების ფარგლებში და, თავის ლოგიკურ განვითარებაში, დიდი ალბათობით, საქართველოს თურქეთის ფაქტობრივ პროტექტორატად და, შესაძლოა, ბრძოლის ველად გადააქცევდა. მეორე მიდგომის ფარგლებში კი ის განიხილება, როგორც “რკინიგზის ისარი” იქ, სადაც ერთმანეთს ორი გლობალური მაგისტრალი კვეთს _ აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის, ცვალებად მსოფლიოში, სადაც ზესახელმწიფოებს არ ჰყავთ მუდმივი მოკავშირეები, მაგრამ აქვთ მუდმივი ინტერესები. ეს მიდგომა თითქოს უბიძგებს საქართველოს გლობალური მოთამაშეების უშუალო კონტროლქვეშ მყოფი კრიპტოკოლონიის სტატუსისკენ, რომელიც თავისთავად გარკვეულ პრივილეგიებს ითვალისწინებს და მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესების იმედს ტოვებს. ცხადია, 100%-იან, სრულ დამოუკიდებლობას არაფერი სჯობს, თუმცა რეალურად არჩევანის გაკეთება დღეს საქართველოს ხელისუფლებას ამ ორ ხედვას შორის უწევს და სხვას ვერ პოულობს (პრიციპში, არც დაეძებს).

საქართველოში ხშირად ისმის კითხვა: როგორ გადავრჩით გაცილებით ძლიერი, აგრესიული სახელმწიფოების გარემოცვაში, რამ შეუწყო ამას ხელი თავგანწირული ბრძოლის გარდა? უპირველესად, ალბათ, კონკურენციამ, იმპერიები ერთმანეთს მნიშვნელოვან ტერიტორიას არ უთმობდნენ და საქართველოში სრული დომინირების შესაძლებლობას (როგორც წესი, თუმცა იყო გამონაკლისები) არ აძლევდნენ. მაგრამ, შესაძლოა, იყო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც _ ელიტის დიპლომატიური გამოცდილება და უპირატესობა, რომელიც ჩვენ გარშემო განვითარებული თამაშის წესების ცოდნაში გამოიხატებოდა. დღეს, ელიტის დეგრადაციის ფონზე, საუბარი ამ თემაზე ზოგს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რამ შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ოქრო, ნავთობი და ანგარიშგასაწევი შეიარაღება, თუ არა ცოდნამ და გამჭრიახობამ? ავიღოთ თუნდაც გიორგი ბრწყინვალის ისტორია, ის, ალბათ, სწორედ ამ მიმართულებით მოპოვებული უპირატესობის რეალიზების მატიანეს წარმოადგენს. “სოკარი”, “გაზპრომი”, “ბი-პი”, გაზი, ნავთობი, დოლარი, ევრო, რუსული მანეთი და აზერბაიჯანული მანათი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მათ გარშემო საინტერესო მოვლენები ვითარდება, თუმცა “დიდ თამაშში” ფსონი გაცილებით დიდია, წესებიც განსხვავებულია და მთავარია, არ დავმარცხდეთ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. გიენა სააკაშვილების რეჟიმმა ერთი საუკუნით უკან დაგვხია. მთავრობები კი ორ ნაწილად
    იყოფიან- ჭკვიან ხარბებად და იდიოტ, უვიც ხარბებად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here