Home რუბრიკები საზოგადოება მოქმედებს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მევახშეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის...

მოქმედებს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მევახშეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირია ჩართული

3916

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებამ შარშან 80 მილიონ ლარს მიაღწია. ამ ორგანიზაციების მეშვეობით გაღატაკებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად შეიმუშაოს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ ველური ბაზრისთვის თამაშის ერთიან წესებს განსაზღვრავს.

საქართველოში სულ 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 17 საკრედიტო კავშირია. დამატებით მოქმედებს რამდენიმე ათეული საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც ონლაინსესხებს გასცემს. 2014 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 1,107 მილიარდი ლარია და ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. შარშან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 80 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ამ ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ _ 6 მლნ ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 852 მილიონი ლარი აქვთ გასესხებული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის (427 მილიონი ლარი), შემდეგია სოფლის მეურნეობა (187 მილიონი ლარი) და ვაჭრობა (170 მილიონი ლარი).

ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლდა ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საერთოდ უკონტროლოა. საკმარისია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდე იურიდიულ პირად, რომ მაშინვე შეგიძლია წამოიწყო აღნიშნული საქმიანობა. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე, მოგებაზე, ჩამორთმეულ ქონებაზე ერთიანი ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ყველა ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ კრედიტზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%-დან 55%-მდე მერყეობს. საკმაოდ მაღალია საჯარიმო თანხა ვადაგადაცილებაზე.

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის წლოვანებაა. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ წლოვანებად 21 წელს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ სესხი ქონებით უზრუნველყოფილი არ არის, გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალის ქონებას მაინც აყადაღებენ.

საბანკო სფეროს ექსპერტების განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალგამოჩეკილი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა, რომლებიც მოსახლეობას აღატაკებენ და ქვეყანაში სოციალურ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებენ. ესენი არიან მევახშეები, .. კერძო იპოთეკარები, რომლებმაც შეიცვალეს სტატუსი და იურიდიული პირები გახდნენ. მათი საქმიანობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსში შეტანილი იმ ცვლილებებით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინათ შეიმუშავა.

1. 2011 წლის 24 მაისს ნოტარიუს ირმა ფირცხალავასთან მივიდა სომხეთის მოქალაქე ალი ალოიანი, დაბ. 1967წ., მცხოვრები სომხეთში, სოფ. ჯამუშლუში, რომელმაც მიიტანა გადაწყვეტილება „ლიდერ კრედიტის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დაფუძნების შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაფუძნებისთვის საჭიროა, სულ ცოტა, 250 ათასი ლარი. მანამდე 2011 წ. 16 მაისს ალოიანმა გაათავისუფლა ძველი დირექტორი და დანიშნა რეზო ნადოი.

2. 2011წ. 24 მაისს ალოიანმა მიიღო გადაწყვეტილება და თავისი კუთვნილი 100%-დან 20% დაუთმო რეზო ნადოის. ალოინმა შექმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შევიდნენ: რეზო ნადოი, ალოიანი და კიდევ ერთი პიროვნება.

3. 2011წ. 24 მაისსვე დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება რეზო ნადოისა და ალოინს შორის. ხელშეკრულებაში არც ერთი პირობა ჩადებული არ არის, ასევე აღნიშნულია, რომ „ლიდერ კრედიტს“ მოცემულ დროისთვის თანხა ან რაიმე სახის აქტივი არ გააჩნია.

4. აღსანიშნავია, რომ 2011წ. 24 მაისს ალი ალოიანმა რეზო ნადოის ნოტარიული აქტით გადასცა სრული მინდობილობა თავის 80% წილზე შემდეგი უფლებებით _ გაყიდოს, დათმოს, გააჩუქოს, დააგირაოს და ა. შ.

5. სწორედ მას შემდეგ, რაც რეზო ნადოი ამყარებს სრულ კონტროლს „ლიდერ კრედიტზე“ (20%-ის მფლობელი რეზო ნადოი, 80%-ის მინდობილობა რეზო ნადოის, დირექტორი რეზო ნადოი), 250 ათასი ლარი შედის „ლიდერ კრედიტის“ ანგარიშზე, იხსნება ოფისი, ხდება ავეჯითა და კომპიუტერებით დაკომპლექტება, შეძენილ იქნა ძვირად ღირებული სპეციალური პროგრამა და „ლიდერ კრედიტი“ იწყებს ფუნქციონირებას. ნადოიმ დაიწყო სესხების გაცემა და ბინების ჩადება, გახსნა ლომბარდიც და დაიწყო ოქროს მიღება. მან მალევე დაიმკვიდრა დაუნდობელი მევახშის სახელი.

6. ვისი თანხა შეიტანა ნადოიმ? 50 ათასი ლარი რეზო ნადოიმ რომ შეიტანა, ეჭვგარეშეა, მაგრამ ვისია 200 ათასი ლარი? სომხეთის სოფელში მცხოვრები მამაკაცის თუ თავისი? ეს საკითხი ადვილად გაირკვევა, თუ შესაბამისი უწყება დაინტერესდება, მოხდა თუ არა შესაბამისი თანხის დეკლარირება საბაჟოზე მოცემულ პერიოდში, აგრეთვე, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, საჯარო დოკუმენტაციით დადგინდეს სომხეთში ალოიანის ფინანსური შესაძლებლობები. აქვე ხაზგასასმელია: იმიტომ ხომ არ მისცა ალოიანმა თავის 80%-იან წილზე რეზო ნადოის მინდობილობა გაჩუქების, დათმობის და ყველა სახის უფლებით, რომ ფულის (250 ათასი ლარის) რეალური პატრონი სწორედ რეზო ნადოია?

7. დასასრულ, მევახშე ნადოი „ქველმოქმედი“ ხდება და 2011წ. 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქეს უსასყიდლოდ უთმობს თავის 20%-იან წილს, რომლის ნომინალური ღირებულება, ნადოის განცხადებით, 50 ათასი ლარია(?!). დაუჯერებელია, მაგრამ არა რეზო ნადოისგან _ სანოტარო აქტი რეგისტრაციის # 110888103, რეგისტრციის თარიღი 23. 08. 2011წ.

8. თუ კიდევ დარჩა ვინმეს მცირე ეჭვი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ მთლიანად არ ეკუთვნის რეზო ნადოის და არ ეწევა მევახშეობას, საკმარისია, იხილოთ 2011წ. 23 აგვისტოს „ლიდერ კრედიტის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი და ყველა ეჭვი გაქრება. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები აღნიშნულ ოქმზე დაადასტურა ნოტარიუსმა სანოტარო აქტით (რეგისტრაციის #110888041, რეგისტრაციის თარიღი 23. 08. 2011წ.  2011წ. 23 აგვისტოს). „ლიდერ კრედიტის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი შედგება ორი საკითხისგან: 1. „ლიდერ კრედიტის“ დამფუძნებელ რეზო ნადოის მიერ მისი კუთვნილი 20%-იანი წილის დათმობა; 2. „ლიდერ კრედიტის“ დამფუძნებლის _ რეზო ნადოის საზოგადოებიდან გასვლა. ამ .. დოკუმენტს ხელს აწერს ორი დამფუძნებელი _ პირველი ხელმოწერა ეკუთვნის რეზო ნადოის და მეორე ხელმოწერაც ეკუთვნის რეზო ნადოის. .. კრებაზე იდგა ორი საკითხი და ორივე შეეხებოდა რეზო ნადოის. კრების ოქმი დამტკიცდა ორი ხელმოწერით და ორივე ხელმოწერა ეკუთვნის რეზო ნადოის. ასეთ საოცარ დოკუმენტებსქმნის რეზო ნადოი.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს რეზო ნადოის 2011 წლის 13 მაისის და 2013 წლის 31 ივლისის ქონებრივი დეკლარაციებიდან: 2011 წელს რეზო ნადოის დეკლარაციაში თავის და ოჯახის წევრების წინა წელს მიღებულ ჯამურ შემოსავლად შეაქვს 38125 ლარი, ამავე დეკლარაციის სპეციალურ გრაფაში, სადაც თანამდებობის პირს ევალება, აღრიცხოს თავისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, თუ თანხა აღემატება 4000 ლარს, რეზო ნადოის შეაქვს 1200 ლარი _ კანონის მოთხოვნაზე მეტად კანონის „დამცველი“, თანაც იქმნის იმიჯს, რომ მეტად ფრთხილია კანონის მიმართ.

მაგრამ: „არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“. და რეზო ნადოი ასიათასობით ლარით იწყებს მევახშეობას, ხოლო რამდენიმე თვეში რუსეთის მოქალაქეზე გააჩუქებს თავის შექმნილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

2013 წლის 31 ივლისს შევსებულ დეკლარაციაში რეზო ნადოი წინა წელს მიღებულ შემოსავლად აჩვენებს 4800 ლარს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, და აქ უკვე ნაჩვენებია, რომ მან გაასესხა 180 000 აშშ დოლარი.

დიდი ალბათობით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ზოგიერთ საჯარო მოხელესთან შეთანხმებულად, ეროვნული კანონმდებლობის სრული იგნორირებითსაქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს ძარცვავს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

document01

document02

document03

document04

document05

document06

document07

document08

document09

document10

document11

document12

document13

1 COMMENT

  1. ერთერთ მიკ. საფინანსო ბანკიდან ვისესხეთ 19500 დოლარი ,ყოველთვე თვე ვიხდი თანხის 3%, უკვე გადახდილი მაქვს15000. ამ დოლარის აწევასთან დაკავშირები გამიჭირდა უკვე გადახდა,ამან გამოიწვია პროცენტის პროცენტისლ გადახდა ,ვეღარ ვიხდი იმ რაოდენობას 585 დოლარს.ვარ ძალიან გამოუალ მდგომარეობაში,რა ვქნა არ ვიცი,მეშინია სახლის დაკარგვის, იქნებ მირჩიოთ რამე, უმორჩილესად გთხოვთ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here