Home რუბრიკები პოლიტიკა “ევროკავშირი” თუ “ევრაზიული კავშირი”?

“ევროკავშირი” თუ “ევრაზიული კავშირი”?

1373

უკვე 25 წელი გავიდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ოფიციალურად, თორემ სინამდვილეშისიტყვადამოუკიდებელიარასწორად მიმაჩნია და, თუ ფხიზელი თვალით შევხედავთ რეალობას, აუცილებლად დავინახავთ, რომ რუსეთი გავცვალეთ ამერიკაევროპაზე და სწორედ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურირეცეპტებითგვიწევს ცხოვრება. მაშასადამე, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება.

როდესაც ვსაუბრობთ ნამდვილ დამოუკიდებლობაზე, რიგი გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო, მაგალითად, გვაქვს კი რესურსი ქვეყნის ღირსეული არსებობისთვის? ვაღიაროთ, რომ არა. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული და, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგები: სოფლის მეურნეობა საირიგაციო სისტემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, საკონსერვო და მეორადი პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნებით და სხვ. ინდუსტრიულადაც განვითარებული უნდა ვიყოთ. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელია მძიმე და მსუბუქი მრეწველობა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არც საკუთარი სოფლის მეურნეობა სურს და არც ფაბრიკა-ქარხნები ეხატება გულზე _ აბა, ეს რა მათი საკადრისია. ხალხის ეს კატეგორია სულდგმულობს ამერიკაევროპის დახმარების იმედით. მათი ცხოვრების საზრისია ცეკვათამაში, სატელევიზიო სერიალები, პოლიტიკურითოქშოუები” (უმეტეს შემთხვევაში, უაზრო და ზოგჯერ ამაზრზენიც კი), ტელეთამაშები და უამრავი სხვა, თავისი არსით, “საღეჭი რეზინიტვინისთვის. ქვეყნისშოუმენიზაცია” _ აი, რა არის ჩვენი უბედურება. თუ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი _ ეს, ბუნებრივია, მას კარგ მომავალს არ უქადის. სწორედ ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილია უცხოეთში, სადაც მონური შრომა უწევს. სამწუხაროდ, ბედნიერი ცხოვრება, რომელიც 1990 წლამდე გვქონდა, უბედურებაში გავცვალეთ.

“დამოუკიდებელი” საქართველოს ყველა ხელისუფლებას ევროპისკენ ჰქონდა აღებული გეზი. უკვე მრავალი წელია “გვაბოლებენ” “ევროკავშირის” სავარაუდო წევრობით, ევროპული ინვესტიციებით, ვითომდა, მერე ავღორძინდებითო. ასეთი “აღორძინების” აბსურდულობაზე, ფაქტიურად, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაზე ორი წლის წინ ჩვენს გაზეთში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წერდა:

თუ საუბარია ინვესტიციებზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შიგა ბაზარი ძალიან მცირეა იმისთვის, რათა მსხვილი ინვესტორები დააინტერესოს. მსხვილი ინვესტიციებისთვის საჭიროა გასაღების მასშტაბური ბაზარი, ქართული პროდუქციისთვის კი ასეთი ბაზარი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. უფრო მეტიც, მსხვილი ინვესტიციების განხორციელება მხოლოდ რუსულ კაპიტალს შეუძლია, რომელიც თვითონვე უზრუნველყოფს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღებას. ქართულ წარმოებაში ფულს სხვა არავინ ჩადებს. რუსული კაპიტალის მოსაზიდად კი საჭიროა რუსეთთან სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენა, რაც, ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსის გათვალისწინებით, უბრალოდ, გამორიცხულია.

გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ამდენად, ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ-ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა.

შევარდნაძე გვპირდებოდა, რომპატარა შვეიცარიადვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომმეორე სინგაპურიგავხდებოდით, ივანიშვილი კიმეორე დუბაიდგადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და, მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს მმართველებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის აღორძინების რეალური პროგრამა, არც მკაფიო წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ ფანტასტიკური მიზნები და იმედოვნებენ, ამით ადამიანებს გონება დაუბინდონ. გულწრფელად გითხრათ, არ მოველოდი, რომ ივანიშვილისქართული ოცნებაასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ ფუყექართულ ფანტაზიად”. (“საქართველო და მსოფლიო”, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.)

მართლაც, დავფიქრდეთ, რისთვის სჭირდება “ევროკავშირს” და, საერთოდ, დასავლეთს მის მიერვე მოშლილი და გაღატაკებული საქართველო, ან, თუნდაც, ფეთქებადი კავკასიის რეგიონი? მინდა, თანამემამულეებს შევახსენო რუსეთის ხელისუფალთა მიერ არაერთხელ განცხადებული: სჯობს, დავთმოთ კრემლი, ვიდრე კავკასია”. ახლა კი, როდესაც რუსეთი ფეხზე წამოდგა, გაოგნებულ დასავლეთსჩვეულ რეჟიმშიპანღური ამოჰკრა და დააჩოქა კიდეც (ევროპული სანქციების მიუხედავად), ზემოთ მოყვანილი სიტყვები კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რათა 2008 წლის აგვისტო არ განმეორდეს.

ევროკავშირს მომავალი რომ არ უწერია, კარგად ჩანს, თუნდაც საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და, წარმოიდგინეთ, განვითარებული იტალიის მაგალითებზე. ამ ქვეყნებმა ნათლად წარმოიდგინეს საკუთარი არასახარბიელო მომავალი და უკმაყოფილების განწყობაც ჩამოუყალიბდათ. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირის დატოვებაზე სერიოზულად ამიტომაც დაფიქრდა და ამის თაობაზე საჯაროდ განაცხადა, მაგალითად, ინგლისმა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ბოლო ორისამი თვის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ არაბთა ახალ შემოსევას ევროპაზე, დაგვიდასტურა, რომ გამამათმავლებულ და გადედათმავლებულ ევროპას აღარ ჰყავს კარლ მარტელი, მაშასადამე, ახალიპუატიე” (ევროპულიდიდგორი”) არ შედგება.

მაშ, რა ვქნათ? ჩვენ ხომ არ გვაქვს საარსებო რესურსი. საჭიროა მოკავშირე ქვეყნების მოძებნა, რომელთა მეშვეობით შევძლებთ ფეხზე წამოდგომას. ჩვენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე _ ევროკავშირი თუ ევროაზიული კავშირი? 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში შრომითი საქმიანობა შეწყდა. ერთ დროს უმდიდრესი რესპუბლიკა, რომელშიც განვითარებული იყო ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი, დღეს სულს ღაფავს. ვითარების გამოსწორება კი უნდა დაიწყოს საორგანიზაციო ჯგუფის შექმნით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და დამსახურება ქვეყნის მშენებლობაში. შეიძლება რეფერენდუმის გამართვაც, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, რეფერენდუმი ჩვენთვის მიუღებელია, ამისთვის შესაბამისი ცოდნა-გამოცდილებაა საჭირო. წარსულის, აწმყოსა და მომავლის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ იმ პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც თავის დროზე ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და გამსჭვალულნი არიან ეროვნული ინტერესებით. რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რისთვის იღვრებოდა სისხლი? თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა უძველესი ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები, მაშინ წყალსაც წაუღია ის კავშირი, რომელშიც ჩვენი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული! სიდუხჭირეში 25-წლიანმა ყოფნამ ჩამოაყალიბა მოსახლეობის გარკვეული ფენა, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს წარსულის ფასეულობებს და, აწმყოს მძიმე პირობებით შეშფოთებული, ეფემერულინათელი მომავლითცხოვრობს. ასეთი ადამიანები, დარწმუნებული ვარ, არასწორ არჩევანს გააკეთებენ. მეფე ერეკლემ მრავალჯერ სცადა დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს, დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქართველობა გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას. თუ ვინმეს ეს საეჭვოდ ან არასწორად მიაჩნია, ვთხოვ, გადაიკითხოს საქართველოს ისტორია და გადახედოს დოკუმენტურ მასალებს. ბოლოს და ბოლოს, ურწმუნოებს მივუთითებ ილია ჭავჭავაძის ნაშრომზე ასის წლის წინათ”. ვფიქრობ, უხერხულია, ჩათვალო, რომ ილიაზე დიდი პატრიოტი და მოაზროვნე ხარ.

დასასრულ, ამ ყოფნაარყოფნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, ჩვენ მიერ გასათვალისწინებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი უწმინდესი სინოდისა და პატრიარქის, ილია მეორის თვალსაზრისი.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. დავიწყებ უარყოფითით: პირველი: სტატიის ავტორი თვლის რომ ვინც მას არ ეთანხმება ურწმუნოა მეორე: როდესაც საკითხი გამოგვაქვს განსჯისთვის უვარგისია ვინმეს წამოფარება, მითუმეტეს დიდი ილიასი- ილია ასე ამბობსო და შენ \\\” ილიაზე დიდი პატრიოტი და მოაზროვნე ხარო\\\”- ო? მე პირადად ილიაზე დიდი მოაზროვნე არ ვარ.მაგრამ ისიც ფაქტია რომ, არავინ იცის ვინ უფრო დიდი პატრიოტი იყო ქაქუცა, ცოტნე, თევდორე,ექვთიმე ვჟა და სხვა მრავალი ამათზე არანაკლებ ღირსეული ქართველები და ის ათიათასობით ქართველი მზად რომ არის თავი გაწირომ სამშობლოსავის. სხვა მხრივ სტატიის ავტორს ყველაფერში ვეთანხმები ის კარგად ამბობს მთავარს მაგრამ ეს მთავარი გათქვეფილია გაზვიადებულ ისედაც ნათელ მსჯელობებში.რაც შეეხება საკუთარ აზრის გამოთქმას, ზოიერთ სადაო საკთხებზე,ამჯერად თავს შევიკავებ.

  2. ხალხნო მოდით ამ საკითხს ასე შევხედოთ.რადგანაც ჩვენს ქვეყანას ორივე მხრიდან უტევენ და გვეუბნებიან ტუ ერთს არ ემხრობი მაშინ მე მეორეს უნდა დამმორჩილდეო,მაშინ გამოვიხედოთ თვალებში დავინახოთ რეალური, რომელიც უფრო რეალური და არა ლამაზად შეფუთული იქნება ის ავირჩიოთ ხოლო ისენი ვინც ამ რეალობის ამორჩევის და განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს და გვეუბნება რომ თეთრი შავიაო მოვუძებნოთ თავიანთი ადგილი არა სხვისი ნაკარნახევით არამედ რასაც ჩვენი განუვითარებელი( როგორებიც ბარეორს ვგონივართ) გონება გვიკარნახებს. მერე გვიყარონ კაკალი !!!!!

  3. ერთ კითხვას დავსვამ- გვთვლის თუ არა რუსი ერი მოღალატედ იმ ქართველებს, ვინც რუ-
    სულ ენას, ხელოვნებას და ლიტერატურას ეომება? და ვისაც ქართველი და ქართული ენა
    არ უყვარს? თქვენ მოგწონთ ისინი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here