Home რუბრიკები პოლიტიკა 2015 წელი _ ჯოჯოხეთი ევროპისთვის

2015 წელი _ ჯოჯოხეთი ევროპისთვის

521

 “ევროკავშირისთვის 2015 წელიჯოჯოხეთის წლადიქცა, 2016 კი შეიძლება უარესი იყოს”, _ წერს საინფორმაციო სააგენტო Reutersის მიმომხილველი პოლ ტეილორი.

 “ნებისმიერი საზომით, ეს იყო “ჯოჯოხეთის წელი” ევროკავშირისთვის. და, თუკი ბრიტანელები ხმას მისცემენ ამ კავშირიდან გამოსვლას, მომავალი წელი კიდევ უფრ ცუდი იქნება”, _ წერს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ასეთი რყევები ევროპას არ განუცდია 1989 წლის შემდეგ, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა. მაგრამ, თუ იმხანად ცვლილებები სასიხარულო იყო და ხელი შეუწყო ევროინტეგრაციას, 2015 წლის კრიზისი ევროპას ნაფლეთებად ქცევით ემუქრება.

“რკინის ფარდის დაშვების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროკავშირის შესახებ, მომავალი 15 წლის განმავლობაში კი ვხედავდით ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებისკენ. ეს თითქოს ამტკიცებდა ევროკავშირის დამფუძნებელი მამის _ ჟან მონეს პროგნოზს, რომ ევროპა გაფართოვდებოდა კრიზისების წყალობით, მაგრამ 2015 წლის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რყევებმა, საბერძნეთის ვალმა, ისლამურმა ტერორიზმმა და რუსეთის მოქმედებამ გამოიწვია სასაზღვრო კონტროლის დაბრუნება, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოპულისტური პოლიტიკური ძალების გაძლიერება და ურთიერთბრალდებები ევროკავშირის მთავრობაში.

ევროკომისიის მეთაური ჟან-კლოდ იუნკერი ყველას აფრთხილებდა, რომ შენგენის ზონის ფორმატს საფრთხე ემუქრებოდა და, თუკი ევროკავშირის შიგა საზღვრები დაიხურებოდა, ევრო მოკვდებოდა. 205 წელს ევროკავშირის მე-12 სამიტზე მან განაცხადა: “კრიზისები, რომლებსაც ჩვენ შევეჯახეთ, დარჩება, და მოვა სხვა კრიზისებიც”. იუნკერის ეს განცხადება ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერის _ ანგელა მერკელის დევიზს: “ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს!”. მერკელის პოზიციას ლტოლვილების მიმართ ცოტამ დაუჭირა მხარი ევროკავშირში. ბევრი მოითხოვდა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და უარს ამბობდა თავის ქვეყანაში ლტოლვილების შეშვებაზე. მერკელთან ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის კონფრონტაციას ისიც აძლიერებდა, რომ გერმანიის კანცლერი მხარს უჭერდა მკაცრ ეკონომიკას და იყენებდა ორმაგ სტანდარტს რუსეთთან ურთიერთობაში.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება 2016 წელს, არის ის, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები პოლიტიკურად ისეთი სუსტები არიან და ისე არიან ჩაფლულნი საშინაო პრობლემებში, რომ, უბრალოდ, არ შეუძლიათ, მიიღონ კოლექტიური გადაწყვეტილებები.

მაგალითად, ევროპაზე საფრანგეთის გავლენა შემცირდება საფრანგეთის ეკონომიკის დასუსტების გამო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, როგორ მოიგოს “სახიფათო რეფერენდუმი” ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ. და, თუკი ევროპაში ეკონომიკის სიმძლავრის მიხედვით მეორე და სამხედრო სიძლიერით გამორჩეული ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, ეს გამანადგურებელი დარტყმა იქნება ევროგაერთიანებითვის”, _ წერს “როიტერის” მიმომხილველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here