Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართველების ეს ბანდა ჩამოსულია გასტროლებზე, როგორც საცირკო დასი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში”

“ქართველების ეს ბანდა ჩამოსულია გასტროლებზე, როგორც საცირკო დასი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში”

541

უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა (ფრაქციაპეტრო პოროშენკოს ბლოკი”, “უკრაინის ინტერნეტპარტიისლიდერი) ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და შსს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელი გია ლორთქიფანიძე კორუფციაში დაადანაშაულა.

“მოგეხსენებათ, 30 მაისიდან ოდესაში მუშაობს ქართველ რეფორმატორთა ბანდა, საქართველოს მთავარი რეფორმატორიეს _ მიხო სასწაულმოქმედის ხელმძღვანელობით.… 12 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გუნდი ძარცვავს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მეომართა სარეაბილიტაციოდ არის განკუთვნილი. ამ ფულით აწყობენ ბანკეტებს, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ავტომობილებს, იძახებენ მომღერლებს იტალიიდან, თბილისიდან და გასართობ ღონისძიებებს ატარებენ, ფანტავენ ფულს საკუთარი პიარისთვის და ა.შ. მაგალითად, 190 000 გრივნა ამ ფონდიდან დაიხარჯა ფურშეტისთვის “ბრისტოლში”, 3 მილიონი სამი დღის მანძილზე გადაერიცხა სააკაშვილის პირადი პიარისთვის ტელეარხს “ინტერს”, 4 მილიონი გრივნით შეიძინეს 6 ავტომობილი რეფორმატორების კორტეჟისთვის. 30 000 დაჯდა საწვავი; როგორც გამოირკვა, ფონდის ფულით შეიძინეს სააკაშვილის პირადი მცველების _ გიორგი რუბაშვილისა და გიორგი ცინცაძის თვითმფრინავის ბილეთები. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ სამხედროების სარეაბილიტაციო ფონდის ხარჯზე იმგზავრა ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, მილიციის გენერალ-მაიორმა ლორთქიფანიძემ, ეს კი კორუფციული დანაშაულის გამოვლინებაა.… მოვითხოვ ანტიკორუფციული პროკურორისგან, დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს სათანადო შეფასება, რადგან ეს არის სამართალდარღვევა. ამ ადამიანმა უნდა გაწმინდოს მილიციელთა რიგები?! რა წმენდა! რისი რეფორმები?! ნამდვილი “რეკეტიორები” არიან, მექრთამეები, კანონიერი ქურდები!… დროა, ყველამ გაიგოს, რომ ქართველების ეს ბანდა ჩამოსულია გასტროლებზე, როგორც საცირკო დასი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და აგროვებს ფულს საქართველოში არჩევნებისთვის. ესენი წავლენ და მათ შემდეგ დარჩება გაფლანგული ფული, კორუფციული გარიგებები და სირცხვილი, რომელსაც ჩვენს გუნდს მიაწერენ”, _ განაცხადა გოლუბოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here