Home რუბრიკები პოლიტიკა “საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი გაგდებულია, ზოგი ჩვენია”

“საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი გაგდებულია, ზოგი ჩვენია”

472

უკრაინულ ვებგვერდზე uarevo.in.ua კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე მონაწილეობენ

ჩანაწერის თანახმად, ნუგზარ წიკლაური ოდესის ოლქის გუბერნატორს დეტალურად უყვება, რა ღონისძიებები ტარდება მათ მიერ “რუსთავი 2”-ის საკითხზე. წიკლაური აღნიშნავს, რომ უკვე ჩამოსულია ის 50 ადამიანი სამეგრელოდან, რომლებზეც მან მიხეილ სააკაშვილს წინა საუბრისას უთხრა. მიხეილ სააკაშვილი ინტერესდება, რა შეხვედრებს მართავს გივი თარგამაძე და რა რესურსი აქვს მობილიზებული. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად წიკლაური ყურმილს აწვდის გივი თარგამაძეს, რომელიც სააკაშვილს ეუბნება, რომ ხალხი საკმარისია და გაუძლებენ როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამე ნაწილებსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here