Home რუბრიკები პოლიტიკა საუდის არაბეთის პრინცი “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

საუდის არაბეთის პრინცი “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

559

ამა წლის 26 ოქტომბერს ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს საუდის არაბეთის პრინცი აბდულ მოჰსენ ბენ ვალიდ ბენ აბდელ აზიზი, რომელიც დიდი რაოდენობის ნარკოტიკის გადატანას ცდილობდა.

ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის წარმომადგენელი საბაჟო კონტროლის გავლისას დააპატიმრეს, რადგან მის თვითმფრინავში მუყაოს ყუთებში დაფასოებული 12 მლნ აბი (დაახლოებით 2 ტ.) კეპტაგონი იპოვეს. პრინცმა დაკითხვისას აღიარა, რომ ეს აბები 30 მლნ დოლარად შეიძინა ვინმე ეზ ედ-დინისგან, რომელიც სირიის საზღვართან, პროვინცია არსელში ცხოვრობს.

ლიბანის უშიშროების სამსახური არ გამორიცხავს, რომ პრინცის მიერ ნაყიდი ნარკოტიკები განკუთვნილი იყო “ისლამური სახელმწიფოს”  ბოევიკებისთვის, რომლებიც საუდის არაბეთის, ლიბანის, იორდანიის, იემენის, პალესტინისა და ეგვიპტის ტერიტორიებზე მოქმედებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here