Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელებმა კიდევ ერთი ჰოსპიტალი დაბომბეს

ამერიკელებმა კიდევ ერთი ჰოსპიტალი დაბომბეს

479

რამდენიმე დღის წინათ ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ჰოსპიტლის დაბომბვის შემდეგ ამერიკელებმა საერთაშორისო ორგანიზაციისექიმები საზღვრებს გარეშეკიდევ ერთი ჰოსპიტალი დაბომბეს, ამჯერად იემენის ქალაქ საადაში.

“26 ოქტომბრის ღამეს რამდენიმე ავიადარტყმა განხორციელდა ჩვენს დაწესებულებაზე იემენის ქალაქ საადაში. დაწესებულებაში იმყოფებოდნენ პაციენტები და თანამშრომლები”, _ წერია განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ შენობა დაინგრა, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები კი განადგურებულია. იემენის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “საბა” რამდენიმე დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელები საავადმყოფოს ბომბავენ. 3 ოქტომბერს ამერიკის ავიაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ყუნდუზის ჰოსპიტალზე. დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის  3 თანამშრომელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here