პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც NDI-ს კვლევებზე მუშაობენ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაკავშირებულნი.
“სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, უკვე მრავალი წელია. აქვე მინდა, დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. მოსახლეობას აინტერესებს, რას ჰპირდება მთავრობა და რას აკეთებს. ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა, ეს არის არჩევნების დღე”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, NDI-ს კითხვაზე, ხვალ რომ საპარალმენტო არჩვენები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 14% კი “ქართულ ოცნებას” ირჩევს.