Home რუბრიკები პოლიტიკა გამოხმაურება ლეონიდ თიბილოვის ინიციატივაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ

გამოხმაურება ლეონიდ თიბილოვის ინიციატივაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ

599

.. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის, ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მოსკოვში პირველი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დსთ ქვეყნების საკითხებში რუსეთის სახელმწიფოს დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რეფერენდუმის შედეგების პროგნოზირება ნაადრევია

“ჩემი მოსაზრებით, ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ, რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, უნდა გვესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ჩვენ გარშემო არსებული გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ”, _ განაცხადა სლუცკიმ. მისი თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დიდ ეკონომიკურ და სოციალურ დახმარებას უწევს.

თიბილოვის ინიციატივას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლეონიდ კალაშნიკოვიც. “სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებით მიღებული სარგებელი ნათელია. რუსეთისთვის კი პლუსზე მეტი მინუსია როგორც დიპლომატიური, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. ამაზე თვალის დახუჭვა რუსეთს არ შეუძლია”, _ განაცხადა კალაშნიკოვმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა კი აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან გაერთიანების გარანტია არ არის და რთულია იმის თქმა, გადაწყვეტს თუ არა რუსეთი ე.წ. სამხეთ ოსეთის მიერთებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here