Home რუბრიკები პოლიტიკა კვირის პოლიტიკური ექსპერტიზა

კვირის პოლიტიკური ექსპერტიზა

591

მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. 2015 წლის 30 სექტემბრის შედეგ თითქმის ყველაფერი შეიცვალა. რუსეთი უკან აღარ იხევს, “ისლამური სახელმწიფოსა” და ტერორიზმის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა და მსოფლიოს პოლიტოლოგები აღიარებენ, რომ ამ ბრძოლას მოიგებს. 

ადეკვატურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას? საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში წასვლის წინ, სადაც ის 7 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა, განაცხადა: “ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი სხდომა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ბოლო სხდომაა, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი მოსაზრებები, არგუმნეტები და პოზიციები ბოლომდე წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, წარმატებული იქნება ეს ვიზიტი”. თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას უსწრებდა ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის _ კურტ ვოლკერის განცხადება: “არ ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ან უკრაინისთვის მაპის მინიჭებას ვინმე ელოდება”. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე რამდენიმე ექსპერტს ვესაუბრეთ. შევეცადეთ, გაგვერკვია, ადეკვატურია თუ არა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იმ დროს, როცა მსოფლიოში დაძაბული ვითარებაა.

პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირმა ხალხს სიმართლე უთხრა

ჯუმბერ კირველიძე, პოლიტოლოგი:

_ 30 სექტემბერს მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები დაიწყო. 25 წელია, რუსეთს შორეული სამხედრო ოპერაციები არ უწარმოებია, მათ ეს ახლა დაიწყეს, რაც ნიშნავს, რომ ახალი ერა იწყება. რუსეთის ჩართვა სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ნახეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბებს მსოფლიოში.

ქართველი პოლიტოლოგებისა თუ ექსპერტების დიდი ნაწილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სათანადოდ ვერ აღიქვამს. არადა, დასავლეთი ევროპა მოწონებით ხვდება რუსეთის ქმედებებს. მას შემდეგ, რაც ევროპას სირიელი დევნილები მიაწყდნენ, დასავლეთი შეშფოთებული და შეწუხებული იყო, ამიტომ რუსეთის ქმედებები მათთვის მისაღებია, რასაც აღიარებენ კიდეც. პროცესის მალე დასასრულებლად რუსეთის ჩართვა ევროპისთვის მისაღები აღმოჩნდა.

კასპიის ფლოტილიის გემებმა 1500 კილომეტრის სიშორიდან დაბომბა სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების პოზიციები, რაკეტებმა ორი სახელმწიფოს ტერიტორია გაიარეს _ ირანისა და ერაყის, რაც ამ ქვეყნების ხელმძღვანელობის ნებართვით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ურთიერთობები ირანთან და ერაყთან უფრო მჭიდრო ხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამერიკამ ფიასკო განიცადა.

გეოპოლიტიკური ძვრები გარდაუვალია. ეს შეეხება პოლიტიკურ რუკას, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს და არა მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონში, არამედ სრულიად მსოფლიოში. საინტერესო, მაგრამ სახიფათო პროცესების მომსწრენი ვართ.

საქართველოში კი კვლავ ისეთი უსუსური და არაფრისმთქმელი პროცესები მიმდინარეობს, როგორიც ყოველთვის იყო. არსებული ხელისუფლება უნიათოდ გამოიყურება. ნათლად ჩანს არასწორი საკადრო პოლიტიკა, რომელიც სამ წელიწადში აწარმოა ამ ხელისუფლებამ.

_ მსოფლიოში სერიოზული ძვრებია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა. ის სულმოუთქმელად ელის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტერიალის სხდომის ჩატარებას და თვლის, რომ ამ სხდომაზე ბევრი რამ გადაწყდება. რას ელის თავდაცვის მინისტრი?

_ თინა ხიდაშელი ყველანაირი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, არა მხოლოდ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ვერ ერკვევა, არამედ, ქვეყნის შიგნით რა ხდება, ისიც არ იცის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ თქვა, რომ, თუ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არსებულ პოლიტიკაში არაფერი შეცვალა, ისეთივე მოვლენები განვითარდება, როგორიც ყირიმშიო. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი სულ სხვა განცხადებებს აკეთებს ბრიუსელში. დავით დონდუას ეს ნათქვამი არ მოიწონა რესპუბლიკური პარტიის არც ერთმა წევრმა. არადა, დონდუა მართალს ამბობს. პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირმა ხალხს სიმართლე უთხრა. თუ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგა, აფხაზეთისა და ოსეთისყირიმიზაციამოხდება.

_ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობდა. “თავისუფალი დემოკრატებისლიდერმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, პრემიერი პატარა ბიჭივით დადის და სხვისი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას ცდილობსო. ალასანიაგაზპრომთანმოლაპარაკებებსა დასოკარისჩანაცვლებაზე საუბრობდა

_ ირაკლი ალასანია და მისი კალიბრის პოლიტიკოსები ჩასაფრებულები არიან კულუარულ ინფორმაციაზე, მათ არც განათლება აქვთ, არც _ გონება. ძალიან შეზღუდული მსოფლმხედველობა აქვთ. ალასანია და მისნაირები ხომ თავის დროზენაცებმაგააპიარეს?

პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტს გლობალურად უნდა შევხედოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიზიტი ენერგეტიკულ საკითხებსაც ეხებოდეს, რადგან “სოკარი” ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ქართულ ბაზარზე, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

აზერბაიჯანს ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა ევროპასთან, ცდილობს, ურთიერთობა ააწყოს რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, ამიტომ აზერბაიჯანში ღარიბაშვილის ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, დროული და აუცილებელი იყო.

ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. საომარ ოპერაციებში რუსეთის ჩართვამ, კიდევ აღვნიშნავ, ბევრი რამ შეცვალა. ყველა ქვეყანა გარანტიებს ითხოვს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ჩვენ და აზერბაიჯანი თითქმის ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, მათაც ტერიტორიები აქვთ დაკარგული. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი თავის სამხედრო ბაზის პოტენციალს ზრდის სომხეთში. ხომ შეიძლება, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე გადმოჭრას ჩვენი ტერიტორია და შეიყვანის ჯარი სომხეთში?

_ საქართველოს მთავრობაგაზპრომთანმოლაპარაკებებს აწარმოებს, დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ განცხადებები უკვე კეთდება, ამბობენ, რომ ეს საფრთხის შემცველია. ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემგაზპრომთანმოლაპარაკებები ეკონომიკურ ჭრილში არ განიხილა, განაცხადა, პოლიტიკური სარჩული აქვსო

_ ვეთანხმები დემურ გიორხელიძეს, “გაზპრომთან” მოლაპარაკება პოლიტიკურია. აზერბაიჯანს, შესაძლოა, რაღაც პრობლემები შეექმნას და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. პრევენციული ზომების მიღება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, გარანტიებიც გვჭირდება. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება საქართველომ ისედაც დააგვიანა. აბაშიძეკარასინის შეხვედრები ბევრის არაფერის მომტანი აღმოჩნდა, რაც ოპოზიციისთვის დაცინვის თემაც არის.

რუსეთი ასპარეზზე გამოვიდა, მისი გამოჩენა აუცილებელი შეიქნა გლობალური პოლიტიკისთვის, ამიტომ საქართველომაც უნდა შეცვალოს რაღაც. არ შეიძლება, ამ ვითარებაში რუსეთთან, არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს. რუსეთის მიმართ ხელისუფლებამაც და პარლამენტმაც ბევრი რამ უნდა შეცვალოს, უპირველესად, აუცილებელია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება.

ქვეყანა სტაგნაციაშია, რეგრესი გვაქვს, წარსულში ჩავრჩით

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maxresdefault_2936.jpg

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ ბატონო ვალერი, ამერიკა, დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, მოკლედ, სრულიად მსოფლიო რუსეთის სამხედრო ოპერაციებმა შოკში ჩააგდო, წონასწორობა დააკარგვინა. როგორ იქცევა ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება?

_ საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპაში უშედეგოდ დადიან. პირობითად, შეიძლება, მათი მოქმედება სულხან-საბა ორბელიანისთვისაც შეგვედარებინა, მაგრამ საბას საქართველო უყვარდა და გულით ცდილობდა, სიკეთე გაეკეთებინა, ამას ჩვენს მინისტრებზე ვერ ვიტყვით. ხიდაშელსაც და დანარჩენ მინისტრებს მხოლოდ საკუთარი თავი და პირადი მდგომარეობა ადარდებთ, მხოლოდ თავიანთი პოზიციების განმტკიცება სურთ.

საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ ხედავს, რა ხდება მსოფლიოში, რაც კატასტროფაა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში.

მსოფლიო რეალურად სხვა მიმართულებით მიდის, საქართველო კი დარჩა წარსულში, ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა მხოლოდ თავიანთი პოზიციების განმტკიცებისკენ არის მიმათული, ქვეყნის ბედი არ ადარდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად იმოქმედებდნენ.

_ როგორ უნდა იმოქმედონ?

_ თუ საქმეს გავამარტივებთ, ასეთი ვითარებაა: ამერიკელებისა და ევროპელების პოლიტიკა ჩიხში შევიდა, სრული კრახი განიცადა. ისინი წლების განმავლობაში მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, მოქმედებენ თვითნებურად და ტერორისტულად. რუსეთი კი დასავლეთის პოლიტიკას სიტყვითაც და საქმითაც წინ აღუდგა, რასაც აკეთებს, ყველაფერს კანონის ფარგლებში, საერთაშორისო ნორმების დაცვით და ზნეობის ჩარჩოში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ზნეობა და კანონი უნდა კარნახობდეს, რომ დასავლეთის უზნეო პოლიტიკას უარი უთხრას და რუსეთის პოლიტიკას შეუერთდეს. ეს, რაც შეეხება ზნეობას. მეორე არის პრაგმატიზმი. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველომ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს და რუსეთისკენ 180 გრადუსით შებრუნდეს. რუსეთი ამ ბრძოლაში არავითარ შემთხვევაში არ დამარცხდება, რადგან მან ძალის საოცარი დემონსტრირება მოახდინა, დააბნია ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ღობე-ყორეს ედებიან. ისინი ხან რუსეთთან საერთო ენის გამონახვაზე საუბრობენ, ხან _ სანქციების გამკაცრებაზე, ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დასავლეთში დომხალია, ჩიხში არიან. საქართველომ ასეთ ვითარებაში ხეირი უნდა ნახოს, პრაგმატულად უნდა იაზროვნოს. ოდესღაც ყველაფერი დალაგდება, ხელსაყრელ პოზიციაში უნდა აღმოვჩნდეთ. ვგულისხმობ ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ აღორძინებას და ყველაფერს, რაც ქვეყანას ასე სჭირდება დღეს, თუმცა ამისთვის არც ჭკუა ჰყოფნის ვინმეს, არც ნება აქვს და არც სურვილი.

_ პრემიერი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა. იქნებ ამ საკითხების განსახილველად ჩავიდა? ვიცით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევრაზიულ კავშირში შემავალ ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყო.

_ როდესაც ალიევმა ევროპის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაშინვე ვთქვი, რომ ასე უნდა აზროვნებდნენ საქართველოშიც-მეთქი. ყველა დირექტივა, რომლებიც ევროპიდან მოდის, გულში ჩასახუტებელი არ არის, ზოგიერთი რამ მხოლოდ უნდა განიხილო. ჩვენი მთავრობა კი ყველაფერს უყოყმანოდ იღებს.

პრემიერი აზერბაიჯანში რისთვის წავიდა, ვერ გეტყვით. საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის შეცვლის გაცხადებული პოზიცია არ აქვს. ყველამ ერთად ვიხილეთ და მოვისმინეთ გაეროს 70-ე ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლა, სადაც არანაირი ახლებული ხედვა არ ჩანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გამოსვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. პუტინის სიტყვას მეორე დღესვე მოჰყვა მოქმედება, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებმა ვერაფერი გაიგეს, დღემდე დაეხეტებიან უგზო-უკვლოდ, უმისამართოდ, ყოველგვარი გეგმისა და პროგრამის გარეშე. ევროჩინოსნების მხრიდანაც ისევ ძველებურად იღებენ სტანდარტულ, შაბლონურ დაპირებებს; ისევ რეფორმების გატარებაზე მიგვითითებენ, ისევ ვერაფერს გვპირდებიან. ახალი, არც ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან გვესმის და არც ევროპისგან, 25 წელიწადია, არაფერი იცვლება. დღესაც, ასეთი ვითარების მიუხედევად, ჩვენი პოლიტიკოსებისგან კვლავ ისმის სიტყვები: “წინ მივიწევთ, პროგრესია!”, არადა, ქვეყანა სტაგნაციაშია, რეგრესი გვაქვს, წარსულში ჩავრჩით.

_ არ ფიქრობთ, რომ ნათელი წერტილი გამოჩნდა? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ თქვა, ტერიტოული მთლიანობის აღდგენის კუთხით ცვლილებებს თუ არ შევიტანთ ჩვენს პოლიტიკაში, “ყირიმიზაციაგვემუქრებაო. გარდა ამისა, ხელისუფლებამგაზპრომთანმოლაპარაკებები დაიწყო, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს

_ საქართველოს მოყვარულ ადამიანებს ასეთი რაღაცები ნათელ წერტილად ეჩვენებათ, სინათლის სხივს ეძებენ, მაგრამ ამგვარ წამოკნავლებაში ვერაფერს ვხედავ. ან რა ამბავი ატყდა “გაზპრომზე”? თუ ამ ნაბიჯს ხელისუფლება დგამს, არ ვიცი, აქვს კი მას პოლიტიკური დატვირთვა, რადგან გაცხადებული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს აქვს ეკონომიკური დატვირთვა, მაშინ საერთოდ გაუგებარია, სალაპარაკო რატომ გახდა?! სულ გაიძახიან, რომ ენერგეტიკის ალტერნატიული წყარო გვჭირდება, არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები ერთ რომელიმე ქვეყანაზე. თუ ალტერნატიული წყარო გვჭირდება, თანაც ენერგეტიკაში, მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთს უნდა დაელაპარაკო. ასე რომ, ახალს და საინტერესოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებაში ვერაფერს ვხედავ. ესენი არაფრის შეცვალს არ ფიქრობენ. საქმეს ასეთი პირი არ უჩანს.

საქართველოს ეკონომიკა სულს ღაფავს

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/giorxelidze.jpg

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკური საკითხების ექსპერტი:

_ ბატონო დემურ, ფასების მატება ყველა მიმართულებით უკვე შესამჩნევია. ბიზნესმენები წლის ბოლომდე ყველაფრის გაძვირებას ელოდებიან, ამბობენ, რომ ტარიფების ზრდა ავტომატურად ყველაფერის გაძვირებას გამოიწვევს.

_ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა ლარის სტაბილიზაცია იმ მდგომარეობაში, რომელიც დღეს აქვს. ახალი წელი ახლოვდება და ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, ისედაც მოსალოდნელია, ამას სეზონური გაძვირება ჰქვია. იქნება თუ არა დამატებითი მდგენელი ლარის დევალვაციისა, გამოჩნდება, თუმცა ჯერჯერობით არის დრო, რომ ეს არ მოხდეს.

_ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ისევ პრობლემებია. დოლარის კურსის დასარეგულირებლად, ხარჯვას ისევ თავს არიდებენ.

_ ვნახოთ, რას იზამენ. დღეს მოკრძალებულ ხარჯვაზე საუბრობენ. არა მგონია, რომ ბიუჯეტიდან დამატებითი ზეწოლა მოხდეს ლარის კურსზე. ბოლო ორ თვეში ბიუჯეტი განსაკუთრებით დიდ ხარჯებს რომ გაიღებს, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

_ “გაზპრომთანმოლაპარაკებებს როგორ შეაფასებთ?

_ ეს ეკონომიკური საკითხი არ არის. “სოკარი” საქართველოს სრულად ემსახურება. “გაზპრომი” პოლიტიკური თემაა. ხელისუფლება გარკვეული ჯგუფების ლობირებას ცდილობს, “სოკარის” ნაწილს ვიღაც ჩაანაცვლებს. განსაკუთრებული აქ არაფერია, იხეირებს ორი-სამი ჯგუფი, რომელიც ბუნებრივ აირს შემოიტანს.

ასე რომ, “გაზპრომის” საკითხი პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, რას აპირებს, შესაძლოა, რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რისკები გაიზრდება, სისულელეა, ჩვენ ისედაც რისკის ქვეშ ვართ რუსეთთან მოუწესრიგებელი ურთიერთობის გამო, ამიტომ “გაზპრომი” რისკს ვერ გაზრდის, უბრალოდ, ბიზნესმენთა რამდენიმე ჯგუფი იხეირებს.

_ რა ვითარებაა ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში?

_ საქართველოს ეკონომიკა სულს ღაფავს, ამიტომ გაისად უკეთესობის მოლოდინი მართებული არ იქნება, მით უმეტეს, არჩევნების წელია, ხელისუფლება უამრავ პოპულისტურ ნაბიჯზე შეიძლება წავიდეს. ეკონომიკური და სოციალური პრობლემებისთვის არავის ეცლება. ზერელე, ცალკეული ღონისძიებებით კი სიტუაცია ვერ გაუმჯობესდება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here