Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს ქვეყნის ახალგაზრდობა

995

გასულ კვირას საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილი იყო გაეროს 70- საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 28 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოდან ორი დელეგაცია ჩავიდა პრემიერისა და პრეზიდენტის მეთაურობით. პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი გაეროში, რას ჩაეყარა საფუძველი და ადეკვატური იყო თუ არა საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა, _ ამ საკითხებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, გაამართლა ხალხის მოლოდინი გაეროს 70- საიუბილეო სესიაზე წასულმა საქართველოს ორმა დელეგაციამ პრემიერისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით? როგორ შეაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას?

_ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ჰქონოდა რაიმე მნიშვნელოვანისა და ახლის მოლოდინი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლისგან. რაც უნდა თქვას გაეროში ღარიბაშვილმა, უღიმღამოა. საქართველოს პრემიერი არც უგო ჩავესია (ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი _ ..), არც ნიკიტა ხრუშჩოვი (სსრკის ყოფილი ლიდერი _ ..) და არც აჰმადინეჯადი (ირანის ყოფილი პრეზიდენტი _ ..). ღარიბაშვილს რა უნდა ექნა, როდესაც ამერიკის არც ერთი პრეზიდენტის გამოსვლა არ ყოფილა საინტერესო არც ერთ სამიტზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დღეებში საქართველოში მოხდა, იყო ის, რომ საბოლოოდ დადგინდა ქართველი პოლიტიკოსების დონე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ვერ გაარკვიეს, სად და როდის გამოდიოდა სიტყვით პრემიერი ღარიბაშვილი. მათ ოთხი დღით ადრე ატეხეს ერთი ამბავი. არადა, საიუბილეო სხდომა დაწყებულიც არ იყო. ქვეყანას, რომლის პოლიტიკოსებმაც პოლიტიკის ანაბანა არ იციან, დიდი პოლიტიკის კეთება არ უნდა მოსთხოვო.

ღარიბაშვილი 1 ოქტომბერს გამოვიდა. მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და რაც არასოდეს შესრულდება. პრემიერმა ისაუბრა 90 ათასი ადამიანის დასაქმებაზე და, რაც მთავრია, განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და შეეცადა, მეზობელი ქვეყანა ჩაეწიხლა.

70-ე საიუბილეო სესიას 193 ქვეყანის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველა მათგანის გამოსვლა პროტოკოლურია. ასე რომ, ღარიბაშვილის გამოსვლაში ახალი და საინტერესო რა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ყველაფერში საინტერესო იყო მისი მინისტრის, თეა წულუკიანის, შეფასება: “ევროპამ მაღალ დონეზე შეაფასა პრემიერმინისტრის გამოსვლა”. ნეტა, რას ნიშნავს წულუკიანისთვის ევროპა და რა იგულისხმა მან? წულუკიანი ამ შეფასებამ შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ სრულიად ევროპის მოსახლეობა გულისფანცქალით ელოდა ღარიბაშვილის გამოსვლას, მერე შვებით ამოისუნთქა და დადებითად შესაფასა. ეს ტრაგედიაა!

საქართველოს ყველა ხელისუფლებას, ზომის, წონის, განათლების მიუხედავად, სურვილი აქვს, მოწინავე ქვეყნების რიგში იდგეს. ასე იყო ბედკრული სააკაშვილიცდღემდე ვერავინ გაიგო, რომ ამ პატარა ქვეყნის ადგილი დიდების გვერდით არ არის.

 ეს თავიდანვე უნდა ეთქვათ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მატრაკვეცობის დრო არ არის და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ნაბიჯებიც ასეთი უნდა გადაედგათ.

ღარიბაშვილის გამოსვლა პროტოკოლური იყო, _ ასე ჩათვალა დამსწრე საზოგადოებამ, რუსეთმა კი, რომელიც 1992 წლის შედეგ რეაგირებას არ ახდენს საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლაზე, ამჯერადაც დუმილი არჩია. რუსეთის აზრი მნიშვნელოვანია. აუცილებელია, წერტილი დაესვას იმ მაზოხიზმს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რუსეთი აგრესორიაო. არადა, აგრესორი თვითონ ხარ _ ეს დასკვნა ასახულია კომიისიის ოფიციალურ დოკუმენტებში, კომისიისა, რომელსაც ტალიავინი ხელმძღვანელობდა. რუსეთს ეს იმ მაღალი ტრიბუნიდან უნდა ეთქვა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა დასაწყისში იყო, ხოლო ღარიბაშვილის _ ბოლოსკენ.

_ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პრემიერმა განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები გაეროს მისიაშიც მიიღებენ მონაწილეობას _ “ცისფერჩაფხუტიანთარიგებში. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ მისიის შესრულება?

_ ხელისუფლებისგან აღარაფერი მიკვირს. 25 წლის განმავლობაში დახურულ კარს ვურტყამთ თავს. აქედან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს ქვეყნის ახალგაზრდობა. ვფიქრობ, გაერო უფრო საღად შეაფასებს ვითარებას. ჩვენი ზომის ქვეყნიდან 1000 კაცის წასვლა არ შეიძლება, შესაძლებელია, წაიყვანონ ექიმები. არ შეიძლება, გაერომ გააკეთოს იგივე, რასაც ამერიკა და ნატო აკეთებს. ამერიკას არ აინტერესებს, რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ის, უბრალოდ, გენოციდს გვიწყობს, როდესაც ამ პატარა ქვეყნიდან 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი სასაკლაოზე მიჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო _ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.

მოკლედ ვიტყვი ორი დელეგაციის წასვლაზეც. გარდა იმისა, რომ თავი გავიშაყირეთ, უცოდინარობაც გამოვამჟღავნეთ, რადგან გაეროს იმ დარბაზში დელეგაციის სამი წევრი მერხთან ზის და მათ უკან კიდევ სამი ადგილია, ასე რომ, პრეზიდენტი ძალიან დაბალი დონისაა, თუ იფიქრა, რომ მისი ადგილი იქ იქნებოდა. პრეზიდენტი, პრემიერი და მათი თანმხლებნი იქ არ დაეტეოდნენ. მარგველაშვილის ამერიკაში ვიზიტი ღიმილის კი არა, ხითხითის სურვილს გიჩენს, თუმცა ხითხითის განწყობაზე არ დაგაყენებს ვიზიტზე დახარჯული ფული.

_ ბატონო ჰამლეტ, გაეროს თავყრილობაზე რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ვინ მიიქცია უდიდესი ყურადღება?

_ გაეროს ყოველთვის აინტერესებს, რას იტყვის პირველი სახელმწიფოს მეთაური. ბარაკ ობამას გამოსვლა იყო გამომწვევი, გამაღიზიანებელი. დაწიხლა რუსეთი, გააკრიტიკა ირანი და ჩინეთი. დიპლომატიაში წერტილ-მძიმესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ობამამ რუსეთს აკადრა, ყველაფერი ტყუილია, თუმცა ამ ტყუილით საზოგადოების დაჯერებას ცდილობდა. მან ასევე თქვა, რომ სანქციებმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, ეს ქვეყანა დააჩოქა, რომ რუსეთიდან ინტელექტუალები გარბიან. თავისი გამოსვლა კი ასე დაასრულა _ “მსურს, ვიხილო ძლიერი რუსეთი!”, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო.

ალბათ, არ მომლანდებია და ბევრი დამეთანხმება, რომ ერთერთი, ასე ვთქვათ, სეფესიტყვა რუსეთის პრეზიდენტმა წარმოთქვა. ის 22 წუთში ჩაეტია და რევერანსების გარეშე, პირდაპირ თქვა ყველაფერი. პუტინი იყო კორექტული, არ დაუსახელებია არავის სახელი და გვარი, ბოლოს კი იკითხა _ რა გააკეთეთ?

მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო სწორედ პუტინის გამოსვლისკენ, არავინ იცოდა, რას იტყოდა. რუსეთის პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა მიუნხენში გამოსვლაზე მწვავე იყო. პუტინმა სწორედ მიუნხენში ამხილა ამერიკა, რასაც ვერავინ ბედავდა.

გაეროს ერთკვირიანი შეხვედრები, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის ჩათვლით, იყო რუსეთის დიპლომატიისა და პოლიტიკის ტრიუმფი.

რა მოხდა ერთ კვირაში? ვლადიმერ პუტინმა თავისი გამოსვლით ყველას დაანახვა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის, რომ დასასრულისკენ მიდის ამერიკის ჰეგემონია. პუტინმა მოახერხა, რომ ობამა ყველაფერში დაეთანხმებინა. დათანხმება არც სჭირდებოდა, რადგან გადაწყვეტილება “ისლამური სახელმწიფოს” დაბომბვაზე უკვე მიღებული ჰქონდა. პუტინის ამ საქციელმა ისე დააბნია ამერიკის ადმინისტრაცია, რომ დღის განმავლობაში განცხადება სამჯერ შეცვალეს. ამერიკა შოკში ჩავარდა და ამ მიზეზით შეცდომას შეცდომაზე უშვებს. აქვეყნებენ ინფორმციას, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, საავადმყოფოები გაანადგურეს და ა.შ., თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ ერთ კვირაში მსოფლიოში ვითარება შეიცვალა.

საბჭოთა კავშირი და ამერიკა უაღრესად მძიმე ვითარებაშიც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. რაღაც დონეზე შეხვედრები ყოველთვის მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ელჩი ამერიკაში 25 წლის განმავლობაში იყო ანატოლი დობრინინი, რომელსაც “ცივი ომის” დროსაც კი არ შექმნია პრობლემა, შეხვედრები გაემართა უმაღლეს დონეზე. მას შედეგ, რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ამერიკასა და რუსეთს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. რუსეთს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკაში დეპარტამენტის უფროს დალაპარაკებოდა. იგივე გააკეთა რუსეთმაც ამერიკის ელჩთან. ურთიერთობები გაიყინა…

რუსებმა ყირიმის ნაპირებთან ამერიკული გემი შეამჩნიეს, რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც ახლა მონაწილეობს სირიის დაბომბვაში, ამერიკულ გემს გადაუფრინა და ყველა რადარი გაუთიშა. ამის შემდეგ 24-ჯერ იმიტირებულად დაბომბა, ამერიკელებმა ჩაისვარეს და თავი კონსტანცას (რუმინეთის პორტს _ ე.ნ.) შეაფარეს. ამერიკული გემის ეკიპაჟის ნახევარი შემადგენლობა გადადგა, ზოგი სამკურნალო გახდა. ამერიკა მიხვდა, რომ არც ისე ძლიერია, როგორც თავი მოაქვს.

თავისი ქმედებებით ამერიკამ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი მსოფლიოში სუპერსახელმწიფოდ დააბრუნა. ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ეს მოხდა.

_ ის, რაც მოხდა ამ ერთ კვირაში, მსოფლიომ გააცნობიერა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომაც. საქართველოს ხელისუფლება თუ მიხვდა, რაც მოხდა?

_ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს მიხვდება. მათი მიზანი ვიღაცის უკანა ნაწილის ლოკვაა და წლების განმავლობაში ასე იქცეოდნენ, საქართველო ამ “შესაშურ” პროცესში უკვე 25 წელიწადია ჩართულია. ეს ტრადიციულად გრძელდება და ივანიშვილ-ღარიბაშვილიც მშვენივრად ახერხებენ. მხოლოდ ივანიშვილის განცხადება რად ღირს: “ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ამაზე მშვენიერი მსოფლიოს არაფერი შეუქმნია”. ჩვენი ხელისუფლების ცოდნის დონე დაბალია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, დიდი რისკის წინაშე დგებიან _ ხელისუფლების დაკარგვის ეშინიათ.

ამერიკამ საქართველოში ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო: ოპოზიცია მისია, ხელისუფლებაც, ჟურნალისტებიც, არასამთავრობოებიც. საზოგადოების ნაწილი პროამერიკულია. ხელისუფლებამ იცის, ამერიკის წინააღმდეგ რამეს იტყვის და შეცვლიან.

ვინმეს საქართველოზე ერთი წუთითაც რომ ეფიქრა, რაც გვჭირს, დაგვემართებოდა? საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს საგარეო და საშინაო კურსის ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნებაზე. დღევანდელი რუსეთი სულ სხვაა, ხელწამოსაკრავი არ არის. საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რუსეთს წიხლი ამოარტყას. ფეხზე რომ ვდგავართ, რუსეთის გულისხმიერების დამსახურებაა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

5 COMMENTS

  1. არასოდეს არ მიიღებენ საქართველოს არც ნატოში და არც ევროკავშირში! რატომ ქმნით ილუზიებს!!! ჩვენ კავკასიის ქედივით ვყობთ ჩრდილოეთს და სამხრეთს….იფიქრეთ რომ მესამე მსოფლიო ომის ქარცეცხლი როგორ ავიშოროთ!

  2. neta tina xideshelma tu icis ras aketebs da ristvis aris iq? ragac aramgonia iseti gamometyvela aqvs xolme rom ase mgonia warmodgenac ara aqvs ra sakitxzea miwveuli magram xom avsebs adgils?

  3. ra anonimuroba daghemdat,geshiniat? risi,skamisa tu cixisa.xom tkva kvelas satkmeli,mere ra,ra vknat tu,meetle cxenebs matraxit ar daahkarebs,cxenebi mixvdebian tu,ra?xom gvakvs biuleteni xelshi meti ra ginda magram,alternativa araa da es gvborkavs,kvlav rom,axali saakashvili ar davsvat samepod.kvela imukreba da erti normaluri rogor imaleba an malaven.me ver vxvdebi da ikneb tkven icit.exla xom 70 meate sesia ar iko.azris gamotkmasac mivehviet magram,shesrulebas dzalian nel-nela!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here