Home რუბრიკები პოლიტიკა ჭრელი ბაირაღები, ანუ ფურუნკულების სკდომა

ჭრელი ბაირაღები, ანუ ფურუნკულების სკდომა

გასულ კვირაში ცნობილმა გრანტიყლაპიებმა რატომღაც გადაწყვიტეს, ქართულ ლიტერატურაზე გამოეთქვათ აზრითავიდანვე ვიტყვი, რომ არც მეორე უკიდურესობას ვეთანმხები, ანუ იმ ხალხს, რომელიცათრთოლებულიხმით გაიძახის _ როგორ შეიძლება ცნობილი ქართველი მწერლების კრიტიკა და მათ ნაწარმოებებზე აუგის თქმაო!

 

არა, ბატონებო!

სრული უფლება აქვს მავანს, არ მოსწონდეს “ვეფხისტყაოსანი” და მის ნაცვლად, თუნდაც დავით (დეფი) გოგიბედაშვილისსიახლოვე აირჩიოს თავისი სულისა და გონების საზრდოდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი პრობლემაა და ვერავინ აუკრძალავს!

მაგრამ ის კამპანია, რომელიცნაციონალებისერთერთმა იდეოლოგმა დავით დარჩიაშვილმა რამდენიმე დღის წინათ წამოიწყო, ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებთა კრიტიკა სულაც არ არის. ეს ხალხის საყვარელი მწერლების პიროვნული შეურაცხყოფაა.

აი, ბატონი დარჩიაშვილის სიტყვები: ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია. ეს არის ტიპური ქართულისაბჭოთა ნაწარმოები, სადაც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა გესწავლათ”.

თუკი ლიტერატურის რომელიმე ექსპერტი დამიმტკიცებს, რომ ეს ფრაზა ლიტერატურული კრიტიკაა და არა მწერლისა და მკითხველის პიროვნული შეურაცხყოფა, გავჩუმდები.

დავით დარჩიაშვილს სრული უფლება აქვს, როგორც სურს, ისე გაიგოსთეთრი ბაირაღებიცადა ნებისმიერი მწერლის სხვა ნაწარმოებიც, მაგრამ ნოდარ დუმბაძის სინდისის აუგად ხსენება და ამ ავტორის მკითხველთა ოჯახების ასე უდიერად მოხსენიება, კრიტიკა კი არა, ფურუნკულობაა!

გემახსოვრებათ, იმავე “ქურდულ” ნაწარმოებში მეორე ქურდის _ ტიგრანა გულოიანის ფრაზა: შოშია, ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ როდის გასკდებოდი, აი, ეგ არ ვიცოდი!”.

თუმცა დარჩიაშვილი და მისთანანი, არა ჩვეულებრივი, ანუ ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი ფურუნკულები არიან და უკვე არაერთხელ გასკდნენ ქარველი ხალხის თვალწინ.

ადამიანი მართლაც დებილი უნდა იყოს, რომ მწერლის მსოფლმხედველობაზე მისი ნაწარმოების ერთი რომელიმე პერსონაჟის ფრაზებით იმსჯელოს და ასე უტიფრად მიაწეროს ავტორს ამა თუ იმ იდეოლოგიის მიმდევრობა.

როგორ წარმოუდგენია დარჩიაშვილს, ციხის თემატიკაზე დაწერილ რომანში ავტორი ქურდის ტიპაჟს თუ არ დახატავდა, აბა, ვისი უნდა დაეხატა _ ულტრალიბერალი ჰომოსექსუალის? ქურდს როგორ უნდა ელაპარაკა, ნეტავ? ნატოს მხარდაჭერა უნდა გამოეთქვა და საქართველოს პროდასავლური კურსის უპირატესობა უნდა ემტკიცებინა თანასაკნელთათვის?

რაზე აქვთ ფურუნკულებს პრეტენზია? ნოდარ დუმბაძე ამ ნაწარმოებში გადმოსცემს, რომ შეიძლება, ქურდსაც ჰქონდეს ცხოვრებაში გარკვეული ადამიანური მომენტები.

“ლიმონა დადებითი პერსონაჟია და რა პასუხი გავცეთ ბავშვს, რომელსაც ამ ნაწარმოებში ლიმონა მოეწონება?” _ სვამს კითხვას მორიგი ფურუნკული და “ბრძნულ” გამომეტყველებას იღებს…

ვისაც ამ ნაწარმოებში “ლიმონა” კარგი და დადებითი პერსონაჟი ჰგონია, იმას ვერ აქვს კარგად საქმე გონებრივად, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მხრივ… ლიმონა ტრაგიკული პერსონაჟია და ნაწარმოებში სწორედ ის უნდა დაინახო, რომ, თუკი კარგი ადამიანი ცხოვრებაში გზას ასცდება და არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, მას ცხოვრება სამუდამოდ დაენგრევა და ბევრი რამ გაუხდება სანანებელი. სულაც არ წერია ამ ნაწარმოებში, რომკანონიერი ქურდობაკარგი და მოსაწონია. პირიქით, იგი, ფაქტობრივად, მოუწოდებს ადამიანებს, არ აირჩიონ ცხოვრების ეს გზა.

სხვათა შორის, დუმბაძის მლანძღველ (და არა მაკრიტიკებელ) ფურუნკულებს ამავე ნაწარმოებში მეორე “კანონიერი ქურდის”, მკვლელი ტიგრანა გულოიანის არსებობა ავიწყდებათ. ტიგრანა სულაც არ არის ლიმონასავით რომანტიკული და ლამაზი სულის ადამიანი…

მწერალი ნათლად გვიჩვენებს, რომ ცხოვრების ერთსა და იმავე გზაზე მდგარი ორი ადამიანი შეიძლება ასეთიც იყოს და ისეთიც.

ამ ნაწარმოებში არის სიმპათია ქურდული სამყაროს მიმართ და სრული ნეგატივი ბიზნესის მიმართ. საზიზღარ პერსონაჟად არის გამოყვანილი ის, ვინც საქმოსნობას ეწევა. კრიმინალური ავტორიტეტი მას უხსნის, ერთი მილიონი რომ იშოვე, მეორე როგორღა მოგინდაო? ასეთი ლოგიკა არის აბსოლუტურად არასაბაზრო ეკონომიკისა და ამავე დროს არსენა ოძელაშვილის…”

აი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანის სიდებილე იმ საზღვრებს სცდება, რომლის იქით ვეღარ ხვდები, უნდა იცინო თუ იტირო.

რომელ ბიზნესზეა საუბარი?!

ეს ხომ საბჭოთა კავშირის პერიოდია! განა შეიძლებოდა, საბჭოთა პერიოდში ციხის საკანში ბიზნესმენი მჯდარიყო? ის, რასაც ფურუნკული დარჩიაშვილი ბიზნესს უწოდებს, სინამდვილეში სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება და ფლანგვაა.

ნაწარმოების სიუჟეტის მიხედვით, გოგოლაძე, ანუ შოშია, რომელსაც ლიმონა ამ ეპიზოდში ესაუბრება, არის წვენების ქარხნის ყოფილი დირექტორი, რომელიც ასკილისა და მაყვლის წვენში მავნე ნივთიერებების გარევის გზით იხვეჭდა ფულს და ამ მოშხამულ სასმელს ბავშვებს და ავადმყოფებს ასმევდა. აკი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნატურალური წვენების მომხმარებელი, ძირითადად, სწორედ ბავშვები და საავადმყოფოები იყვნენ.

აი, ამას უწოდებს დარჩიაშვილი ბიზნესს.

როგორც ჩანს, ფურუნკულებისთვის ფულის შოვნის ნებისმიერი ხერხი ბიზნესია.

სწორედ ამას ეუბნება საბოლოოდ ქურდი ლიმონა ფურუნკულ-გოგოლაძეს: “შენ სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონია?”.

სწორედაც, მეწველ ძროხასავით უყურებენ სახელმწიფოს ფურუნკულ-დარჩიაშვილებიც და ამიტომაა, რომ არ ეპიტნავებათ ნოდარ დუმბაძის მსოფლმხედველობა, რომელიც ასეთ ფურუნკულებს იქ, ციხის საკანშიც, სადაც ყველაზე ზნედაცემული ადამიანები შეკრებილან, ყველაზე ნაძირლებად მიიჩნევს.

თუკი დადებით პერსონაჟებზე წავა საუბარი, აქვეა მოხულიგნო გლეხი ჭიჭიკო გოგოლი, აქვეა ტრაგიკული შემთხვევის წყალობით მკვლელად ქცეული ძია ისიდორე, აქვეა ზაზა ნაკაშიძეც, უსამართლოდ ეჭვმიტანილი…

მაგრამ დარჩიაშვილი მაინც მოწამლული წვენების მიმწოდებელი ქარხნის დირექტორ გოგოლაძის, ერთი და იმავე საფლავის სამჯერ გამყიდველისა და სასაფლაოს ყოფილი დირექტორის, მიცვალებულის მიცვალებულზე ზევიდან დაამმარხავი მებურიშვილის, საკუთარი შვილებისთვის ალიმენტის არგადამხდელი ჭეიშვილისა და პატიმარი მეგობრის ცოლის გამაუპატიურებელი გამცემლიძის დაცვას ცდილობს ქურდებისგან…

რატომ?

ჩემი აზრით, დარჩიაშვილები და მისნაირები ამ ფურუნკულებში საკუთარ თავს ხედავენ და მათი უარყოფითად წარმოჩენა უფრო ადარდებთ, ვიდრე ქურდებისა _ დადებით ტიპაჟებად.

ლიმონა დევდარიანი თითქოს სწორედ დარჩიაშვილს პასუხობს, როცა თავის მონოლოგს ასეთი სიტყვებით ასრულებს:

“შენ ვინ გითხრა, რომ მე ანგელოზი ვარ და ოქროს თესლიდან აღმოცენებული? მე ერთი უძირო კაცი ვარ, მეტი არაფერი!”

ხოლო ძია ისიდორე ყოველივეს ასეთ კომენტარს უკეთებს:

“უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, რომ მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს”.

თუმცა, როგორ ფიქრობთ, აქვს კი აზრი, რომ ვცადოთ და ფურუნკულ-დარჩიაშვილებს ამ სიტყვების მნიშვნელობა ავუხსნათ?

აკი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც წიგნს წაიკითხავენ თუ შპალერს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

ამიტომაც აღარაფერს ვიტყვი იმ მატრაკვეცებზე, რომლებიც უმალ გამოხტნენ და დარჩიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის ლანძღვის კვალდაკვალ ჭაბუა ამირეჯიბისა და სხვა ქართველ მწერალთა დამცირებას მიჰყვეს ხელი…

აქვე კიდევ ერთხელ მიმაჩნია საჭიროდ იმის ხაზგასმა, რომ მეც არ მომწონს არაერთი აღიარებული ქართველი მწერლისა თუ პოეტის ნაწარმოებები და არც არასოდეს მომრიდებია ამის ხმამაღლა თქმა. მაგრამ არც არასოდეს მომსვლია აზრად, მათთვის რომელიმე იდეოლოგიის მსახურება ან რამე მსგავსი დამებრალებინა და პიროვნულად გამელანძღა ისინი…

ჰო, მართლა, დარჩიაშვილო, შენ მიერ საკუთარ ბიოგრაფიაში კომკავშირის მდივნობის ფაქტის დამალვის შესახებ წავიკითხე, მოგვიანებით რომ აღიარე უკვე და თანაც, რაღაც სისულელეებს რომ ბოდავ, სისტემა არ მომეწონა და მალევე დავტოვე პოსტიო

იცი, რა? მოდი, ჩემ ნაცვლად ჭიჭიკო გოგოლი გიპასუხებს:

შენგან განსხვავებით, ჩემთვის პარტიის მანდატი პურის წიგნაკი არასოდეს ყოფილა! უპარტიო ვარ და იმიტომ! და არც მარქსიზმლენინიზმის იდეები მაწუხებდა! მე ის მაწუხებს, რომ ოცდაათი ყალბი საფლავის ფასად გაყიდე მანდატი და მე რაღას მიზამ? ან ამათაც ხომ სულ თხასავით გაყიდი ყველას!”

ისე, ეს ეპიზოდი მებურიშვილის ცემითა და გოგოლის ფრაზით მთავრდება:

ბავშვობიდან ვერ ვიტან ამისთანებს! ამისთანა დამპალი იყო ის ჩემი მეურნეობის დირექტორი, რომ გავლახე და ამ ხნის კაცი ხულიგნობისთვის ჩავჯექი აქ!”

რას იტყვი, დარჩიაშვილო?

“წითელი” ნოდარ დუმბაძე მეურნეობის დირექტორების წინააღმდეგ გამოდიოდა?

არა, მართლა არ ვიცი, ღირს თუ არა ასეთ ფურუნკულებთან იმაზე ლაპარაკი, რომ მხატვრულ ნაწარმოებში სხვადასხვა გმირის ამა თუ იმ ფრაზიდან, საზოგადოდ, მწერლის მსოფლმხედველობის შესახებ დასკვნის გაკეთება იდიოტიზმია.

თუმცა იმას ნამდვილად გაბედულად გავიმეორებ, რაც ზევით ვთქვი: “თეთრი ბაირაღების” ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, დაგვანახვოს, რომ გოგოლაძე-მებურიშვილ-ჭეიშვილ-გამცემლიძის მსგავს ფურუნკულებს თვით ქურდები და კრიმინალებიც კი ჯობია.

დიახ! ქურდები გამოყვანილი არიან, როგორც საზოგადოების ყველაზე ჩაძირული ნაწილი, მაგრამ აი ეს ნაწილიც კი გაცილებით სჯობს, გოგოლი რომ “ბავშვობიდან ვერ იტანს”, ისეთ “მეურნეობის დირექტორებს”, ანუ დარჩიაშვილებსა და სხვა მისთანა მრავალჯერად ფურუნკულებს.

და მე უყოყმანოდ ვეთანხმები ამას!

თქვენ?

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. რა თქმა უნდა ვეთანხმები სტატიის ავტორს,ბაკურ სვანიძეს.ბევრი იციან და შეინახონ ეგ \’\’ცოდნა\’\’.ამომივიდა ყელში ამათი ცრუმასწავლებლობა.რატომღაც დარჩიაშვილი რომ მასწავლიდეს როგორ უნდა გავიგო ნაწარმოების აზრი.აზრები გაუზიარონ ერთმანეთს სამოვართან ცხელი ჩაის დასალევად რომ შეიკრიბებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here