რა ვქნა, გული ცუდ რამეს მიგრძნობს!

    რა ვქნა, გული ცუდ რამეს მიგრძნობს!

    15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა. ოფიციალური სიტყვი წარმოთქმისას მინისტრი ღიად დადგა უკრაინის მხარეს და დაუპირისპირდა რუსეთს: „გამოსვლის დასაწყისში მსურს, მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის განგრძობადი აგრესიით გამოწვეული ტანჯვისა და მსხვერპლის ფონზე”.

    კარგა ხანია, რუსეთის წინააღმდეგ ასე შემტევი ტექსტი და ტონი საქართველოს ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია. როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში რაღაც იცვლება ან უკვე შეიცვალა. კი გაიძახოდნენ, რომ „რუსეთი ოკუპანტია”, რომ „რუსეთს იქამდე არ დაელაპარაკებიან, სანამ იგი „ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას არ მოახდენს” და ა.შ., მაგრამ ეს სხვა სიბრტყეში და სხვა დონეზე ხდებოდა, ეს ბოლო განცხადება კი, როგორც იტყვიან, სხვა ოპერიდანაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამას უყურადღებოდ არ დატოვებს. ეს ქალბატონმა მაკამ და მისმა ზემდგომებმა შესანიშნავად იციან. ასე რომ, ამ განცხადებით საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გართულებაზე შეგნებულად წავიდა. ჩნდება ორი შეკითხვა: რატომ მოხდა ეს? რა მოჰყვება ამას?

    პირველ შეკითხვას მე ასე ვუპასუხებ: სავარაუდოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არ არსებობის მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. სხვა რომ არაფერი, საქართველოში ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესების სექცია (ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი), რომელიც იმიტომ იმყოფება საქართველოში, რომ გარკვეულ ვითარებაში გარკვეული კონტაქტები იქონიოს. ესეც რომ არ იყოს, იქ, სადაც გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ორი ქვეყნის ინტერესები მაინც იკვეთება, არაოფიციალური კონტაქტები ნარჩუნდება. ეს ტრადიციული ფორმაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. კიშინიოვში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვით დასტურდება, რომ ამ არაოფიციალურ დონეზეც საქართველოსა და რუსეთს შორის საერთო ენა ვერ გამოიძებნა. ეს ლოგიკურია, მაგრამ მსჯელობაში ამის იქით აღარ წავალ, ვინაიდან ერთი ვარაუდი მეორეს იწვევს, მეორე კი – მესამესა და მეოთხეს, ამიტომ, ვარაუდების კორიანტელი რომ არ დავაყენო, ამაზე შევჩერდები. არც ეს არის ცოტა. რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე გაგვიჭირდება, რადგან ეს ღრმა კონფრონტაციაში დარჩენას ნიშნავს. ოკუპაციის თემა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, დასავლეთთან ურთიერთობაში არსებული სირთულეები, რომლებსაც ახლა უკვე რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციაც ემატება, სახარბიელოს არაფერს გვიქადის.

    ქალბატონი მინისტრი კიშინიოვში არც მასპინძლებს მორიდებია და არც ევროპელებს: დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება. დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა. კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება:

    * თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილი და მავდრო იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ;

    * ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის მტკიცება და ამავე დროს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება;

    * კანონის უზენაესობაზე საუბარი და მავდრო სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება;

    * რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და პარალელურად პრორუსულობის იარლიყის მიწებება.

    ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა”.

    მინისტრი მას შემდეგ, რაც ევროპელებს საკადრისი მიუზღო, კვლავ რუსეთს მიუბრუნდა: პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ოცი პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს. ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორისადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი .. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება”.

    ასეთი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვიერი ლაშქრობა რუსეთის წინააღმდეგ კიშინიოვში. აქ იმ საკითხს კი არ განვიხილავ, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, მე საკითხს ვაყენებ იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავი ცამდე მართალი გგონია, რამდენად სწორია მისაბრუნებელი ხიდების დაწვა?

    ჩემი ვარაუდი, რატომ მოხდა რუსეთთან ურთიერთობის ასეთი მკვეთრი გამწვავება (ერევანში კობახიძისა და ბოჭორიშვილის შეხვედრა ზელენსკისთან, კიშინიოვში ქართველი მინისტრის შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან და ბოლოს მისი სრულიად არადიპლომატიური გამოსვლა) ის იყო, რომ რაღაცაში ვერ შეთანხმდნენმეთქი, მაგრამ ამ ამბავს იქვე მოყვა საინტერესო გაგრძელება. 36-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდნენ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ანუ რუსეთის წინააღმდეგ საქმე ჰააგის სასამართლოს გადასცენ. საქართველო ამ შეთანხმებას არ შეუერთდა. ქართველი მინისტრის მიერ კიშინიოვში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი და უცნაური ჩანდა. ქალბატონმა მაკამ განმარტება გააკეთა: საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს. ამ დამოკიდებულებას, ომელსა ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებზე, ვინაიდან გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში, საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებ მიმარ.

    უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მაღლა ვერაფერს ვერ დავაყენებთ, ამიტომ ბოჭორიშვილის ამ პოზიციას თავისთავად არაფერი დაეწუნება, მაგრამ ქალბატონი მაკა საკუთარ თავს, როგორც თვითონ ამბობს, იმ ფუფუნების უფლებას თუ არ აძლევს, რომ რუსეთის ლიდერების წინააღმდეგ ახალი სარჩელი (ერთი უკვე იყო) შევიდეს ჰააგაში, იმ ფუფუნების უფლებას რატომ იტოვებს, რომ რუსეთ სიტყვიერად დაესხას თავ? სად გადის ქალბატონ მინისტრის ფუფუნების ზღვარი? არა მგონია, რუსეთთან შეთანხმება არსებობდეს, რომ სიტყვიერად გაგლანძღავთ, მაგრამ საქმით ზიანს არ მოგაყენებთო. რა ვიცი, არა მგონია… ამიტომ, რისკების შესახებ რომ ბრძანებს ქალბატონი მაკა, ეს სიტყვიერი დაპირისპირებაც სარისკოა. სარისკოა თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მიღწეული თუნდაც ის პატარა დათბობა, რომელიც საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობის საფუძველთა საფუძველია, ამგვარი პოლიტიკური და დიპლომატიური ხრიკების შედეგად ვაითუ ხელიდან გამოგვეცალოს. გარდა ამისა, ამგვარი ხრიკებით დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობასაც ვერ გამოვასწორებთ და რა გამოვა? საქმეს ყველა მიმართულებით წავახდენთ. ხომ გახსოვთ, დასავლეთის მეხუთე კოლონისერთმა ქართველმა წარმომადგენელმა ამ ხელისუფლებას რა ურჩია?დასავლეთი თუ მოგვთხოვს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო. ახლა კი ისე ხომ არ გამოდის, რომ ცალი ფეხითაც ვერაფერს ვეყრდნობით და ჰაერში გამოკიდებული ვრჩებით?! ბოჭორიშვილის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, იმგვარი „ფუფუნების უფლება”, ზესახელმწიფოები რომ ვერ აძლევენ საკუთარ თავს, პატარა საქართველომ რატომ უნდა მისცეს? ის თუ არ ვიცით, სად გადის ქალბატონ მაკას ფუფუნების ზღვარი, ის ხომ მაინც ვიცით, თუ სად გადის საქართველოს ფუფუნების ზღვარი?! ვინმეს თუ ეჩვენება, რომ უკრაინის ტერიტორიიდან დრონებით განხორციელებული შეტევები რუსეთის დამარცხების მაუწყებელია, ვურჩევ, რომ მოჩვენებები პირჯვრის გადაწერით დააფრთხოს. რუსეთის დამარცხებაზე ფიქრმა იმ ხაფანგში არ შეგვიტყუოს, უკრაინა რომ გააბეს და დაღუპეს. ვიმეორებ: ის ტენდენცია, რუსეთთან ურთიერთობაში ბოლო პერიოდში საქართველო რომ ავლენს, არ მომწონს. რა ვქნა, გული ცუდ რამეს მიგრძნობს!

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რუსეთის ანალიზის საკითხებში, დღეს კი ქუინსის ინსტიტუტში გლობალური სტრატეგიის მიმართულების დირექტორი ჯორჯ ბიბი აცხადებს: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აშშის ინტერესებშია უკრაინაში კონფლიქტის კომპრომისული დარეგულირება. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ და საკითხს ევროპას გადავაბარებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპასა და რუსეთს შორის მკვეთრად გაიზრდება დამანგრეველი დაპირისპირების რისკი”. ჯორჯ ბიბი აღნიშნავს, რომევროკავშირი მუდმივად ზრდის რუსეთთან კონფრონტაციის ხარისხს. ვაშინგტონში არსებობს სრულიად დასაბუთებული აზრი, რომ ევროპელებს არ სურთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, ისინი კომპრომისებისთვის მზად არ არიან, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.”

    ამვითარებაშისაქართველოომისგამჩაღებელიევროპისგვერდითრატომუნდააღმოჩნდეს, მითუფროიმვითარებაში, როდესაცევროპელებისაქართველოსმიმართაცპროვოკატორობენდასახელმწიფოგადატრიალებისმოწყობასაცგეგმავენ. საქართველო„ქართულიოცნების” მმართველობისპერიოდშიმშვიდობისგზასდაადგადაამგზისგანგადახვევაარავითარშემთხვევაშიარუნდადაუშვას!

    ვ.კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here