Home რუბრიკები პოლიტიკა სერგეი რეკედა: ევროინტეგრაცია _ ეს არის ქვეყნების ეკონომიკური დამორჩილების, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური...

სერგეი რეკედა: ევროინტეგრაცია _ ეს არის ქვეყნების ეკონომიკური დამორჩილების, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური კოლონიზაციის სახეობა

640

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ვითარებაზე “საქართველო და მსოფლიოს” მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა ესაუბრა.

_ ცოტა ხნის წინათ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნისაევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი”. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციოანალიტიკური ცენტრი, რომლის დირექტორიც თქვენ ბრძანდებით. რატომ დაგაინტერესათ ნოსოვიჩის წიგნმა, რა არის მასში საინტერესო და სასარგებლო მკითხველისთვის?

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის განმავლობაში, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები მოდერნიზაციის გზებს ეძებდნენ _ ზოგი შედარებით წარმატებულად, ზოგი კი უფრო ნაკლებად. თუმცა ბალტიისპირეთის პოლიტიკური და საექსპერტო საზოგადოება ევროინტეგრაციული გამოცდილების პოზიცირებას ახდენს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოდერნიზაციული ამოცანების გადაწყვეტის უნივერსალურ საშუალებას.

აღნიშნული იდეა ახლა განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ბელარუსში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ევროინტეგრაციას არცთუ იშვიათად აღიქვამენ, როგორც ყველა პრობლემის მომენტალურ პანაცეას. მცდარია თუ არა ასეთი მოსაზრება, ამის დემონსტრირებას ახდენს თანამედროვე ბალტიისპირეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისთანავე ყველა შესაძლო ევროატლანტიკურ სტრუქტურაში შესვლის ფორსირებული გზა აირჩია. ამიტომაც მოგვეჩვენა, რომ ნოსოვიჩის წიგნის გაცნობა არამხოლოდ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იქნებოდა საინტერესო და მნიშვნელოვანი. სასურველია თუ ეს წიგნი გამოიწვევს დისკუსიას, სურვილს, ევროინტეგრაციის პრობლემას მისი ნაკლებად ცნობილი კუთხიდან შეხედონ.

ბალტიის ქვეყნები ახლა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან, ახლახან სამივე ქვეყანა ევროზე გადავიდა, თავიანთ ქვეყნებში ატარებენ საერთოევროპულ ფორუმებს, ამასთანავე, არიან ნატოს წევრები და ა.შ. ეს ყველაფერი ლამაზად და რესპექტაბელურად ისმის, მაგრამ რა იმალება ამ ლამაზი ევროპული ფასადის მიღმა? ბევრმა არ იცის, რომ მიუხედავად დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე ნათქვამი ხმამაღალი სიტყვებისა, ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების რაოდენობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში კატასტროფულად მცირდება, ხოლო ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწეებსა და უფლებადამცველებზე ზემოქმედებენ (მაგალითად, მათ ბიზნესზე ზეგავლენის მეშვეობით), მიმდინარეობს ტოტალური მოსმენები, უსმენენ მმართველ პოლიტიკოსებსაც კი და ეს ყველაფერი ხდება ისეთ ცნობილ სხვა მოვლენებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ესტონეთსა და ლატვიაში .. არამოქალაქეების ინსტიტუტის (ИНСТИТУТ НЕГРАЖДАН) არსებობა, რომელიც ამ ქვეყნების მცხოვრებთა 10%- პოლიტიკურ უფლებებს ართმევს. ამას გარდა, მიმდინარეობს ჰეროიზაცია კოლაბორაციონისტებისა, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს მესამე რაიხის მხარეს იბრძოდნენ.

ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური პრობლემებიც: მასობრივი ემიგრაცია; სახელმწიფო ვალის ზრდა და, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკვე 10 წელიწადია, ევროკავშირის წევრები არიან, მათი ცხოვრების დონე საშუალოსაც ვერ უახლოვდება.

ეს ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი წიგნში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

_ საქართველოშიც, უკვე დაახლოებით ოც წელიწადზე მეტია, ადგილობრივი პოლიტიკოსები და მათი ინსტრუქტორები მეგობარი ქვეყნებიდან გვარწმუნებენ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია კეთილდღეობას მოგვიტანს. ნოსოვიჩის წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბალტიიპირეთის ქვეყნებში, რომლებიც, უკვე ათი წელიწადია, ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან, მაინც სავალალო მდგომარეობაა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ვინ და რატომკვებავსპოსტსაბჭოთა სივრცეს, მათ შორის _ საქართველოს, ამ ფუჭი დაპირებებით?

_ ასეთი მითების გავრცელება ბევრისთვის მომგებიანია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს მითები ძალაუფლებისთვის ბრძოლის საკმაოდ ეფექტიანი ინსტრუმენტია. ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის მნიშვნელოვანია ამ იდეის განვითარება _ ერთი მხრივ, ევროპული პროექტის წარმატებულობის დემონსტრირებისთვის; მეორე მხრივ კი, ეს კეთდება ბიუროკრატიული მოსაზრებების გამო. მარტივ მაგალითს მოვიყვან: აღმოსავლეთ პატრნიორობისპროგრამამ თავისი დრო უკვე მოჭამა _ ვისი იძულებაც ევროპელებმა შეძლეს, უკვე ყველამ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ახლა დახურონ ეს პროგრამა? ბიუროკრატიული მანქანის ლოგიკისთვის ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ბიუჯეტის, სამუშაო ადგილების შემცირებას და .. ამიტომაც ამა წლის მაისში რიგაშიაღმოსავლეთის პარტნიორობისმორიგი სამიტი გაიმართება, თუმცა არავითარი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება იქ არ იგეგმება.

ამას გარდა, “ძველიევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის ევროინტეგრაცია _ ეს არის ქვეყნების ეკონომიკური დამორჩილების, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური კოლონიზაციის სახეობა.

ევროინტეგრაცია, არა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, არამედ უპირატესად ევროპის ინტერესების შესაბამისად ხორციელდება. თვითონ განსაჯეთ, მაიდანზე გამოსული ევროასოცირების მხარდამჭერი უკრაინელიპატრიოტებისმთავარი სურვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი იყო. ასოცირების შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, მაგრამ უვიზო რეჟიმი უკრაინელებისთვის ევროკავშირს ჯერაც არ მიუცია. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინიდან წასულიგასტარბაიტერები”, რომლებმაც ჰუმანიტარული და ეკონომოკური კატასტროფა გადაიტანეს, გადაავსებენ ემიგრანტებით ისედაც გავსებულ ევროპის ქვეყნებს.

ევროინტეგრაციაზე მითების გავრცელებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსაც თავისი ინტერესი აქვს. ეს, უპირველეს ყოვლისა, გეოპოლიტიკური ინტერესია. მიაქციეთ ყურადღება, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებაში მოდიანევროინტეგრატორები”, ამ ქვეყნების რიტორიკა მკვეთრად ანტირუსულია; მაგალითად, იუშჩენკო, სააკაშვილი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების პოლიტიკოსები და .. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პოლიტიკური ელიტა, ევროინტეგრატორები, თავიანთ სახელმწიფოებს ბუფერულ ქვეყნებად გადააქცევენ ხოლმე.

_ ევროპა, რომელიც, როგორც წესი, მგრძნობიარეა ფაშიზმის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევისადმი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქცევს ყურადღებას ფაშიზმის ლამის ოფიციალურ გამოვლინებას ბალტიისპირეთის ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლები მის მომხრეებს გაუთანაბრეს?

_ ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივია: ევროპისთვის არ არის მომგებიანი, ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემებს და “ევროპული დემოკრატიული საზოგადოების” ლამაზი სურათი ჩამოგლიჯოს. სინამდვილეში, დასავლეთ ევროპაში საკმაოდ ბევრ ადამიანს, მათ შორის, პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, აშფოთებთ ბალტიისპირეთში ესესის ლეგიონერების აღლუმები და შეკრებები, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენის იურიდიული ინსტრუმენტები, მაგალითად, ევროკომისიას ან გერმანიას არ აქვთ, ამიტომ გაცილებით ადვილია, ამ უბადრუკ მოვლენებს, უბრალოდ, უცქირონ.

ამას გარდა, იმავე ბალტიისპირეთში, კოლაბორაციონისტებს ფორმალურად თუ არაფორმალურად მთავრობაში შემავალი პარტიებიც მხარს უჭერენ. მაგალითად, ლატვიის ხელისუფლება შედის ე.წ. ნაციონალურ გაერთიანებაში, რომლის წევრებიც (მინისტრების ჩათვლით) ყოველწლიურად, 16 მარტს, ეს-ეს-ის ლეგიონერების მარშში მონაწილეობენ. ასეთი დიდი მხარდაჭერა კი ბალტიისპირული ნაციზმის ჰეროიზაციას ევროპის თვალში თავისთავად ლეგალიზებულად აქცევს.

_კიევში ვითარება ყოველდღიურად რთულდება. რუსი ექპერტები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აშშის ინტერესებზეც საუბრობენ. როგორ შეაფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?

_ უკრაინაში მოხდა ის, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა. ქვეყნის განვითარებით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება მიმართულ იქნა თვითონ ქვეყნის ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ გარე მოთამაშეების ინტერესების სასარგებლოდ, ანუ აქ არ ჩნდება კითხვები, რატომ გავიდა ხალხი მაიდანზე. უკრაინის ეკონომიკური სიტუაცია, მისი ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ჩათვლით, შესაძლებლობები, ერთდროულად განევითარებინა ურთიერთობა რუსეთთანაც და ევროპასთანაც და .., იყო კატასტროფული, მაგრამ ეს სახალხო მრისხანება, ეს ენერგია მიმართეს მხოლოდ ერთი მიზნისკენ _ ჩამოეშორებინათ უკრაინა რუსეთისგან.

უფრო მეტიც, დღემდე აცხადებენ, რომ სწორედ ესაა უკრაინის “ხსნა”. ამ ყველაფერს დრამატიზმს მატებს ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ იდეის გამო ათასობით ადამიანი კვდება, საზოგადოება კი ეგზალტირებულია. გამოდის, რომ კრიზისი, რომელსაც დასაწყისში მხოლოდ შინაგანი ბუნება ჰქონდა, საერთო ევროპულ პრობლემად იქცა, რომელსაც არაევროპელი მოთამაშეებიც აქტიურად იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის _ ეს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება.

ამის მიუხედავად, უკრაინის კრიზისი არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ რუსეთის, საქართველოს, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც მწარე გაკვეთილად უნდა იქცეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here