Home რუბრიკები პოლიტიკა ოპერაცია “ლოკომოტივი” ფინიშს უახლოვდება _ “ოცნება” ძალაუფლებას ამერიკელთა ახალ “ბახალებს” გადასცემს

ოპერაცია “ლოკომოტივი” ფინიშს უახლოვდება _ “ოცნება” ძალაუფლებას ამერიკელთა ახალ “ბახალებს” გადასცემს

737

საქართველოს მთავრობაში კვლავ დატრიალდა საკადრო კარუსელი, თუმცა გადაადგილებების ეს ახალი ტალღა ჯამსაც ცვლის და შინაარსსაც. რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოსთვის ბევრი უბედურების მომტანი “ვარდების რევოლუციის” შემოქმედია, მინისტრთა კაბინეტში ორი პორტფელი დაემატა – თავდაცვისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების. თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა დასახელდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე _ გიგლა აგულაშვილის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილს 2012 წლიდან უკავია, ანუ საქართველოს მთავრობის 20-წევრიან (პრემიერმინიტრის ჩათვლით) გუნდში სამი თითქმის ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, იმ პარტიისა, რომლის მიმართ ქართველ საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და, რომ არა “მაშველი რგოლი” _ ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს ნამდვილად ვერ გადალახავდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მთავრობაში დაკავებულ და დასაკავებელ პოსტებს თუ დავუმატებთ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც ასევე რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს უკავია, პარლამენტში რესპუბლიკელთა 9-კაციან ფრაქციასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს (რესპუბლიკელი ნინო გვენეტაძე), ნათელი გახდება, რომ საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა და “ქართული ოცნება”, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობით გატანჯულ-გაუბედურებული ხალხი იმედს ამყარებდა, ნელ-ნელა გადასცემს ძალაუფლებას ურეიტინგო, უცხო ქვეყნის ინტერესების დამცველ რესპუბლიკურ პარტიას. თუმცა ისიც საკითხავია, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას თავისი ნებით გადასცემს რესპუბლიკელებს თუ გარე ძალის თითის დაქნევით.

ზუსტად არავინ იცის, რა ეშმაკის კერძი იხარშება “ქართული ოცნების” კულისებში, მაგრამ ფაქტია: რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს ფავორიტის რანგში ჰყავს აყვანილი. მას ისე მოსწონს ეს პარტია, რომ პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც კი, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში თინა ხიდაშელს ქრესტომათიული კახური გინებით ამკობდა, ეს ქალბატონი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დიდი მოწიწებით დაასახელა. არადა, როდესაც ერთერთ პრესკონფერენციაზე ჯერ კიდევ პრემიერმინისტრ ივანიშვილს ჟურნალისტებმა მისი მთავარი დასაყრდენი პირების _ რესპუბლიკელების _ ციტატები გააცნეს, სადაც ისინი, ფაქტობრივად, აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ივანიშვილმა გაიკვირვა, _ თინა მართლა ეგეთებს ამბობდაო?

საუბარია 2001 წლის 19-23 მარტს სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების განხილვის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, სადაც “კავკასიის სტაბილურობის პაქტზე” იმსჯელეს. ინტერნეტგამოცემა დრონი.გე ამ დისკუსიის ზოგიერთი ქართველი მონაწილის Fფრაზებს ავრცელებს და იქვე აფრთხილებს მკითხველს: “ჩვენ შეგნებულად მოგვყავს ვრცელი ციტატები, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მკითხველს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, აზრობრივად დამახინჯებულ ფრაზებს ვაწვდით”.

მაშ ასე, მხოლოდ ციტატები:

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი:

“…აფხაზური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია. თუკი ჩვენ ახლა ვაღიარებთ აფხაზეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. აფხაზეთის აღიარება (ღმერთმა ქნას) მოხდება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებში, მაგრამ ეს ძალიან გრძელი პროცესი იქნება. შესაძლოა, ბოლო აკორდიც კი გახდეს. აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა დაიწყება…”

თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ამჟამად საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი:

“…აფხაზეთის გარეშე თუ აფხაზეთთან ერთად _ ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემათაგანია. ჩემთვის მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ისაა, ვიცხოვრო სახელმწიფოში. მე კი ვიცი, რა მსურს, რადგან აფხაზეთი ჩემი პრობლემა არ არისაფხაზეთისთვის საქართველო თემაა, ანუ, თქვენ გინდათ აღიარება საქართველოს მხრიდან და მერე აპირებთ, რაიმე გააკეთოთ, ჩემთვის კი ეს არაა პრობლემა. აი, ამაშია სხვაობა ჩვენ შორის.

ბატალ კობახია (აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრის მოადგილე _ რედ.):

ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ საქართველოზე, მაგრამ არა _ აფხაზეთზე. რადგან, როცა თქვენ ლაპარაკობთ აფხაზეთზე, მხედველობაში გაქვთ ის, როგორც საქართველოს ნაწილი, ამიტომაც გამოგვდის მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკი.

თინა ხიდაშელი: ბატალ, მე კი გეუბნები, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ!”

დავით ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, ფრაქციარესპუბლიკელებისთავმჯდომარე:

“ნებისმიერ სხვა სიტუაციაში შეთანხმებები აფხაზურ და ქართულ ნომენკლატურებს შორის ვერ იქნება ერთ სახელმწიფოში მათი თანაცხოვრების მყარი საფუძველი. ვფიქრობ, აფხაზებს აქვთ უფლება, შექმნან ცალკე სახელმწიფო…”

აი, ეს თვალსაზრისი აქვთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და ახლა ძალაუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს გადასცემს.

მოლოდინი, რომლისაც ბევრს ეშინოდა, დღითი დღე მართლდება _ საქართველოში ხდება სახელმწიფო გადატრიალება _ ბიძინა ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ აბარებს ხელისუფლებას რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ქართველ ხალხს არ აურჩევია და რომელიც, ამომრჩევლის დაუფარავი უკმაყოფილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა ჯიუტად შეიყვანა კოალიციაში. არადა, მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ნამდვილი მიზანი სხვა სიბრტყეში უნდა გვეძებნა და რომ ის ამერიკელებმა რესპუბლიკური პარტიის ლოკომოტივად გამოიყენეს, ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში გამოთქვამდა (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #31 (218). 21 აგვისტო-4 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია:

“ივანიშვილს არანაირი პრინციპული უთანხმოება სააკაშვილსა და მის რეჟიმთან არ ჰქონდა, მაგრამ ეს თავხედი ახალგაზრდები მისგან სულ მეტ და მეტ ფულს მოითხოვდნენ, ამასთან, მადლობის თქმითაც არ იწუხებდნენ თავს. უცერემონიო სააკაშვილმა, ეტყობა, აწყენინა მას, არ გამოვრიცხავ, რომ შეურაცხყოფაც მიაყენა. ივანიშვილი თავმოყვარე ადამიანია, საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობით. შეუძლებელია, ამერიკელებს ყურადღება არ მიექციათ ამ ურთიერთობებისთვის. მათ თავიანთი პრობლემა ჰქონდათ: ცხადი გახდა, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის შემდგომი დარჩენა ხელისუფლებაში შეუძლებელი იყო _ უკმაყოფილება მოიცავდა მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს, მწიფდებოდა მასშტაბური სტიქიური ბუნტი, “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას ხალხი ვერ მოითმენდა, იქმნებოდა სოციალური აფეთქების რეალური საფრთხე. ეს არა მხოლოდ აშშ-ის იმიჯს ურტყამდა, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოს “დემოკრატიის შუქურად” აღიარებდა, არამედ შეუძლებელს ხდიდა კონტროლირებადი პოლიტიკური ძალების შემდეგი ეშელონის ხელისუფლებაში მოყვანას, რადგან ამერიკულ “ბახალებს” სოროსის სტრუქტურებიდან ხალხი უკვე აღარ მიიღებდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყდა ოპერაცია “ლოკომოტივის” ჩატარება. ამერიკელები მოელაპარაკნენ ივანიშვილს, რომ არ დაუშვებენ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას, მაგრამ სანაცვლოდ ივანიშვილმა თავისთან ერთად პარლამენტში ის პარტიები უნდა შეათრიოს, რომლებსაც რეკომენდაციას ამერიკელები მისცემენ. ამგვარად, ივანიშვილმა შური იძია სააკაშვილსა და მის თანამზრახველებზე, დაიკმაყოფილა საკუთარი თავმოყვარეობა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს სასურველი პარლამენტი”.

როგორც ხედავთ, ცნობილი პოლიტოლოგის ეს პოლიტიკური პროგნოზი (ისევე, როგორც სხვა არაერთი) ზედმიწევნით ახდა. დღეს კი ოპერაცია “ლოკომოტივი”, ანუ ხელისუფლების გადაბარება ამერიკელთა სასურველი ძალისთვის, ფინიშის სწორზე გადის.

ქართული საზოგადოება კი, თუ ამ ოპერაციის განხორციელებას წინ არ აღუდგება, სულ იმის შიშით იცხოვრებს, რომ ამერიკელთა მიერ ხელდასხმულმა ახალმაბახალებმააფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარონ და, მათთან ზნეობრივად ახლოს მყოფი მეცოცხენაციონალებისმსგავსად, ხალხის წამებაგაუპატიურება არ დაიწყონ

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

ოპერაცია “ლოკომოტივი” ფინიშს უახლოვდება _ “ოცნება” ძალაუფლებას ამერიკელთა ახალ “ბახალებს” გადასცემს

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here