Home რუბრიკები ისტორია დიდი სამამულო ომის გმირები საქართველოდან

დიდი სამამულო ომის გმირები საქართველოდან

2453

საბჭოთა კავშირის გმირებზე, ამ ლეგენდადქცეულ ადამიანებზე, რომლებმაც კაცობრიობა იხსნეს კაციჭამია ჰიტლერელებისაგან, უამრავი ლექსი, ნოველა თუ რომანი დაიწერა; შეიქმნა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, მხატვრული ტილოები; მოქანდაკეები ძერწავდნენ და აქანდაკებდნენ ბრძოლებში დაცემულ თუ გვერდით მდგარ ოქროს ვარსკვლავებით მკერდამშვენებულ რაინდებს.

ბავშვები სკოლის მერხებიდან ვემზადებოდით გმირობისათვის, სამშობლოსათვის თავის გასაწირად. ხშირად ომის გმირები საკოლმეურნეო მინდვრებზე შრომის გმირებიც ხდებოდნენ. ჩვენი ქვეყანა გმირების სამშობლო გახდა. საქართველოს 164 შვილს სამამულო ომის გმირის წოდება მიენიჭა. მათგან ზოგი ბრძოლის ველზე დარჩა, ზოგს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გმირის ოქროს ვარსკვლავი, რომელიც მის ოჯახს გადაეცა; უმეტესობამ კი _ სიკვდილამდე ატარასამარადისო დიდება გმირებს!

აი ისინიც:

ადამია ნოე პეტრეს ძე (1917-1942) _ წულუკიძის რაიონის სოფელი მათხოჯი. 1942 წლის 24 ივნისს სევასტოპოლის გმირულ დაცვაში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება;

ავალიანი ლავრენტი ივანეს ძე (1923-1943) _ წყალტუბოს რაიონის სოფელი გუმათი. 1943 წლის 1 ნოემბერს (სიკვდილის შემდეგ) უკრაინისათვის გამართულ ბრძოლაში, უმაგალითო მამაცობისთვის მიენიჭა გმირის წოდება;

ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (1916-2006) _ ტყიბულის რაიონის სოფელი კურსები. 1945 წლის 28 აპრილს ბალატონის ტბასთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ასკაროვი ალექსი ალექსის ძე (1901-1971) _ ქალაქი თბილისი. 1943 წლის 10 ოქტომბერს კიევის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ასლამაზიშვილი სურენ არტემის ძე (1914-1970) _ კასპის რაიონის სოფელი კავთისხევი. 1944 წლის 22 თებერვალს დნეპრზე გამართულ ბრძოლებში მიენიჭა გმირის წოდება;

ასრიანი აშოტ მინასის ძე (1920-უცნობია) _ ქალაქი თბილისი. 1944 წლის 2 ნოემბერს ფინელებთან ბრძოლისას გამოჩენილი უმაგალითო მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გალი ნიკოლოზ ვასილის ძე (1913-უცნ.) _ ქალაქი თბილისი. 1944 წლის 10 იანვარს დნეპრთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბარციცი რაჟდენ მიხეილის ძე (1921-უცნ.) _ ქალაქი გაგრა. 1944 წლის 16 მაისს ,,მცირე მიწაზე~ თავგანწირული ბრძოლისთვის მიენიჭა გმირის წოდება.

ბაქრაძე დავით ილიას ძე (1912-1977) _ ხარაგაულის რაიონის სოფელი ბორითი. 1944 წლის 9 აგვისტოს პარტიზანულ ბრძოლებში გამოჩენილ მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბახტაძე გიორგი გიორგის ძე (1916-1957) _ ხონი. 1944 წლის 4 ივნისს დნეპრის გადალახვისა და ხერსონის გათავისუფლებისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბენდელიანი ჭიჭიკო ყაისარის ძე (1914-1944) ჩოხატაური. 1943 წლის 24 აგვისტოს სტალინგრადის ფრონტზე გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბერია ნიკოლოზ დიტტოს ძე (1925-1968) _ სოხუმის რაიონის სოფელი ოდიში. 1943 წლის 17 ნოემბერს ქერჩის ნახევარკუნძულზე გააფთრებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბეროშვილი ვლადიმერ ლევანის ძე (1907-1943) _ გურჯაანის რაიონი სოფელი კარდენახი. 1943 წლის 16 ნოემბერს დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბერუაშვილი გიორგი ივანეს ძე (1916-1943) _ თბილისი. 1944 წლის 10 იანვარს დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბიბილაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1916-1944) _ ზესტაფონის რაიონი სოფელი ქვედა საქარა. 1945 წლის 24 მარტს ლიტვის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბილანიშვილი გიორგი ივანეს ძე (1917-1970) _ თბილისი. 1944 წლის 10 იანვარს კიევის ოლქის ივანკოვოს რაიონში სისხლისმღვრელ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბოსტანჯიანი მიგრან მიგრანის ძე (1913-1958) _ სოხუმის რაიონის სოფელი ზემო ეშერა. 1944 წლის 22 თებერვალს დნეპრის გადალახვისას წარმოებულ სისხლისმღვრელ ომში გამოჩენილ მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბუაჩიძე გრიგოლ მიხეილის ძე (1916-1943) _ ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნარი. 1943 წლის 21 ოქტომბერს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამართულ ბრძოლებში თავგანწირვისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება;

ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) _ ბათუმი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე ნარვის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) _ ზუგდიდის რაიონის სოფელი ძველი აბასთუმანი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე პრუტზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-უცნ.) _ გორის რაიონი. 1944 წლის 22 თებერვალს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-უცნ.) _ ოჩამჩირის რაიონი სოფელი ტამიში. 1946 წლის 15 მაისს უნგრეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობისათვის მნიენიჭა გმირის წოდება;

გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) _ ტყიბულის რაიონი სოფელი ძუყნური. 1945 წლის 24 მარტს ყირიმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-უცნ.) _ თბილისი. 1944 წლის 10 იანვარს მდინარე დნეპრის გადალახვისას ცხარე ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-უცნ.) _ გორის რაიონი სოფელი უფლისციხე. 1944 წლის 3 ივნისს რუმინეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922_1945) _ თბილისი. 1945 წლის 24 მარტს აღმოსავლეთი  პრუსიის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-უცნ.) _ გაგრის რაიონის სოფელი ბაღნარი. 1944 წლის 15 იანვარს უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) _ სოხუმი. 1944 წლის 4 თებერვალს ხარკოვთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) _ გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილი) რაიონის სოფელი ქვაითი. 1942 წლის 20 ივნისს სევასტოპოლის დაცვისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) _ სამტრედიის რაიონის სოფელი მელაური. 1942 წლის 23 ოქტომბერს სევასტოპოლის დაცვისათვის გაჩაღებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1913-უცნ.) _ თბილისი. 1945 წლის 29 ივნისს კენიგსბერგისა და ზემლანდის დაჯგუფებათა განადგურებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) _ წყალტუბოს რაიონი სოფელი უკანეთი. 1944 წლის 3 ივნისს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1944) _ ამბროლაურის რაიონი სოფელი ბარეული. 1944 წლის 30 იანვარს დნეპრის გადალახვისას წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) _ ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანი. 1942 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ორჯონიკიძის მისადგომებთან წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-უცნ.) _ სოხუმის რაიონი. 1944 წლის 2 ნოემბერს ქალაქ კირკენესის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) _ თბილისი. 1944 წლის 13 მარტს საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გორბაჩევსკი ალექსანდრე ივანეს ძე (1918-უცნ.) _ ბათუმი. 1944 წლის 4 თებერვალს ვოლხოვთან საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გოცირიძე გიორგი გიორგის ძე (1910-უცნ.) _ საგარეჯოს რაიონის სოფელი ყანდაურა. 1943 წლის 25 ოქტომბერს მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი გამნჭრიახობისა და თავგანწირვისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გრიგორიანი სერგო ვართანის ძე (1923-1943) _ თეთრიწყარო. 1943 წლის 20 დეკემბერს დნეპროპეტროვსკში გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გუბელაძე ვლადიმერ იასონის ძე (1921-1943) _ მაიაკოვსკის (ბაღდათი) რაიონის სოფელი ზეკარი. 1944 წლის 22 თებერვალს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

გურგენიძე ალექსანდრე ერმალოზის ძე (1916-1975) _ ამბროლაურის რაიონის სოფელი ხოტევი. 1945 წლის 6 მარტს საჰაერო ბრძოლების ბრწყინვალედ ჩატარებისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

დანელია ამირან იოსების ძე (1923-უცნ.) _ ფოთი. 1945 წლის 10 აპრილს დასავლეთის ფრონტზე გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

დარბინიანი ლეონ ოჰანეზის ძე (1905-1943) _ ახალქალაქის რაიონის სოფელი ალასტანი. 1944 წლის 10 იანვარს კოროსტიშევისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

დემეტრაშვილი ივანე გაბრიელის ძე (1910-1945) _ თეთრიწყაროს რაიონის სოფელი დიდი თონეთი. 1945 წლის 31 მაისს ბერლინის აღებისათვის ბრძოლებში გამოვლენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

დერმანოვსკი გიორგი დიმიტრის ძე (1924-1944) _ სოხუმი. 1945 წლის 19 აპრილს ქალაქ ნიკოლაევის გათავისუფლების ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

დიასამიძე მიხეილ სტეფანეს ძე (1913-უცნ.) _ ვანის რაიონის სოფელი გაღმა ვანი. 1942 წლის 22 დეკემბერს ვერხნი კუმსკის რაიონში წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მიენჭა გმირის წოდება;

დუპლი ივანე მინას ძე (1915-უცნ.) _ ქუთაისი. 1944 წლის 3 ივნისს მდინარე დნეპრის დასავლეთის ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე (1917-უცნ.) _ ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიში. 1943 წლის 17 ნოემბერს ქერჩის სადესანტო ოპერაციისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ვაგინი ლეონიდე ივანეს ძე (1905-უცნ.) _ თბილისი. 1945 წლის 6 აპრილს მდინარე ბუგის გადალახვისას წარმოებულ ომებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ვანციანი ვაჩაგან უნანის ძე (1913-1944) _ ახალქალაქის რაიონის სოფელი ზაქვი. 1945 წლსი 8 აპრილს მდინარე ოდერის ნაპირებზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ვლადიმიროვი ბორის ალექსანდრეს ძე (1905-უცნ.) _ თბილისი. 1945 წლის 6 აპრილს ქალაქ შნაიდემიულეში ჩატარებულ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ზაცეპა ლევ გრიგოლის ძე (1916-უცნ.) _ თბილისი. 1945 წლის 23 თებერვალს მორკოვიცეს რაიონში საჰაერო ბრძოლებში ბრწყინვალე გამარჯვებისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ზუბალოვი ფეოფილაქტე ანდრიას ძე (1915-უცნ.) _ წალკის რაიონის სოფელი გუნია-ყალა. 1943 წლის 20 დეკემბერს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ზუბკოვი ივანე სიდორეს ძე (1914-უცნ.) _ სოხუმი. 1944 წლის 23 სექტემბერს ვისლის ნაპირებთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ზუმბულიძე ბაგრატ ზაქარიას ძე (1905-უცნ.) _ გორი. 1944 წლის 29 ივნისს ზემლანდის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

თავაძე დავით ელიზბარის ძე (1916-უცნ.) _ ლანჩხუთის რაიონის სოფელი აცანა. 1944 წლის 19 აგვისტოს ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

თვაური გიორგი ივანეს ძე (1920-უცნ.) _კასპის რაიონის სოფელი წინარეხი. 1945 წლის 23 თებერვალს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ივანოვი ნიკოლოზ ივანეს ძე (1923-1943) _ თბილისი. 1942 წლის 22 თებერვალს სოფელ ბოროდაევკას დაკავებისათვის მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ინასარიძე გიორგი მოსეს ძე (1920-უცნ.) _ ორჯონიკიძის( ხარაგაულის) რაიონის სოფელი მარელისი. 1945 წლსი 18 აგვისტოს კენისბერგის დაჯგუფების განადგურებაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

იოსელიანი იაროსლავ კონსტანტინეს ძე (1912-უცნ.) მესტიის რაიონის სოფელი ლიხირი. 1944 წლის 16 მაისს საბრძოლო ლაშქრობაში გამოვლენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

იუმაშევი ივანე სტეფანეს ძე (1895-1972) _ თბილისი. 1945 წლის 14 სექტემბერს იაპონელი იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დავალებათა სანიმუშო შესრულებისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

იშჩენკო ივანე მიტროფანეს ძე (1912-უცნ.) _ კასპის რაიონი. 1944 წლსი 22 ივნისს დასავლეთ დვინის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

იუფეროვი ნიკოლოზ პეტრეს ძე (1922-უცნ.) _ გორის რაიონი. 1945 წლს 6 მაისს სარდლობის დავალებათა სანიმუშო შესრულებისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კაზინეცი ისაი პავლეს ძე (1910-1942) _ ბათუმი. 1965 წლის 8 მაისის ბრძანებულებით ბელორუსიაში იატაკქვეშა პარტიულ ჯგუფში გამოჩენილი უმაგალითო პატრიოტიზმისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კანანაძე ალექსანდრე გიორგის ძე (1916-უცნ.) _ ქალაქი კროპოტკინი. 1944 წლის 16 მაისს სევასტოპოლის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კანკავა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (1913-1942) _ გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონის სოფელი სერგიეთი. 1942 წლის 13 დეკემბერს ყაბარდო-ბალყარეთის გათავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კეთილაძე სერგო პოლიკარპეს ძე (1910-1942) _ ზესტაფონი. 1943 წლის 10 თებერვალს დიდვინოსა და მილაევკას გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოვლენილი ვაჟკაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კვაჭანტირაძე ვასილ შალვას ძე (1907-1950) _ მახარაძის (ოზურგეთი) რაიონის სოფელი კონჭკათი. 1945 წლის 24 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე (1913-1970) _ ფოთი. 1945 წლის 9 მაისს კენისბერგისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე (1904-1974) ონის რაიონი სოფელი ცხმორი. 1945 წლის 6 აპრილს მდინარე ვისლას გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კობლოვი სერგო კონსტანტინეს ძე (1915-1954) ყაზბეგის რაიონის სოფელი უხათი. 1943 წლის 14 თებერვალს საჰაერო ბრძოლებში თავგანწირვისა და მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კოვალი დიმიტრი ივანეს ძე (1918_უცნ.) _ საგრეჯო. 1943 წლის 24 მაისს საჰაერო ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება

კოზონოვი სარდიონ დავითის ძე (1911-უცნ.) _ ქარელის რაიონის სოფელი სუქანაანთუბანი. 1943 წლის 21 ოქტომბერს მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოცენილი საზრიანობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

კოკოსკერია იასონ ბასიათის ძე (1914-უცნ.) გაგრის რაიონის სოფელი კალდახვარა. 1945 წლის 24 მარტს დნეპრის, დნესტრის, პრუტისა და ტისის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კოტანოვი თევდორე ევგენის ძე (1914 – უცნ.) წალკის რაიონის სოფელი ნეონ-ხარაბა. 1945 წლის 20 აპრილს რუმინეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კოპცოვი ვასილ ალექსი ძე (1904-1943) _ თბილისი. 1939 წლის 17 ნოემბერს მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

კრასავინი კონსტანტინე ალექსის ძე (1917-უცნ.) _ თბილისი. 1946 წლის 15 ივნისს საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისა და მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ლებედევი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (1914 -უცნ.) _ ახალქალაქის რაიონი. 1943 წლის 1 თებერვალს დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლაში მიენიჭა გმირის წოდება;

ლელაძე გიორგი დავითის ძე (1919-უცნ.) _ თერჯოლის რაიონის სოფელი საზანო. 1945 წლის 10 მაისს ვარშავაში გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე (1923-1944) _ თბილისი. 1944 წლის 13 სექტემბერს ბოლშაია კოსტრომასთან მიმდინარე ცხარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ლესელიძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე (1923-1944) _ მახარაძის (ოზურგეთი) რაიონის სოფელი ხვარბეთი. 1944 წლის 21 ივლისს მდინარე სვირზე ფინელებთან გამართულ სისხლისმღვრელ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1903-1944) მახარაძის (ოზურგეთი) რაიონის სოფელი ხვარბეთი. 1971 წლის 13 მაისს, როგორც გამოჩენილ მხედართმთავარს, მიენიჭა გმირის წოდება;

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

 

1 COMMENT

  1. ამას ისევ “დიდი სამამულო” ჰქვია? ვაი თქვენს (და ჩვენს) პატრონს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here