Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, პრეზიდენტის რეზიდენცია ავტორიტარული რეჟიმის...

პეტრე მამრაძე: საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, პრეზიდენტის რეზიდენცია ავტორიტარული რეჟიმის მუზეუმად გადაქცეულიყო

871

რამდენიმე კვირაა, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მარგველაშვილ-ივანიშვილ-ღარიბაშვილის დავისა თუ დაპირისპირების მომსწრე. ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქართველებისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების ყურადღება რამდენიმეჯერ მიიპყრო:

პირველად _ როდესაც სააკაშვილის დანაშაულების მამხილებელი საიდუმლო მასალები არ გადასცა პროკურატურას, მეორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე წასვლის კატეგორიული მოთხოვნით გააკვირვა ყველა და ახლა უკვე პრეზიდენტის სასახლეშიგამაგრებითმიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს წინაშე ორი სერიოზული საფრთხეა, კერძოდ: თურქეთის დაუფარავი ინტერესი აჭარის მიმართ _ ეს ერთი და მეორე _ ჩრდილოეთიდან ოსების მიერ თრუსოს ხეობისა და სამხრეთიდან სომხების მიერ საქართველოს შუაზე გახლეჩვის მცდელობადა ამ ყველაფრის ფონზე რაზე კამათობენ? მარგველაშვილი უნდა დარჩეს თუ არა რეზიდენციაში?” _ ასე ეხმაურება ხალხი სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის სასახლის გამო ივანიშვილმარგველაშვილის დაპირისპირებას.

“პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე სწორედ მარგველაშვილი იყო. გიორგი ამბობდა, ეს არის ძალადობისა და გარყვნილების სიმბოლო და იქ როგორ უნდა შევიდეს კაციო”, _ ამბობს ძალიან გაბრაზებული ყოფილი პრემიერი, ახლა უკვე მოქალაქე ივანიშვილი და კატეგორიულად მოითხოვს სასახლიდან პრეზიდენტის გამოსვლას.

ის, ასევე, იხსენებს სააკაშვილთან ბოლო შეხვედრის დეტალებს: “ბოლო შეხვედრაზე მიშა სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ იქ დარჩენილიყო მთავრობა ან პრეზიდენტი. სააკაშვილის ოცნება იყო, ეს შენობა აუთვისებელი არ ყოფილიყო”.

როგორც ივანიშვილის კომენტარებიდან ჩანს, მარგველაშვილი სააკაშვილისოცნებებსასრულებს.

“მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო უწყინარი და ითვალისწინებდა იმას, რომ სააკაშვილის რეზიდენციიდან პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო და ათონელზე გადასულიყო. მიჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტმა 9-წლიან პროცესებზე მოსაზრება შეიცვალა,” _ განაცხადა “ოცნების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადების შემდეგ პასუხი არ დააყოვნა პრეზიდენტის მრჩეველმა, საიას ყოფილმა ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ: “შენობა არის სახელმწიფო საკუთრება, პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაურია. ამ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მართლა გასაოცარი იქნება, რომელიმე სხვა უწყებამ, სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში”, _ აღნიშნა კოჟორიძემ.

მართებულია პრეზიდენტისა და მთავრობის დავა რეზიდენციის გამო? _ ამ შეკითხვით ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს მივმართეთ.

პეტრე მამრაძე:

_ ეს დავა არის მტკიცებულება იმისა, რომ კოალიცია “ოცნება” და ეს მთავრობა ქვეყანას ვერ მართავენ. “უნიათო მთავრობა” და “უმაქნისები”, ვიდრე “ნაციონალები” იტყოდნენ, ჩვენ, ხალხმა, დავუძახეთ ქვეყნის მმართველებს.

პრეზიდენტის სასახლეზე როდესაც ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მარგველაშვილის სიტყვები: “რეზიდენციაში არავინ უნდა შევიდეს, არავითარი სამთავრობო სამსახური არ უნდა განთავსდეს, რადგან სასახლე სიმბოლოა ბოროტებისა და სააკაშვილის სადისტური მმართველობისა”.

ამის შემდეგ კი მარგველაშვილმანაცისტებისმოთხოვნა შეასრულა. შეგახენებთ, “ნაცისტებიდა, კერძოდ, გიგა ბოკერია, ყოველდღე მოითხოვდნენ, მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში შესულიყო. რატომ? იმიტომ, რომნაცისტებსსიმბოლოების ეშინიათ და ფიქრობდნენ, მართლა არ დარჩენილიყო შენობა სააკაშვილის სადისტური რეჟიმის სიმბოლოდ.

საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, პრეზიდენტის რეზიდენცია ავტორიტარული რეჟიმის მუზეუმად გადაქცეულიყო. სააკაშვილის დანაშაულების მხილებისთვის აუცილებელი იყო ასეთი მუზეუმის გაკეთება და იქ ახალგაზრდების მიყვანა. ასეთი რამ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია, გერმანიასნაცისტებისდიდი მუზეუმი აქვს. ეს მუზეუმი საინტერესო იქნებოდა უცხოელებისთვისაც, მას გადაიღებდნენ ტელევიზიით, გახმაურდებოდა ყველა საქმე, რომლებიცნაცებმაჩაიდინეს, და სწორედ ხალხის ამ გადაწყვეტილების შიში ჰქონდა ბოკერიას, ამიტომაც ითხოვდა კატეგორიულად, შენობა ცარიელი არ დარჩენილიყო.

პრეზიდენტის სასახლის ასაშენებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა, ხალხისგან მოპარული ფულით აშენდა ეს კალიგულასსადგომი”. შეგახსენებთ, შენობასკალიგულას სასახლეუცხოელებმა დაარქვეს, 2009 წელს სასახლის გახსნას ჯო ბაიდენის ჩამოსვლა დაემთხვა და სწორედ მაშინ ახსენა უცხოურმა პრესამკალიგულა”.

ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ ქვეყანაში, მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებშიც, ვერ ნახავთ ასეთ შენობას, ეს იყო ავტორიტარი დიქტატორის, უპასუხისმგებლო ადამიანის, ანუ კალიგულას სასახლე, რომელშიც დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი შეიჭრა.

2013 წლის 17 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონსტიტუციაზე დაიფიცა და ამით ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, მთავრობას არ უნდა მიეღო ზომები და ადმინისტრაციული შენობები არ უნდა გაეწერა ახალი კონსტიტუციის თანახმად? მთავრობის ბრძანებულებით არ უნდა განსაზღვრულიყო, რომელი შენობა რისთვის იყო განკუთვნილი? ასე რომ გაეკეთებინათ, მთავრობაში ვინმე ჭკვიანი ადამიანი რომ ჰყოლოდათ, დღეს საქართველო კიტოვანის ეპოქაში არ დაბრუნდებოდა.

მარგველაშვილის მიერ სიტყვის გატეხვა და თვითნებურად შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ნათელი დადასტურება იყო იმისა, რა დღეში ჩავცვივდით “ოცნების” ხელში. რაც დღეს ხდება, ძალიან სამარცხვინოა. მთავრობამ ისე შეტოპა, რომ გამორიცხული არ არის, ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს მარგველაშვილის წინააღმდეგ, რაც ისევ მარგველაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ ვიცი, რა ვთქვა, იქნებ ამის შემდეგ მაინც ეყოთ ჭკუა და თავი დაანებონ ამ საკითხზე მსჯელობას.

28 მილიონ ლარად გარემონტდა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, ამაზეც პასუხია მოსათხოვი მთავრობისთვის. უღატაკეს ქვეყანაში ამხელა თანხა რატომ დახარჯეს? ეს შეკითხვა, მარგველაშვილი რომც გადავიდეს ათონელზე, მაინც უნდა დაისვას.

სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, სადაც თავდაპირველად შევიდა მარგველაშვილი, შევარდნაძემ დიდი ხანი გაატარა, ასე რომ, ყველა პირობაა შექმნილი, პრეზიდენტმა სტუმარი კანცელარიის შენობის მე-11 სართულზე მიიღოს, მით უმეტეს, ახალი კონსტიტუციით, მას ბევრი არც არაფერი ევალება.

პოლიტიკური ელიტა იმაზე მსჯელობს, უნდა გამოვიდეს თუ არა პრეზიდენტი სასახლიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთავრობა სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here