Home რუბრიკები პოლიტიკა მაიდანიდან მაიდანეკამდე

მაიდანიდან მაიდანეკამდე

1218

უფრო გასაგებად _ კიევის “ღირსების” რევოლუციის მაიდნიდან ლუბლინის ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკ მაიდანეკამდე. პირიქითაც შეიძლება ითქვას: გააჩნია, რომელი კუთხით შეხედავ. მაიდანის მემარჯვენე სექტორის ულტრანაციონალისტური ვექტორი მაიდანეკის მიმართულებას გვიჩვენებდა. ისტორიის უგულებელყოფით გონებადაჩლუნგებამ კი მაიდანეკიდან მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა. მაქსიმალიზმია? შეიძლება, ასეცაა, მაგრამ ის პროცესები, რომლებიც უკრაინაში მაიდნის ამბოხის შედეგად განვითარდა, მაინცდამაინც ასეთ დასკვნას უმაგრებს საფუძველს. სამწუხაროდ!

მაიდანეკი _ ევროპაში სიდიდით მეორე ჰიტლერული საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიზე, ლუბლინის შემოგარენში ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით შეიქმნა 1941 წლის შემოდგომაზე.

თავდაპირველად ბანაკი 20-50 ათასი პატიმრისთვის იყო გათვალისწინებული, შემდგომ გააფართოეს. 250 ათასი ტუსაღი არაადამიანურ პირობებში იტანჯებოდა გარე სამყაროსგან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ამ ჯოჯოხეთში, ძირითადად _ საბჭოთა ტყვეები. მათ აქ უყრიდნენ თავს, გადმოჰყავდათ ზაქსენჰაუზენის, დახაუს, ოსვენციმის, ფლესენბურგის, ბუჰენვალდისა და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებიდან.

სიცოცხლის მოსპობის დახვეწილი სისტემა მასშტაბურად მოქმედებდა. მხოლოდ მაიდანეკში, საბჭოთა კავშირპოლონეთის ერთობლივი კომისიის დასკვნით, მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა.

მაიდანმაიდანეკისჩათესლილი იდეოლოგიით უკრაინაში აზვირთებულმა სამოქალაქო ომმა, გერმანიის დაზვერვის მონაცემებით, უკვე 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მინსკში გამართულმა ნორმანდულმა სამიტმა (პუტინი, პოროშენკო, ოლანდი, მერკელი) სასაკლაოს შეწყვეტის იმედი გააჩინა.

ევროპა გამოფხიზლდა, შეშფოთდა, როცა დიდი ომის საშიშროება რეალურად დაემუქრა ბებერ კონტინენტს.

ბლიცკრიგი ნომერი ორი

ჰიტლერის ბლიცკრიგი სტალინურ მეცხრე დარტყმად შემოუბრუნდა ფაშისტურ გერმანიას და მის მოკავშირე სატელიტ სახელმწიფოებს.

ბლიცკრიგი ელვისებური ომის თეორიაა, რომლის მიხედვით, გამარჯვების მოპოვება შეიძლება დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში, ანუ მანამდე, ვიდრე მოწინააღმდეგე შეძლებს თავისი ძირითადი შეიარაღებული ძალების მობილიზებასა და დარაზმვას.

ამ თეორიით იხელმძღვანელეს ნაცისტებმა, როცა ვერაგულად დაესხნენ თავს საბჭოთა კავშირს და მოკლე დროში წარმატებასაც მიაღწიეს მესამე რაიხის ტერიტორიულ-პოლიტიკური ექსპანსიის თვალსაზრისით.

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ფაშისტური არმიები წარმატების პიკზე იმყოფებოდნენ, ამერიკელმა მხედართმთავარმა, გენერალმა დუგლას მაკარტურმა განაცხადა, რომ “გერმანული არმიის ეს ტრიუმფი” დროებითი იყო: “…ელვისებური ომით შეუძლებელია დამარცხება საკმაოდ მრავალრიცხოვანი ხალხისა, რომელიც ფლობს საკმარისად დიდ ტერიტორიას, სადაც უკანდახევას შეძლებს… შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო, რომ რუსეთზე გერმანელების შეტევა კრახით დასრულდება. მალე თუ გვიან, ერთსა თუ მეორე ადგილზე უეჭველად შეეკვრება სუნთქვა და დაიხრჩობა”.

მართალი აღმოჩნდა მაკარტური, მაგრამ ბოლომდე არა. რადგან ვერ გაითვალისწინა უკუქმედების ის ძალა, რომელიც ნაცისტურ გერმანიასა და მის ევროპელ მოკავშირეებს წამლეკავ ტალღად შემოუბრუნდებოდა.

ბლიცკრიგი მაინც შედგა, მაგრამ სწორედ გერმანიის წინააღმდეგ.

საბჭოთაბლიცკრიგიევროპაში

1944 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტის ცენტრალურ და სამხრეთ უბნებზე წითელი არმიის მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ დაიწყო შეტევა ოკუპირებული ბალტიისპირეთის გასათავისუფლებლად. “სტალინური მერვე დარტყმის” დრო დადგა. პარალელურად ძალას იკრებდა აღმოსავლეთ კარპატებისა და ბელგრადის ოპერაციები, ანუ “მეცხრე დარტყმა”, უკრაინის მესამე ფრონტის ჯარებს იოსიპ ბროზ ტიტოს სახალხო-გამათავისუფლებელ არმიასთან ერთად უნდა გაეთავისუფლებინა იუგოსლავიის აღმოსავლეთი რაიონები და ბელგრადი.

აგვისტოს ბოლოს წითელი არმიის მოწინავე ნაწილებმა რიგიდან 60 კილომეტრის დაშორებით დაიკავეს პლაცდარმი და გამაგრდნენ. დაზვერვამ გამოავლინა მოწინააღმდეგის დაცვითი ზღუდის უსუსტესი ადგილი და მერვე მექანიზებულმა ბრიგადამ ამ მიმართულებით შეუტია.

ვეტერანი არტილერისტი მარკ მარკოვიჩი იხსენებს, რომ გაძლიერებულმა რაზმმა შაულიაის ჩრდილოეთით გაარღვია მტრის წინა ხაზი და ერთ დღე-ღამეში მტრის ზურგში 100 კილომეტრით წაიწია.

ერთ დღე-ღამეში _ 100 კილომეტრით!

სექტემბრის შუა რიცხვებში ბალტიისპირეთის სამი და ლენინგრადის ფრონტების ჯარებმა გადაკვეთეს აღმოსავლეთ პრუსიის საზღვარი.

წითელი არმია მესამე რაიხის ტერიტორიაზე გადავიდა!

შეტევა უპრობლემო არ იყო: მტრის ჯარების ისეთივე მასირებული დაბომბვა, როგორც ამას ზაფხულის კამპანიის დროს ახერხებდნენ (ოპერაცია “ბაგრატიონი”), შეუძლებელი აღმოჩნდა: ჭურვები შემოელია ჯარს. ვითარებას ტყიან-ჭაობიანი ადგილმდებარეობაც ართულებდა.

ოქტომბრის მეორე ნახევარში გერმანელთა სატანკო დივიზიებმა შეძლეს, დაემუხრუჭებინათ საბჭოთა შეტევა აღმოსავლეთ პრუსიაში. მაგრამ ვერმახტის საუკეთესო ნაწილები ვეღარ უმკლავდებოდნენ წითელარმიელთა შეტევას.

საბჭოთა ნაწილები რიგის ყურესთან გავიდნენ. მერვე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კრემერმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე სარდლობას.

კორპუსის სარდალმა, გენერალმა ობუხოვმა გასცა ბრძანება, ბალტიის ზღვის წყლით სავსე რამდენიმე ბოთლი, შესაბამისი წარწერით, თვითმფრინავით დაუყოვნებლივ გაეგზავნათ მოსკოვში.

სტალინს ისე მოეწონა ეს შეტყობინებაც და მისი მიწოდების ორიგინალური მეთოდიც, რომ პოლკოვნიკ კრემერს გენერალმაიორის ჩინი და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ერთდროულად მიანიჭა.

ძლიერი დარტყმით ქალაქ კლაიპედაზე პირველი ბალტიისპირეთის ფრონტის ჯარებმა გერმანელები რიგის რაიონიდანაც განდევნეს.

13 ოქტომბერს კლაიპედა გათავისუფლდა. გერმანელებს ესესელთა ელიტურმა ნაწილებმაც ვერ უშველეს. ამ ნაწილებში იქაურ მკვიდრთა საკმაო რაოდენობა იბრძოდა.

ლატვიელთა ესესის დივიზიები უკუიქცნენ დიდი დანაკარგებით.

ვერც ესტონელთა მოხალისეები გამოირჩეოდნენ მესამე რაიხისადმი თავდადებული ბრძოლით: ერთი იყო დამსჯელი ექსპედიციებისწარმატებითგანხორციელება რუსულ და ბელორუსულ სოფლებში, მეორე _ წითელ არმიასთან შეტაკება.

ერთიცაა, თუ ესტონელებისგან ასე თუ ისე ყალიბდებოდა სამხედრო გაერთიანებათა მსგავსი რამ, ლიტველები ფრონტზე მოხვედრას გაურბოდნენ, როგორც შავ ჭირს.

ლიტვის გენერალური კომისარი რაიხსფიურერ ჰიმლერს უპატაკებდა, რომ ლიტველები არასრულფასოვანი რასაა, არიან ზარმაცები, მშიშრები, პოლიტიკური თვალსაზრისით _ პასიურები; როგორც კი გავრცელდება ხმები მოსალოდნელი მობილიზაციის თაობაზე, ტყეებში გარბიანო.

ოქტომბრის ბოლოს ჩრდილოეთის არმიის დაჯგუფების მთავარი ძალები _ 38 დივიზიამდე _ კურლანდიის ნახევარკუნძულზე საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ალყაში მოაქციეს. ასე შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი “შეიარაღებული სამხედრო ტყვეთა ბანაკი”. ამ ბანაკმა 1945 წლის მაისამდე შეძლო თავის გატანა, მაგრამ საომარ ოპერაციებზე უკვე გავლენას ვერ ახდენდა.

1944 წლის ბოლოს წითელი არმია ყველა მიმართულებით უტევდა.

მეცხრე დარტყმა

შეტევა კარპატების მიმართულებით 8 სექტემბერს დაიწყო. მიზეზი აგვისტოს ბოლოს სლოვაკეთში სახალხო აჯანყების დაწყება იყო. აჯანყებას მეთაურობდნენ ადგილობრივი კომუნისტები, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაივიწყეს საბჭოთა სარდლობასთან ერთობლივი მოქმედების შეთანხმების აუცილებლობა.

გერმანელებმა აჯანყების ჩახშობა სისხლიანი რეპრესიებით დაიწყეს. მსხვერპლი იმდენად დიდი იყო, რომ წითელი არმიის სარდლობამ გადაწყვიტა, სლოვაკი ხალხის ეროვნული აჯანყების დასახმარებლად დაუყოვნებლივ შეეტია ფაშისტებისთვის.

უმძიმეს პირობებში უხდებოდათ ომი ჩვენს ჯარისკაცებს: მთები, ტყის მასივები შეუძლებელს ხდიდა ოპერატიულ მანევრირებას, ტანკებისა და ავიაციის ეფექტიან გამოყენებას. ამასთანავე, მთიან ადგილებში საბრძოლველად გაწვრთნილი ჯარის ნაწილები წითელ არმიაში არ არსებობდა.

მოწინააღმდეგის კარგად მომზადებული თავდაცვის ზღუდეების გადალახვა დამატებით პრობლემებს ქმნიდა.

ყველაფრის მიუხედავად, 6 ოქტომბერს 38- არმიის ნაწილებმა სერიოზული დანაკარგებით გადალახეს დოკლენდის უღელტეხილი და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. წარმატება თითქოს გარანტირებული იყო, მაგრამ გერმანელებმა არა მხოლოდ გაუძლეს შემოტევას, არამედ ჩაახშეს სლოვაკების აჯანყება.

უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა კარპატებზე შეტევა, მით უფრო, აჯანყებული სლოვაკების დახმარება უკვე შეუძლებელი იყო.

გაცილებით წარმატებით მიმდინარეობდა ბელგრადის ოპერაცია, რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ინგლისს მიაჩნდა, რომ ეს რეგიონი მისი ინტერესების სფეროში უნდა დარჩენილიყო. ბელგრადი 20 ოქტომბერს დაეცა, მაგრამ ბრძოლები იუგოსლავიისთვის ამით არ დამთავრებულა. საბჭოთა ჯარებსა და იუგოსლავიის გამათავისუფლებელი არმიის ნაწილებს ქვეყნის მთელი ტერიტორია გერმანელებისგან სრულად უნდა გაეწმინდა და, ამასთან, საბერძნეთიდან უკანდასახევი გზა მოეჭრა ჰიტლერელებისთვის.

მესამე უკრაინის ფრონტმა, რომელსაც გენერალი ტოლბუხინი სარდლობდა, ბელგრადის ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემდეგ, გერმანელთა ბუდაპეშტის დაჯგუფება ალყაში მოაქცია.

1944 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა უინსტონ ჩერჩილი, შეხვდა სტალინს და შეეცადა, რაც შეიძლება მეტი დათმობა მიეღო საბჭოთა ლიდერისგან: ომში მოკავშირეთა გამარჯვება უეჭველი ჩანდა და ჩერჩილი მსუყე ლუკმის გამოგლეჯას ცდილობდა გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ.

აშშ და დიდი ბრიტანეთი 1943 წლის მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ, ამუშავებდნენ გეგმებს, რომელთაგან ზოგიერთი გერმანელებთან ერთად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყებას ითვალისწინებდა(!).

უწინარეს ყოვლისა, ეს იყო გეგმარენკინი”, რომელიც ამერიკელებმა შეიმუშავეს და რომელიც ითვალისწინებდა, მესამე რაიხის მოულოდნელი კრახის შემთხვევაში, ვერმახტის ძალების გამოყენებით შეეჩერებინათ საბჭოთა ჯარების წინსვლა, საიდუმლო იარაღის _ S-1-ის (ატომური ბომბის) გამოყენებაც რომ დასჭირვებოდათ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

აი, რა ჩაწერა თავის დღიურში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჰენრი სტიმსონმა პრეზიდენტ რუზველტთან საუბრის შემდეგ 1944 წლის აგვისტოს მიწურულს: აუცილებელია ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღში რუსეთის დაბრუნება. S-1-ის შესაძლო გამოყენება დაგვეხმარება ამაში”.

უინსტონ ჩერჩილი იცნობდა “ქრისტესმოყვარული” ამერიკელი მეგობრების გეგმებს, მაგრამ, ვიდრე შ-1 _ ატომური ბომბი _ ჯერ მხოლოდ ფიზიკოსთა ნაშრომების თეორიულ შესაძლებლობად რჩებოდა, მზად იყო, “ურადიაციო ევროპა” მაქსიმალურად მიეთვისებინა.

ამ თემატიკას რომ გავყვეთ, ავცდებით დღევანდელი პუბლიკაციის მთავარ აქცენტს.

მოკლედ ვთქვათ: შექმნილი ვითარება დაჟინებით უბიძგებდა სტალინს ევროპისბლიცკრიგისკენ”, მით უფრო, რომ ომის იმ ეტაპზე ქვეყნის ჩრდილოეთის განაპირა რაიონები მტრის ხელში რჩებოდა.

კირკენესის მიმართულებით ბრძოლები 1944 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. იმიერპოლარეთში შეტევები უმძიმეს მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა და სისწრაფით არ გამოირჩეოდა: უდიდესი ძალისხმევა იყო საჭირო ბუნებისა და მტრის წინააღმდეგობათა გადასალახავად. ზოგიერთ შემთხვევაში წითელი არმია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 4-5 კილომეტრით მიიწევდა წინ.

განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები გაიმართა ლოუსტარის დასახლებულ პუნქტთან, რომლის მახლობლად მდებარეობდა აეროდრომი, რომელზეც დისლოცირებული იყო გერმანული ავიაციის ნაწილი. სწორედ აქედან აფრენილი ბომბდამშენები უმძიმეს დარტყმას აყენებდნენ გემების ქარავანს, რომელსაც მურმანსკის ნავსადგურში მიჰქონდა ლენდ-ლიზით მიღებული ამერიკული დახმარება.

12 ოქტომბერს დიდი მსხვერპლის ფასად აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან, რომელსაც დღეს პეჩენგა ეწოდება, გაყარეს გერმანელები. ამ ბრძოლაში ასობით წითელარმიელი დაიღუპა.

საბჭოთა ჯარი ნორვეგიის საზღვარს მიუახლოვდა. გერმანელთა წინააღმდეგობა გაძლიერდა. ჰიტლერის ბრძანების თანახმად, საბჭოთა შეიარაღებული ნაწილების შესვლა ნორვეგიაში არ უნდა დაეშვათ, რადგან აქ იყო ვოლფრამის საბადო, მოიპოვებდნენ შეიარაღების მწარმოებელი ქარხნებისთვის ფასდაუდებელ ნედლეულს, ხოლო ფიორდებში წყალქვეშა ნავების ბაზები იყო განლაგებული. მათგან უდიდესი _ კირკენესი.

18 ოქტომბერს წითელმა არმიამ ნორვეგიის საზღვარი გადალახა და გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა 3125 ნორვეგიელი, რომელთა აფეთქება სამუშაო ადგილზე _ მაღაროებში ჰქონდათ გადაწყვეტილი გერმანელ ფაშისტებს.

კირკენესი 25 ოქტომბრის დილის 10 საათზე იქნა გათავისუფლებული.

მას შემდეგ, სამოცდაათ წელზე მეტია, არავის დაურღვევია მეთევზეთა და გემთმშენებელთა ამ პატარა ქალაქის სიმშვიდე.

1944 წლის ბოლოს აშკარა გახდა, რომ ფაშისტურ გერმანიას ვეღარავითარი სასწაული ვერ უშველიდა.

ათი სტალინური დარტყმა იყო ის სტრატეგია, ის “ბლიცკრიგი”, რომელმაც გამარჯვება მოიტანა.

არმაზ სანებლიძე

P.S. თანამედროვე ევროპის ლიდერებს, როგორც ჩანს, ამბლიცკრიგისისტორიის გახსენებამ და აღმოსავლეთიდან მისი განვითარების შესაძლებლობამ (ვაი, თუ!) უბიძგა უკრაინის კონფლიქტის დიდ ომად გადაქცევის თავიდან ასაცილებელი ინიციატივით გამოსვლა.

უკრაინის სამოქალაქო ომში ცეცხლი შეწყდა.

დიდი ხნით?

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here