Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

833

(ნაწილი მესამე)

იაროსლავ და იაროსლავა სტეცკოები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნაცისტებთან ერთად სსრკ-ისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში


იაროსლავ სტეცკომ (1912 წ. ტერნოპოლი _ 1986 წ. მიუნხენი) ანტისაბჭოთა კარიერა იატაქვეშა ორგანიზაცია “უკრაინის ნაციონალისტურ ახალგაზრდობაში” დაიწყო. მალე შევიდა “უკრაინის სამხედრო ორგანიზაციასა” და “უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციაში”, რომელიც 1929 წელს შეიქმნა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მიზნით. 1939 წელს, როდესაც სტეცკო რომში “უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის” კონგრესს ამზადებდა, ამ ორგანიზაციის ძველ გვარდიასა (ანდრეი მელნიკი) და ახალგაზრდა რადიკალებს (სტეპან ბანდერა) შორის განხეთქილება მოხდა და ორგანიზაცია ორად გაიყო. სტეცკოსა და ბანდერას ალიანსი 1959 წლამდე გაგრძელდა, ბანდერას გარდაცვალებამდე.

ბანდერა და  მისი თანამებრძოლები თვიანთ ფულს პოლონელი პოლიტიკოსების მკვლელობით შოულობდნენ და ამისთვის პოლონეთის ციხეში ისხდნენ. სწორედ იქ იპოვეს ისინი გერმანელმა ნაცისტებმა, რომლებსაც გეგმაბარბაროსასთვისუკრაინელი აგენტები სჭირდებოდათ საბჭოთა არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურად განწყობილი უკრაინელი ნაციონალისტებიდან ფაშისტებმა იდეოლოგიური მოკავშირეები შეარჩიეს. უკრაინელი ნაციონალისტების ფანატიკური სიძულვილი ებრაელების, რუსებისა და პოლონელების მიმართ სრულად პასუხობდა ფაშისტების მოთხოვნებს და უკვე 1939 წელს დაიწყეს 400 უკრაინელი ნაციონალისტის მომზადება აბვერის ბანაკებში _ ზაკოპანეში, კომარნესა და კირხენდორფში. ნაცისტებმა უკრაინელი თანამზრახველები  პოლკებში გააერთიანეს.

სპეციალური ქვედანაყოფინახტიგალი” (ასე იწოდებოდა ის აბვერის დოკუმენტებში) ბანდერასა და სტეცკოს ხელმძღვანელობით უკრაინის დამპყრობელთა ავანგარდში უნდა ყოფილიყო. “ნახტიგალსდაუსახეს ამოცანა _ თავს დასხმოდა საბჭოთა არმიის არიერგარდს და გაეჩაღებინა პარტიზანული ომი. ბანდერელებმა, აგრეთვე, ჩამოაყალიბეს საიდუმლო პოლიცია, რომელსაც დაპყრობილი ტერიტორიები ებრაელებისა და რუსებისგან უნდა გაეწმინდა. პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნეს მიკოლა ლებედი _ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის იერარქიაში მესამე პირი.

ამერიკელმა მკვლევარებმა _ ძმებმა ანდერსონებმა დაწვრილებით შეისწავლეს აღმოსავლეთევროპელი კოლაბორაციონისტების, კერძოდ, სტეცკოს მოღვაწეობა ომის პერიოდში და მის შემდგომ: “1941 წლის 30 ივნისს ვერმახტის მოწინავე საჯარისო შენაერთები ლვოვში შევიდნენ. მათ შორის იყო უკრაინული “ნახტიგალი” გერმანელი ოფიცრის _ თეოდორ ობერლანდერისა და იაროსლავ სტეცკოს მეთაურობით. სტეცკომ პატარა ოთახში დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა “ეროვნული საკრებულო”. შემდეგ კი უკრაინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა და თავი პრემიერმინისტრად დაინიშნა”.

დარბევები კოდური სახელწოდებით _ “პეტლიურას ოპერაცია” ლვოვში სტეცკოსა და ობერლანდერის სამხედრო შენაერთის შესვლიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ებრაელებს, ინტელიგენციას, ეთნიკურ რუსებს, კომუნისტური პარტიის წევრებს _ ყველას, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ახალ წესრიგს შეეწინააღმდეგებოდნენ, ფაშისტებმა და უკრაინელმა ნაციონალისტებმა ერთ ადგილას მოუყარეს თავი და დახვრიტეს. სტეცკოსპრემიერობისერთი კვირის განმავლობაში ლვოვში 7 ათასი კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს, ძირითადად _ ებრაელები; რამდენიმე ათასი დახვრიტეს ქალაქის გარეუბნებში, სადაც უკრაინელი ნაციონალისტები მაროდიორობდნენ. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გერმანელმა ფაშისტებმა და მათმა უკრაინელმა თანამზრახველებმა ლვოვში მცხოვრები ყველა ებრაელი დახვრიტეს _ დაახლოებით 100 ათასი კაცი.

უკრაინული მილიციის რაზმები ებრაელებისთვის ჩამორთმეული ქონებითა და ფულით ფინანსდებოდნენ. “გერმანული რაზმები (აინზაცკომანდო) კლავდნენ მოზრდილებს, ბავშვების დახვრეტას კი უკრაინელ დამქაშებს ანდობდნენ.

მას შემდეგ, რაც სტალინგრადისთვის ბრძოლამ ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, უკრაინელი ნაცისტების საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა. 1943 წლის გაზაფხულზე გერმანელებმა დაიწყეს გალიციელი მოხალისეებისგან ეს-ეს-ის დივიზიის შექმნა, რომელსაც ეს-ეს-ის გრენადერთა მე-14 ვაფენ დივიზია “გალიჩინა” (1-ელი უკრაინული) უწოდეს. დივიზიის წევრებისთვის ფიცი ისეთივე იყო, როგორიც რაიხის სხვა მოხალისეთა ქვედანაყოფებისთვის: მე გემსახურები შენ, ადოლფ ჰიტლერ, როგორც ფიურერსა და გერმანიის რაიხის კანცლერს, ერთგულებითა და თავდადებით. ვფიცავ, გმორჩილებდე სიკვდილამდე. უფალი იყოს ჩემი შემწე!”

იმხანად გერმანული პრესა ხშირად აქვეყნებდა მასალას ბოლშევიკებთან ბრძოლაში უკრაინის ამბოხებულთა არმიის წარმატებებზე და ამ ორგანიზაციის წევრებს “თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელებს” უწოდებდა. მოგვიანებით, უკვე არა _ გერმანული, არამედ აშშ-ის სახელმწიფო უწოდებს უკრაინელ ნაციონალისტებსა და სტეცკოს “თავისუფლებისთვის მებრძოლებს”.

ფაშისტური გერმანიის კრახი და მსოფლიოში ძალების ახალი დისპოზიცია, სადაც საბჭოთა კავშირის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უკრაინელი ნაციონალისტების დამარცხებას და, აქედან გამომდინარე, რეორგანიზაციის აუცილებლობას ნიშნავდა. 1945 წელს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის კონფერენციაზე აირჩიეს გამგეობა სამი წევრის შემადგენლობით. ესენი იყვნენ: სტეპან ბანდერა (თავმჯდომარე), იაროსლავ სტეცკო და გენერალი შუხევიჩი.

1946 წლის აპრილში მიუნხენში შეიქმნა ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკი (ხაბ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ევროპისა და აზიის 15 სახელმწიფოს ანტიკომუნისტური ორგანიზაციები. ხაბ-ის პრეზიდენტად აირჩიეს იაროსლავ სტეცკო. ის ამ მოვალეობას სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა.

ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკი წარმოადგენდა საბჭოთა რესპუბლიკისა და სოციალისტური ქვეყნების ანტიკომუნისტური ორგანიზაციების საკოორდინაციო ცენტრს, რომელშიც სხვადასხვა პერიოდში შედიოდა ბელარუსის, ბულგარეთის, უნგრეთის, ხორვატიის, ჩეხოსლოვაკიის (მოგვიანებით ჩეხეთისა და სლოვაკიის), საქართველოს, სომხეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების ორგანიზაციები. ხაბ-ის შტაბსა და ფილიალებში დაკავებული იყვნენ პროპაგანდისტული მასალების გავრცელებით, ანტისაბჭოთა მანიფესტაციების ორგანიზებითა და საერთაშორისო პრესკონფერენციებისა და კონგრესების გამართვით. 1967 წელს სტეცკოსა და სხვათა ძალისხმევით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ანტიკომუნისტური ლიგა, რომლის გამგეობაშიც სტეცკოს მიენიჭა მუდმივი წევრის სტატუსი. ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის მიზანი ანტისაბჭოთა პროპაგანდის წარმოება იყო. ანტიკომუნისტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რეგულარულად აწყობდნენ თათბირებს, ხშირად ხვდებოდნენ აშშ-ის კონგრესისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნების დაზვერვებთანაც.

50 წლის შემდეგ ზუსტად ასევე დაიწყებენ შეკრებებსა და გამოცდილების გაზიარებას სერბეთის, საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთისა და სხვა სახელმწიფოებისფერადი რევოლუციებისლიდერები. ისინი ეწვევიან იმავე ოფისებს ვაშინგტონში და შეხვდებიან აშშის პრეზიდენტს _ უკვე ჯორჯ ბუშუმცროსს. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგაც ბრძოლა გლობალური პროექტის ხასიათს შეიძენს. ხაბ, ფორმალურად, 1996 წელს დაიშალა, თუმცა მისი მისია სხვა ორგანიზაციებმა განაგრძეს ახალი სახელწოდებებით.

1983 წლის 13 ივლისს ყოფილი ჯალათი, ფაშიზმისადმი ერთგულების ფიცის დამდები, ებრაელების, რუსებისა და პოლონელების გენოციდში მონაწილე იაროსლავ სტეცკო თეთრ სახლში მიიწვიეს, რათა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისგან მოესმინა: თქვენი ოცნება _ ეს ჩვენი ოცნებაა. თქვენი იმედი _ ეს ჩვენი იმედია”.

რთული ცხოვრების გზა იაროსლავ სტეცკოს მარტო არ გაუვლია. ყველა წამოწყებასა და ორგანიზაციაში მის გვერდით იდგა მეუღლე და თანამოსანგრე იაროსლავა (სლავა) სტეცკო. როდესაც სტეცკო ხაბ-ს ხელმძღვანელობდა, იაროსლავა ცენტრალური კომიტეტის წევრი, პრესბიუროს ხელმძღვანელი და ხაბ-ის ბეჭდური ორგანოს მთავარი რედაქტორი იყო; მსოფლიოს ანტიკომუნისტური ლიგის შექმნის შემდეგ კი იქ ხაბ-ის მუდმივი დელეგაციის წევრი გახდა. 1986 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კი იაროსლავა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მეთაურად და ხაბ-ის პრეზიდენტად აირჩიეს.

1991 წლის 30 ივნისს იაროსლავა, 47-წლიანი განშორების შემდეგ, პირველად ჩავიდა უკრაინაში _ “უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” გამოცხადებიდან 50 წლისთავზე. იმავე წელს ის საბოლოოდ გადაბარგდა უკრაინაში, სადაც უპირველეს ამოცანად უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ბაზაზე პოლიტიკური პარტიის შექმნა დაისახა, და შექმნა კიდეც  უკრაინელი ნაციონალისტების კონგრესი. უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ იაროსლავა სტეცკო უკრაინის უზენაესი რადის წევრად აირჩიეს. და როგორც უხუცესმა დეპუტატმა, 1998 წლის 14 მაისს ახალარჩეული პრეზიდენტის პირველი სხდომა გახსნა.

ყველაფერმა, რაზეც ოცნებობდნენ უკრაინელი ნაციონალისტები, რისთვისაც იბრძოდნენ ესესის გრენადერთა მე-14 ვაფენდივიზიაგალიჩინისრიგებსა და აშშის დაზვერვის აგენტურულ ქსელში, განხორციელება დაიწყო უკრაინის დამოუკიდებლობის დღიდან.

“ნარინჯისფერი რევოლუციის” დასრულებისთანავე იუშჩენკოს მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა კოლაბორაციონისტების “გასათეთრებლად” და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მოღვაწეობა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად გამოაცხადა.

თეოდორ ობერლანდერი: პროფესორიდემოგრაფი, უკრაინელი ჯალათების კურატორი, მინისტრი გფრის მთავრობაში

თეოდორ ობერლანდერი ეს-ეს-ის იმ უკრაინული ქვედანაყოფების კურატორი იყო, რომლებმაც სტეცკოსა და ბანდერას მეთაურობით ლვოვში ებრაელები, რუსები და პოლონელები დახოცეს.

ობერლანდერის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს 1960 წელს გამოცემული წიგნი _ “ობერლანდერი: გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის კვლევა” (“Oberlander: A Stuty in German Eastern Politics”), რომლის ავტორები არიან პოლონელი მკვლევარები: ალექსანდრა დროზდინსკი და იანა ზაბოროვსკი, რომლებმაც დოკუმენტურად აღწერეს ობერლანდერის ცხოვრების ეტაპები.

ობერლანდერი დაკავებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით _ პოლონეთის ეკონომიკის, დემოგრაფიისა და სოციალური ასპექტების შესწავლით. ადგენდა გეგმებს პოლონეთში გერმანელების დასახლებაზე. 1937-38 წლებში მუშაობდა აბვერის ცენტრალურ სამმართველოში _ გერმანიის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოში. 1939 წელს გადაიყვანეს ბრესლაუში (ვროცლავი) აბვერის განსაკუთრებულ განყოფილებაში, რომელიც აბვერის მეორე დეპარტამენტის ამოცანების (საბოტაჟი, ძირგამომთხრელი საქმიანობა, “მეხუთე კოლონების” ორგანიზება, ფსიქოლოგიური ომი და სხვ.) სარეალიზაციო ცენტრი იყო. ობერლანდერი ამ ამოცანების შესრულებას ხელმძღვანელობდა გერმანიის ჯარების მიერ პოლონეთის დაპყრობის წინ.

შემდეგ ობერლანდერი კრაკოვში გადაიყვანეს _ მას უნდა გაეძლიერებინა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია, რომელთანაც უკვე მუშაობდა აბვერი. სწორედ ამ მომენტში დაიწყო განხეთქილება უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციაში (უნო) და ის ორად გაიყო: ანდრე მელნიკისა და სტეპან ბანდერას მომხრეებად. ტერორისტული საქმიანობისა და საბოტაჟის გამოცდილების გამო, აგრეთვე, ობერლანდერის ლობირებით, ფაშისტებმა მხარი სტეპან ბანდერას ჯგუფს დაუჭირეს _ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია “ბ”-ს (ბ _ ბანდერას ჯგუფს ნიშნავდა).

1940 წელს ბერლინში მიიღეს საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გადაწყვეტილება და უკრაინელ ნაციონალისტებთან თანამშრომლობაც აქტიურ ფაზაში გადავიდა. ობერლანდერი პრაღაში გადაიყვანეს. 36 წლის დემოგრაფმა ობერლეიტენანტის წოდება მიიღო. აბვერმა ჩამოაყალიბა ორი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომლებსაც გერმანული დაზვერვის ამოცანები უნდა შეესრულებინა, ამის სანაცვლოდ, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება ეძლეოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სწორედ ამით იყო გამოწვეული სტეცკოს მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადება და საკუთარი თავის დანიშვნა პრემიერმინისტრის პოსტზე. ობერლანდერი კი დაინიშნა აბვერისა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ერთობლივ ოპერაციებზე პასუხისმგებელ პირად.

1941 წლის 8 მაისიდან 18 ივნისამდე პერიოდი ობერლანდერმა ნოიჰამერში მდებარე “ნახტიგალის” ბაზაზე გაატარა. 12 დღის შემდეგ, 30 ივნისს, ქვედანაყოფები ობერლანდერის მეთაურობით ლვოვში შევიდნენ.

ობერლანდერს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებანახტიგალისდანაშაულებზე, რადგან ეს ქვედანაყოფი უშუალოდ მის ბრძანებებს ასრულებდა. ის ნაწილობრივ პასუხისმგებელია უკრაინის მილიციის მიერ მოწყობილ დარბევებსა და ეთნიკურ წმენდაზე, რადგან სტეცკოსმთავრობისმიერ შექმნილი სადამსჯელო რაზმების პოლიტიკური კურატორი იყო.

1945 წლის აპრილში, როდესაც ომი დასასრულს უახლოვდებოდა, გაიმართა გერმანელი ოფიცრებისა და კოლაბორაციონისტების შეკრება, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონტაქტი დაემყარებინათ დასავლელ მოკავშირეებთან. 23 აპრილს ობერლანდერი გაემართა ამერიკელი გენერლის _ პატონის შტაბში.

ობერლანდერმა, რომელმაც თავისი ბიოგრაფია გაასუფთავა _ გააქრო ჩანაწერები, რომ აბვერის თანამშრომელი იყო _ ბავარიაში, ბად კისინგენში დენაციფიკაციის ადგილობრივი კომისიისგან რეაბილიტაციის დოკუმენტი მიიღო. 1950-იანი წლების დასაწყისში ობერლანდერი გერმანიის მთავრობაში ლტოლვილთა საკითხების მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი ობერლანდერს საშუალებას აძლევდა, “გაესუფთავებინა” ნაცისტური წარსულის მქონე სხვა პირების ბიოგრაფიები და ისინი სხვადასხვა თანამდებობაზე დაენიშნა. ასე იქნა ასეულობით ყოფილი ნაცისტი რეინტეგრირებული დასავლეთ გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურებში.

რეინჰარდ გელენი: მესამე რაიხის დაზვერვის ლეგენდა დაამერიკის

#1 ჯაშუში

ომის დამთავრებიდან ძალიან მალე ვაშინგტონთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზის აეროდრომზე დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც იდუმალი მგზავრი ჩაიყვანა. ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა დამარცხებული მტრის ყველაზე ღირებულმა კადრმა _ ნაცისტური გერმანიის ლეგენდამ, გენერალ-ლეიტენანტმა რეინჰარდ გელენმა.

1944 წლის დეკემბერში რეინჰარდ გელენი (1902-1979), “განსაკუთრებული ნიჭიერებისა და გამოცდილებისგამო, აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის დაზვერვის მეთაურად დაინიშნა. ის ადრეც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული აბვერის მეთაურ ვალტერ შელენბერგთან ერთად გერმანიის გენშტაბში.

1945 წლის მარტში, როცა მიხვდა, რომ მესამე რაიხის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა, გელენმა, რამდენიმე დაახლოებულ ოფიცერთან ერთად, მის ხელთ არსებული მასალების მიკროფილმები გადაიღო და ავსტრიის ალპებში რამდენიმე ადგილას დამალა.

1945 წლის 22 მაისს ბავარიაში ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი გელენი ტყვედ ჩაბარდა აშშ-ის მე-7 არმიას (გენერალი პატონი) და დაუყოვნებლივ მოითხოვა შეხვედრა აშშ-ის კონტრდაზვერვის წარმომადგენლებთან. გელენმა მათ თავისუფლების სანაცვლოდ თავისი აგენტურული ქსელი და შეგროვებული მასალები შესთავაზა.

ვიდრე საბჭოთა კავშირი ამაოდ ითხოვდა გელენის ექსტრადიციასა და მის მიერ მოპოვებული მასალების გადაცემას, პენტაგონში მხარეებმა ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს: ჟურნალ Der Spiegelის 1954 წლის 23 სექტემბრის ნომრის მიხედვით, ამერიკელებმა გელენის მასალები და აგენტურული ქსელი აღიარეს, როგორცფასდაუდებელიდა გერმანელი გერენლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. გელენმა აღადგინა თავისი სადაზვერვო აპარატი, რომელიც მხოლოდ გერმანელი ოფიცრებისგან შედგებოდა, ამ აპარატის დაფინანსება კი ამერიკის კონტრდაზვერვამ დაიკისრა. გელენთან მოლაპარაკებებს მართავდა ალენ დალესი _ მომავალში აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი.

პენტაგონისა და გელენის მოლაპარაკებების შედეგად ვერმახტისა და ეს-ეს-ის ასობით ოფიცერი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და შემდეგ სამუშაოდ ცენტრალური გერმანიის მთიან მასივ შპესარტში მდებარე გელენის შტაბში გადაიყვანეს. ასე ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომელშიც პირადად გელენის მიერ შერჩეული 350 ოფიცერი მსახურობდა. მათ შორის იყო ალოის ბრიუნერი, რომელმაც შექმნა საკონცენტრაციო ბანაკი პარიზთან ახლოს და 140 ათას ებრაელს მოუსწრაფა სიცოცხლე. როდესაც გელენის ორგანიზაციის საკადრო შემადგენლობამ 3000 კაცს მიაღწია, შტაბი გადავიდა მიუნხენთან ახლოს მკაცრად დაცულ ადგილზე. გელენის ორგანიზაციას მოკრძალებული სახელი დაარქვეს: “სამხრეთი გერმანიის ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია”.

1950-იანი წლების დასაწყისში ეს ორგანიზაცია უკვე 4000 კაცს ითვლიდა. გელენის აგენტურული ქსელი მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას კორეიდან ეგვიპტემდე და რუსეთის ციმბირიდან ჩილემდე. ამ და სხვა ინფორმაციას აქვეყნებს 1946-1947 წლებში სამხედრო დანაშაულების აშშ-ის კომისიის წევრი, გერმანიის გეოპოლიტიკის ექსპერტი ტ. ტეტენსი თავის ნაშრომში “ახალი გერმანია და ძველი ნაცისტები” (1961 წ.).

1955 წელს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, კანცლერ კონრად ადენაუერის მეთაურობით, დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1956 წლის აპრილში კი გელენის ორგანიზაცია ოფიციალურად შევიდა სახელმწიფო სტრუქტურებში დასავლეთი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სახელწოდებით _ BND (Bundesnachrichtendinest), რომელსაც, ბუნებრივია, გელენი ხელმძღვანელობდა. მან ეს პოსტი 1968 წელს დატოვა.

ევროპელებისთვის გელენის სახელი ცნობილი იყო: უკვე 1950 წელს გელენის ორგანიზაციის მოღვაწეობაზე ბევრი რამ იცოდნენ გერმანიაში; საბჭოთა დაზვერვა წარმატებით ფილტრავდა გელენის აგენტურულ ქსელს, მაგრამ ამერიკელმა საზოგადოებამ გელენის შესახებ მხოლოდ 1954 წელს შეიტყო გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” (9 სექტემბრის ნომერი) მეშვეობით, რომელმაც მას “ამერიკის #1 ჯაშუში” უწოდა:

გელენის გვარი არასოდეს უხსენებიათ კონგრესში ასიგნებების გაცემაზე დებატების მიმდინარეობისას, მაგრამ ის აშშის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ 6 მილიონ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად. მასთან სხვადასხვა ეროვნების ათასობით აგენტი მუშაობს გერმანიის ძველი არმიის ელიტურ კონტრმზვერავებთან ერთად

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და პენტაგონი, როგორც ჩანს, ამ გადამდგარ გერმანელ გენერალლეიტენანტს უფრო ენდობა, ვიდრე მოკავშირეთა ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწეს…”

ფაშისტების დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტს ასეთი წარმატება იმიტომ ხვდა წილად, რომ აშშ ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი, გეგმებს აწყობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც 1945 წლის 1 ივლისს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 112-113 დივიზიით, მათ შორის, 12-მდე გერმანული სამხედრო შენაერთით, უნდა დაწყებულიყო ომი. ეს გერმანული დივიზიები 1946 წლის გაზაფხულამდე დანიის სამხრეთში (შლეზვინგ-გოლშტეინის მიწა) მზად იყვნენ საბრძოლველად. 1945 წლის მაისში პრეზიდენტი ტრუმენი დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის შემდეგი მტერი საბჭოთა კავშირი იქნებოდა, მაგრამ ამერიკას არ ჰქონდა აგენტურული ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ძალიან სჭირდებოდა გელენი და მისი ორგანიზაცია. გელენის ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთადერთ შესაძლებლობად, “მოესმინათ” და “ენახათ”, რა ხდებოდა სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში.

ამერიკის ისტებლიშმენტში ნაცისტების ასიმილაციის, მათი ბიოგრაფიის გასუფთავების და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის პროგრამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1980-იან წლებშიც. ამ პროგრამაში თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის აწ უკვე ყოფილმა პირველმა ლედიმ კატერინა ჩუმაჩენკომაც, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა, რომ აშშის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელი ნაცისტებისთვის სასჯელი აეცილებინა.

ვერც აკრძალვამ ამერიკაში ნაცისტების კადრების გამოყენების შესახებ, ვერც პარალელურად დაწყებულმა ნიურნბერგის პროცესმა და ვერც გელენის მისწრაფებამ, აღედგინა DEUTSCHLAND UBER ALLES, რომლის შესახებაც შეუძლებელია, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არ სცოდნოდა, ხელი ვერ შეუშალა აშშის მჭიდრო თანამშრომლობას ნაცისტებთან. მიზანი _ ბრძოლა სსრკის წინააღმდეგ _ ამართლებდა საშუალებას.

ამ მიზანს იზიარებდა გელენიც: ამერიკასთან თანამშრომლობა მისი ქვეყნის დამმარცხებელი სსრკ-ის წინააღმდეგ, ყველაზე ეფექტიან საშუალებად წარმოედგინა დიდი გერმანიის აღსადგენად. იმ მომენტში, როდესაც ნახევრად დანგრეული ქვეყანა, ნელ-ნელა იწყებდა აღდგენას, გელენი ვაშინგტონში შეტყობინებებს გზავნიდა საბჭოთა კავშირზე შეტევის აუცილებლობის შესახებ. გელენის ბიოგრაფ ე. კუკრიჯის განცხადების თანახმად, 1948 წელს გელენმა თითქმის დაარწმუნა აშშ, რომ საბჭოთა კავშირი მალე დაიწყებდა ომს დასავლეთის წინააღმდეგ და საჭირო იყო წინმსწრები დარტყმები. მოგვიანებით, 1950-იან წლებში გელენი ამტკიცებდა, რომ სსრკ უსწრებს აშშ-ის სამხედრო მშენებლობის სფეროში. “რაკეტებში ჩამორჩენამ” ანტიკომუნისტური ციებ-ცხელება გამოიწვია. სწორედ ამ მითის წყალობით მოიპოვა გამარჯვება 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ კენედიმ.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ მარჩეტი მოგვითხრობს: “ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში აღმერთებდნენ გელენს, რადგან ის ლაპარაკობდა იმას, რომ მოსმენაც ჩვენ გვსურდა. ჩვენ რეგულარულად ვიყენებდით მის მასალებს და მათ გადავცემდით სხვებსაც _ პენტაგონში, თეთრ სახლში, პრესაში. მათაც მოსწონდათ ეს მასალები, მაგრამ ეს იყო ყალბი მასალები რუსულ საშინელებაზე, და მათ ბევრი ავნეს ამ ქვეყანას (აშშ-ს)”.

შესაძლოა, გელენის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო სსრკ-ის “ჩამოშორების” კონცეფცია და აღმოსავლეთ ევროპის “გათავისუფლება”.

ზემოაღნიშნული კონცეფცია ეფუძნებოდა პოლიტიკურ ბრძოლას და იატაქვეშა ოპერაციების სტრატეგიას, რომელიც მესამე რაიხში შეიმუშავეს ალფრედ როზენბერგის ხელმძღვანელობით. ამ სტრატეგიის ნაწილი იყო სსრკ-ის ნაციონალური უმცირესობების რეკრუტირება მთავრობის დასამხობად. ამისათვის ამ უმცირესობებს “დიდი გერმანიის” საზღვრებში ნომინალურ თავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

“გათავისუფლების” თეორია კი, დემოკრატიის დამყარების საბაბით, აღმოსავლეთი ევროპიდან კომუნიზმის ამოძირკვას და სსრკ-ის დაშლას ითვალისწინებდა შემადგენელ ნაწილებად. ეს თეორია ცივი ომის წლებში აშშ-ში პოლიტიკურ მეინსტრიმად იქცა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით “თავისუფლებისთვის” ჯვაროსნულ ლაშქრობაში გადაიზარდა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(დასასრული შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here