Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა...

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა _ მეგობარი!

810

აწ უკვე მოხსნილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კარის გაჯახუნება საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის საბაბით დააპირა და განაცხადა, რომ ვერავინ შეცვლის ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს. მთავრობაში დარჩენილებმაც არ დაუთმეს დასავლური ორიენტაცია “უჭკუო და ამბიციურ” ყოფილ კოლეგას და მონდომებით დაადასტურეს “ისტორიული არჩევანის” ერთგულება. საერთოდ, ამ თემით სპეკულირებამ უკვე სასაცილო ხასიათი მიიღო; ჩვენ გამუდმებით გვპირდებიან საქართველოს “ევროპაში დაბრუნებას”, ანუ, სადაც არასდროს ყოფილა, იქ გვაბრუნებენ.


არ მთავრდება რეფერენდუმის ხსენებაც, რომელიც, ასევე, სულაც არ ყოფილა რეფერენდუმი _ პლებისციტი იყო და თანაც _ ისევე გაყალბებული, როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობისთვის მიწერილი პროცენტები. იმჟამინდელი ნაყალბევით დღეს ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთნაირად ყელყელაობენ და ნატოში შესვლის მათეულ სურვილს ქართველ ხალხს მიაწერენ. პლებისციტის შედეგები მაშინ თითქმის 80 პროცენტამდე აქაჩეს, ვიდრე იმჟამინდელი ოპოზიცია საკუთარ ხმებს ითვლიდა და ბოლოს ისევეგააპრავეს”, როგორც სააკაშვილის პირველივე ტურში გამარჯვება.

ევრაზიის ინსტიტუტმა ამ საკითხზე სოციოლოგიური გამოკვლევა ორჯერ ჩაატარა _ 2012 წლის არჩევნების წინ და სულ ახლახან _ 2014 წლის 10-დან 17 ნოემბრამდე. მთელი საქართველოს მასშტაბით, 1718 რესპონდენტი გამოიკითხა. თუ პირველი გამოკითხვა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავდა და არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც აჩვენებდა, ამჯერად მკვლევარებმა ყურადღება მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილეს, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ინტეგრაციისადმი და საკუთრივ ამ ორგანიზაციისადმი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.

გამოკითხვა ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მკვლევარებმა სრულიად შეგნებულად, მეთოდოლოგიური მოსაზრებით აუარეს გვერდი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს _ ქვემო ქართლსა და ჯავახეთს.

გამოკითხვის გეოგრაფია:

თბილისი (საბურთალო, დიდი დიღომი, ვერე, ჩუღურეთი, დიდუბე) _ 482 რესპონდენტი (გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 28,1%); გორი _ 262 (15,3%); ბათუმი _ 296 (17,2%); ზუგდიდი _ 151 (8,8%); ზუგდიდის რაიონის სოფლები _ 100 (5,8%); საგარეჯოს რაიონი _ 160 (9,3%); მცხეთის რაიონი _ 48 (2,8%); დუშეთის რაიონი _ 73 (4,2%); ლტოლვილები ქართულოსური კონფლიქტის ზონიდან (დასახლებულნი მცხეთის რაიონში) _ 146 (8,5%).

რესპონდენტთა 48,5% მამაკაცია(825), 51,5% _ ქალბატონი(875). გამოკითხულთა სოციალური სტატუსი: თვითდასაქმებულები _ 22,8%, სახელმწიფო მოხელეები _ 11,2%, ბიზნესმენები _ 2.9%, უმუშევრები _ 35.2%, პენსიონერები _ 17,3%, სტუდენტები _ 8,2%, დაქირავებული მუშაკები _ 2,5%.

გამოკითხულთა ასაკობრივი დიაპაზონი ასევე დაბალანსებულია: 18-25 წელი _ 14,5%, 26-35 წელი _ 16,0%, 36-45 წელი _ 20,9%, 46-55 წელი _ 19,7%, 56-65 წელი _ 14,7%, 65 წელზე ზევით _ 14,1%.

გამოკითხვის ორგანიზატორები მიუთითებენ, რომ მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში. “განსხვავებით 2012 წლის აგვისტო-სექტემბრისგან, აშკარაა ხალხის მეტი გაბედულება, გამოხატოს საკუთარი აზრი; ძალიან ცოტა იყვნენ ისინი, ვინც უარი განაცხადეს გამოკითხვაში მონაწილეობაზე ან ცალკეულ შეკითხვებს პასუხი არ გასცეს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამჟამინდელი გამოკითხვა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა”.

საინტერესოა, რომ ყველაზეპრონატოურიდაპროამერიკულირეგიონი აღმოჩნდა ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი (სადაც ყველაზე პრონატოელმა და პროამერიკელმა ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგო როლანდ ახალაიასთან), ხოლო ყველაზეანტინატოურიდაანტიამერიკულიშედეგები მცხეთისა და დუშეთის რაიონებში, დევნილების ჩათვლით, აგრეთვე, ქალაქ ბათუმში დაიდო. დევნილების ამგვარი პოზიცია გასაკვირი არც არის, არც ბათუმის დამოკიდებულებაა უცნაური _ ისინი ხომ ნატოს სახით თურქეთის გამალებული ექსპანსიის მსხვერპლად აღიქვამენ თავს.

კითხვაზე _ ნატო, თქვენი აზრით, არის თავდაცვითი სამხედრო ბლოკი? _ დადებით პასუხს იძლევა 51%; 28% თვლის, რომ აგრესიული სამხედრო ბლოკია; პასუხის გაცემა უჭირს _ 21%-.

თქვენი შეფასებით, ნატო საკმარისად ეხმარება თუ არა საქართველოს? პასუხები ასე განაწილდა: დიახ _ 20%; არა _ 66%; მიჭირს პასუხის გაცემა _ 13%.

კითხვაზე _ ემთხვევა თუ არა შეერთებული შტატებისა და ნატოს მიზნები და ინტერესები საქართველოს მიზნებსა და ინტერესებს? _ 52% თვლის, რომ არ ემთხვევა, 29% ამბობს, რომ ემთხვევა, ხოლო 13%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

თანახმა იქნებით თუ არა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდეს? თანახმა იქნება 20%, წინააღმდეგი _ 55%, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს _ 18%. თუ არ ჩავთვლით გამოკითხულთა 7%-, რომელსაც უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოდის, რომ ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებას უმცირესობა უჭერს მხარს.

სამაგიეროდ, გამოკითხულთა უმრავლესობა (62%) უარყოფითად აფასებს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, გააგზავნოს სამხედრო კონტინგენტები აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ზონებში. ამის მომხრეა მხოლოდ 16%, ნეიტრალურად აფასებს 18% და ისევ 7%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კარდინალურად არის შეცვლილი დამოკიდებულება აშშ-ისადმი. კითხვაზე _ თქვენი აზრით, რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის? _ პასუხები ასე დალაგდა: 29% მიიჩნევს, რომ აშშ არის მეგობარი, მოკავშირე; 17% ამბობს, რომ აშშ არის მოწინააღმდეგე, გამოუცხადებელი მტერი; პასუხის გაცემა უჭირს 11%-ს; ხოლო 44% იზიარებს აზრს, რომ აშშ არც ერთია და არც მეორე, არამედ სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ახორციელებს.

ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე პლებისციტი რომ ხვალ იმართებოდეს, მხარს დაუჭერს გამოკითხულთა 32%, არ დაუჭერს _ 40%, არ წავიდოდა ხმის მისაცემად 16%, უჭირს პასუხის გაცემა 12%-ს.

გამოკითხულთა უმრავლესობას _ 64%- მიაჩნია, რომ, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანების კურსს განაგრძობს, ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან გაუარესდება, გაუმჯობესების იმედი აქვს უმცირესობას _ 8%-, 18%- ჰგონია, რომ ურთიერთობები რუსეთთან არ შეიცვლება. 10%- პასუხის გაცემა უჭირს.

მკვლევართა ძირითადი დასკვნა ასეთია: საქართველოს მოსახლეობა მთლიანობაში საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ნატოსა და შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობას. ამ დღეებში (2014 წლის ბოლოს) რომ ტარდებოდეს პლებისციტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში საქართველოს შესვლას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მისცემდა ხმას (32% “დადებითად ვუყრიდი კენჭს” + 12%, ვისაც პასუხის გაცემა გაუჭირდა + 4% მაქსიმალურად დასაშვები სტატისტიკური ხარვეზი, ესეც ნატოს მომხრეთა სასარგებლოდ ჩავთვალოთ = 48%).

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა საგანგებოდ მიუთითებს: “მოსალოდნელია, რომ დასავლეთის საელჩოების მიერ დაფინანსებული ანგაჟირებული ორგანიზაციები ჩვენი გამოკითხვის შედეგებს საკამათოდ გახდიან და ჩვენს “ევრაზიულ” დასახელებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ყველა შევსებული ანკეტა-კითხვარი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავატაროთ განმეორებითი გამოკითხვა”.

ეს დათქმა არსებითია, რადგან საქართველოში იმდენი წელია, სოციოლოგიური კვლევები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენება, რომ უკვე ბავშვმაც კი იცის, თუ რაიმეს ან ვინმეს ჯიუტად “ამარჯვებინებენ” კვლევებში, საქართველოს არც ის რაიმე წაადგება და არც ის ვინმე. ჩვენი პოლიტიკოსები მარტო იმიტომ კი არ დაშორდნენ ხალხს, რომ საკუთარ ამომრჩეველს თვალით არ ენახვებიან(!), არც იმიტომ, რომ პენსიონერს 10 ლარის მომატებას აყვედრიან, თვითონ კი სად ჩაიკუჭონ ფულები, აღარ იციან; არც იმიტომ, რომ ტელეფონის აღებას აღარ კადრულობენ; არც იმიტომ, რომ უცებ სუქდებიან; არამედ იმიტომ, რომ საერთოდ მოწყვეტილი არიან ხალხს და მის გასაჭირს. მათ _ პოლიტიკოსებს _ ნატოში ინტეგრაცია დიახაც რომ აძლევთ ხელს, იქ დაზეპირებული ინგლისურით და 2-ათასსიტყვიანი ლექსიკონით კარგად გრძნობენ თავს! აბა, ვინ იკამათებს, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონში აპარტამენტებში ცხოვრება და მაღალი დონის შეხვედრები უფრო კომფორტულია, ვიდრე ფოცხოეწერსა და წეროვანში დევნილებთან ყოფნა?!

თურქმენეთში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტ მარგველაშვილს პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მადლობა გადაუხადა ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის. 12 დეკემბერი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეა და მარგველაშვილმაც მიულოცა კოლეგას. თუ ასეთი ცუდია ეს ნეიტრალიტეტი, რას ულოცავდა; ან პირიქით _ თუ ასეთი კარგია, საკუთარი ქვეყნისთვის რატომ არ ემეტება?! ბერდიმუხამედოვიც მიესალმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას და დააყოლა, ჩვენი სატრანსპორტო დერეფნითა და საქართველოს გავლით ჩვენც ვიხეირებთ ევროკავშირისგანო! დაახლოებით იგივე თქვა სომხეთის პრეზიდენტმაც ასოცირების შეთანხმებაზე ჩვენი ხელმოწერის შემდეგ _ თქვენი გავლით ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი, სომხური, პროდუქციაც გავაო! თვითონ კი გატრიალდა და საბაჟო კავშირში შესვლაზე მოაწერა ხელი! როდის აქეთაა, ვაჭრობაში სომხებს ვჯობდით? თქვე კაი დედმამიშვილებო, სულ ჩვენ როგორ უნდა გავრბოდეთ ყველაზე წინ სამგლე გოჭივით და სულ სხვა ხეირობდეს ჩვენს ხარჯზე?!

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ არც ნატოა ჩვენი მშველელი და არც ამერიკა _ მეგობარი! იმასაც ხვდება, რომ რუსეთი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბაზებს. ისიც კარგად იცის, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რამე რომ იყოს, გაასწრებენ საქართველოდან (ჯერაც არ უქნიათ თუ რა _ სად არიან ახლა სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და სხვები?), ფულსაც წაიღებენ და დევნილებისთვის აშენებულ გეტოებს დააყვედრიან კიდევ!

ამ დილემიდან გამოსავალი არსებობს: ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა სულ რომ გადაიკარგოს საქართველოდან, მოსახლეობა ამას არათუ იდარდებს, შეიძლება, ვერც კი შეამჩნიოს! ამიტომ წადით, ბატონო, და შედით იმ თქვენს სანატრელ ნატოში, ამერიკაში გადაბარგდით, როგორც სააკაშვილი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში არ ჩამოესვლება და შორიდან წამლავს აქაურობას! წადით დაცრუსთავი 2”-იც თან წაიყოლეთ, აბა, სადმე ხომ უნდა დაუჯდეთ ერთმანეთს ტელედებატებშინაციონალებისსრული გამარჯვების გარანტიით?

2012 წლის 9 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს შეხვდა. ხალხი სულგანაბული ელოდა ამ შეხვედრის დასრულებას. ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა: “თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ, ორივე მხარეს, გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი სტრატეგიაა, გაგრძელდება, ამ მიმართულებით, წინა ხელისუფლების პოლიტიკა. ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს ხანში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა”.

უახლოეს ხანში კი თვითონ ბიძინა ივანიშვილი წავიდა პრემიერმინისტრის პოსტიდან.

2011 წელს მიხეილ სააკაშვილი მასპინძლობდა ნატოს გენერალურ მდივანს და მანაც განაცხადა: “ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასდროს ასე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე არ ვყოფილვართ ჩვენ ჩვენს ევროპულ სახლთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ამ შემთხვევაში, ჩვენს საუკუნოვან ოცნებასთან, ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებასთან”.

ისიც ერთ წელიწადში წავიდა.

სხვათა შორის, იმხანად სააკაშვილმა ხუმრობით უთხრა რასმუსენს, რომ მას შეეძლო, ქოლგა თუ არა, ნატოს ქურთუკი მაინც ჩამოეტანა. მან თავისი ჰალსტუხი დაანახვა და უთხრა რასმუსენს, რომ ეს ნატოს ჰალსტუხი მას რასმუსენის წინამორბედმა, იააპ დე ჰოოპ სხეფერმა უსახსოვრა საქართველოში ვიზიტის დროს.

“იმედი მქონდა, რომ ნატოს ქურთუკს მაინც ჩამომიტანდით, რათა სიცივეში ნატოს ქურთუკის გარეშე არ დავრჩენილიყავით; ნატოს ქოლგას ჯერ არ ვითხოვთ, მაგრამ ქურთუკი კარგი იქნებოდა”.

პალტოებზე, ქურთუკებსა და პიჯაკებზე ნუ ვილაპარაკებთ _ ეს მტკივნეული თემაა არა იმდენად სააკაშვილისთვის, რამდენადაც ჩვენი ძილბურანში მყოფი პროკურატურისთვის; ზედა ტანსაცმელსა და ქოლგას არც სხეფერი გვაძლევდა, არც რასმუსენი და არც სტოლტენბერგი მოიკლავს თავს.

ჰალსტუხი კი… როგორც ჩანს, იმიტომ აჩუქა ნატოს გენერალურმა მდივანმა მიშიკოს, რომ შეეხსენებინა, რით იყო დაკავებული 2008 წლის აგვისტოში!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. როდის ერტხელ იყო ალიანსი საქარტველოს ინტერესიიიი??? ცჰვენი ინტერესი რუსეტტან ყოპნააა.

  2. არცერთი ქვეყნის ბაზა არა უნდა იყოს.
    აი ქართველ მეძავეებს კი შეიძლება აწყობდეთ ამერიკული
    ბაზები -))))!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here