Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის უახლესმა სამხედრო ტექნიკამ აშშ შეაშფოთა

რუსეთის უახლესმა სამხედრო ტექნიკამ აშშ შეაშფოთა

1204

წლებია, მსოფლიოს შიშის ზარს სცემს ორ სუპერსახელმწიფოს _ რუსეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხე, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აშშ-რუსეთის ომი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ჩაითრევს და დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს, თუმცა ამერიკელთა შეშფოთებას, როგორც ჩანს, აქვს თავისი მიზეზები, თანაც _ ძალიან სერიოზული.


“რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვებას ვერავინ შეძლებს, რუსეთს ჰყავს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და მრისხანე არმია. ჩვენი თავისუფლების დასაცავად გვეყოფა ძალაც, ნებაც და მამაცობაც. ამასთანავე, მყარად და გარანტირებულად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობს,” _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 4 დეკემბერს რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე გამოსვლისას.

აშშ კი, რომელიც შეიარაღებაზე ყოველწლიურად 600 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს, შეშფოთებულია რუსეთის პროგრესით სამხედრო სფეროში.

 “აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ისახავდა მიზნად რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შემუშავებას და ახლა ამერიკელებს სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ რუსულ გამანადგურებლებთან ბრძოლისას. რუსეთმა შეიმუშავა მაღალი სიხშირის (DRFM) ტალღების ჩამხშობი ახალი რადიოელექტრონული სისტემა, რომელიც იმახსოვრებს რადარიდან წამოსულ სიგნალს და უკან უბრუნებს გამომგზავნს, რითაც სხვა რადარებსაც ძალიან უშლის ხელს მუშაობაში.

უფრო მეტიც, ამ მოწყობილობას შეუძლია, “დააბრმავოს” ამერიკული ავიაგამანადგურებლების არსენალში არსებული ჰაერი-ჰაერი კლასის (AIM-120 AMRAAM) რაკეტების პატარა რადარებიც; გარდა ამისა, საშუალო სიშორის ამერიკული რადარები მოძველებულია და მოქმედების მანძილიც მცირე აქვს. რუსულ ჰაერი-ჰაერის კლასის დიდი სიშორის რაკეტებს _ K-100-ებს კი ნებისმიერი რაკეტის განადგურება შეუძლია, მათ შორის, იმ რაკეტების, რომლებითაც  აღჭურვილია ყველაზე სრულყოფილი ამერიკული თვითმფრინავი, მეხუთე თაობის მრავალმიზნიანი F-22 “რეპტორი”, _ წერს ამერიკული ინტერნეტგამოცემა The Dayly Beast-ი, რომელმაც ეს ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოიპოვა.

დღეს შევეცდებით, გავაანალიზოთ, რა შეიძლება დაუპირისპიროს ამ ორი ქვეყნის არმიებმა ერთმანეთს.

ატომურიქოლგა

რუსეთმა არმიის რეფორმირება 2011 წლიდან დაიწყო. ახალი არმიის მშენებლობის პრიორიტეტული მიმართულება არის სტრატეგიული დანიშნულების ატომური სარაკეტო ძალები და უახლოეს წლებში ეს ძალები სრულად განახლდება.

შედარებით მოძველებულ სარაკეტო კომპლექს “ტოპოლ M”-ს შეცვლის რაკეტები _ Pჩ-24 “იარს”, რომლებსაც, მრავალბლოკიანი “ტოპოლ M”-ისგან განსხვავებით, ინდივიდუალური სამიზნით შეუძლია გადაიტანოს ქობინი, რომელიც  იყოფა.

PC-24 “იარსი” (ნატოს კლასიფიკაციით SS-27 Mod 2) _ ეს არის მობილური და საშახტო ბაზირების სამსაჰფეხურიანი, მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ზუსტი ინდივიდუალური დამიზნებითა და ქობინის (თავის) გაყოფის შესაძლებლობით. მისი მოქმედების მაქსიმალური სიშორე არის 11 ათასი კმ, მუხტის სიმძლავრე _ 150-დან 300 კილოტონამდე (ცნობისათვის: 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელების მიერ ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონა იყო) 2014 წლის დასაწყისში რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ატომურ სარაკეტო ჯარებში 33 ასეთი სარაკეტო კომპლექსი იყო (თითოეული 4 ბლოკით). ამავე კომპალექსით აღიჭურვება რუსული წყალქვეშა ნავებიც.

გარდა ამისა, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ჯარები და ფლოტი მიიღებენ ახალ ბალისტიკურ რაკეტებს “ბულავა-30”-ს, რომლებიც მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტითა და სიმძლავრით გამოირჩევა. 

სახმელეთო ჯარები

აშშ-ის სახმელეთო ჯარი დაფუძნებულია შეიარაღების ე. წ. დიდი ხუთეულის სისტემაზე, რომელიც რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა. “დიდ ხუთეულში” შედის: ტანკი M1 “აბრამსი”, ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 Bradley, მოიერიშე ვერტმფრენი AH-64 “აპაჩი”, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 და საზენიტო-სარაკეტო სისტემა “პეტრიოტი”. ამერიკის არმიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს დივერსიული სადესანტო ქვედანაყოფები: რეინჯერების 3 დივერსიული-სადაზვერვო ბატალიონი, სპეციალური დანიშნულების 7 ჯგუფი, სპეციალური დანიშნულების საავიაციო პოლკი და სპეცდანიშნულების რაზმი “დელტა”. ასეთი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 28 ათასს აღწევს.

რუსეთის სახმელეთო ჯარი, რომელმაც სსრკ-ისგან მემკვიდრეობით მიიღო საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები, კარგად არის აღჭურვილი და მთლიანად მექანიზებულია, თუმცა, რუსეთის ტერიტორიის ზომებიდან გამომდინარე, მათი კონცენტრაცია (თითოეულ ჯარისკაცზე 60 კვ კმ მოდის) არც ისე მაღალია. რუსეთის სახმელეთო ჯარები უახლოეს პერიოდში შეიარაღდებიან უნივერსალური საბრძოლო პლატფორმა “არმატ”-ით, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს ტანკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანის, საარტილერიო დანადგარისა და ტექნიკური დახმარების მანქანის ფუნქციები. რუსეთის არმიის შეიარაღებაშია, აგრეთვე, ახალი ტანკები: T-90A; T72BM; ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3; ჯავშანტრანსპორტიორი _ БТП-82А; საზენიტოსარაკეტო კომპლექსები: “ტოპ-M1-2”; “პანცირ-С” და “С-400”; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები “ტორანდო” და “გრადი”.

T-90 “ვლადიმირ”

რუსეთის არმიის ძირითადი ტანკი T-90 “ვლადიმირი” ტანკ T-72-ს მოდერნიზებული ვერსიაა. მას “ვლადიმირი” კონსტრუქტორ ვლადიმირ პეტკინის პატივსაცემად უწოდეს. ტანკი, რომლის ეკიპაჟში 3 წევრია, აღჭურვილია დაცვისა და დამიზნების უახლესი სისტემებითა და კომბინირებული ჯავშნით, მისი ქვემეხიდან სროლის სიშორე 5 კმ-ს აღწევს.

რით იხვრიტებამრისხანე” “აბრამსი” _ ამერიკული ჯავშნის სირცხვილი

ამერიკულ ტანკებზე ინფორმაცია არც ისე ბევრია, თუმცა დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, პრაქტიკულად, ხელისგულზე ატარებს ამ ტანკს. აშშ-ის ყველაზე პოპულარული და რეკლამირებული ტანკი კი არის M1 “აბრამსი” (ABRAMS), რომლითაც აშშ-ის გარდა, შეიარაღებულია ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ქუვეითის, ერაყისა და ავსტრალიის არმიებიც.

ამ ტანკის შექმნაზე მუშაობა აშშ-ში 1970-იან წლებში დაიწყეს. პირველი M1 Abrams-ი კონვეირიდან 1980 წლის 28 თებერვალს ჩამოვიდა. ტანკს აშშ-ის გენერლის კრეიტონ აბრამსის პატივსაცემად “აბრამსი” დაარქვეს. კრეიტონ აბრამსი, მეორე მსოფლიო და ვიეტნამის ომების მონაწილე, თვითონ მონაწილეობდა ტანკის შემუშავების საკითხებში. “აბრამსი”, წინამორბედებთან (M60, T29, M103) შედარებით, დიდი გაბარიტების გამოვიდა. ამ საინჟინრო ფიასკოს ეკიპაჟის რაოდენობით ხსნიან _ 4 კაცი, პლუს ტანკის ბოლოს განთავსებული საბრძოლო მასალა. რუსულ (საბჭოთა) ტანკ T-72-თან შედარებით, “აბრამსი” 1,5 მეტრით გრძელია, ამასთანავე, მისი სიგანე და წონაც მეტია, “აბრამსი” 60 ტონას იწონის, T-72 _ 44-ს.

“აბრამსის” დიდმა ზომებმა კონსტრუქტორები მანქანის დაჯავშნის რთული ამოცანის წინაშე დააყენა. ინჟინრებმა ჯავშნის ძირითადი ელემენტები ტანკის სამ ძირითად ნაწილზე განალაგეს: წინა ნაწილსა და გვერდებზე. დანარჩენ ადგილებზე დაბალხარისხიანი ჯავშანი აქვს ან საერთოდ არ აქვს. ჯავშნისა და, შესაბამისად, საერთო მასის შესამცირებლად “აბრამსზე” დაამონტაჟეს მრავალფენიანი ჯავშანი “ჩობჰემი”, მაგრამ ის რატომღაც დამონტაჟებულია მხოლოდ ე. წ. შუბლის, ანუ წინა  ნაწილის ქვევით. ზედა ჯავშანფურცელი კი მანქანის წინა ნაწილში დიდი ვერტიკალური კუთხით არის განთავსებული და მცირე სისქე აქვს. ჯავშნის ასეთი განლაგება აშიშვლებს აბრამსისპირველ ნაკლს _ წინა ნახევარსფეროს დაბალ დაცულობას ზემოდან სროლის შემთხვევაში. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თვითმფრინავი სწორი მანევრის შემდეგ ტანკის თავს ზემოთ მოექცევა, სამხედრო მანქანის ეკიპაჟს გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ აქვს.

“აბრამსის” კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება დინამიკური დაცვის არარსებობა. როგორც ჩანს, ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ტანკის მთლიანობის შენარჩუნება წინა ნაწილის ჯავშნით არის გარანტირებული, მაგრამ ნაქები ჯავშანიც არ აღმოჩნდა პანაცეა. ცნობილია, რომ აბრამსისჯავშანი, სისქის მიუხედავად, შეუძლია გახვრიტოს საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილმა ისეთმა საბრძოლო მასალამ, როგორიც არის კომპლექსები: 9K120 “სვირი”; 9K119 “რეფლექსი”; ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები: 9K135 “კორნეტი”, 9K111 “კონკურსი”.

ამერიკულ ტანკებს პრობლემები შეექმნათ 2003 წელს ერაყის ომში, როდესაც აშშ-მა სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის შემქმნელად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა. ქალაქის პირობებში მიმდინარე ბრძოლებში ერაყელები 20 ამერიკული ტანკიდან 10- ანადგურებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, და ამას არც ამერიკული სამხედროები მალავენ, ამერიკული ტანკის ჯავშანს თავისუფლად ხვრეტდა ძველი საბჭოთა ყუმბარმტყორცნი  ჰაგ-7, რაც ყველაზე გასაოცარია, 6 მილიონ დოლარად ღირებული ტანკი მწყობრიდან გამოჰყავდა 100- დოლარიან  ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარას. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ერაყის ქალაქ ელ ფალუჯას შტურმისას ამერიკელებმა 15 “აბრამსიდაკარგეს.

ტექნიკური, დაცვითი, საცეცხლე და სხვა თვისებების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ “აბრამსს” ბევრი ნაკლი აქვს: უჭირს უდაბნოს პირობებში მოქმედება და უძლურია მოწინააღმდეგის ძლიერი ცეცხლის წინაშე, რაც დაუცველს ხდის ეკიპაჟს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ფართოდ რეკლამირებული ამერიკული ტანკი “საუკეთესო საბრძოლო მანქანა” ვერასოდეს იქნება.

ავიაცია

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები, თვითმფრინავების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველია. მის შემადგენლობაშია სტრატეგიული ბომბდამშენები: B-1; B B-2; და B-52; მოიერიშეები A-10 და გამანადგურებლები: F-15; F-16; F-35, აგრეთვე, მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-22 “რეპტორი”. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ჰყავს მოიერიშე-გამანადგურებელ F/A-18.

აღსანიშნავია, რომ აშშმა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგის რადარებისთვის სტელსის ტექნოლოგიით დამზადებული სტრატეგიული ბომბდამშენის კოორდინატების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა, შეძრწუნებულმა აღმოაჩინა, რომ ასობით მილიონად ღირებულ მის თვითმფრინავს რუსული რადარები თავისუფლადხედავენ”.

რუსეთის რეგულარულ სამხედროსაჰაერო ძალებს ჰყავს სტრატეგიული ბომბდამშენები _ ТУ-160; ТУ-95МС, შორს მფრენი ბომბდამშენები _ ТУ22МЗ, მოიერიშეები СУ-25, საფრონტო ბომბდამშენები _ СУ-24მ, ს2 და СУ-34, გამანადგურებლები Миг-31, СУ-27, СУ-30 და უახლესი СУ-35С, აგრეთვე, ვერტმფრენები: სხვადასხვა მოდიფიკაციის МИ-8, КА-52, МИ-35მ, МИ -28Н და “ანსანტ-У”.

მიუხედავად იმისა, რომ СУ-35Сპრაქტიკულად არაფრით ჩამოუვარდება მე-5 თაობის თვითმფრინავებს, რუსეთმა უკვე შექმნა ახალი, მე-5 თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი T-50, რომლითაც ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები უახლოეს ხანში მასობრივად შეიარაღდება. ეს თვითმფრინავი აღჭურვილია ზემძლავრი ძრავით და ისევე, როგორც ამერიკულ “რეპტორს”, საათში 2,1 ათასი კმ სიჩქარის განვითარება და 5,5 ათასი კმ-ზე ფრენა შეუძლია, თუმცა T-50-ს უპირატესობა აქვს ამერიკულ “რეპტორთან” შედარებით: მის არსენალშია ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტა, რომელსაც ანალოგიური კლასის რაკეტებს შორის ყველაზე შორ მანძილზე შეუძლია მიზნის დაზიანება _ ეს არის P-37, რომლის მოქმედების რადიუსიც 300 კმ-ია (ამ რაკეტით, აგრეთვე, აღჭურვილია МИГ-31 და СУ-35С). გარდა ამისა, რუსეთმა უკვე შექმნა რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე 400 კმ-ია. ამერიკულ რაკეტებს _ AIM-120С7-სა და AIM-20D-ს _კი მიზნის დაზიანება, შესაბამისად, 120 და 180 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

T-50-ს, СУ-35 С-ს, СУ-27-სა და МИГ-31-ს, რომლებიც აღჭურვილია რადიოლოკაციის თანამედროვე სისტემებითა და P-37 რაკეტებით, ადვილად შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამერიკულ გამანადგურებლებს _ F-15-ს, F-16-ს, F/A-18-სა და თვით მე-5 თაობის, ძნელად შესამჩნევ “რეპტორს”.

რუსეთის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა 2011-2020 წლებში

რუსეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს არმიის გადაიარაღებას და რეფორმას, რომელსაც ექსპერტები, მასშტაბურობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რადიკალურ, პეტრე პირველისდროინდელ (XVIII საუკ.) რეფორმებს ადარებენ.

თუ 2011 წლამდე რუსეთის არმია და ფლოტი ფინანსების დეფიციტს განიცდიდა და ძველი არსენალით სარგებლობდა, ახლა ამ პროგრამის მიხედვით, უკვე 2015 წელს სახმელეთო ჯარებში ავიაციასა და ფლოტში შეიარაღების თანამედროვე სახეობების წილი 30%-მდე გაიზრდება, 2020 წელს კი _ 70%-ს მიაღწევს. ამ პროგრამაზე სულ 19 ტრილიონი რუბლი დაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რუსეთი 1300 ერთეულ ახალ ტექნიკურ საშუალებას და იარაღს დაამზადებს, რისთვისაც უკვე დაიწყო ახალი საწარმოების გახსნა და ძველის მოდერნიზება.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უახლოეს 10 წელიწადში მიიღებს:

*500-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის უახლეს თვითმფრინავს;

*1000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენს;

*200-ზე მეტ ახალ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რომლებიც შევლენ საჰაეროკოსმოსური თავდაცვის ერთიან სისტემაში;

* მეხუთე თაობის ახალ გამანადგურებლებს;

* შორეული ავიაციის ახალ თვითმფრინავებს;

* შეიქმნება: 1. მაღალი სიზუსტის სხვადასხვა რაკეტა და ბომბი, რომლებსაც ექნებათ დამიზნების უახლესი სისტემები.

P.S. სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთს მთავარი კოზირი მაინც მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია, რომლებიც თავდაცვის `ქოლგას~ ქმნის და შეუძლია, ქვეყანა ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას.

ევროპელი ექსპერტების გათვლებით, ამჟამად რუსეთის სარაკეტო კომპლექსებს _ C-300-სა და C-400-ს _ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავების 80%-ის განადგურება შეუძლია. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსული არმიის შესაძლებლობები უფრო გაიზრდება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ისედაც მცირე ალბათობას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here