Home რუბრიკები საზოგადოება მიმართვა

მიმართვა

797

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის, ქ. თბილისის ვეტერანთა კავშირისა და საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონებო!

მოგმართავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავის იუბილისთვის საზეიმო მზადებისა და დედასამშობლო საქართველოსთვის უაღრესად რთულ და დრამატიზმით აღსავსე ჟამს.


2015 წლის 9 მაისს პატიოსანი, საღი აზროვნების ადამიანები ზეიმით აღნიშნავენ კაცობრიობის ისტორიაში არნახული მასშტაბის ომში პროგრესული ძალების გამარჯვებას, ადამის მოდგმის ხსნას სატანისგან.

ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დიდია ქართველთა წვლილი, გადამწყვეტი კი არის გენია ქართველი კაცისა, რომელმაც იკისრა კაცობრიობის ხსნის ისტორიული მისია. საუბედუროდ, გენიოს შვილთა მშობელ საქართველოს უმძიმესი დღეები უდგას. ყოფნა-არყოფნის ესოდენ დიდი საფრთხე იშვიათად თუ ახსოვს კოლხ-იბერთა 40-საუკუნოვან ისტორიას.

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც დასავლეთის მიერ ხელდასმულ, “დემოკრატიულად” არჩეულ ხელისუფალთა სათარეშო ასპარეზად იქცა გამორჩეული კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების საქართველო.

უცხო ძალების ლოცვაკურთხევით მოსულმა ხელისუფალმა ნახევრადკრიმინალური სამხედრო ფორმირებები შეასია ერთიანი საქართველოს შექმნის ბაირახტარ აფხაზეთს და ჩამოაცილა იგი საქართველოს.

მარიონეტმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღამით ბარბაროსულად დაბომბა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დე იურედ აღიარებას მწვანე შუქი აუნთო. ეს იყო საკუთარი ქვეყნის კლასიკური ღალატი, როდესაც საქართველოს მეთაურებმა სავარძელს შესწირეს სამშობლოს ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა.

2008 წლის აგვისტოს სამხედრო ავანტიურით საქართველომ დაკარგა თავისი ძირძველი მიწები _ დალის, ქსნისა და ლიახვის ხეობები. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით გაფორმდა . . მედვედევსარკოზის საზავო დოკუმენტი, რომელიც გარანტია იყო მხოლოდ პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის სკამისა და მდგომარეობის შენარჩუნებისა.

ქართველი ხალხის უბედურება ამით არ ამოწურულა. გრძელდება მათი ზნეობრივი გარყჰვნისა და დეგრადაციის პროცესი. ეროვნულობისგან განმდგარი ყოფილი ხელისუფლების, “მეხუთე კოლონად” ქცეული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონტროლს დაქვემდებარებული მედიის მიერ დეზინფორმირებული მოსახლეობა გზააბნეულია, ვერ გაურჩევია ავ-კარგი. დავიწყებას ეძლევა ისეთი ცნებები და კატეგორიები, როგორიცაა: ეროვნულობა, პატრიოტიზმი, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, ღირსება, სინდისი, პატიოსნება…

*კატასტროფულია ქართული გენოფონდის ზარალი. ანტიეროვნული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველომ დაკარგა 2-მილიონამდე შვილი. ასეთი დემოგრაფიული ზარალი 20 საუკუნის განმავლობაში არ მიუყენებია გარეშე მტერს საქართველოსთვის _ “ათასი ჩინგიზ, მაჰმად ხანისა თუ თემურლენგისშემოსევებს. შედეგად ქართველებმა მყარად დავიმკვიდრეთ ადგილი იმ ერების პირველ ხუთეულში, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ.

*საფრთხეშია აჭარა, სადაც სააკაშვილის ძალისხმევითდიდი თურქობისახალი ერა დაიწყო _ დღეს უკვე ბათუმის მოსახლეობის ერთ მესამედს უცხოტომელები შეადგენენ.

*ნადგურდება ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე საიმედო დასაყრდენი _ ქართული სოფელი. დაიცალა იგი მოსახლეობისგან. ბოლო 25 წლის განმავლობაში აქ ახალაშენებულ სახლს კი არა, ახალშეღებილ ღობესა და ჭიშკარს ძლივს იპოვით. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის პრესტიჟული ადგილები აივსო მტაცებლობით ნაშოვნი ფულით ნაგები ფეშენებელური ვილებითა და სახლებით.

*საუკუნეებით დავხიეთ უკან ქართული მეცნიერება, გაქრობის პირასაა განთქმული ქართული სამეცნიერო აზრი და ტექნიკური ინტელიგენცია. ქვეყანაში, რომელიც თვითმფრინავებს, ელმავლებს, ავტომანქანებს, ავტომატური მართვის ჩარხებს, კოსმოსურ ტექნიკას უშვებდა, დღეს სარეცხი ფხვნილი, საღებავი, კბილის ჯაგრისი და სხვა მსგავსი წვრილმანი ვერ გვიწარმოებია.

*ანტიქართული, მარიონეტი ხელისუფლება არ დაკმაყოფილდა სახალხო ქონების მიტაცებით და მათ მიერვე მიღებული ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული კანონით ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას მიჰყო ხელი.

ხალხისა და ქვეყნის მტრებს არ აქვთ და არც მივცემთ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის გაყიდვის უფლებას. იგი ქართველთათვის ღვთისგან ბოძებულია და ამას არც ქართველობა და არც ღმერთი არ შეგვინდობს!

წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სანახევროა ის ცვლილებები, რომლებიც ახალ ხელისუფლებას შეაქვს ამ ანტიქართულ საკანონმდებლო აქტში. მოგიწოდებთ, სრულყავით და ეროვნული გახადეთ იგი.

მარიონეტი ხელისუფალნი დამეხუთე კოლონადღენიადაგ იმის ცდაში არიან, გაუკუღმართებულად წარმოაჩინონ ქვეყნის აწმყო და წარსული. ამახინჯებენ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას, აკნინებენ ამ უანალოგო მასშტაბის ომში საბჭოთა ხალხისა და გამარჯვების სულისჩამდგმელის _ სტალინის როლს.

საკითხისადმი ამგვარი მიდგომის ნათელი დადასტურებაა ქართველ ვეტერანთა მდგომარეობა. დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული არსად ისე არ არის დამცირებული და დაუფასებელი, როგორც საქართველოში, რომ არაფერი ვთქვათ მათ გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიურ პირობებსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალ პენსიებზე. ქართველ ომის ვეტერანებს შესაკრები ადგილიც კი არ აქვთ. ერთადერთი, რაც პენსიონერებს გარანტირებული აქვთ, ესაა ნაგვის ბუნკერებში საკვები ნარჩენების, გადაყრილი ტანსაცმლის ქექვა და სიცოცხლის ბოლომდე დუხჭირი ცხოვრება.

უანალოგოა საქართველოს კანონმდებლობა მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის პირებზე პენსიის ოდენობის განსაზღვრითაც. მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობის პენსია 150 ლარია, პარლამენტის ყოფილი წევრისთვის იგი 560, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის 1200 ლარს შეადგენს, კანონს კიდევ უფრო დისკრიმინაციულს ხდის ის, რომ დღევანდელი პარლამენტის ფუნქციის მქონე, ყოფილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების პენსია მხოლოდ 150 ლარია.

უპრეცედენტო და ანტიკონსტიტუციურია კანონი, რომელიც უკრძალავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციარებს ამ სოციალური სიკეთით სარგებლობის უფლებას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პარლამენტში უკვე შემოსულია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების საწინააღმდეგო ამ კანონის შეცვლის პროექტი, რომ ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნაც.

გთხოვთ, პარლამენტმა დროულად იმსჯელოს ქვეყნისთვის ამ სამარცხვინო კანონის შეცვლის თაობაზე და ადამიანურ დონეზე აიყვანოს იგი.

დისკრიმინაციისა და ანტიდემოკრატიის აშკარა გამოხატულებაა საკანონმდებლო აქტი ე. წ. თავისუფლების ქარტია, რომელშიც ერთმნიშვნელოვნადაა აკრძალული საბჭოთა პერიოდისა და ფაშიზმის დამამარცხებელი საბჭოთა არმიის სიმბოლოები. შედეგად, უმოწყალოდ ნადგურდება გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლის შემსრულებელი კაცის ძეგლები და ბიუსტები, კაცისა, რომელმაც საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი კაცობრიობის ყველა დროის უდიდეს ადამიანთა ასეულში; კაცისა, რომლის პორტრეტსა და ბიუსტებს დღესაც ვხვდებით თვით მისი იდეების მოწინააღმდეგე დასავლეთის ქვეყნებში.

შევახსენებთ ყველას, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი ისტორიის ასეთი უპატივცემულობა უპრეცედენტოა, მსგავსი რამ არ ყოფილა ტროცკის მიერ ორგანიზებული “წითელი ტერორის” პერიოდშიც კი.

გთხოთ, აგვიხსნათ და ფართო საზოგადოება გაარკვიოთ, ვისი ნებითა და ბრძანებით აიღეს სტალინის ძეგლი გორში, ვისი სურვილით ააფეთქეს დიდების მემორიალი ქუთაისში, რომელსაც უდანაშაულო დედაშვილის სიცოცხლე შეეწირა. რატომ არ იქნა გორის ცენტრიდან მუხანათურად აღებული სტალინის ძეგლი მისივე მუზეუმის ეზოში გადატანილი, რასაც ხელისუფლება გვპირდებოდა და რისთვისაც ფუნდამენტი უკვე მომზადებულია; მით უფრო, რომ არსებობდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათანადო გადაწყვეტილება.

მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს შესწავლა და გაარკვიოს ქუთაისში დიდების მემორიალის დანგრევის კანონიერება.

ზოგიერთმა “დემოკრატმა”, “მეხუთე კოლონამ” და კონტროლს დაქვემდებარებულმა საინფორმაციო საშუალებებმა ყოველდღიურ საქმიანობად გაიხადეს სტალინის ლანძღვა და მასზე ათასგვარი ჭორის გავრცელება. ზოგიერთმა ანტისტალინელმა, რომელსაც დაბადებიდან ისედაც არ ეტევა ენა პირში, სტალინი ვაჟა-ფშაველას ქორწინების გარეშე შვილად წარმოაჩინა, ხოლო თვით ეს გენიალური პოეტი საზოგადოებას წარუდგინა, როგორც სექსუალური მანიაკი. ამ ანტისტალინელთა ზღვარგადასული უნამუსობის გამო, ალბათ, საფლავში ბორგავს ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი, პიკასო და სტალინის პიროვნების ღრმად მცოდნე ათასობით ადამიანი. სტალინის მოძულეთა ერთმა ნაწილმა იცის, მაგრამ საჭიროდ ვთვლით, შევახსენოთ ენტონი იდენის სიტყვები: “საპლანეტათშორისო ომი რომ დაიწყოს და მოლაპარაკებისთვის ყოველი პლანეტიდან მხოლოდ თითო კაცი მიიწვიონ, პლანეტა დედამიწიდან სტალინი უნდა გაიგზავნოს”.

მარიონეტებისა და “მეხუთე კოლონის” სიტყვა და ქმედება ჰგავს შეშინებულ ძაღლს, მთვარეს რომ უყეფს. თქვენ კი არა, მილიონობით თქვენისთანა სტალინს ვერც ვერაფერს დააკლებს და ვერც შეჰმატებს. ვერავითარი ქვის, ლითონისა თუ ბეტონის ძეგლის დანგრევა ვერ წაშლის სტალინისადმი სიყვარულის იმ ძეგლს, რომელიც ხალხის გულში სამარადისოდ დგას. ბელადის მიმართ ყეფასა და კნავილს კარგად ხსნის ქართული ანდაზა: “დიდსა, მაღალსა, ნათელსა მზესა ზოგჯერ ღრუბელი შეუცვლის ფერსა”, ხოლო მზე, “მზე ჩავა, მზე კვლავ ამოვა, უფრო დიდი და ჩახჩახა”.

ზოგადსაკაცობრიო დღესასწაულს ფაშიზმზე გამარჯვების 70- წლის მოახლოებულ იუბილეს ვულოცავთ აფხაზ და ოს ხალხს. ბევრმა აფხაზმა და ოსმა დადო თავი წმინდა იდეალებისთვის, ბევრი მათგანი გმირის შარავანდედით მოსილი დაუბრუნდა მშობლიურ მიწაწყალს. საუკუნეებს მოაქვს ჟამთასვლით გამოცდილი ჩვენი ძმობა და მეგობრობა.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება დიდ სამამულო ომში საქართველოდან გაწვეული სხვადასხვა ეროვნების _ აფხაზების, ოსების, რუსების, სომხების თუ აზერბაიჯანელების _ ერთობლივი გმირული ბრძოლისა, რომელთა შემართება და თავდადება ლეგენდად გადაეცემა მომავალ თაობებს. აფხაზმა მეზღვაურმა რაჟდენ ბარციცმა, პოლკის ოცეულის მეთაურმა, ოსმა ივანე ცხოვრებოვმა, ასევე ოსმა მფრინავმა მაგუბა სარტლანოვამ, სომეხმა აშოტ ასრიანმა ქართველ თანამემამულეებთან ერთად ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება დაიმსახურეს.

ჩვენო დებო და ძმებო, შვილებო და შვილიშვილებო! გვერწმუნეთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის სამარცხვინო ომი არ იყო ქართველი ხალხის ნება. გთხოვთ აფხაზ და ოს უხუცესებს, გამოიჩინოთ თქვენი ნაქები სიბრძნე და ავტორიტეტი, რათა აღვადგინოთ ჩვენი ძმობა, მეგობრობა, ნათესაობა და მოყვრობა; მივუტევოთ ერთურთს შეცდომები, შევუნდოთ ცოდვები; ერთად აღვნიშნოთ ჩვენი საერთო გამარჯვების 70 წელი.

გვწამს და გვჯერა, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის შერიგება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი. სიმართლისთვის ბრძოლაში გვიგულეთ თქვენ გვერდით.

ამ საყოველთაო დღესასწაულისთვის მზადების დღეებში სიყვარულით მივესალმებით და ტრადიციული მეგობრობის ხელს ვუწვდით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მშრომელებს; გილოცავთ, ძმებო და დებო, ჩვენს საერთო  დღესასწაულს _ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს.

განსაკუთრებით პატივს მივაგებთ დიდ რუს ხალხს, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო და გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში.

ჩვენო რუსო ძმებო! გთხოვთ, გადავდოთ გვერდზე ყოველგვარი წყენა, ერთმანეთისთვის მიყენებული გულისტკენა და აღვადგინოთ ქართველი და რუსი ხალხების ისტორიული მეგობრობა, მოვშალოთ ყოველგვარი სასაზღვრო და პოლიტიკური ბარიერი, რამეთუ იგი არ შეესაბამება ჩვენი ხალხების ნებასა და ტრადიციულ ურთიერთობებს.

საქართველოს ვეტერანები იმედს გამოვთქვამთ, რომ მოძმე უკრაინაში “ფარული ხელის” მიერ არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების ძალისმიერი დამხობით გამოწვეული კრიზისი მშვიდობიანად და სამართლიანად გადაწყდება. გაიმარჯვებს სიმართლე. გვწამს და გვჯერა, რომ ერთად ვიზეიმებთ ფაშიზმზე გამარჯვებას.

ბატონო საქართველოს ხელისუფალნო!

საქართველოს უპირველესი საზრუნავის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და არსებული პოლიტიკურეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ხელისუფლების, პოლიტიკური ძალებისა და ხალხის მტკიცე კავშირი და ურთიერთთანადგომა.

შვებით ამოისუნთქა საქართველომ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მოიშორა. იმედი გაუჩნდა ხალხს, მაგრამ იმედის ეს ნაპერწკალი თანდათან ქრება. სატანის ფესვები კვლავაც ღრმად არის გადგმული და მისი ნაშიერი ბევრია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში, არამედ თვით ხელისუფლებაშიც.

მოვითხოვთ, ბოლომდე ებრძოლოთ ეშმაკის ამ მოციქულებს, გულთან მიიტანოთ ჩვენი რჩევები და გაწმინდოთ საქართველო უღირსთაგან. სძლიეთ ქართველთა უკურნებელი სენი ურთიერთმტრობა, შუღლი, ღალატი, იბრძოლეთ სამართლიანობის აღსადგენად!

“გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ”! ნუ დაივიწყებთ, რომ საქართველოს ომის ვეტერანთა და პენსიონერთა მილიონიანი არმია ყველაზე საიმედო და აქტიური ამომრჩეველია, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა დიდ ნაწილს კვლავაც შესწევს უნარი, მტკიცედ დადგეს სამშობლოს სადარაჯოზე, ემსახუროს და მხარში ედგას ეროვნულ საქმესა და ხელისუფლებას.

გვიგულეთ თქვენ გვერდით!

გაერთიანებული სხდომის სახელით,

აიპსაქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისგამგეობა. ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირი, საერთაშორისო საზოგადოებასტალინისპრეზიდიუმი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here