Home რუბრიკები პოლიტიკა ჯო ბაიდენის შვილი ნარკომანობისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან გააგდეს

ჯო ბაიდენის შვილი ნარკომანობისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან გააგდეს

628

44 წლის ჰანტერ ბაიდენი, განათლებით იურისტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვში 2013 წლის 7 მაისს ჩაირიცხა. ის იყო ნორფოლკში სამხედრო-საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ქვედანაყოფის წევრი, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების გამოსავლენმა სტანდარტულმა ტესტმა აჩვენა, რომ უმცროსი ბაიდენი კოკაინს იყენებდა.


აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა, რობერტ ჰანტერმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც უკრაინის გაზმომპოვებელი კომპანიის _ Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვში ერთ წელსაც ვერ გაძლო _ როგორც გაირკვა, აშშ-ის მეორე პირის შთამომავალი, სამხედრო სამსახურში სამშობლოს დასაცავად მომზადების ნაცვლად, ნარკოტიკს ეძალებოდა.

აშშის ვიცეპრეზიდენტის შვილი რობერტ ჰანტერ ბაიდენი რამდენიმე თვის წინათ გააძევეს აშშის სამხედროსაზღვაო ძალებიდან, მას შემდეგ, რაც ანალიზებმა აჩვენა, რომ ის კოკაინს იყენებდა. 44 წლის ჰანტერ ბაიდენის კარიერამ აშშის სამხედროსაზღვაო ძალებში წელიწადზე ნაკლებ ხანს გასტანა”, _ წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal.

გამოცემა იუწყება, რომ 44 წლის ჰანტერ ბაიდენი, განათლებით იურისტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვში 2013 წლის 7 მაისს ჩაირიცხა. ის იყო ნორფოლკში სამხედრო-საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ქვედანაყოფის წევრი, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების გამოსავლენმა სტანდარტულმა ტესტმა აჩვენა, რომ უმცროსი ბაიდენი კოკაინს იყენებდა.

ჰანტერ-ბაიდენის სამხედრო კარიერა მიმდინარე წლის თებერვალში კრახით დასრულდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკრაინაში მომგებიან ბიზნესში ჩართულიყო. ბაიდენის ოჯახი დაკავშირებულია უკრაინის ეკონომიკასთან, კერძოდ, ბუნებრივი აირის მომპოვებელ დარგთან _ რობერტ ჰანტერ ბაიდენი 2014 წლის 12 მაისიდან უკრაინის უდიდესი გაზმომპოვებელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here