Home რუბრიკები პოლიტიკა დასთეს კოჰაბიტაციას, მოიმკი სახელმწიფო გადატრიალებას!

დასთეს კოჰაბიტაციას, მოიმკი სახელმწიფო გადატრიალებას!

685

ყოვლად სამარცხვინო პაექრობა, თუ ვინ უნდა წასულიყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, “ნაციონალური მოძრაობის” მესვეურთა აშკარა ხელშეწყობითა და ცეცხლზე ნავთის დასხმით მთავარ თემად აქცია მართვადმა მედიამ. საბოლოოდ გენასამბლეაზე დასასწრებად პრემიერი ღარიბაშვილი წავიდა და საქართველო ღირსეულად წარმოადგინა. თვით “რუსთავი 2”-ის გამოზრდილი კადრი _ თეა თუაშვილიც კი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას, უკვე ათი წელია, აშუქებს, იძულებული შეიქნა, ეღიარებინა: “დარბაზი ყოველთვის ნახევრად ცარიელია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით გამოდის;  გამოსვლის დრო ყოველთვის მერყეობს ნიუ იორკის დროით საღამოს 5-დან 7 საათამდე;


პირველი შემთხვევა იყო წელს, როდესაც რამდენიმე ფორუმს, მათ შორის გუშინ გენასამბლეის სხდომას უძღვებოდა საქართველოს მისიის ხელმძღვანელი _ კახა იმნაძე. მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა და ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ მისიის სტაფი აქტიურად მუშაობს;

ცნობადობა არის და ინტერესი გაზრდილი ქვეყნის მიმართ ძალიან! ვნახე ერიკ რუბინი, რომელიც სუამის სხდომაზე 20 წუთით ადრე მოვიდა და ელოდებოდა, როდის დასრულდებოდა სუამის შეხვედრა, რათა გაგრძლებულიყო სუამი-ამერიკის ფორმატში, რომელიც ოდნავ გვიან დაიწყო და გვიან დასრულდა. ვნახე იორდანიის საგარეო მინისტრი, რომელიც მხოლოდ მისალმების გამო ბუტში შეუვარდა მაია ფანჯიკიძეს, როცა ის ავღანეთის საგარეო მინისტრს ხვდებოდა. სხვათაშორის, ეს შეხვედრა ავღანურმა მხარემ მოითხოვა და დაემატა;

მე ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ორმხრივი შეხვედრების სიმრავლის გამო 1 წუთით დრო არ ჰქონდა საკუთარი თავისთვის, “ამერიკის ხმის” სატელევიზიო ინტერვიუს დაწყებამდე;

პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველო გაეროზე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა, ასევე პირველად გამოვიდა სხვადასხვა კონფერენციაზე გაეროს ეგიდით, რაც აქამდე არ მომხდარა. ჩვენი მხრიდან სახელმწიფოს მეთაურები ყოველთვის გამოდიოდნენ ერთხელ;

მე ვნახე ძალიან კარგი კომუნიკაცია საგარეო უწყებისა და სახელმწიფოს მეთაურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურების მხრიდან…

დაბოლოს, მინდა, ეს ჩემი პოსტი ნახონ ამერიკაში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, რომელთა უგვანო ვიდეოშეძახილები გავრცელდა ინტერნეტით. სხვათა შორის, ეს ვიდეო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე 1 საათით ადრე გავრცელდა და ჟურნალისტები მოსაცდელ დარბაზში ვიყავით, საიდანაც უკვე უნდა ავეყვანეთ ლოჟებში. ჩვენ ყველა შევშფოთდით იმით, რაც ვნახეთ, ყველას ჰქონდა ადეკვატური უარყოფითი რეაქცია… და მინდა გითხრათ, თქვენ ყველამ ჩვენგან დაიმსახურეთ ის შეფასება, რასაც ჩხავიხართ იმ ვიდეოში პრემიერის მისამართით”…

საზოგადოდ, ჩვენი მთავრობა (ახალს ვეღარ დაარქმევ), როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობას ისევე გულდაგულ უმალავს საგარეო მიღწევებს, როგორც საშინაოს, ამიტომ გაეროში ქართული დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე თეა თუაშვილისგან თუ შევიტყობთ რამეს, თორემ “ძალიან კარგი კომუნიკაცია საგარეო უწყებისა და სახელმწიფოს მეთაურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურების მხრიდან” საკუთრივ საქართველოში ჯერ არავის უნახავს.

გვიან, მაგრამ მაინც სოციალური ქსელებიდან, როგორც იქნა, მოგვაწოდეს “საზეპირო “ნაცებისთვის” და არა მარტო მათთვის”, რომ ახალი ხელისუფლების მიერ პენსია, სოციალური პაკეტი, რეპრესირებულთა და მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების დახმარება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემწეობა საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ რიგით მესამე ან(და) მომდევნო ბავშვზე 6 რეგიონში მცხოვრებ (გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი) ოჯახს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება: მაღალმთიან რეგიონში _ 200 ლარის, ხოლო სხვა შემთხვევაში _ 150 ლარის ოდენობით.

აქედან ერთი პუნქტიც რომ შეესრულებინა სააკაშვილის ხელისუფლებას, “მამაო ჩვენოსავითგვასწავლიდა ზეპირად დაპოლიქრონიონსაცგვამღერებდა, ახლებს კიპიარისალანძღავი სიტყვა ჰგონიათ და, რაკი სააკაშვილი ოდენ ამით იყო დაკავებული, საერთოდ უარს ამბობენ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, არადა, “პიარისწორედ ამას ნიშნავს!

ამის შემდეგ აღარც ის უნდა გვიკვირდეს, რომ მკვლელებისა და მწამებლების ადეპტები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს ნიუ იორკში, გაეროს შესასვლელში ხვდებიან და მკვლელს ეძახიან! არ უნდა გვიკვირდეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია: მხოლოდ უსაქციელო ქალს შეუძლია, უტიფრად ეძახოს ბოზი ოჯახის ქალს! ასე იყო, ასეა და ასე იქნება – როცა შენ არ ურთიერთობ საზოგადოებასთან, ამას სხვა აკეთებს და თანაც ისე, როგორც მას აძლევს ხელს!

დღეს 2003 წელი აღარ არის და მაშინდელივით საზოგადოების დაბრმავება აღარ ხერხდება; უკვე გაირკვა, ვინ მოუწყო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან პროვოკაცია, ვინ უწოდა მას პუტინის მონა და მკვლელი. ქრონიკისინფორმაციით, ეს პროვოკაცია ვინმე პაატა აბჟანდაძისა და ნატო გოდერძიშვილის მონაწილეობით განხორციელდა, რომლებიც სააკაშვილის ბიძისთემურ ალასანიას მიერ ფინანსდებიან. ამის შესახებ რადიოამერიკის ხმისყოფილი თანამშრომელი, “მე-9 არხისნიუ იორკის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ამერიკაში მცხოვრები რუსუდან წერეთელი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, აბჟანდაძე 2012 წლის არჩევნებზე ნიუ იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მანამდე ის არაფერს წარმოადგენდა, იყო ჩვეულებრივი ემიგრანტი. ვერაფერი გააკეთა. შემდეგ რაღაც არხებით დაუკავშირდა თემურ ალასანიას და მის დავალებებს ასრულებდა. “როდესაც ამერიკაში ჩამობრძანდებოდა ხოლმე გიული ალასანია, აბჟანდაძე მას ჰყავდა დაცვასავით. ეს ადამიანი არასოდეს არსად არ მუშაობს, მაგრამ კარგად ცხოვრობს. ამ ადამიანს თემურ ალასანია იყენებდა ასეთი ბინძური საქმეებისთვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ე.წ. საემიგრაციო სტატუსიც და მოქალაქეობაც ალასანიას ხელშეწყობით გააკეთა.

როდესაც “მე-9 არხის” ბიურო გვქონდა გახსნილი ნიუ იორკში, ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა მათგან დაზარალებული, ისინი ყვებოდნენ, როგორ ჰპირდებოდა მათ აბჟანდაძე ლეგალური სტატუსის გაკეთებას, როგორ ახდევინებდა ფულს, შემდეგ ვითომ ეძებდა ვიღაცებს, ვითომ აკეთებდა დოკუმენტებს, ამ დროს ყველა რჩებოდა მოტყუებული _ ფულიც ქრებოდა და აბჟანდაძეც. ამ თემაზე ვაპირებდით სერიოზული გადაცემის მომზადებას, მაგრამ ვეღარ მოვასწარით, “მე-9 არხიც” დაიხურა და ჩვენი ბიუროც გაუქმდა”.

ივანიშვილის მიერ საკუთარი ტელეკომპანიის დახურვა, რომელიც კერძო ტელეკომპანიებს შორის იმხანად ყველაზე თავისუფალ არხად ჩამოყალიბდა, კიდევ ერთ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ განაიარაღა მისმა პატრონმა საკუთარი თავიც და ახალი მთავრობაც.

რუსუდან წერეთელი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებსაც იხსენებს: ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა საარჩევნო უბანზე, მთელი ემიგრაცია მოაწყდა, აბჟანდაძე სპეციალურად არ ხსნიდა უბანს, ვიღაცას მოსდო შარი, საბუთი არ გაქვსო, გამოიძახა ნიუ იორკის პოლიცია, სინამდვილეში ამ პოლიციის ჩარევა ხდება თემურ ალასანიას ინიციატივით, მაგრამ, როდესაც სამართალდამცავებმა დაინახეს, იქ არაფერი არ ხდებოდა, არ იყო მტვრევა და ნგრევა, მშვიდად წავიდნენ უკან. აბჟანდაძეს ჰყავდა დაქირავებულინაციონალებისდიდი გუნდი, რომლებსაც არ ჰქონდათ მოწმობები და საარჩევნო უბანზე დაატრიალეს . . კარუსელი, ეტაპობრივად შემოჰყავდა ხან 100 და ხან 200 კაცი. ეს დავაფიქსირეთ და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყო გაწევგამოწევა. ამ დროს იქ ტელეკომპანიაიმედისჟურნალისტებიც იყვნენ, მოგეხსენებათ, ესენი მაშინ მიშას ჟურნალისტები იყვნენ, ესენიც სიტუაციის პროვოცირებას ახდენდნენ. აბჟანდაძეს ცალკე კიდევ ჰქონდა ბიულეტენები, თავის ხალხს აძლევდა და აყრევინებდა. ხმების დათვლის დროსაც ძალიან ბევრი იმაიმუნა, ბოლომდე იქ ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე”.

ამ ყველაფრის შემდეგ, და არა მარტო ამერიკაში (მარტო ხაშურის კადრებიც კმარა “ნაციონალების “დემოკრატიულ” არჩევნებში დასარწმუნებლად) სააკაშვილის პარტიამ მშვიდად გაიფორმა 40% საკანონმდებლო ორგანოში. თუ არჩევნების შემდეგ ხმა ჰქონდათ ჩაწყვეტილი, ნელ-ნელა მოფერიანდნენ და კოჰაბიტაციის რეჟიმში ხმაზეც მოვიდნენ. ახლა ვერ ნახავთ სატელევიზიო თოქშოუს, რომლის ეთერიდანაც უტიფრად არ გვმოძღვრავდნენ და საკუთარ უსაქციელობას “ქართულ ოცნებას” არ აბრალებდნენ!

ორი წელი გადის და სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ისევე გამოუთხაროს ძირი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, როგორც ამას “ვარდების რევოლუციად” წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე ორი წლით ადრე აკეთებდა; ის და მისი ყურმოჭრილი “დემოკრატები” ჩიორას ცხვირის სანახავად ევროპელ მეგობრებს იწვევენ. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერმინისტრის _ ზურაბ ჟვანიას გამო არ უვიშვიშიათ ევროპარლამენტარებს იმდენი, რამდენიც “ნაციონალების” ვითომ შევიწროებაზე.

უკრაინის კრიზისიც ოდენ იმის საშუალებად არის გამოყენებული, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ასეა _ დასთეს კოჰაბიტაციას, მოიმკი სახელმწიფო გადატრიალებას! ყველა ხერხს მიმართავს თემურ ალასანიას დისშვილი, რომ ივანიშვილის იანუკოვიზაცია მოახერხოს. ამისთვის არც საგარეო ლობის ზოგავს და არც ფულს იშურებს შიდა დესტაბილიზატორთა მთელი არმიის შესანახად. მთელი საქართველოს ერთ დიდ საპატიმრო ზონად გადამქცევლები დღეს სხვადასხვა ჯურისთავისუფალი ზონებშიჩამსხდარან დადემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისდამცველებად გვევლინებიან!

თუმცა ყველაფერი ისე იოლად აღარ გამოდის; ოდესღაც სააკაშვილის მაქებარი “ნიუ იორკ ტაიმსი” და “ფორბსი” სულ უფრო ხშირად დასცინიან მას. ბრუკლინში, ბიძამისის ბინაში მცხოვრები მიშიკო რომ ტერმინ დემოკრატიის შინაარსს ვერ ხვდება, ესეც ახლა აღმოაჩინეს შეერთებულ შტატებში! უკრაინის ბალკანიზაციაზე უკვე ვწერდით, ახლა ამაზე უცხოელი ექაპერტებიც ალაპარაკდნენ. მართვადი ქაოსის დათესვა არა მარტო საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც იგეგმება.

საქართველო და მსოფლიოამ საფრთხეზე საგანგებოდ მიუთითებდა. ამ საკითხზეისტორიული მემკვიდრეობისმიერ თბილისში გამართულ სამეცნიეროპრაქტიკულ კონფერენციაზეც იმსჯელეს. მისი რეზოლუცია ასე მთავრდებოდა: “ადამიანებო, იყავით ფხიზლად”! ასე მთავრდებოდა დიდი ჩეხი მოაზროვნის, იულიუს ფუჩიკის პიესარეპორტაჟი სახრჩობელიდან”. ეს სიტყვები დღესაც ცოცხალია. ჩეხეთშიც, “ხავერდოვანი რევოლუციისშემდეგ ცდილობდნენ ისტორიის გადაწერას და ფუჩიკისჩარეცხვას”. მასაც ისინი სდებდნენ ბრალს, ვინც თავად თანამშრომლობდნენ გესტაპოსთან. ფუჩიკის სიკვდილით დასჯის დღე _ 8 სექტემბერი ჟურნალისტთა სოლიდარობის დღედ გამოცხადდა.

მხოლოდ უჩინო ადამიანების სიფხიზლე დღეს საქმეს არ უშველის; ფხიზლად მთავრობა უნდა იყოს, რომელსაც კოჰაბიტაციით ჯანმიცემული უტიფრების მცირე გუნდი უტევს და იმასაც ახერხებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით აცხოვროს! ფხიზლად უნდა იყოს საპარლამენტო გუნდი, რომელსაც ასევე თავის ჭკუაზე დაატარებს წარსულის პოლიტიკური ძალა! ფხიზლად უნდა იყოს მედია, რომელიც მეტისმეტად ხშირად გამოუყენებია “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნისა და საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here