Home რუბრიკები საზოგადოება გამაოგნებელი შედეგები „კამელინით“ მკურნალობისას

გამაოგნებელი შედეგები „კამელინით“ მკურნალობისას

1137

პრეპარატ „კამელინს“  სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ინტერესი ჯერ კიდევ პრეპარატის ავტორის, ქირურგის _ ძაგული მაღლაკელიძის სიცოცხლეშივე ჰქონდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება  “კამელინზე” ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის ონკოცენტრებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფებმაც.


ვაჟა გელბახიანი, დამსახურებული ფარმაცევტი, შპს „კრწანისის“ დირექტორი:

_ ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად დასტურდება “კამელინის” ანტიბლასტომური მოქმედება.  “კამელინის” თითქმის ყველა მომხმარებელი თავს უკეთესად გრძნობს და კურსის დასრულების შემდეგ პერიოდულად აგრძელებს პრეპარატის მიღებას პროფილაქტიკის მიზნით.

მივიჩნევ, რომ „კამელინი“ უნიკალური პრეპატრატია,  მისი მოქმედება ამოუწურავია და უმრავლეს შემთხვევაში _ გამაოგნებელი.  იგი უპირობოდ აუმჯობესებს  სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე.

მარიკა ლორთქიფანიძე, ექიმი კოაგულოლოგი:

_ 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინტიტუტში, რომელიც იმ დროს გამოირჩეოდა ყველასგან. ჩვენი დირექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი ცდილობდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად  ეწარმოებინა  ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ “კამელინზე”, რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში.  ჩემმა მეუღლემ გულ-მკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კამელინი“  ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება წარმოებდა მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ დინამიკაში კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა.  ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯებესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება    ოთარს  ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით   მიმდინარე პროცესებს, რომლებიც იმედისმომცემი იყო, ჩვენ თვალწინ ახდენდა პრეპარატი „კამელინი“  სასწაულს. გული  სიამაყით მევსება, როდესაც  ვიგებ კომპანია „კამელინის“ წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მარინა გორგილაძე, ოფთალმოლოგი:

_ 10  წლის წინათ დამიდგინდა ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ “კამელინის” ავტორის მეუღლემ) მირჩია პრეპარატი “კამელინ  მ1”-ინიექცია. ერთი თვის შემდეგ დიაგნოსტიკის საფუძველზე კვანძები აღარ დაფიქსირდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ დღეს ქალაქ ბათუმში კომპანია “კამელინის” ექიმი-კონსულტანტი ვარ. ჩვენს ქალაქში მრავლად არიან სხვადასხვა დაავადებით დაავადებული პაციენტები, რომლებიც აღნიშნულ პრეპარატს იღებენ და კმაყოფილნი არიან. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატიული, სწორი ნაწლავის (სანთლების სახით) და ონკოდაავადებების დროს.  მე როგოც ექიმი, თამამად ვურჩევ პაციენტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით კომპლექსურ თერაპიასთან ერთად!

 დიმიტრი ცეცხლაძე, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში:

_ რამდენიმე წლის წინათ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში მეტასტაზური კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად, მან უარი განაცხადა კონსერვატიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო “კამელინის მ1”-ის გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. მეტასტაზური კერის ნასახი არსად ჩანდა. ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო, სრულიად გაიწმინდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი “კამელინის” ინიექციებით მკურნალობდა. დღეს  ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები “კამელინის” ფართოდ დანერგვას ფთიზიატრიაში. 

მემედ ჯინჭარაძე, ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგი:

_ “კამელინი მ1”-ის და “კამელინი მ2”-ის გამოყენებამ  უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნის მე-4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში _ დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი.  მე-4 სტადიის სიმსივნით დაავადებულ უმძიმეს პაციენტებში “კამელინი” საკმარისი ეფექტით გამოირჩევა.

მოამზადა მაია ცომაიამ

„კამელინთან“  დაკავშირებულ  საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.

           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here