Home რუბრიკები პოლიტიკა ცოტნე დადიანობა სირაქლემის პოზით არ გამოდის, გია!

ცოტნე დადიანობა სირაქლემის პოზით არ გამოდის, გია!

575

სააკაშვილი ამბობს, აფრასიძეების ამოწყვეტის ბრძანება მე გავეცი და მან ბრძანება, უბრალოდ, შეასრულაო. ამიტომ ბრძანების გამცემიცა და შემსრულებელიც ერთად უნდა იყვნენ, მით უმეტეს, ბრძანების გამცემი ბოლო ხანს ჩვეულებრივი გამცემი გახდა და ისეთ რაღაცებს ამბობს საერთაშორისო პრესაში, «ფორთოჩკასთან» ადგილი ნამდვილად ეკუთვნის. თანაც, სახე შესივებია და ციხის ბალანდა (მისივე ნაქები) ფორმაში ჩააყენებს…


ამას წინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გავიარე და ხმა შემომესმა: «პირდაპირ არ ვიცი, როგორ დაგაპატიმრებ, ციხეში ჩაგსვამ სპორტული აფერისტობისთვის. თქვი, რომ აფრასიძეების ოჯახის ამოსაწყვეტად მთელი ესკადრილია არ გყავდა წაყვანილი და მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იახლე».

«არაო, _ ჯიუტობდა მეორე ხმა, _ რამდენიმე ვერტმფრენი, ათასამდე პოლიციელი და ჯარისკაცი მყავდაო» და პირველი აღრიალდა: «იცი თუ არაერთი ოჯახის დასაპატიმრებლად ამდენი ხალხის აყვანა რომ მსოფლიო რეკორდია?!..»

მიხვდით, ალბათ, მეორე ხმა გია ბარამიძეს რომ ეკუთვნოდა, პირველი კი _ ჩვენს შს მინისტრ ლექსო ჭიკაიძეს…

ეს ბარამიძე აშკარად აჟიტირებულია, ცდილობს, ციხეში მოხვდეს და აკი თქვა კიდეც, _ ერთი სული მაქვს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს გვერდით როდის მივუჯდებიო. რატომ არ უხდენენ ოცნებას (ქართულ ოცნებას) ბარამიძეს, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ პარლამენტარის იმუნიტეტი იცავს და პრეცენდენტი რომ დაუშვან იმუნიტეტიანი კაცის დაჭერისა, ვინძლო ბარამიძეს კიდევ ბევრი მიჰყვეს.

ისე, წინა ხელისუფლება ისტორიის ათვლას 2003 წლიდან იწყებდა და არ აინტერესებდა, იყო თუ არა მანამდე რამე. მანამდე კი ბევრი რამ და ვინმე იყო, ჩემო გია, და მათ შორის, ცოტნე დადიანი, რომელმაც მეგობრების გადასარჩენად თაფლი წაისვა და მზის გულზე დაჯდა, თაფლს ბუზი ეხვეოდა და… სიმართლე გითხრა, არც შენ ხარ ცოტნე დადიანი და არც თაფლი მემეტება შენთვის და შენი მეგობრებისთვის, ამიტომ, ბუზი სხვა რამესაც ეხვევა და ის წაისვი ან, უბრალოდ, გაიხადე, დაჯექი მზეზე და ბუზიც დაგეხვევა და მატლიც…

გახსოვს, გია, პოლიტიკაში ვინ მოგიყვანა? ის თუ გახსოვს, შენს პოლიტიკურ ნათლიას რა დაემართა და შენ რა გააკეთე?! სირაქლემასავით ქვიშაში ჩაყავი თავი (და არამხოლოდ შენ). ჰოდა, მოგადგა (გიმეორებ _ და არამხოლოდ შენ) მერე «ნაციონალების» მამამთავარი და… შიგა პარტიული კოჰაბიტაცია მოგიწყოთ. მერე ეს კოჰაბიტაცია ისე მოგეწონათ, ისე გადაეჯაჭვეთ ერთმანეთს, რომ მერაბიშვილისა და უგულავას გარეშე მოწყენილი ხარ, ფრთამოტეხილი ქათამივით დადიხარ და… არ გირჩევ, გია, ციხეში შესვლის შემდეგ ფრთამოტეხილი ქათამი იყო. უფრო ზუსტად, ფრთამოტეხილი იყავი, თუ გინდა, მაგრამ ქათმისა რა მოგახსენო.

ახლა, შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, _ ბარამიძე რა შუაშია, სააკაშვილი ამბობს, აფრასიძეების ამოწყვეტის ბრძანება მე გავეცი და მან ბრძანება, უბრალოდ, შეასრულაო. ამიტომ ბრძანების გამცემიცა და შემსრულებელიც ერთად უნდა იყვნენ, მით უმეტეს, ბრძანების გამცემი ბოლო ხანს ჩვეულებრივი გამცემი გახდა და ისეთ რაღაცებს ამბობს საერთაშორისო პრესაში, «ფორთოჩკასთან» ადგილი ნამდვილად ეკუთვნის; თანაც, სახე შესივებია და ციხის ბალანდა (მისივე ნაქები) ფორმაში ჩააყენებს

ისე, ბარამიძემ განაცხადა, ჩვენი ბრძოლა უფრო უკომპრომისო და პრინციპული გახდებაო და, გია, რომელ პრინციპებზე საუბრობთ და რომელ მეგობრობაზე? ჰიენებივით რომ დაესეოდით წაქცეულს და გარდაცვლილ მეგობრებს მიწას სწრაფად რომ აყრიდით, ამას ეძახით მეგობრობას?! პრინციპები რომ გქონოდათ, დღეს ასე არ იქნებოდით და… ამ ყველაფერს, რასაც ამბობ, ჩემო გია, ერთი ადგილი უნდა, ის ადგილი, სირაქლემას პოზის მიღებისას ზევით რომ აიშვერთ ხოლმე.

დავით მინდიაშვილი

P.S. ვანო მერაბიშვილისთვის კომპიუტერი, ტელევიზორი და რადიო ჩამოურთმევიათ, ციხის თანამშრომელს ხელი დაარტყაო. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ «ნაციონალების» ზეობის ხანაში ციხეში ტელევიზორი, უბრალოდ, აკრძალული იყო; კომპიუტერი რომ გეხსენებინა, ცემაში სულს ამოგხდიდნენ, რამდენიმე პატიმარი კი მხოლოდ იმიტომ მოკლეს ცემით, რომ ციხის თანამშრომლებს შეეპასუხა. რაც შეეხება თანამშრომელზე ხელით შეხებას, ეს სამწლიანი «სროკით» ისჯებოდა დაიმ კაცს რა ვუთხარი, ვანოს თავს რომ აცემინებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here