Home რუბრიკები პოლიტიკა «დასავლური დემოკრატიის» ცინიზმი

«დასავლური დემოკრატიის» ცინიზმი

559

ჩამოყალიბდა თავისებური «გეოპოლიტიკური რასიზმი»: დასავლეთი _ ესენი არიან «თეთრები», რომლებისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, დანარჩენები კი _ «შავები», რომლებისთვისაც დასაშვებია ის, რის უფლებასაც «თეთრები» მისცემენ.

 

დასავლეთი ისტერიკაშია და არ იცის, რა გააკეთოს, ოღონდ არ დაუშვას ყირიმის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. არადა, 6 წლის წინათ, 2008 წელს, აშშ-მა და ევროპულმა სახელმწიფოებმა თავგამოდებით დაუჭირეს მხარი სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფას, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის ობიექტური მიზეზები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ყირიმის შემთხვევაში. როგორც ჩანს, დასავლეთისთვის ცნებები «საერთაშორისო სამართალი» და «ისტორიული სამართლიანობა», დიდი ხანია, ფუჭ სიტყვებად იქცა და მის ზიზღნარევ ღიმილს იწვევს.

ყირიმისა და კოსოვოს ისტორიამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა: ორმაგი სტანდარტის პრინციპი არის მთავარი, რასაც დასავლეთი უპირობოდ აღიარებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის ძალისხმევა მიმართული იყო საზოგადოებრივპოლიტიკური და კულტურული დომინირებისკენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ქვეყნებს მათი ელიტების მოქრთამვით ან ხიშტით იმორჩილებდა.

შედეგად, ჩამოყალიბდა თავისებური «გეოპოლიტიკური რასიზმი»: დასავლეთი _ ესენი არიან «თეთრები», რომლებისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, დანარჩენები კი _ «შავები», რომლებისთვისაც დასაშვებია ის, რის უფლებასაც «თეთრები» მისცემენ. მხოლოდ ამ პარადიგმით შეიძლება აიხსნას დასავლეთის, თითქოს ულოგიკო და არათანმიმდევრული პოზიციები მსგავსი პრობლემების მქონე რეგიონების მიმართ.

2008 წელს დასავლეთის მიერ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფისთვის მხარდაჭერა გაკვეთილად გამოდგება კაცობრიობისთვის _ ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალეს გაეროს უმთავრესი ნორმები და რეზოლუციები სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ის კი, რომ სერბები თავიანთი ნაციონალური ერთიანობის სიმბოლოდ კოსოვოს (სწორედ აქ გაიმართა ბრძოლები, რომელთა შედეგადაც განისაზღვრა სერბეთის მომავალი, ამ ტერიტორიაზეა სერბთა წმინდა ადგილები) განიხილავდნენ, მხოლოდ ლირიკად დარჩა, თუმცა დასავლეთმა ვერ დაასრულა დაწყებული პროექტი. მან აღიარა კოსოვო და ამ აღიარების სანაცვლოდ სერბეთს კეთილდღეობას დაჰპირდა, მაგრამ…

სხვათა შორის, მთავარი დაპირება, რომელიც ბელგრადს მისცეს, ევროკავშირში სერბეთის გაწევრებაა. თუმცა მთავარი ეს არ არის. იუგოსლავიის კონფლიქტს, აგრეთვე, კოსოვოსადმი მხარდაჭერას ჰქონდა ერთი დამახასიათებელი დეტალი: ჩადენილ დანაშაულთა უმრავლესობაში, მათ შორის, სამხედრო დანაშაულებსა და ტოტალურ უსამართლობაში, დასავლელი პოლიტიკოსები და მოსამართლეები მხოლოდ ეთნიკურ სერბებს ადანაშაულებდნენ. ეს სერბებისა და რუსების ისტორიული კავშირის გამო ხომ არ ხდებოდა, რასაც დასავლეთი მანიაკურად მიიჩნევს მის მთავარ საფრთხედ?! არადა, ბოლო წლებში დედამიწის სხვადასხვა წერტილში აგრესიის მთავარი ინიციატორები სწორედ ევროპა და აშშ იყვნენ.

კოსოვოს შემთხვევაში დასავლეთმა, გაეროს დახმარებით, ფეხქვეშ გათელა არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმები, არამედ თავისი გადაწყვეტილებებიც, და, აგრეთვე, ნაციონალური კანონმდებლობის ინსტიტუტიც, რითაც სახიფათო პრეცედენტი შექმნა.

სერბეთის კონსტიტუციაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული კოსოვოს სტატუსი. ის ერთიანი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნეოდა და არავის ჰქონდა უფლება, სერბეთისგან მის გამოყოფას დათანხმებოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის #1244-ე რეზოლუციითაც კი კოსოვო იუგოსლავიის ნაწილად იყო აღიარებული, მაგრამ დასავლეთმა ეს დოკუმენტები არად ჩააგდო და მხარი კოსოვოელ სეპარატისტებს დაუჭირა. შედეგად ევროპის რუკაზე გაჩნდა ყველაზე კრიმინოგენული ტერიტორია, რომლის მომავალიც ბუნდოვანია. ამასთანავე, ყირიმში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ნათლად წარმოაჩინა, რომ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფის შემდეგ ე. წ. განვითარებული ევროპა უფრო მეტად დამოკიდებული გახდა აშშ-ზე. კოსოვოს მსგავსი საეჭვო პროექტებისგან სწორედ ევროპელები ზარალდებიან და არა  შორეული აშშ-ის მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ჯიუტად განაგრძობს ოკეანისგაღმელი პარტნიორების მითითებების შესრულებას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here