Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინმა დასავლელი «ფინანსური ზვიგენები» პირში ჩალაგამოვლებული დატოვა

პუტინმა დასავლელი «ფინანსური ზვიგენები» პირში ჩალაგამოვლებული დატოვა

1066

რუსეთმა გამოიყენა გენიალური ეკონომიკური ტაქტიკა _ 2 დღეში 20 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, პლუს თავისი მონოპოლიების აქციათა 30%-იც დაიბრუნა. პუტინმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა ევროკავშირი და აშშ. და ეს ყველაფერი მსოფლიოს თვალწინ ლამაზად გაითამაშა.

 

ადრე ენერგეტიკული კომპანიების აქციათა ნაწილი ეკუთვნოდა უცხოელ ინვესტორებს _ ამერიკელებსა და ევროპელებს, ანუ გაზისა და ნავთობის მრეწველობიდან შემოსავლების თითქმის ნახევარი რუსეთის ხაზინაში კი არა, დასავლელი «ფინანსური ზვიგენების» ჯიბეში ხვდებოდა. ყირიმის მოვლენების გამო რუბლის კურსმა დაცემა დაიწყო, მაგრამ მის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალური ბანკი არაფერს აკეთებდა. ხმებიც კი ვრცელდებოდა, რომ რუბლის კურსის დაცემის შესაჩერებლად რუსეთს სავალუტო რეზერვი არ ჰყოფნიდა.

ამ ხმებმა და პუტინის განცხადებამ, რომ მზად არის უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად, რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების აქციების გაუფასურება გამოიწვია და «ფინანსურმა ზვიგენებმა» აქციების დაბალ ფასში გაყიდვა დაიწყეს. პუტინი ერთი კვირის განმავლობაში ელოდა და, როდესაც აქციების ფასი თითქმის ნულამდე დაეცა, გასცა ბრძანება ამერიკელებისა და ევროპელების ხელთ არსებული ყველა აქციის შესყიდვის შესახებ.

როცა დასავლელმა «ფინანსურმა ზვიგენებმა» გააცნობიერეს, რომ გააცურეს, უკვე გვიან იყო _ აქციები უკვე რუსეთმა ჩაიგდო ხელთ.

უფრო მეტიც _ ამ დღეებში რუსეთმა 20 მილიარდი დოლარიც გამოიმუშავა და აქციებიც დაიბრუნა. ამიერიდან გაზისა და ნავთობის წარმოებით მიღებული შემოსავალი მთლიანად რუსეთში დარჩება, რუბლის კურსი კი თავისთავად დაიწყებს აღმასვლას, ოქროს რეზერვის დაუხმარებლად.

ასე რომ, დასავლელ «ფინანსურ ზვიგენებს» სულ რამდენიმე დღეში ცხვირწინ ააცალეს აქციები, რომლებსაც მილიარდობით დოლარი მოჰქონდა.

ასეთი ბრწყინვალე ოპერაცია საფონდო ბირჟის ისტორიას არ ახსოვს.

 

1 COMMENT

  1. ბრილიანტ!!!:-) ყოჩაღ პუტინს!!!! არ მესმის რატომ უნდა იყოს სულ ევროპა და ამერიკა ჰეგემონიის როლში. ასე ტუ არ ამოჰკრა ვიღაცამ მუშტი ცხვირში დრო და დრო, გადაჭამეს მსოპლიო "დემოკრატიულმა" დასავლეტმა…

  2. ეხ რამდენა ლუკმა დავკარგეთ – რუსეთის სახით ! ნახეთ რას გულაობენ, თურქები, ებრეელები და სომხები, რუსეთში ! ჩვენ კი დაჩმორიკებული შევცქერით ევროპას და ამერიკას. საქართველოს სამხედრო გზისკენ გახედვაც აღარ მინდა…..

  3. ყირიმში შესვლა პუტინის იძულებითი სვლა იყო. რაც შეეხება რუსეთში "გულაობას", სხვა ქვეყნები თავიანთ საქმეს აკეთებენ ორიოდ წელიწადში. ქართველების "გულაობით" კი საქართველოს ცუდის მეტი არაფერი დამართნია. ეგრე სააკაძეც "გულაობდა" ირანში და საბოლოოდ გამოჩნდა რომ სამშობლოს საქმე უკეთებია. ბევრს, რომ გონია რუსეთში რუსის ქალების სახმარად დადიოდა ქართველი, თურმე რუსებს ვუხმარივართ ტვინში და გაუპატიურებივართ ტვინით ქართველები. "სახელის გატეხვას, თავის გატეხა ჯობიაო", "ტვინის გაუპატიურებას კიდევ სხეულის გაუპატიურებაო".

  4. საიდან ეს ინფორმაცია? მიუთითეთ ინფორმაციის წყარო, ფაქტები, მინიმუმ სტატისს ავტორის სახელი მაინც !

  5. ამის ავტორმა ის ვერ გატვალა რო ამერიკამ რეზერვები გახსნა ნავტობის და გაზის ეგ აქციები ცოტა ხანში პუტინს და რუსეთის მოყვარულებს
    ტუალეტში დაჭირდებათ

  6. ხოო, ზუტადაც, რომ რეზერვების გახსნა დასჭირდატ. მიწოდება, როგორ უნდა შეძლონ?

  7. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ფაქტია რომ რუსეთი იმას აკეთებს რაც სურს და სხვათაშორის ძალან წარმატებულად და ასე გააგრძელებს და არამარტო დასავლელ «ფინანსურ ზვიგენებს» არამედ ამერიკას და მთელ ევროპას პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებს. გამოთქვან შეშფოთება რამდენიც უნდათ იმდენი.

  8. ძალიან უნიჭო სტატიაა,
    ე.ი. რუსების გარდა არავინ არ ფიქრობს?
    ამდენი ხნის გამოცდილების მქონე ბირჟავიკები თურმე რუსებმა გააცურეს და თვითონ ვერაფერს ვერ მიხდნენ?
    ცოტა ტვინი გაანძრიეთ

  9. პუტინი და ბირჟის მოთამაშე? რა ზღაპრებს იგონებთ. ზოგი მართლა იჯერბს. გამომივიდა რა ეგეც "უოლ სტრიტი მგელი!". პუტინის მთელი ჭკუა, ტანკის ლულაშია ჩადებული. გასროლის მერე მხოლოდ ბოლი რჩება. ცოტა ხანში, ის ალბათ უხვად მოიმკის თავისი "გენიალური" აფიორის შედეგებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here