Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ექსპერტი: პუტინს თავს მოახვიეს უკრაინის კრიზისი

ამერიკელი ექსპერტი: პუტინს თავს მოახვიეს უკრაინის კრიზისი

484

ნიუ იორკისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორმა, ისტორიკოსმა სტივენ კოენმა ტელეკომპანია СNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისში ბრალი არ მიუძღვის, მის ადგილას აშშის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ზუსტად ასე მოიქცეოდა ან უფრო უარესად.

 

«პუტინი მკვლელი არ არის, ის არ არის ნეოსაბჭოთა იმპერიალისტი, რომელიც ცდილობს სსრკის აღდგენას. ის არც ამერიკის წინააღმდეგ არის განწყობილი,» _ განაცხადა კოენმა.

«პუტინი თავიდანვე პრორუსულად იყო განწყობილი. ის, უკვე 14 წელიწადია, ხელისუფლების სათავეშია. მისი ამოცანა, როგორც მას და ბევრ რუსს წარმოუდგენია, არის რუსეთის აღდგენა 1991 წლის კატასტროფის, სსრკის დაშლის შემდეგ _ მიიჩნევს ნიუ იორკისა და პრინსტონის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი.

«არ დაგავიწყდეთ, რომ მეოცე საუკუნეში რუსეთმა ორჯერ გადაიტანა კრახი. პირველად _ 1917 წელს. ამიტომ პუტინის ამოცანაა, ქვეყანას დაუბრუნოს სტაბილურობა, დიდება, აყვავება, რასაც უნდა გულისხმობდნენ ამ სიტყვებში თვითონ რუსეთში, და, ამასთანავე, აღადგინოს ნაციონალური უსაფრთხოების ტრადიციული ზონები რუსეთის საზღვრებთან. ამ ზონებში შედის უკრაინაც.

უკრაინის კრიზისი პუტინის პროვოცირებული არ არის. მას ეს თავს მოახვიეს, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რეაგირების გარდა, რასაც, ვხედავთ, რომ აკეთებს,» _ განმარტა სტივენ კოენმა.

«მე ვიტყოდი, რომ ბოლო 400 წლის განმავლობაში პუტინი რუსეთის ყველაზე ნაკლებად ავტორიტარული ლიდერია, გორბაჩოვის და, შესაძლოა, პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველი პრეზიდენტის _ ელცინის შემდეგ. თუმცა ელცინი არის თუ არა ასეთი, საკამათოა. მოდი, მას რუსეთის ყველაზე რბილი ავტორიტარული მმართველი ვუწოდოთ, _ განაცხადა კოენმა, რომელმაც ებრაელთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზეც ილაპარაკა_ «რუსეთში ებრაელი მოსახლეობის სტატუსი შეიძლება მივიღოთ იმის მაჩვენებლად, როგორ ეპყრობა რუსეთის ხელისუფლება ხალხს. და რუსეთის ისტორიაში ებრაელებს პუტინზე უკეთესად არავინ მოპყრობია. თუკი ჩემი ნათქვამის არ გჯერათ, ისრაელს ჰკითხეთ

ჟურნალისტის კითხვას, მიუთითებს თუ არა ნეოიმპერიალისტურ მიდრეკილებებზე რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა, სტივენ კოენმა ასეთი პასუხი გასცა:

«რა მოხდება, თუკი რუსეთის გავლენა გამოაშკარავდება კანადაში ან მექსიკაში და ამ ქვეყნების რომელიღაც რეგიონები განაცხადებენ, რომ უნდა შეუერთდნენ პუტინის ეკონომიკურ კავშირს ან სამხედრო ბლოკს? რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტიც ისევე მკაცრად მოიქცევა, როგორც მოიქცა პუტინი, შესაძლოა, უფრო მკაცრადაც!

საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის იურისტებს ძალიან გაუჭირდებათ იმის დასაბუთება, რატომ შეიძლება იყოს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა ლეგიტიმური. ეს არის მთავრობა, რომელმაც მთლიანად დაანგრია უკრაინის კონსტიტუციური წყობილება, ხელისუფლებას ჩამოაშორა არჩეული პრეზიდენტი, მიიღო ანტირუსული კანონები. ამ ხელისუფლებას ქუჩაში მოქმედი უკიდურესად ექსტრემისტული ძალები აკონტროლებენ», _ განაცხადა სტივენ კოენმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here