Home რუბრიკები პოლიტიკა «მაიდანმა» მსოფლიო წესრიგი შეცვალა

«მაიდანმა» მსოფლიო წესრიგი შეცვალა

714

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პროუკრაინული განცხადებები (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, თითქოს საქართველოში ბატალიონები იქმნება უკრაინაში საომრად!) გასაკვირი არ არის; ისინი ევრომაიდანს საკუთარი რევანშის დასაწყისად აღიქვამენ. ერთერთი «ნაციონალი» კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს: «მიმაჩნია, რომ ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ნატო. ნატოს მეტი აქტიურობა სჭირდება. ალიანსის საბრძოლო ძალები მზადყოფნაში უნდა იყვნენ მოყვანილი. 2008 წლის აგისტოში სწორედ ნატოს ხომალდების შემოსვლამ და განცხადებებმა განაპირობა ის, რომ თბილისთან 30 კმში მოახლოებული რუსეთის ჯარი შეჩერდა და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გადარჩა».

 

საზოგადოდ, ცნობილია, რომ რუსის ჯარს პამპერსები და წყალი «აჩერებს» ხოლმე, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა: თურქეთმა უარი განაცხადა ნატოს ხომალდების შავ ზღვაში გატარებაზე. მეტიც, თურქეთის ხელისუფლება აღიარებს რუსეთის ინტერესებს ყირიმში და ამ მომენტს საკუთარი ინტერესების ევროპის ტერიტორიებზე დასაფიქსირებლადაც იყენებს.

 თითქოს ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, «ნაციონალების» კვალდაკვალ, ერთმანეთს ასწრებენ უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვას. ევროპაში კი აშკარად იცვლება დამოკიდებულება იქ მიმდინარე მოვლენების მიმართ. «ხანმოკლე წარმატებული ომი» (იგულისხმეთ სახელმწიფო გადატრიალება) ვერ შედგა. საქართველოსგან განსხვავებით, როცა 2003 წელს პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა, ხოლო სახელმწიფო ვერტიკალის გადაბარება დასავლეთიდან მხარდაჭერილმა სააკაშვილმა საკმაოდ სწრაფად მოახერხა, უკრაინაში მოვლენები ასე მარტივად არ დალაგდა.

მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ევროპამ მაინც «შეამჩნია», რომ მაიდანზე ბენდერელი ნაციონალისტები, «სახიფათო მემარჯვენე რადიკალები» დგანან. რომ ოპოზიციის ლიდერები არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. რომ არ შეიძლება, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა. გერმანული Der Spiegel წერს, რომ მოსკოვის ემოციური დამოკიდებულება ყირიმის მიმართ გასაგებია, რადგან ეს «ძირძველი რუსული რეგიონია» («Der Kernbereich Ruslands»). ერთ-ერთი წამყვანი გერმანული გაზეთი FAZ ენების შესახებ უკრაინის თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუილ ბაროზუ ესაუბრა არსენ იაცენიუკს, რომელმაც გარანტია მისცა, რომ ეს «საკამათო კანონი» მიღებული არ იქნებოდა. გაზეთი წერს, რომ უკრაინის აღმოსავლეთის მოსახლეობამ («ethnische Russen» _ ეთნიკურმა რუსებმა) ეს კანონი პროვოკაციად შეაფასეს. ტელეკომპანია BBС-მ გამოაქვეყნა მძაფრსიუჟეტიანი ვიდეოჩანაწერი მაიდანის ნეონაცისტი ბოევიკების შესახებ.

«რუსეთის პოზიციის სწორად გააზრებისთვის ისტორიას უნდა ჩავხედოთ».  სხვათა შორის, ამას აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი, 91 წლის ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომელსაც სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის დიდოსტატი შეარქვეს. ისიც კი არ უწონებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებისთვის «დემოკრატიული» იარლიყის მიწებებას. მისი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დასავლეთის, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ჭმუნვა რუსეთის ჩარევის შესახებ უკვე სასაცილოდ გამოიყურება.

 4 მარტის შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს, რაზე ესაუბრებოდა იგი დასავლელ პარტნიორებს. რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს კონფიდენციალური საუბრებია, მაგრამ ზოგიერთ საჯარო განცხადებაზე დაყრდნობით მაინც თქვა: «როცა ჩვენი მოქმედებების არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობენ, მე მათ ვეკითხები _ განა თქვენი ქმედებები ყოველთვის ლეგიტიმურია? ისინი მიპასუხობენ, რომ ასეა. მაშინ მე მათ ვეკითხები: მაშ, რა მოხდა ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში და სხვაგან? სხვათა შორის, ლიბიის შესახებ რეზოლუცია სრულიად თვითნებურად გამოიყენეს, როცა საუბარი იყო საჰაერო სივრცის დახურვაზე, სინამდვილეში კი დასავლეთმა დაბომბვები განახორციელა».

 ასე იყო სერბეთშიც, როცა ნატოს სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს ის, რაც რუსეთს უკრაინაში (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) არ ჩაუდენია. ეს აბსურდული სურათი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და მათი პარტნიორები მხოლოდ საკუთარ თავს ანიჭებენ «პრევენტიული დარტყმების», დაბომბვების და სხვა ამგვარი «დემოკრატიული» ქმედებების უფლებას. მათთვის ეს შეიძლება, რუსეთისთვის _ არა. ეს რომ ასე ვერ იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომმაც დაადასტურა, მაგრამ მაშინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შტატებმა და ევროპამ საკუთარ მამაძაღლს _ სააკაშვილს გადააყოლა.

 სააკაშვილისგან განსხვავებთ, უკრაინაში ეყოთ იმის გონიერება, რომ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ შესულიყვნენ. ალბათ, ცოტა მოგვიანებით იმასაც გავიგებთ, ვისი დამსახურებაა ეს, მაგრამ ევროპა, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ რუსეთთან მოლაპარაკებაზე იმთავითვე უარი თქვა, ახლა დილემის წინაშე აღმოჩნდა; ნათელია, რომ რუსეთის გარეშე იმ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც «დემოკრატიზირებული» უკრაინა აღმოჩნდა, მეტად გართულდება. ასევე უარობდა ევროპა  უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას, მაგრამ ახლა ჯიბეშიც ჩაიყვეს ხელი და ისიც გააცნობიერეს, რომ უმძიმესი შეცდომა იყო უკრაინის არჩევანის წინაშე დაყენება: ან ევროპა, ან რუსეთი!

აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად აღიარებული ჯეკ მეტლოკი საკუთარ ბლოგში წერს: «შეერთებული შტატების ქცევა საერთაშორისო არენაზე აზრს უკარგავს მის განცხადებებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ. რუსეთს საფუძვლიანად შეუძლია ამტკიცოს, რომ აშშ ტერიტორიულ მთლიანობაში დაინტერესებულია მხოლოდ მაშინ, როცა ეს მის ინტერესებშია. ამერიკის მთავრობათა ნამოქმედარი ნათლად აჩვენებს, რომ ისინი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის იგნორირებას ეწევიან, როცა ეს მათ ხელს აძლევთ. როგორც სერბეთში, როცა ნატოს მოკავშირეებთან ერთად ხელყვეს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შექმნეს და აღიარეს კოსოვო; გარდა ამისა, ხელი შეუწყვეს სუდანისგან სამხრეთ სუდანის გამოყოფას, ერითრეისა _ ეთიოპიისგან, აღმოსავლეთ ტიმორისა _ ინდონეზიისგან.

რაც შეეხება სუვერენიტეტის დარღვევას, რუსეთს შეუძლია თქვას, რომ შეერთებული შტატები პანამაში ნორიეგას დასაპატიმრებლად შეიჭრა, ხოლო გრენადაში შევარდნა იმით დაასაბუთა, თითქოს ამერიკის მოქალაქეების მძევლად აყვანას აპირებდნენ (თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა); ერაყში გამოგონილი საბაბით შეცვივდნენ, თითქოს სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა

ერთი სიტყვით, აშშის მხრიდან ლექციების კითხვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე აღიქმება, როგორ აშშის პრეტენზიები განსაკუთრებულ უფლებებზე, რაც სხვას არ შეიძლება ჰქონდეს».

 იმედია, ჯეკ მეტლოკს ჩვენებური «ინტეგრატორები» რუსეთუმედ არ მონათლავენ. იგი სიმართლეს წერს, მაგრამ ეს სიმართლე მიუღებელია ჩვენი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილისთვის, რომლისთვისაც საქართველოს ინტეგრირება ევროპასა და ნატოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ეროვნული ინტერესები.

დღეს, ჰენრი კისინჯერისგან განსხვავებით, ვიქტორია ნულანდი (ნუდელმანი) არ უარყოფს, რომ შეერთებულმა შტატებმა 5 მილიარდი დოლარი დახარჯა კიევის ევრომაიდანზე. ამ მოვლენებში ჩარევას ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ, შემდეგ კი უკვირთ, რომ, მაგალითად, რუსეთი იმავე სქემებს იყენებს და სამართლიანად მიუთითებს მათ საკუთარ ნამოქმედარზე.

 დღეს ბევრს წერენ და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ობამა პუტინთან შედარებით ძალიან სუსტი ლიდერია. სინამდვილეში პიროვნული ფაქტორი აქ უმთავრესი არ არის (თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა). შეიცვალა მსოფლიო, გეოპოლიტიკური ვითარება, მრავალჯერ განმეორებული სქემები, რომლითაც შეერთებული შტატები არაერთ ქვეყანაში შეიჭრა ან სახელმწიფო გადატრიალებებს შეუწყო ხელი, უკვე აღარ მუშაობს. აღარც აშშ არის ერთადერთი ჰეგემონი და აღარც მარტო რუსეთია მის პირისპირ.

როგორც კი ობამამ რუსეთის იზოლაციაზე დაიწყო ლაპარაკი, ჩინეთის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის საწინააღმდეგო ნებისმიერ რეზოლუციას ვეტოს დაადებს. როგორც კი ობამა რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სანქციებზე ალაპარაკდა, ჩინეთმა უპასუხა, რომ შტატებისგან მთელი ვალის გასტუმრებას მოითხოვენ ოქროთი. ფორტ-ნოქსში კი, ოქროს ნაცვლად, დიდი ხანია, ვოლფრამის ზოდები აწყვია და ეს ამერიკელ ბანკირებზე უკეთ არავინ იცის! რუსეთმა საპასუხოდ მიანიშნა, რომ, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, მზად არის, დოლარზე უარი თქვას.

ვინ უფრო დაზარალდება ამ «სანქციების» განხორციელების შემთხვევაში, რთული გამოსაცნობი არ არის. ისევე, როგორც ძნელი არ არის იმის მიხვედრა, ვინ გაუგრილა ცხელი შუბლები მაიდნიდან რადაში შეჭრილ «ოპოზიციას», როცა მათ განაცხადეს, რომ რუსეთი ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმს არღვევს და ამიტომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას დაიწყებს! ეს მემორანდუმი რუსეთის გარდა, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იყო ხელმოწერილი, როცა უკრაინას ბირთვულ შეიარაღებაზე უარი ათქმევინეს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, თუმცა ტერიტორიულ მთლიანობაზე უკვე მოგახსენეთ.

ჩვენ თვალწინ ალგორითმი _ ან დასავლეთი ან რუსეთი _ იცვლება. «რუსეთუმეების» წოდების ჩამორიგებამ უკვე დაკარგა აზრი. რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებენ ისინი, ვინც ამას არასოდეს აღიარებს ხმამაღლა. რაშია საქართველოს ხსნა? უკრაინული ანდაზისა არ იყოს, ოეზიტ არაეპეკ ქთიტკმ აეაორ თუ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ვიზრუნოთ?

დრო მიდის და ბევრი რამ იცვლება. ამ დღეებში პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა პროვოკაციულ კითხვაზე, ახლაც უნდა ველაპარაკოთ თუ არა პუტინს, ნათლად და მკაფიოდ უპასუხა: «ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რომლის გამოც პუტინს არ უნდა ველაპარაკოთ». ჯანსაღი და მართებული პოზიციაა: ჩვენი ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს და იქნებ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა საქართველო მეტის მოგებას შეძლებს. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს ხოლმე, «ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ეგოიზმი», სხვაგვარად არ გვეშველება. «მაიდნური» პათოსი კი ტვინგაცხელებულ «ნაციონალებს» დავუტოვოთ: თბილისში ისინი ვერც მაიდანს შეკრებენ და ვერ მეიდანს!

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. გენაცვალე, ნანა დევდარიანი ! მაგრამ ეს მურთაზები და მაყვალები რამეს შეიგნებენ? ისევ ბალკონზე დგანან და პატრიოტის იარლიყებს იხვეჭენ "ძირს რუსეთის!" და "ვაშა ნატოს!" ძახილით პარანოიდულ ნასაქართველარში. არადა, სწორედ ამ ძახილებს გადაყვა ტერიტორიები, სადაც ამ არმოუსვლელი ნატოს მოწინააღმდეგე სეპარატისტები ცხოვბრობენ. მოიშორეს რა ეს ტერიტორიები სააკაშვილის ხელით (გასამრჯელოდ აგვისტოს ომის მერე 4,5 მლრდ $ მისცეს რეფორმებისთვის და ბათუმ-სიღნაღის რემონტისთვის, ნაწილიც ჩაუჯიბეს), აწი რა უშლის ხელს ნასაქარტველარში ნატოს ანტიოირანული და ანტირუსული რაკეტების განლაგებას ? და მერე აიჩეჩავენ მხრებს გურჯები და დაიწუწუნებენ : მოსკოვმა და თეირანმა ბირთვული რაკეტები თბილისს დაუმიზნესო ! ნატოში შესვლით კი ნატოს ჯარისკაც-მესაზღვრეეები იურიდიულად დაკანონდებიან არა ფსოუზე, როგორც ეს ბევრ გიჟვრაცუას მიაჩნია, არამედ ენგურზე ანუ ჩვენი ხელებით ვაცნობინებთ ნატოს ანუ დასავლეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობას ! იმ ნადირს ემსგავსებით, მონადირე ჩიხში რომ შერეკავს და მერე, ამ გახარებულ და "თავდაღწეულ" ნადირს რომ ანაზდად გამოეცხადება და ამოწყვეტს. მე ჩემი გითხარით, მურთაზებო და მაყვალებო! ვიცი, რომ ბალკონებზე გარბენა-გამორბენებს და ერთმანეთის შურით ზემოხსენებული პატრიოტული ლოზუნგების ძახილებს ვერ დაგიშლით… მე მხოლოდ გული იმაზე მწყდება, რომ თქვენი ვიწრი ცნობიერება თქვენს ბალკონებს ვერ სცდება და ვერ ამჩნევს, რომ თქვენი ძახილების და გინებების საბაბით რუსი ყოველდღიურად მოიწევს წინ. ნატო კი არ სჩანს: აწყობს აჩეხილი ჯორჯია დასავლეთს, რადგან ასე უფრო დაიმონებს თბილისს და იმიტომ. ენგურს გაღმა რუსი იდგება, გამოღმა კი-ნატო!

  2. ეს კაცი საომარი დანაშაულებებისთვის სასამართლოს წინაშეც იქნა წარდგენილი თუ არ ვცდები. რაც ამას ბოდიში და ჩათლახობები აქვს ჩადენილი..

  3. კარგად გაიაზროს ყველამ, რომ რეალობა და სურვილი ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. იქნებ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ემოციები და რეალობას ცივი გონებით შევხედოთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here