ამერიკასთან არ გვიომია და, შესაბამისად, არც ომი წაგვიგია, მაგრამ «სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი» კონტრიბუციას გვიწესებს, თანაც ცოცხალი ძალისას. ქართველი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად იქცნენ ერაყში, ავღანეთსა და ახლა აფრიკაშიც. მკითხველისთვის განვმარტავთ: კონტრიბუცია არის ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც ახდევინებს მტერი მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას.
რასთან გვაქვს საქმე და რატომ ვუხდით ხარკს ამერიკას, «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. გაზეთისთვის ასევე საინტერესო იყო თემა, რომელზეც, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ საუბრობენ, კერძოდ კი ის, რომ პატარა ევრომაიდანი, შესაძლებელია, საქართველოშიც მოეწყოს, რომლითაც სააკაშვილის დაბრუნებას შეეცდებიან და თან ამ პროცესების ხელშემწყობი კვლავ ჯორჯ სოროსი («ნაცებისა» და არა მარტო მათი, აღმზრდელი და მარჩენალი) აღმოჩნდება.
ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:
_ ბატონო ელიზბარ, რატომ დაგვაკისრა კონტრიბუცია ამერიკამ, ის ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია?
_ დიახ, კონტრიბუციაა და თან არა მარტო ცოცხალი ძალით, ქართული სულის ამოგლეჯვით. დღევანდელი საქართველოს უბედურება გარედან მოდის, უბედურების მთავარი არსი კი ის არის, რომ გადაშენება და გადაგვარება გვემუქრება.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა პოლიტიკოსებმა მიჩქმალეს და არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, არამედ იციან, რომ ამაზე საუბარი ზიანის მომტანია მათი სკამებისთვის. პოლიტიკოსები საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ხალხის ნება-სურვილზე. ჩვენ კი, 25 წელიწადია, საშუალება არ გვაქვს, ავირჩიოთ ის მთავრობა, რომელიც გვსურს. შედეგიც სახეზეა. პოლიტიკოსები ქართველი ხალხისგან ყრუ კედლით არიან დაშორებულები. ამის გამო არჩევნებში, 20 წელზე მეტია, მონაწილეობა არ მიმიღია.
უკანასკნელ არჩევნებში იმედი გაჩნდა, რომ მოგვშორდებოდა ჭირი სააკაშვილის სახით, მაგრამ მხოლოდ სააკაშვილის განდევნა პოლიტიკიდან არ იყო ქართველი ხალხის ოცნების ხორცშესხმა. სამწუხაროდ, ქვეყანაში გაჩნდა პრობლემა, რომელიც თავზარდამცემია. ადამიანში როდესაც იღვიძებს იმედი და შემდეგ კვდება, ეს მისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა. სააკაშვილი გამოკვეთილი მტერი იყო და მას ხმალშემართული ვებრძოდით, ახლა გაურკვევლობაში ვართ. სააკაშვილის არყოფნა საკმარისი არ არის, მისი კუდების ყურება უფრო გამაღიზიანებელია. ყველაფერი აღიზიანებს დღეს ქართველ ადამიანს _ ტელევიზია, იქიდან გადმოფრქვეული უმსგავსობა, სიბინძურე, ისევ ის სახეები, რომელთა დანახვაც არავის სიამოვნებდა არც მაშინ და დღეს _ მითუმეტეს… თქვენ გგონიათ, მე შეკითხვას გადავუხვიე? არა, ეს არის პასუხი; ამას, ყველაფერს, ინდივიდები კი არ აკეთებენ, არამედ ესაა სისტემა, რომელიც ამერიკამ შექმნა, მოიტანა და დანერგა. ამას, თუ გნებავთ, კონტრიბუცია უწოდეთ, ხარკი, მონობა, ეს სისტემა დღემდე მუშაობს, მანქანას შეიძლება ჭანჭიკი შეუცვალო, მაგრამ ჭანჭიკი მის მოქმედებას არ შეცვლის, პირიქით _ უფრო აძლიერებს. დღეს ჩვენზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა გარედან თავსმოხვეულ ინიციატივებს, მაგრამ, საუბედუროდ, ქართველი პოლიტიკოსები ამას დიდი სიამოვნებით ასრულებენ.
რა მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში _ უკრაინაში? პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს რუსეთის ბრალია, მაგრამ, თუ ვინმეს უკრაინაში ასეთი არეულობა არ აძლევდა ხელს, ეს რუსეთია. გადავავლოთ თვალი «ფერად რევოლუციებს». ყველამ კარგად ვიცით, ვისი ინიციატივით ხდებოდა ისინი. ყველგან რევოლუციების ინიციატორი იყო ის სატანური ძალა, რომელიც ფესვგადგმულია ამერიკაში.
ჩვენი ერთდერთი საშველია ახალი არჩევნები. თავდადებას არავის ვთხოვთ, უბრალოდ, გვინდა ქვეყნის სათავეში ხალხი, რომელიც პირად ბედნიერებაზე წინ ქვეყანას დააყენებს. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ 90% ევროინტეგრაციის მომხრეა. პირველი ამერიკანისტი მე ვიყავი და ვბეჭდავდი «ამერიკის ხმის» ინფორმაციას, მაგრამ დღეს ვაცხადებ, რომ ამერიკაზე საზარელი და საზიზღარი ქვეყანა არ არსებობს. ის დემოკრატიის სახელით უდიდეს სიბინძურეებს გვახვევს თავს ჩვენც და ჩვენისთანა ქვეყნებს. 26 მაისს მომხდარი ვანდალიზმი და უკრაინაში მომდინარე მოვლენები შევადაროთ ერთმანეთს. ამერიკამ ორივე შემთხვევაში განაცხადა, რომ ეს იყო დასჯა ურჩი ადამიანებისა, ისინი ცდილობენ, მუდმივად მოახდინონ მანიპულირება იმით, რომ ვიღაც ვიღაცის სიმშვიდეს არღვევს და ამიტომ უნდა ჩაერიოს. უკრაინაში იწვოდა ქალაქი, ჰყავდათ სნაიპერები, ხოცავდნენ ადამიანებს _ ამას ყველაფერს კი ხელისუფლებას აბრალებდნენ, თუმცა კარგად ვიცით, რომ იქ ამერიკის საელჩოს მანქანებით დადიოდნენ და ფულს არიგებდნენ. საბოლოოდ, როდესაც ამერიკა მიხვდა, რომ შეიძლებოდა ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ეროვნულ რელსებზე გადასულიყო, პროცესები შეაჩერა. ასეთი ბინძური ამერიკა ჩვენს ხელისუფლებას გაიდეალებული ჰყავს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ეღირსება თანამდებობას, თუ ამერიკას არ დაემორჩილება. ნორლანდი არის ყველგან და ყველასთან, მაგრამ მინდა მას ვუთხრა, წავიდეს და ამერიკის «ბოზ მამიდას» მიხედოს, ჩვენ მისი ჭკუის დარიგება არ გვჭირდება.
ახლა გადათარგმნეს პარაფირებული ხელშეკრულება, რომლის 16 პუნქტი გაწერილია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები, რომ პატივი სცენ ლგბტ-ებს. საქართველოში დღესაც ცდილობენ, დაწინაურდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფალოსის ტორტებს ჭამენ და თან ჩხუბობენ, რომელს რომელი ნაწილი უნდა შეხვდეს. ადამიანები, რომელთაც სამშობლო უყვართ, მარგინალებად აქციეს და ეს გრძელდება დღესაც.
ისტორიის კარგი მცოდნე ვარ. ქართველი ერი ფიზიკურად გადარჩა რუსეთის ხელში. რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ რატომ წაგვართვა? ამას არავინ კითხულობს, ამის მიზეზი აქ, ჩვენს ხელისუფლებაში, უნდა ვეძებოთ, მაგრამ ამერიკისგან უფრო დიდ საშიშროებას ვხედავ, ვიდრე რუსეთისგან. ამერიკა სულს გვართმევს, ჩვენი შვილები იზრდებიან პრინციპით _ ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად ვიცხოვრებ!
საშინელებაა, როდესაც შენი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა სხვის ომში მიდის. ჩვენ გვახსოვს მამლუქები, მაგრამ ყველა მათგანს დიდი პატივი ერგო, მათ მოიხსენიებდნენ, როგორც დიდ მეომრებს. ჩვენი ჯარისკაცები კი ყველანაირად დამცირებულნი არიან: ჯერ ერთი, ცოტას უხდიან ჯამაგირს, იაფი მეომრები არიან, არც დაღუპულებს აქვთ პატივისცემა დიდად. ქართველები დაქირავებულ ჯარისკაცებად აქციეს, დაქირავებული ჯარისკაცი კი როდის მოიხედავს თავისი სამშობლოს დასაცავად, კაცმა არ იცის. ამას ნატოში შესასვლელად აკეთებენ, მაგრამ ნატოში ჩვენ ვერ შევალთ. ამით მხოლოდ გადაგვარებულ ევროპელებს თუ ამერიკელებს დავემსგავსებით.
ამერიკის კონტრიბუცია თუ ჩვენი მთავრობის საკუთარი ინიციატივა მარტო ჩვენი ბიჭების მსხვერპლად შეწირვაში კი არ გამოიხატება, არამედ ჩვენი სულიერების, განათლების, მეცნიერების, კულტურის განადგურებაში, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი საკუთარ სკამებზე მოფიქრალ ჩვენს მთავრობის წევრებს მიუძღვით. საქართველო, როდესაც დაპყრობილი იყო და ჩვენ მართლაც სამხედრო ხარკს ვიხდიდით, მაშინ სახელიც დიდი გვქონდა. ჩვენი ბიჭების აფრიკაში წასვლა მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა გააპროტესტა, სამწუხაროდ.
პრეზიდენტი გამოვიდა პარლამენტში, როგორც ჩანს, მას მხოლოდ კარგი ფაჩუჩების ქსოვა ცოდნია, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქართველი კაცის პრობლემებზე, ერთი სიტყვა არ დასცდენია ჩვენი ჯარისკაცების აფრიკაში გაშვებაზე.
_ ამბობენ, სოროსი უნდა ჩამოვიდეს, ფონდის მუშაობა ხელახლა უნდა დაგეგმოს, გადაახალისოს და მიშას დაბრუნებაზე უნდა იზრუნოსო.
_ ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენ შევქმენით მოძრაობა «ანტისოროსი», მხარში იგორ გიორგაძის პარტია გვედგა, მაშინ მაია თოფურია (არაჩვეულებრივი ქალბატონი), თემურ ჟორჟოლიანი, ზაზა დავითაია _ სულ 12 ადამიანი დააპატიმრეს, ახალმა მთავრობამ გაათავისუფლა და ვითომ არაფერი, ისე ჩაიარა ამ ამბავმა, არავინ დაუსჯიათ. სორისის წინააღმდეგ იმიტომ ვიბრძოდით, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში საშინელება ხდება, მისი დამსახურებაა. ფონდ «ღია საზოგადოების» წესდებაში უწერია, რომ ლაბორატორიაშიც კი არ უნდა იჯდეს ადამიანი, რომელიც ჩვენი პრინციპების გამტარებილი არ იქნებაო. ჰოდა, საქმე ასეც მიდის: დღეს უკვე ხელისუფლებაში გვყავს ხიდაშელ–უფუპოვი, თამარ ჩუგოშვილი კი პრემიერის მრჩეველია. უნივერსიტეტიდან აკადემიკოსები გამოუშვეს და, თუთბერიძე სადაც კითხულობს ლექციას, ის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. ვინც საქართველო სიზმარში ნახა, ყველა გაანადგურეს.
სოროსი საშიში პიროვნებაა. ის თავის ფინანსებს მთლიანად მოახმარს იმას, რომ თავისი ბინძური გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველო. რაც შეეხება სააკაშვილის რეაბილიტაციას, ამას მარტო სოროსი კი არა, ნახევარი მსოფლიო ცდილობს. ამ ხელისუფლების უნიათობაზეც ყველა საუბრობს და მართლაც ასეა, სხვა შემთხვევაში პედოფილიაში შემჩნეული გივი თარგამაძე ასეთი გონორით ვერ ილაპარაკებდა. მოკლედ, ბერძენიშვილს სურს, რომ «ნაცები» გადაარჩინოს და ამიტომაც მათ ყველა ეფერება; ამერიკასაც ეს სურს, თუ ახალი ხელისუფლება დროზე გონს არ მოეგება, მაშინ «ნაცებთან» ერთად, ამათაც ისე გაუშვებენ, რომ შეიძლება ცოცხებიც კი მოენატროთ.
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
_ ეს არ არის კონტრიბუცია, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო ამერიკის გავლენის ქვეშ არის და ამიტომაც ამ ხარკს საკუთარი ინიციატივით ვიხდით, ამერიკაც უარს არ გვეუბნება, რადგან ქართული ცოცხალი საზარბაზნე ხორცი იაფი ჯდება, თავად კი თანხებს ზოგავს, თან საბრძოლო ვითარებაში პოლიტიკური სატელიტების ჩართვაც არ არის მათთვის უმნიშვნელო პროცესი.
საქართველო დაბლა დგას სხვა სატელიტებთან შედარებით, ჩვენი მთავრობაც თავისი ჯარისკაცებით ამიტომაც კეკლუცობს. გარდა ამისა, საქართველომ კარგად იცის, რომ ამერიკას ხარკი ისე უნდა მივართვათ, რომ თითქოს ამერიკის სამხედრო ავანტიურებში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამით ჩვენი ჯარი ვითარდება, ეზიარება დემოკრატიას და უახლოვდება დასავლეთს. ეს არის დემაგოგია, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს არავინ ძალას არ ატანს. სააკაშვილის დროს ჯარისკაცებზე ძალდატანება იყო, მაგრამ დღეს ამას არავინ აკეთებს.
ვფიქრობ, ყველას ღირსება უნდა ჰქონდეს და ცოტა პოლიტიკური აზროვნებაც, თუ რას აკეთებს და სად მიდის. სამხედროს ევალება, ცოტა პოლიტიკურადაც იაზროვნოს, იმ დონეზე მაინც, რომ არ იძახოს, სამშობლოს ვიცავო, როცა ვიღაც თავისი ამბიციებისთვის იყენებს. ჯარისკაცმა, რომელიც იქ იბრძვის, თავად უკეთ იცის, მას რამდენს უხდიან და სხვა ქვეყნიდან ჩასულებს _ რამდენს, ამიტომ ასე იაფად ნუ გაიყიდებიან, მათი შრომა, სისხლი და ენერგია ბევრად მეტი ღირს. მითუმეტეს, როდესაც საუბარია გაურკვეველ სამხედრო ავანტიურებზე, რომლებზეც ბევრი სხვა სახელმწიფო უარს ამბობს. ქართველი ჯარისკაცების ამერიკულ ავანტიურაში მონაწილეობა საქართველოს საერთოდ არ სჭირდება, ჩვენ ისედაც ვკარგავთ თანამოქალაქეებს _ ზოგს შიმშილით, ავადმყოფობით, ნარკოტიკებით და ასეთ ვითარებაში, ჯანმრთელ, ჯანსაღ მებრძოლ ადამიანებს სხვა ქვეყანაში ვუშვებთ სასიკვდილოდ, უკეთეს შემთხვევაში, ფსიქიკურად დაავადებულებს ვიღებთ უკან.
_ უკრაინის მოვლენებს შევეხოთ, რამდენად შესაძლებელია, რომ პატარა ევრომაიდანი აქაც მოეწყოს, თუ ვინმე, მაგალითად, სოროსი, გადაწყვეტს, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია მოახდინოს?
_ სოროსი ამისთვის ბებერია. სოროსის დონეზე არ წყდება ასეთი ამბავი, ის სტრატეგი აღარ არის. სტრატეგიას განსაზღვრავენ ამერიკის სპეცსამსახურები, პრეზიდენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციები, ეროვნული უშიშროები სააგენტო. ამერიკა არის სპეცსამსახურების ქვეყანა, ასეთი რუსეთს არც დაესიზმრება, მსგავსი მხოლოდ ამერიკასა და ისრაელს აქვთ. ამიტომ სოროსი მიშას უკან დაბრუნების საქმეში არ სჭირდებათ, აქვე გვაქვს ამერიკის საელჩო მთელი შემადგენლობით, ინსტრუქტორებით, აგენტებით და, თუ რამე მოხდება, ეს იქნება ამერიკის საელჩოს დამსახურება.
ვალერიან დოლიძე, პროფესორი:
_ საქართველოში გაჭირვებაა, ხალხს შია, ამიტომ ამერიკისთვის ჩვენი გაჭირვება ხელსაყრელია და სარგებლობს კიდეც. ჩვენი ჯარისკაცები იქ გაჭირვების გამო მიდიან. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება აქტიური არ არის, პოლიტიკურადაც ვერ გაიზარდა, ღარიბია, ამიტომ ამერიკელები ჩვენნაირ ქვეყნებს ასეთი საქმეებისთვის იყენებენ.
ამ ჯარისკაცებს ჩვენი მთავრობა არწმუნებს, რომ ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება «ამერიკისთვის გაწეული დახმარება», რაც აბსურდია. ყველა უნდა დაფიქრდეს, რას სჩადიან ჩვენი ბიჭების სხვა ქვეყანაში გაშვებით; რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, თანაც გროშებისთვის; ამერიკულ თამაშებში ჩართვა ჩვენთვის ყოველმხრივ დამღუპველია, ამას ჰქვია «ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო».
ჯარი დახურული სტრუქტურაა, ამიტომ მათი იდეოლოგია არ არის ცნობილი, გასაკვირია ის განცხადებები, რომელთაც ჩვენი ჯარისკაცები აკეთებენ ავღანეთიდან _ ჩვენ სამშობლოს ვიცავთო. სად არის ჩვენი სამშობლო _ ავღანეთში თუ აფრიკაში? მთავრობას ურჩევნია, ჯარისკაცებს ცხოვრება გაუუმჯობესოს და ფულის გულისთვის სამშობლოდან ათასი კილომეტრის დაშორებით სიკვდილი აარიდოს. თავს იმართლებენ, ნატოს დავუახლოვდებითო. სისულელეა, გაღატაკებული ქვეყანა ნატოს როგორ დაუახდოვდება?!
ვალერი კვარაცხელია, პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი:
_ ეს არ არის კონტრიბუცია, საქართველო სიამოვნებით ყოფს თავს ამ ყულფში _ უსიტყვოდ ემორჩილება დასავლეთიდან და ამერიკიდან მომავალ ყველა დირექტივას. საქართველოს ძალიან დიდი მსხვერპლი, ცრემლი და ტკივილი მოუტანა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობამ ნატოს პროგრამებში. დროა, გონს მოეგოს ჩვენი ხელისუფლება, თანაც ვხედავთ, უკრაინაში რაც მოხდა. არ შეიძლება, როცა მართლა კონტრიბუციასთან არ გაქვს საქმე, შეასრულო ყველა დავალება, რომელთაც ამერიკა დაგაკისრებს; ფაქტია, აქ კონტრიბუცია არაფერ შუაშია, უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლება საკუთარი სკამების გამყარების გზას მხოლოდ ამაში ხედავს. ჩვენ ხომ ჩვენი ხელისუფლება არ გვყავს, იგი თავსმოხვეულია.
25 წელიწადია, ამერიკისა და ევროპის პოლიტიკის გატარებამ ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი ჯარისკაცი ფულის გამო ცხრა მთას იქით იბრძვის. ეს საშინელი რეალობაა.
კონტრიბუცია ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვენი ჯარის ამერიკის ავანტიურაში ჩართვას შეეფერება, რადგან ეს არის ჩვენი მთავრობის სურვილი, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკის და ნატოს პროგრამებში იყვნენ ჩართულები, ეს ამერიკას აძლევს ხელს, ამით მიბმული ჰყავს საქართველო.
_ ამბობენ, სოროსი ჩამოდის და შეეცდებიან, სააკაშვილის უკან დაბრუნებაზე იმუშაონ…
_ არაფერი მსმენია სოროსის ვიზიტზე. სოროსი გახლავთ ულევი ფული, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაქცევისკენ არის მიმართული, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ მის ფონდს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ავსებდა, ყველაფერი გადაბმულ-გადახლართულია, ამაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ იმის ფონზე, რაც უკრაინაში მოხდა, სოროსის გააქტიურება ნამდვილად არ გამიკვირდება.
უკრაინაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელშიც უკრაინელი არც ხალხი მონაწილეობდა და არც მაღალჩინოსნები, მთავარი ფიგურები იყვნენ ევროპელი პოლიტიკოსები. მათ აიძულეს იანუკოვიჩი, წასულიყო ისეთ დათმობებზე, რომელიც უკრაინელი ხალხის ღალატი უფროა, ვიდრე დათმობა. ევროპის ყიჟინა გამარჯვებაზე ჯერ ნაადრევია, დამთავრებული არ არის არაფერი, მოვლენები შეიძლება გართულდეს, ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება იკვეთება.
ისინი ცდილობენ, რუსეთს ფრთები შეუკვეცონ და ნატოსა და ევროკავშირის ალყაში მოაქციონ, მაგრამ რამდენად შეუძლია ამაზე დათანხმება პუტინს, ვერ გეტყვით, რადგან რუსეთს შეუძლია უკან დახევა და მოთმენა, ვიდრე კედელს მიადგება, მაგრამ, მგონი, ახლა უკვე კედელთან დგას, უკრაინის დათმობა ნიშნავს გაზგამტარის დათმობას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის და ევროპას მიეწოდება, იქ არის რუსული ფლოტი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აღარ დარჩება მოკავშირე, რადგან, თუ ახლა უკან დაიხევს, აშკარად ცუდი სიგნალი იქნება ეს ბელარუსისთვის, ყაზახეთისთვის, ყირგიზეთისთვის, სომხეთისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ევრაზიულ კავშირში მოიაზრებენ. რუსეთის უკან დახევა ნიშნავს რუსეთის დაშლის სანუკვარი ოცნების ასრულებას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უფრო რუსეთის გამო დაიწყო. ეს მოვლენები საქართველოზეც აისახება, ვფიქრობ, საქართველოშიც სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი. პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ბერკეტები არ აქვს, ის ან უვიცია, ან რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს, რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ საქართველოზე გავლენა მოახდინოს. ამიტომ მთავრობამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ სამ ნაწილად გახლეჩილი ქვეყანა უფრო არ დაანაწევროს. ჩვენ უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, ამის გამოცდილება წლებმა შეგვძინა. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილია, რაც რაგბის თამაშზე მოხდა, რუსული ჰიმნი სტვენით რომ გადაფარეს.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
მართალია ელიზბარ ჯაველიძე! ნახეთ თურქეთში მაცხოვრებელი 6- მილიონი ქართველიდან, რომელია ქართველი?