Home რუბრიკები პოლიტიკა თავაზიანი კაცის თავაზიანი პასუხი, ანუ როდის გაიმართება რუსეთისა და საქართველოს პირველი...

თავაზიანი კაცის თავაზიანი პასუხი, ანუ როდის გაიმართება რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების ოფიციალური შეხვედრა

981

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოში შეწყდა. მთავარი პოლიტიკური პრობლემა, რომელიც საქართველომ და რუსეთმა 5 წლის განმავლობაში ვერ მოაგვარეს, აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის სტატუსია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს ვითარების დათბობა შეინიშნება, ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის ეს საკმარისი აშკარად არ არის.

 

და აი, ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

კითხვა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის გამართვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ქართველმა ჟურნალისტებმა სოჭში, ოლიმპიადის მედიაცენტრში დაუსვეს. რუსეთის პრეზიდენტის პასუხი ზრდილობიანი კაცის ზრდილობიანი პასუხი იყო (ოლიმპიადის მასპინძელი ხომ არ იტყოდა, სტუმარს არ შევხვდებიო?!), მიუხედავად ამისა, პუტინის განცხადება არ იძლევა იმის დიდ იმედს, რომ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების ოფიციალურ დონეზე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თანაც მას შემდეგ, რაც გახმაურდა საქართველოში აშშის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის, მიერ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის სოჭის ოლიმპადაზე გამგზავრების აკრძალვის ამბავი (არადა, სწორედ ოლიმპიადის ატმოსფეროა საუკეთესო არაოფიციალური შეხვედრისთვის, რაც ოფიციალური შეხვედრის წინაპირობა იქნებოდა). რატომ უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტი პირველ პირს იმ ქვეყნისა, რომელსაც სხვა სახელმწიფო მარიონეტად მიიჩნევს და მართავს? არ ურჩევნია, საჭირბოროტო საკითხებზე თვითონ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს დაელაპარაკოს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად წყვეტს ყველა საკითხს, მათ შორის, სახელმწიფოს პირველი პირის ოლიმპიადაზე გამგზავრებაარგამგზავრების საკითხს?!

საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით გაანალიზებს, გაივლის კონსულტაციებს (ალბათ, ისევ აშშ-ის ელჩთან) და პოზიციას ჩამოაყალიბებს, თუ არის შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს პოზიტიური იმპულსი მისცეს. ისე, რა არის საკონსულტაციო, გაუგებარია _ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა, ალტერნატივა აქვს?

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილის შესახებ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია «იმედის» ეთერში განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ან გაიმართება თუ არა უახლოეს ხანში რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის (ან პრეზიდენტის) ოფიციალური შეხვედრა, მაგრამ, თუ ეს შეხვედრა გაიმართა, უცხოელი ექსპერტების ვარაუდით, მხარეები შეძლებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მისაღები ფორმულის ჩამოყალიბებას, რადგან საქართველოც და რუსეთიც დაინტერესებულნი არიან, რომ კავკასიაში მშვიდობა სუფევდეს.

 

1 COMMENT

  1. ვფიქრობ, უმჯობესია ღარიბშვილი შეხვდეს, ვიდრე "კონსულტაციებ"გავლილი პრეზიდენტი.ღარიბაშვილის რაღაცნაირად(შინაგანად)მჯერა

  2. Альтернатива ! Автор представляет концепцию объявления Грузии политически свободной зоной, то есть свободной от присутствия и действия любых противоборствующих в мире сил,

  3. საქართველოს მთავრობა გაბუტული ბავშვივით იქცევა და მათი არ მონაწილეობა სოჩში ჩვენს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავნებს რათა იქ შეიკრიბა მთელი მეზობელი სახელმწიფოთა მეთაურები სადაც წკდება კველას ბედი და მომავალი ათი წელი რა მიმართულებით ივლის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ! ყოჩაღ ღარიბაშვილი სჯობს გვიან ვიდრე არასდროს რომ გამოთქვა პუტინთან შეხვედრაზე სურვილი.

  4. მე ვარ მართლმადიდებელი და მაშასადამე ქართველი.

    შენი ჯიშ ჯილაგს შესცა შუა და ცენტრალური აზიის "სამეზობლომ", მანვე ჯერ მოისაქმა, მერე მოშარდა შენი ნასომხარი წინაპრების საფლავებზე შე ყლეო, ეკაიფე ნაბოზვარ დედაშენს

  5. რო იგინები რატო არუნადა ჩავიდნენ რახან რონალდსი წინააგმდეგია? სოროსის რა ხარ ქრისტიანებს რო აგინებ

  6. ისე მაგარი ვასჰკაცი მმარტველი ყავს რუსეტს უნდა ვაგიაროტ. ვერავინ მარტავსს და აცჰოქებს. დზან კაი კაცია ეგრეუნდა. ამატსავიტ ხოარ აულოკავს ამერიკას. ეგეტი პრეზიდენტი რო გვყავდეს გვესჰველებოდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here