Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტაცია თოდუას კლინიკაში

კოაბიტაცია თოდუას კლინიკაში

1085

კოაბიტაციამ თუ სადმე ივარგა, _ ფრიდონ თოდუას კლინიკაში უწინარეს ყოვლისა. აქ მოდიანსამედიცინო ეთიკა რომ არ დავარღვიო, არ ჩამოვთვლი _ ვინ, მხოლოდ მიგანიშნებთ: ფრიდონ თოდუას ცენტრის პაციენტები არიან საქართველოს პოლიტასპარეზზე ცნობილი და ურთიერთდაპირისპირებული ლიდერებიც და მოწინააღმდეგეთა ბანაკების რიგითი წევრებიც. განა სხვაგან არა აქვთ წასასვლელი? საქართველოში ასეთ პოპულარულ ადამიანებს, რაგინდარა განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე იდგნენ, ყველგან პატივისცემით ხვდებიან _ შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის პერიოდშიც, ახლაც

 

მაშ, რატომ მაინც და მაინც კლინიკური მედიცინის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტს აირჩევენ? ცხადია, რატომაც: დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ მაღალი, ულტრათანამედროვე დონის გამო, რომელიც აქ პაციენტების მომსახურების ყველა საფეხურზე არსებობს.

ორიოდ კვირის წინათ აქ შევხვდი საფრანგეთში მოღვაწე ჩვენ თანამემამულეს, მსოფლიო კინოსამყაროში აღიარებულ რეჟისორს _ ოთარ იოსელიანს. ბატონ ოთარს არ გაუჭირდებოდა მაღალი კლასის ნებისმიერ ფრანგულ კლინიკაში გამოკვლევისთვის მისვლა.

საქართველო არჩია, კერძოდ, ფრიდონ თოდუას კლინიკა.

კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელს ოთარი არ იცნობდა. არც თოდუა იცნობდა პერსონალურად იოსელიანს. მაგრამ სახელი კაცის წინ მიდისო, მოგეხსენებათ. როცა ეს მოძრაობა ორმხრივია, მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლენაში ფრიდონ თოდუა ვიგულისხმოთ.

როგორ შეიქმნა ეს ფენომენი, სად იწყებოდა იგი, ამაზე მოგვითხრობს საგამომცემლო სახლ «ვიდარის» მიერ ესესაა გამოცემული პროფესორ გრიგორი კარმაზანოვსკის ფრიად საყურადღებო წიგნი «კომპიუტერული ტომოგრაფიის ინოვაციური ტექნოლოგიების ევოლუცია».

ნაშრომი მოგვითხრობს მსოფლიოში აღიარებული ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში სხივური დიაგნოსტიკის შექმნისა და განვითარების ისტორიას. და რაოდენ სასიამოვნო და სასახელოა, რომ ამ დარგის სათავეებთან იდგა ჩვენი თანამემამულე, საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოსიმდივანი ფრიდონ თოდუა.

კომპიუტერული ტომოგრაფების პირველი თაობა საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის შორეული 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. შარშან საქართველოში ფრიდონ თოდუამ ჩამოიტანა 640-შრიანი ულტრათანამედროვე ტომოგრაფი, რომელიც ევროპის კლინიკებისთვისაც კი იშვიათი ხილია.

აი, ასეთი არნახული ამპლიტუდა, გნებავთ ნახტომი _ წარსულის სიმარტივიდან დღევანდელ მასშტაბურ სიახლეთა დონემდე.

ბედტეხილი არაჩვეულებრივი.

მაგრამ ფრიდონ თოდუა მხოლოდ ამით რომ იყოს გამორჩეული, მისი პიროვნების მასშტაბურობა მთავარს დაკარგავდა _ ადამიანების მიმართ ზრუნვის უპირატესობას, რომელიც მას მშობლიური კუთხის ტრადიციებიდან, ოჯახის ტრადიციებიდან ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.

პროფესორ კარმაზანოვსკის პროფესიული ბედის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი სწორედ ფრიდონ თოდუამ ითამაშა: «…რომანებსა და მემუარებში ხშირად წერენ, _ აღნიშნავს წიგნის ავტორი, _ რომ ერთ მშვენიერ დღეს გაისმა სატელეფონო ზარი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა… ასეთი ზარი ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ხოლმე. მაგრამ ზარის ბედისმიერობას ზოგჯერ ათეულობით წლების შემდეგ შეაფასებენ».

და შემდეგ:

«ფრიდონ იპოლიტეს ძე თოდუა ლაპარაკობდა ოპტიმისტური ტონითმისი ოპტიმიზმი გადამდები იყოტელეფონის ყურმილიდან მესმოდა საუბარი, რომელიც მაჯადოებდა, ჩემი დაურწმუნებლობა ქირურგის პროფესიის უპირატესობაში თანდათან დნებოდამედიცინის ახალგაზრდა დოქტორი დაუნდობელი იყო».

ბოლოს და ბოლოს «თიხისფეხებიანი კოლოსი» გრიგორი კარმაზანოვსკის დარწმუნებულობისა დაემხო და იგი იმ განყოფილების თანამშრომელი გახდა, რომელსაც ფრიდონ თოდუა ხელმძღვანელობდა.

მათი პირველი შეხვედრა სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში ახალგაზრდა კაცს, პირველი შთაბეჭდილებები შემდეგ და შემდეგ გაუმყარდა, მათ შორის, ასეთიც: «…აღფრთოვანებული ვიყავი ფრიდონ იპოლტეს ძის უნარით, როგორ უნდა მოქცეულიყო ნებისმიერ სიტუაციაში. იგი ყოველთვის წამებში შეაფასებდა თანამოსაუბრეს და განსაზღვრავდა როგორ უნდა მოქცეულიყო მასთან ურთიერთობისას. უცხოთა მიმართ იგი ყოველთვის გულისხმიერი იყო და იმათაც შესანიშნავი შთაბეჭდილება ექმნებოდათ მასზე. უცხოთა მიმართ იყო ნაზი, თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, მაგრამ მომთხოვნი, მკაცრი (ზოგჯერ), შეპასუხებას რომ ვერ ითმენდა (ესეც ზოგჯერ) თავისი თანამშრომლებისგანყოველთვის მეჩვენებოდა, რომ მას კარგი ქცევის სპეცპროგრამა ჰქონდა შესწავლილათვისებული

ბევრი მეგობარი ჰყავდა და შეეძლო მეგობრობის შენარჩუნება».

ამაში მომავალი პროფესორი ერთობლივი საქმიანობის პროცესში დარწმუნდა. მაგრამ ჩვენ მათ პირველ, უშუალო, პირისპირ შეხვედრაზე დავიწყეთ ლაპარაკი.

გრიგორი კარმაზანოვსკი იხსენებს: «ფრიდონ იპოლიტეს ძემ მის მიმართ კეთილად ჯერ კიდევ ტელეფონით საუბრისას განმაწყო, შეხვედრის შემდეგ ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო განმიმტკიცდა. ჩვენ შემოვიარეთ მისი «სამფლობელო». ცხოვრებაში პირველად ვნახე სასწაული აპარატი _ კომპიუტერული ტომოგრაფიგანყოფილებაში მოვლილი ხალხი მუშაობდა, გაკრახმალებულ ხალათებში გამოწყობილი, ექიმები, მედდები. კედლებზე ეკიდა სურათები, მოსაცდელი ჰოლის მხრიდან ურთიერთკავშირის დასამყარებელი მოწყობილობა იყო დადგმული. ჩვეულებრივი ქირურგიული სტაციონარის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მიწვეული ვიყავი ექსკურსიაზე საპლანეტთაშორისო კოსმოსურ სადგურში.

მუშაობაში სწრაფად ჩავერთე. ფრიდონ იპოლიტეს ძის სტილი იყო უბრალო და ეფექტიანი. იგი «ნაკადში ჩაგაგდებდა» და გაკვირდებოდა, როგორ «გამოცურავდი». მე გამოვცურე».

გამოცურა და თოდუას ხელმძღვანელობით ექვს წელიწადზე მეტ ხანს იმუშავა. ყოველი წელიწადი ინოვაციებით იყო აღსანიშნავი. წიგნის ავტორი ჩამოთვლის იმ სპეციფიკურ სამედიცინო სიახლეებს, რომლებშიც ჩვენ პაციენტები ვერ ვერკვევით. მაგრამ რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად, ნერგავდა ბატონი ფრიდონი ჯერ მოსკოვში, შემდეგ _ მშობლიურ საქართველოში.

ფრიდონ თოდუას საქმიანობა თანდათან მსოფლიო მედიკოსთა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. მას აღიარებენ სრულიად საბჭოთა კავშირში, აჯილდოებენ სახელმწიფო პრემიებით.

«ჩვენზე ბევრს ლაპარაკობდნენ და წერდნენ, _ აღნიშნავს გრიგორი კარმაზანოვსკი, _ ფრიდონ იპოლიტეს ძე ძალიან ამაყობდა ჩვენი ქირურგიული მიმართულებით. დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი სამუშაო დროის თითქმის 40 პროცენტი იყო პუნქციები, დრენირება. ასეთი იყო განყოფილების იდეოლოგია. ფსიქოლოგიური ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია _ ყველა ჩვენგანი უწინ ქირურგი იყო, რენტგენოლოგიას კი ვსწავლობდით».

ისწავლეს. დაეუფლნენ. სუპერპროფესიონალები გახდნენ და წინ არნახული პერსპექტივა ელოდათ. და სწორედ მაშინ, «90-იანი წლების დასაწყისში სსრკ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს და პროფესორი ფრიდონ თოდუა სამშობლოში მოიწვია, რათა ახალგაზრდა ქვეყანაში ყველაზე უფრო მოწინავე დიაგნოსტიკის ყველაზე უფრო მოწინავე ტექნოლოგიები დაენერგა. განვლილი წლების გადასახედიდან ახლა ვაფასებ, რა ძნელი იყო ფრიდონ იპოლიტეს ძისთვის, თავი დაენებებინა თავისი პირმშოსთვის. მაგრამ იგი გადაეშვა ახალ ბრძოლაში და გამარჯვებული გამოვიდა. მისი შესანიშნავი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი თავისი ხელმძღვანელის გაკვალული გზით მიემართება, და კარგადაა ცნობილი თავისი ქვეყნის საზღვრებს მიღმა».

დავეთანხმოთ, რადგან მართალს ამბობს ეს კაცი, მისი ნათქვამი ისეთივე გულწრფელია და მართალი, რა სიმართლეც მას ასწავლა ბატონმა ფრიდონ თოდუამ, ჩვენმა საამაყო თანამემამულემ.

არმაზ სანებლიძე

P.S. მე მგონი, ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, ყბადაღებულმა კოაბიტაციამ რატომ მაინცდამაინც თოდუას კლინიკაში ივარგა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here