Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ეკონომიკა, კულტურა, ჯარი, ეკლესია, განათლება _ ამ ინსტიტუტებიდან ყველა დაკნინებულია

თემურ ქორიძე: ეკონომიკა, კულტურა, ჯარი, ეკლესია, განათლება _ ამ ინსტიტუტებიდან ყველა დაკნინებულია

1103

ბოლო დროს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: «მგონი, უფრო დავიღუპეთ…», «ის, რასაც სააკაშვილის მთავრობა კულუარულად აკეთებდა, ესენი ღიად და აშკარად აკეთებენ», «შეგრძნება გვაქვს, რომ ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს», აჭარა ისეთ დღეშია, რომ სოციალურ ქსელებში ხუმრობენ კიდეც: «ხალხს შევარდნაძის დრო გაახსენდა და სააკაშვილი ინატრესო» და . ხალხს იმედი გაუცრუვდა, თანაც ძალიან მალე. ახალი მთავრობაც ძველივით იმ იდეებსა და პროექტებს გვტენის, რომლებიც ქართველის აღშფოთებას იწვევს.

 

ახალი მთავრობაც ხალხს არაფერს უხსნის  და არ ელაპარაკება. უფრო მეტიც, საქართველოს ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი რაღაცები ხდება. ერი შეშფოთებულია. რა ხდება ქვეყანაში? რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვის საკითხი, ადამიანების, რომელთაც დაცვა არ სჭირდებათ და არც არასოდეს დასჭირვებიათ, ჩვენ ხომ ზედმეტი ტოლერანტობით გამორჩეული ერი ვართ?  «საქართველო და მსოფლიო» ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ეროვნული მთავრობის ყოფილ წევრს _ თემურ ქორიძეს ეწვია.

_ ბატონო თემურ, რა არის დემოკრატია? ის, რომ ვისაუბროთ და წინ წამოვწიოთ ქართველისთვის შეურაცხმყოფელი საკითხები? საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ თავს გვახვევენ პრობლემებს, რომლებიც სინამდვილეში პრობლემას არ წარმოადგენს, მაგალითად, როგორიცაა რელიგიური უმცირესობების პატივისცემა. ჩვენ მათ უპატივცემულოდ ვექცევით?

_ ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება შეშფოთებულია, თანაც ძალიან შეწუხებულია პრობლემებით და ყველა თანხმდება იმაში, რომ ეს არის თავსმოხვეული, ცრუ პრობლემები, რომლებიც ჩვენი რეალური ყოფიდან არ მომდინარეობს. ის ხელოვნურად არის გამძაფრებული, ფსევდოპრობლემატიკაა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეჭვებიც ჩნდება.

ცნობილია და სადავო არავისთვისაა ქართველი კაცის ტოლერანტობის ამბავი, ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუმრისადმი.

ამის ახსნა ასე შეიძლება: ჩვენს ისტორიაში თითქმის არ ყოფილა ისეთი პერიოდი, თანასწორი, ღირსეული პარტნიორობა გაგვეწია რომელიმე სახელმწიფოსთვის, მეტწილად ძლიერ მოკავშირეს ვეძებდით და უფრო ხშირად კი პატრონს. ეს ამბავი სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ხასიათი თავისი არსით მონურია. ის მეტყველებს ისტორიის მკაცრ გაკვეთილებზე და ბუნებრივია, რომ ამ გზაზე ბევრი შეცდომაც იქნა დაშვებული.

რაც შეეხება უცხო რელიგიების, სექტების, მოძრაობების მოძალებას, ვფიქრობ, 90-იან წლებში საქართველოში აღმოცენებულ მრავალრიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა დავუკავშიროთ, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროა «დაცვა», «მფარველობა» იმ მიმართულებებისა, რომელთაც საქართველოში რეალურად არავითარი პრობლემა არ ექმნებათ. ლაპარაკია რელიგიურ უმცირესობებზე და, თუ გნებავთ, სექსუალურ უმცირესობებზეც. ბევრი რამ ქართველი კაცისთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ამ თვალსაზრისით ხელჩართული ბრძოლა არასოდეს ყოფილა. ქართული ტრადიციული ღირებულებები ყოველთვის თავის ადგილს მიუჩენდა-ხოლმე ყველა მიმართულებას. მაგალითად ავიღოთ ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა ებრაელ ხალხთან. ჩვენ მათთან პრობლემა არასოდეს გვქონია. გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, სახელმწიფოს ფინანსების სავაჭრო-სამრეწველო სექტორის 90 პროცენტი ებრაელების ხელში იყო, რამაც პრობლემები წარმოშვა. ქართველი ებრაელობა კი არასოდეს წაპოტინებია იმ სიმაღლეებს, რომლებზეც «ექსკლუზიურ» უფლებას ეთნიკურად ქართველი აცხადებდა. ქართველ ებრაელს არასოდეს მოუსურვებია ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობის დაკავება ან თუნდაც სახელოვნებო წრეებში წინამძღოლის, მასწავლებლის, ლიტმოძღვრის როლი. ასეთი ტენდენციები ევროპაში შეიმჩნეოდა, როდესაც ებრაელმა განათლებულმა ფენებმა პრაქტიკულად სულიერი, კულტურული და მეცნიერული აზრის თვალსაზრისით წინამძღოლობა ითავეს. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდებოდა, ამდენად, კონფლიქტიც ამ ნიადაგზე საქართველოში არ ყოფილა.

სოროსის ბიოგრაფიას ვინც კარგად იცნობს, დარწმუნდება, თუ რამდენად გაუჭირდათ ებრაელებს ევროპაში და, აქედან გამომდინარე, ეს სქემები საქართველოშიც გადმოიტანეს, თუმცა მათი მოქმედების აუცილებლობა აქ ნამდვილად არ იყო. ეს არ ემყარებოდა გულმხურვალე, გულწრფელ ტოლერანტობას, რადგან მას უზარმაზარი ფინანსები მოჰყვებოდა და, ბუნებრივია, რომ შესაფერისი სიხარბეც დახვდა. აქაც დაიწყეს გააქტიურება ობივატელურმა ფენებმა.

თუკი არ შევისწავლით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომავლობას, მათ მსოფლმხედველობრივ ფინანსურ ინტერესებს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი, ხელოვნურად შექმნილი ხიფათის წინაშე აღმოვჩნდებით.

1999 წლისთვის, არასამთავრობოების ჩამოყალიბებამ პიკს მიაღწია. ამ ყველაფერს სათავეში ზურაბ ჟვანია ედგა, არასამთავრობოებში მომუშავე ადამიანებს ძალიან მაღალი ხელფასები ჰქონდათ, იმ პერიოდში ეს ხელფასები მაცდუნებელი იყო. მაშინ მყარად ჩამოყალიბებული ფენა შეიქმნა, არ მინდა «მეხუთე კოლონა» დავარქვა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. ეს პრობლემა, რომელიც ახლა დგას უმცირესობებთან დაკავშირებით, საუბარია, ნებისმიერ უმცირესობაზე, არის დასავლეთის პრობლემები და არა ჩვენი.

ავიღოთ 17 მაისის პრობლემა. ვინ შექმნა ის? რატომ გახდა აუცილებელი გეიაღლუმის ჩატარება მანცდამაინც ეკლესიის წინ, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე? ეს არ არის რიგითი, სოციალური ან ეკონომიკური პრობლემა, ეს შეიძლება ქართველი ადამიანის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემად ჩაითვალოს. ამ ფაქტმა სახელმწიფოში რყევა გამოიწვია, რაც აშკარაა, რომ თავმოხვეულია.

_ 17 მაისის შემდეგ ევროპამ და ამერიკამაც ძალიან შემოგვიტიეს და გვითხრეს, რომ ვერაფერს ეღირსებით, თუ სექსუალურ უმცირესობებს პატივს არ სცემთო. ეს არის გზა ევროპისკენ ან დემოკრატიისკენ?

_ ესეც ვულგარიზაცია დემოკრატიის იდეის გააზრებისა. პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ამას არავინ გვეუბნება, ეს პრობლემები ევროპაში გაცილებით მძაფრად დგას და ჩვენს ხელისუფლებას სქემა მზამზარეულად გადმოაქვს.

ხელისუფლებას რომ ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესები გარკვეულ კალაპოტში მოაქციოს, ამაზე ლაპარაკიც არ იქნებოდა. ხელისუფლება, როგორც სხვა სფეროებში, ამ საკითხშიც სრულიად მოუმწიფებელია. მათ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ თანამედროვე პრობლემებს და ამას ან მოჩვენებითი ტოლერანტობით უდგებიან, რაც უფრო აღიზიანებს ხალხს, ან ბრმად მიიჩნევენ, რომ ეს არის ის აუცილებელი კანონი, რომელთან შეხებაც დენთის კასრივით ააფეთქებს მათ.

შპენგლერმა თავის დროზე, ევროპული აზროვნება ზანგი მონის აზროვნებას შეადარა, რომელიც სამყაროს ყოფს სამ ნაწილად: მე, ჩემი ტომი და დანარჩენი მსოფლიო. ჩვენ მიმბაძველურად, სნობისტურად ვაკეთებთ აქცენტს. ქართველი სნობები ცდილობენ, რომ ჭეშმარიტ ევროპად ის გამოაცხადონ, რაც ევროპელებისთვის სამარცხვინოა.

ქართველები ხელისცეცებით ვეძებთ ჩვენს ადგილს ამ უკიდეგანო სამყაროში, სადაც მივაწყდით, ჩინური კედელი დაგვხვდა.

ტრაგედია თავისუფლებაში არ არის. ნუ დავაბრალებთ ჩვენს გაჭირვებას თავისუფლებას. რაც გვჭირს, იმის გამოა, რომ ქართველები ვერ ვეზიარეთ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას. დემოკრატიას დღეს ლაფში სვრიან, არ ვიცით, რა არის დემოკრატია და იმიტომ. აქ რომ ნამდვილი დემოკრატია იყოს, დამიჯერეთ,  ჩვენ ეს პრობლემები არ გვექნებოდა. გაურკვევლობამ, აღრევამ, ცრუღირებულების ღირებულებად გასაღებამ, ცრუფასეულობის ფასეულობად გასაღებამ, ცრუმესიების მესიებად გასაღებამ გამოიწვია ის, რომ ვერ მივუახლოვდით ჭეშმარიტებას.

_ ბატონო თემურ, რა ჰქვია დღეს ჩვენს მდგომარეობას?

_ მიხაკო წერეთელის სიტყვები მახსენდება: «კიდევ უფრო დაცემულ ვართ». დააკვირდით, როგორი განწყობაა საზოგადოებაში. შეიძლება კულუარულ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ საზოგადოების აზრი კარგად ვიცით. დღევანდელ საქართველოში იმდენად მძიმე ატმოსფეროა, რომ ღრმა დეპრესიის ზღვარს ვუახლოვდებით.

_ ადრეც ვყოფილვართ ასეთ მდგომარეობაში?

_ კი, ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი ინტენსივობით განმეორება დეპრესიისა სასურველი არ არის. მთავარი ისაა, რომ იმედის ნიშანწყალი, გაბრწყინების ნიშანწყალი არ ჩანს. იმ უბედურებაზე, რომელიც თავს დაგვატყდა, მეტყველებს ერთი ფაქტი, რომ გამოჩნდა საქართველოში ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს მისტიურ საჭეთმპყრობელობას 20 წლის განმავლობაში, რაც ქართული საზოგადოებისთვის უბედურებაა. ერთის მხივ, ეს დიდი მკრეხელობაა; მეორე მხრივ _ ტრაგედია, გათამამებული, წაქეზებული პატივმოყვარეობა და თანაც დაუსჯელი; ცდილობს, ხალხს თავს მოახვიოს თავისი ნება, ბედავს, პატივმოყვარეობა ხმამაღლა ელაპარაკოს უფლებას, ნაციის უფლებას. ერთი ადამიანის პატივმოყვარეობა და საზოგადოების უფლება ერთმანეთის პირისპირ დგას, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ნაციის უფლება მძიმე მდგომარეობაშია.

_ რამდენ ხანს გასტანს ეს ამბავი?

_ ჩვენთან რომ რომელიმე ინსტიტუტი ძლიერად იდგეს ფეხზე, მაშინ შეგვეძლება მიახლოებითი პროგნოზის გაკეთება. ერი რაზეც დგას: ეკონომიკა, კულტურა, ჯარი, ეკლესია, განათლება _ ამ ინსტიტუტებიდან ყველა დაკნინებულია. ჩამოთვლილთაგან რომელიმეს სიცოცხლის ნიშანწყალი რომ ეტყობოდეს, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავცვივდებოდით.

გავიხსენოთ ძველი ანდაზა: «ციხე შიგნიდან ტყდება». თუ ჩვენ ციხეს შევაკეთებთ, დამერწმუნეთ, ვერავითარი ანტიღირებულებები, ვერავითარი თავსმოხვეული სქემები ვერ მოგვერევა. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ფსევდო, ცრუ და ნამდვილი. გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, რომ მესია არ გვინდა, მას არ ესმის, რომ მესიას კი არ უნდა ებრძოლოს, ცრუ მესიას უნდა ებრძოლოს. მესია ვერ იცნეს ებრაელებმა და ჯვარზე გააკრეს. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის გზას რომ გავყვეთ, სადამდე მივალთ. ვფიქრობ და მწამს, რომ ივანიშვილი უფრო მოკრძალებული გახდება თავის მესიანისტურ შეხედულებებში და ასეთ სისულელეს მომავალში აღარ იტყვის. ჩვენ უნდა გავყვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარტი წინამძღოლები იყვნენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი ადამიანები საქართველოში აღარ იყვნენ, მოლოდინი დიდია. გვეყოფა, საშუალო ნიჭის, საშუალო და მეტი სიხარბის ადამიანების წინამძღოლობა. ყველაფერს დასასრული აქვს… ბუშს ეგონა, რომ სააკაშვილი «დემოკრატიის შუქურა» იყო, ივანიშვილს ეგონა, რომ მერაბიშვილი დიდი მენეჯერი იყო, მაგრამ ახლა ყველა ყველაფერს მიხვდა.

კარგია, თუ ადამინებს აღარ ექნებათ პრეტენზია ისტორიის შექმნაზე, რადგან ეს არ ხელეწიფებათ, ამიტომ სხვას ხელს ნუ შეუშლიან და თავადაც ნუ იტვირთებენ იმაზე მეტს, რისი ზიდვაც არ შეუძლიათ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here