Home რუბრიკები საზოგადოება ადამიანი, რომელიც დაიბადა 21 დეკემბერს

ადამიანი, რომელიც დაიბადა 21 დეკემბერს

213

რუსეთსა და საქართველოში ბევრმა იცის, რომ ამ დღეს დაიბადა ადამიანი, რომელმაც ახალი ეპოქა, ან სულაც ახალი ერა შექმნა კაცობრიობის ცხოვრებაში. ისტორიას ჯერ კიდევ გამოსატანი აქვს თავისი მართებული, პირუთვნელი ვერდიქტი, თუ როგორი იყო ეს ეპოქა, მაგრამ ამ ადამიანის უდიდესი მასშტაბი არავითარ ეჭვს არ იწვევს. ბევრმა ისიც იცის, რომ კითხვაზე, თუ რა ეროვნებისაა, ამ ადამიანმა უპასუხა, რომ ისაა ქართველი, რომელიც მიიღო და აღზარდა დიადმა რუსმა ხალხმა. დაე, იდავონ, პიროვნების ჩამოყალიბებაში გენეტიკაა მთავარი თუ აღზრდა, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც დაიბადა 21 დეკემბერს, თანაბრად გვეკუთვნის ორივე მართლმადიდებელ ხალხს.

სამწუხაროდ, ჩვენს დროებაში საღი აზრის საწინააღმდეგოდ სადავოდ გამხდარა თვით ისეთი ფაქტებიც, რომლებიც არსებობს, ასე ვთქვათ, “სუფთა” სახით. მიუხედავად ამისა, მე გამოვთქვამ ჩემს აზრს და დავეყრდნობი სწორედ ამ “სუფთა” ფაქტებს. მაშ ასე: ადამიანმა, რომელიც დაიბადა 21 დეკემბერს, ჩაიბარა ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა, რომელშიც მთავარი სამუშაო იარაღი იყო ცხენშებმული ხისგან გამოთლილი გუთანი, ხოლო თავის შემდეგ დაგვიტოვა დიადი ინდუსტრიული ქვეყანა, რომლის ხელშეუხებლობას ატომური იარაღი ედგა სადარაჯოზე. სსრკის ეკონომიკა 1929 – 1955 წლებში გაიზარდა 14-ჯერ და გახდა პირველი ევროპაში და მეორე _ მსოფლიოში, მიუხედავად გამაჩანაგებელი ომისა. ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა შეადგენდა 13,8%-, საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობამ მოიმატა 26 წლით, მოსახლეობა გაიზარდა 46 მილიონით (მიუხედავად ომში დაკარგული 26 მილიონი ადამიანისა), რეალური ხელფასი გაიზარდა 4-ჯერ, ხოლო შემნახველ სალაროებში მეანაბრეთა ფულმა მოიმატა 5-ჯერ. ამ ყველაფერს მან მიაღწია უცხოური ინტერვენციებით და სამოქალაქო ომით დაქცეულ ქვეყანაში, რომელიც, ამასთანავე, მუდმივად საგარეო იზოლაციაში იყო უცხოელკეთილისმსურველთამეცადინეობით, ხოლო შიგნით მრავლად ჰყავდა არცთუ მშვიდობიანად განწყობილი ოპონენტები. აი, ასეთ რთულ ფონზე მან შეძლო, გარღვევა მოეხდინა არა მარტო ეკონომიკაში, მეცნიერებაში, განათლებაში და .., არამედ მოიგო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი.

ნაცვლად იმისა, რომ გავფრთხილებოდით 21 დეკემბერს დაბადებული ამ ადამიანის მიღწევებსა და მემკვიდრეობას, აგერ უკვე 70 წელია, მიმდინარეობს ჩვენი დიადი ქვეყნის ისტორიის იმ რთული, მაგრამ დიადი ეპოქის გამალებული გაბიაბრუება. ამ გაუთავებელი ძირგამომთხრელი კამპანიის ყველა “გმირს” რა ჩამოთვლის, მაგრამ კარგად ვიცით მათი “რკინისებური” არგუმენტები: რეპრესიები, “მთელი გამორჩეული ინტელიგენციის”, ყველა “ნიჭიერი” სამხედრო მეთაურის” დახვრეტა, სახელმწიფო ხიშტებზე იდგა, მეფობდა შიში, დიქტატურა და გულაგი… და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ გაუკუღმართებული არგუმენტების ბევრს სჯერა. ასეთებს რამდენიმე მარტივ კითხვას დავუსვამდი:

_ თუკი ინტელიგენციას ანადგურებდა, ვინ შექმნა 30-იან წლებში ფუნდამენტურ მეცნიერებათა საბჭოთა სკოლა, რომელიც მოწინავე გახდა მსოფლიოში?

_ თუკი სამხედრო მეთაურებს ანადგურებდა, ვინ მეთაურობდა შენაერთებისა და ფრონტების სხვასხვა რგოლს დიდი სამამულო ომის დროს?

_ როგორ მივაღწიეთ 1930-დან 1940 წლამდე ეკონომიკის 300%-იან ზრდას? როგორ მოხდა, რომ 1940 წლისთვის, როცაყველა უკვე დახვრეტილი იყო”, სსრკ მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოში ყველა პროდუქტის თუ საქონლის წარმოებაში?

_ როგორ გახდა შესაძლებელი, რომ უზარმაზარ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრა ისე, რომ თვით ეს ცნება მიეცა დავიწყებას?

_ ეს როგორ მოხდა, რომ კლავდა, ხვრეტდა, ყველას რეპრესიებს უწყობდა და ამ დროს ადამიანმა, რომელიც 21 დეკემბერს დაიბადა, აკრძალა თვითნებური აბორტები ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვების გადასარჩენად და ერის გასამრავლებლად?

_ რა ძალამ აიძულა მთელი საბჭოთა ხალხი, ცხარე ცრემლით ეტირა, როცა ამ ქვეყნიდან აცილებდა იმ ეპოქის არქიტექტორსა და შემოქმედს?

ამ კითხვებზე პასუხების ძიება ცხადყოფს, რომ შიშით, პატიმრობით, დახვრეტებითა და წამებებით ასეთი შედეგების მიღწევე შეუძლებელია. თავისუფლება, თანასწორობა, ექსპლუატაციისგან თავისუფალი შრომა, კანონისა და სამართლის უზენაესობა, ხალხთა მეგობრობა, ხვალინდელი დღის რწმენა და ქვეყნის მმართველის ცხოვრების წესის პირადი მაგალითი _ აი არგუმენტები, რომელთა გამო სჩადიოდა საბჭოთა ხალხი შრომით და საბრძოლო გმირობებს.

ისტორიული სამართლიანობის სასწრაფოდ აღდგენა, იმ დროების მოვლენათა ობიექტური შეფასება ჩვენთვისაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ ეპოქის არქიტექტორისა და შემოქმედისთვის, რომელიც 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. ჩვენი მდუმარების ფონზე ცილისწამებაში გახვიეს და ტალახში ამოსვარეს ჩვენი ხალხების ისტორიის ყველაზე ნათელი ფურცელი, თავზე დაგვანგრიეს ჩვენი საერთო სახლი და გაძარცვეს ჩვენი უზარმაზარი ქვეყანა!

სსრკ-ის დანგრევა ერთმნიშვნელოვნად მსოფლიო კატასტროფაა, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის ხალხებისათვის. ამ კატასტროფის შედეგები კიდევ მრავალ ათწლეულს შეგვახსენებს თავს. საბჭოთა კავშირის არარსებობის პირობებში პლანეტაზე ღრმავდება გაურკვევლობა, ნამდვილ ღირებულებებს აუკუღმართებენ, დგება შეშლილობისდარი შფოთიანი ხანა, კაცობრიობა სულ უფრო კარგავს ადამიანურ სახეს და უკან-უკან მიექანება. ცისარტყელისფერი დროშით გვიტევს ნეოლიბერალური ჭირი _ ყავისფერ ჭირზე უარესი მტერი. ხსნის ერთადერთ იმედად, როგორც არაერთხელ ყოფილა ადრე, ისევ დიადი რუსი ხალხი გვესახება მხოლოდ.

დიახ, დიადი რუსი ხალხი! 70 წელია, აღარ გამიგია, რუსები ვინმეს ასე მოეხსენიებინოს. ის, ვინც 21 დეკემბერს დაიბადა, არავის არ ეპირფერებოდა, სიტყვებს ჰაერზე არ ისროდა და თავის შეფასებებში არ ცდებოდა.

იმ განასაცდელების დასაძლევად, რომლებსაც ჩვენი ქვეყნების და ხალხების “კეთილისმსურველნი” კიდევ გვიმზადებენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, შევისწავლოთ და ობიექტურად შევაფასოთ ის ეპოქა, რომელიც ფოლადის ადამიანის გენიამ გვიბოძა.

ტარიელ სუხიაშვილი

P.S. ავტორმა წინამდებარე წერილი ორიგინალში დაწერა რუსულად, რომელიც დიდი მოწონებით გავრცელდა რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here