Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

207

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით, მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

* * *

აშშ-დასავლეთი საქართველოს მოსახლეობასა და მის ხელისუფალთ დაჟინებით აიძულებს, იწამონ აშკარა ტყუილი _ თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის აგრესიით დაიწყო. “ოცნების” ხელისუფლებამ სააკაშვილი მილიონების მიტაცებისთვის გაასამართლა და არა ცხინვალის ავანტიურისთვის; ამიტომაა, რომ ის თავხედობს. ქართულ სასამართლოს სააკაშვილი ისე უნდა დაესაჯა, როგორც აგვისტოს ომის დამწყები; სამუდამო თუ არა, 25-წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯა, რადგან შევარდნაძის დაწყებული ბოროტება მან დააგვირგვინა _ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაგვიკარგა. ეს სიმართლეა!

კელი დეგნანი

* * *

დასანანია, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს ცხოვრებაში აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის უხეშ, დამამცირებელ ჩარევაზე რომ არ რეაგირებს. ქალბატონი ელჩი თავს უფლებას აძლევს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ხელმძღვანელობა დაუწუნოს. რატომ? _ იმიტომ, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა ქართველ ხალხთან და ეკლესიასთან ერთად რუსთაველის პროსპექტზე პედერასტთა აღლუმი აღკვეთა.

ქალბატონი ელჩი ბილწთა ქომაგად მოგვევლინა _ ის საქართველოდან გაძევებას იმსახურებს; ესეც სიმართლეა!

* * *

მისასალმებელია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოპტიმიზმი _ “მშვიდობისა და განვითარების გზით აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს…” ეს სინამდვილედ რომ იქცეს, ბატონ პრემიერს წინასწარ გასატარებელი ღონისძიებები უნდა ჩამოეთვალა, რაც ვერ ან არ გააკეთა. ამ ღონისძიებებს მე, პოლიტოლოგი, ჩამოვუთვლი: კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ ნატოევროსტრუქტურების ხსენება; გავაუქმოთ .. ოკუპაციის მუზეუმი; დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან _ წინასწარი პირობებისა და შუამავლების გარეშე; აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა; გამოვაცხადოთ ფინეთის მსგავსი სამხედრო ნეიტრალიტეტი; ვიზრუნოთ სოხუმის გავლით ადრინდელი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის მიმართულებით; გამოვიყენოთ რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბი.

აი გზები თქვენი ოპტიმიზმის განხორციელებისკენ. ბატონო პრემიერმინისტრო, იწამეთ ეს ჭეშმარიტება, წარმატებებს გისურვებთ!

დღეს ქართველთა ერთი ნაწილისგან ხშირად გვესმის: ვართ “ევროპელი სოციალისტები” თუ პარტია “ევროპელი დემოკრატების” წარმომადგენლებიო. მათ ვურჩევ: ბატონებო, ერთიანად გადასახლდით იმ თქვენს ევროპაში, ჩვენ კი აქ დაგვტოვეთ _ წინა აზიის საქართველოში.

* * *

ბატონმა გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა რომ მიატოვა, მაშინვე ვიფიქრე, ის სამოქმედოდ რადიკალურად განსხვავებულ პროგრამას შემოგვთავაზებდა, ვთქვათ, რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან წასვლას შუამავალთა გარეშე ან კიდევ ნატოს ორგანიზაციაში გაერთიანებაზე უარის თქმას და ა.შ. და ა.შ., მაგრამ ჩემი ფიქრი არ გამართლდა. მოხდა ის, რასაც ყველა ვხედავთ. გახარიას საქციელს დიდოსტატურ ღალატს, ზურგში მახვილის ჩაცემას დავარქმევ და გადაჭრით ვგმობ. მოვუწოდებ ბატონ გახარიას, დარჩეს განცალკევებით, მარტოდმარტო საკუთარ თავთან, იფიქროს ხანგრძლივად და მიხვდება, პარტია “ქართული ოცნების” წინაშე როგორი ღალატი და ენით გამოუთქმელი უმადურობა ჩაიდინა.

* * *

ბევრჯერ მითქვამს, გამომიქვეყნებია კიდეც _ გეოპოლიტიკური სიბრმავე საქართველოს ტრაგედიაა, რომელიც ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსის ნაყოფია. ეს სიბრმავე, 30 წელზე მეტია, გვტანჯავს, გვაწამებს, ტერიტორიებს გვაკარგვინებს, როგორც იტყვიან, სისხლს გვიშრობს. აშშ-ის პოლიტიკურმა კორონავირუსმა ისე დაგვაბრმავა, რომ დაგვაკარგვინა სინამდვილის აღქმა-შემეცნების, დანახვის უნარი. ვერ ვხედავთ, სად, რომელ კონტინენტზე, რომელი ქვეყნების გარემოცვაში ვცხოვრობთ, როგორია ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური კურსი; ვერ ვხედავთ 700-კილომეტრიან საერთო საზღვარს დიდ რუსეთთან და ისე ვმოქმედებთ, ისეთ საგარეო-პოლიტიკურ კურსს ვადგავართ, თითქოს საქართველო სადღაც ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარეობდეს. სწორედ გეოპოლიტიკური სიბრმავის ნათელი დემონსტრირებაა “ნატოში მინდას” უწყვეტი ქაქანი. ვერა და ვერ გავაცნობიერეთ, რატომ არ ეტრფიან წყეულ ნატოს ჩვენი უშუალო მეზობლები _ სომხეთი და აზერბაიჯანი. ცხადია, აშშ-ის პოლიტიკურმა კორონავირუსმა მათი დაბრმავება ვერ შეძლო.

ვეკითხები ქართველ ხალხს, ხელისუფალთ: როდემდე ვიცხოვროთ აშშ-ის პოლიტიკური კორონავირუსის მიერ თავსმოხვეულ გეოპოლიტიკურ სიბრმავეში?

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here