Home რუბრიკები საზოგადოება «ძირს დრომოჭმული ქართული ტრადიციები, გაუმარჯოს ევროპას და ჩვენი ქვეყნის პედერასტიზაციას»!

«ძირს დრომოჭმული ქართული ტრადიციები, გაუმარჯოს ევროპას და ჩვენი ქვეყნის პედერასტიზაციას»!

1193

ძალზე გამაღიზიანებელი და მდგომარეობიდან გამომყვანია ამ ვითომდა, . . ადამიანის უფლებათა დამცველი ასობით ორგანიზაციის გააქტიურება, და დიდი წუხილი 17 მაისს მომხდარი ინციდენტის ირგვლივ. უკვე აუტანელი და ამაზრზენი გახდა მათ მიერ ყბადაღებული ძახილი უმცირესობის მსხვერპლად, ხოლო ქვეყნის პატრიოტი უმრავლესობის აგრესიულ ბრბოდ მოხსენიება. იცავ  პედერასტების უფლებადამცველ 45 წარმომადგენელს და არაფერს ამბობ მათ წინააღმდეგ გამართულ მიტინგში მონაწილე 50 ათასამდე თბილისელის უფლებებზე. როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ეს ლიბერასტი უფლებადამცველები ჯერჯერობით მოთელვის ფაზაში არიან და უფრო დიადი მიზნის, «ერთსექსიანი ქორწინების», დასაკანონებლად ნიადაგს სინჯავენ. თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მასონური პოლიტიკის გატარებაში ვალში არ დარჩნენ და უფრო მეტი სამსახური გაუწიონ თავიანთ ოკეანისგაღმელ პატრონებს.

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ უფლებადამცველთა უმეტესობა სიმართლისა და ობიექტურობის სამსახურში კი არა, თავისი  მფარველების, ანუ დამფინანსებლების დაკვეთების შესრულებასა და მათი ინტერესების დაკმაყოფილებაში არიან ჩართულნი. მოკლედ, დაფინანსება რომ არ შეუწყდეთ და ფული ჰქონდეთ, ამისათვის ყველაფერს კადრულობენ და ობიექტურობას, სიმართლესა და ქვეყნის ინტერესების დაცვას დიდად არაფრად დაგიდევენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემია და გამოირჩევა ნი ნინია კაკაბაძე. ამ ვითომ უფლებადამცველი ქალბატონის ქმედებები გამაღიზიანებელ სფეროს ბევრად სცილდება და ამაზრზენი ხდება. როგორც ჩანს, ნინიას, ამ მხრივ რაღაც სერიოზული პრობლემები თვითონ აქვს, თორემ მარტო ფულისთვის, არა მგონია, ადამიანი ასე გამომწვევად იქცეოდეს, ასე გამწარებული თავს იკლავდეს და მედგრად იცავდეს, ამ გადახრების მქონე ავადმყოფ თუ ზნედაცემულ უმცირესობას. წამდაუწუმ ახსენებენ 17 მაისს და ხმას არ იღებენ 7 ნოემბერსა და 26 მაისზე. ერთ ამბავს ტეხენ და ხმაშეწყობით გაჰკივიან, არავითარ შემთხვევაში წამების ვიდეომასალა არ უნდა გამოქვეყნდეს და იგი მოსახლეობის ფართო მასებმა არ უნდა ნახონო, რადგან ამით დაზარალებულთა უფლება დაირღვევაო.

ქ-ნო ნინია, ამათი უფლებები, კარგახანია, დაირღვა, ღირსებაც შეულახეს და ოჯახიც წაუბილწეს. ახლა ეს ვიდეომასალა გინდ გამოაქვეყნე და გინდა არა, ამით მათთვის არც არაფერი შეიცვლება. სად იყავით მაშინ, როცა ამ ადამიანებს აწამებდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ და მათი უფლებები მართლა ირღვეოდა. ამასთან, არაფერს ამბობთ და მიჩუმათებულია ამ წამების უშუალო ორგანიზატორები და შემსრულებლები. ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდეს თუ არა. ყოველდღიურად ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობით იწყებს მუშაობას ყველა საინფორმაციო საშუალება. ამ საკითხის გადაწყვეტა ისეთ ხარისხშია აყვანილი, თითქოს ქვეყანაში სხვა ყველაფერი მოგვარებულია და მხოლოდ ერთი პრობლემაა დარჩენილი. სირცხვილია, როცა ქვეყნის უმთავრესი პრობლემის, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზებისა და საშუალებების ძიებაზე ამის ნახევარი ძალისხმევითაც რომ არ მიმდინარეობს მსჯელობა. არ მახსენდება შემთხვევა, ამ ე. წ. უფლებადამცველებს ამაზე ისე აქტიურად ებრძოლოთ, როგორც უმცირესობის დასაცავად. ამ ვიდეომასალების განადგურებაზე კი, თანაც რაც შეიძლება მალე, მთელი ქვეყანაა შეყრილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ვიდეომასალებში მისი განადგურების მომხრეთა უმრავლესობაზე კოშმარული კომპრომატებია დადებული და მისი გამჟღავნების ეშინიათ. 

ქვეყანაში ასობითაა ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია და რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს წამებები და ადამიანთა ასეთი გახშირებული უფლებების დარღვევა, მათ თვალწინ ხდებოდა. უფრო სამწუხარო ისაა, რომ მათ აღსაკვეთად და რაიმე პრევენციული ზომების გასატარებლად ამ ე.წ. უფლებადამცველთა როლი ნულის ტოლია. თუ ორგანიზაცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ადამიანთა იმედებს ვერ ამართლებს, მაშინ რაღა საჭიროა ასეთი ორგანიზაციები; მარტო იმისათვის, რომ გრანტები ჩაიჯიბონ და პოსტფაქტუმ იყვირონ, აი, ამა და ამ ადამიანის უფლება დაირღვაო? თქვენ ყოველთვის იმას გაიძახით და ახმოვანებთ, რასაც თქვენი პატრონი და მამამარჩენალი დამფინანსებელი მეგობრები გკარნახობენ ოკეანის გაღმიდან. თქვენთვის მთავარია, არ შეგიწყვიტონ დაფინანსება, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს და დიდად არ გადარდებთ, მათი კარნახის შესრულება ქვეყნის ინტერესებიდანაა გამომდინარე თუ ეწინააღმდეგება მას. დროა, ქვეყნის ინტერესებისადმი ასეთი ტენდენციური დამოკიდებულება დამთავრდეს და იგი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ შეიცვალოს. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, ის საქართველოს მთელმა მოსახლეობამ უნდა ნახოს, რათა ქართველი ხალხი საბოლოოდ დარწმუნდეს, თუ რა სატანური ხელისუფლება გვყავდა «ნაციონალური მოძრაობის» სახით და როგორ ექცეოდა საკუთარ მოსახლეობას ამ 9 წლის მანძილზე.

ამ «ნაციონალებისა» და მათი ნარჩენების მხრიდან ავადმყოფურ აზროვნებასა და უნამუსობას მართლა არ აქვს საზღვარი.

საფრანგეთის პარლამენტის მიერ 2013 წლის 23 აპრილს ერთსქესიანი ქორწინების კანონის მიღებასა და ამ კანონის დაკანონებაზე პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მიერ ხელის მოწერის გამო ცნობილმა ფრანგმა მემარჯვენე ისტორიკოსმა, 78 წლის დომინიკ ვენერმა 2013 წლის 21 მაისს, პროტესტის ნიშნად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ თავი მოიკლა. ამას მოჰყვა ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზის ქუჩებში ადრე გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციების განახლება, რომელმაც მ. წ. 26 მაისს ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უკვე 150 ათასი პარიზელი გამოიყვანა ქუჩაში. არა მგონია, საქართველო საფრანგეთზე მეტად დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ერთი ამბავი ატეხეს ამ პედერასტებმა და მათმა მხარდამჭერმა ვაიდემოკრატებმა, ამერიკული ფულით ნასაზრდოებმა ბოკერია-ჩერგოლეიშვილებმა, ნინია კაკაბაძეებმა, თუთბერიძეებმა და თავისუფლების ინსტიტუტიდან გამოჩეკილმა მათმა მსგავსმა ლიბერასტებმა, რომლებიც თურმე მათ უფლებებს იცავენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არც ერთი პედარასტი, რომელსაც პრეტენზია გამოეთქვას, რომ ვინმეს მისი უფლებები დაერღვიოს და ლოგინში კოტრიალის დროს თავის კოლეგა პარტნიორთან გახურებული სქესობრივი ორგია შუა გზაზე შეეწყვეტინებინოს. ეს პედარასტთა გულდამწვარი ჭირისუფლები, უფრო სწორად ამერიკულ დოლარებს დახარბებული, ქართული ტრადიციების აბუჩად ამგდები, ქვეყნის გამყიდველი და ვითომ დემოკრატიული პრინციპების მატარებელი სერგო რატიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, თეა თუთბერიძე და მსგავსნი მათნი გამწარებული გაჰკივიან, რომ თურმე საქართველოში მათი უფლებები ირღვევა.

ქვეყანაში ათასობით გადაუჭრელი ყოფითი და სოციალური პრობლემაა მოსაგვარებელი, ამ დროს ამ არარსებული პრობლემის წინა პლანზე წამოწევა და მისი მსოფლიოს მასშტაბით აჟიტირება ახალი ხელისუფლების მიმართ პროვოკაციისა და საბოტაჟის მოწყობის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე ამ ავადმყოფი უმცირესობების უფლებების დაცვას. რამდენად ამაზრზენია, როცა ეს პედერასტების დამცველი ლიბერასტები გამწარებული იცავენ და მკერდით ეფარებიან იმ გაუკუღმართებული ორიენტაციის მქონე უმცირესობის დამცველ 45-კაციან ჯგუფს და არაფრად აგდებენ მათ წინააღმდეგ ამხედრებულ ათიათასობით ქუჩაში გამოსული თბილისელის აზრს. მიტინგის ჩატარებას ითხოვდნენ ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ავღანეთში გმირულად დაღუპული 3 ქართველი ვაჟკაცის ცხედარი ესვენა და მთელი თბილისი მათ უკანასკნელ გზაზე აცილებდა. თუ ეს არის დემოკრატია, და ჰომეროსის, შექსპირის, გოეთეს, მიქელანჯელოს, რემბრანტის, ბისმარკისა და რობესპიერის ევროპული ღირებულებები ამ დონეზეა დასული, მაშინ არც ასეთი ევროპა მინდა და არც მათი ღირებულებები. ყველაფერი ეს უკონკურსოდ დამითმია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ სერგო რატიანს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, თეა თუთბერიძეს, ხათუნა გოგორიშვილს და მათ მსგავს ალხანა-ჩალხანებს.

ძვირფასო მკითხველო, თქვენი არ ვიცი და პირადად მე ამერიკასთან მეგობრობა და პარიტეტულ საწყისებზე პარტნიორობა იმიტომ მინდა, რომ, როგორც პატარა ქვეყანამ, თვითმყოფადობა შევინარჩუნო და ეროვნულობა გადავირჩინო. იმიტომ ვიღებთ ამდენ მსხვერპლს, რომ ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე არ წაიშალოს. აბა, თუ ტრადიციებს დამავიწყებ, ეროვნებას წამართმევ, წინაპრებისა და უფროსებისადმი პატივისცემას დამაკარგვინებ, ასეთი არც ევროპა მინდა და არც ამერიკა. თუ კი ევროპისა და ამერიკის მხრიდან, კვლავ გაგრძელდება ასეთი მდარე ღირებულებების თავსმოხვევის ტენდენცია, მაშინ საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არანაკლებ მტკივნეული ძირითადი ღირებულებების გადასარჩენად და შესანარჩუნებლად, ალბათ, მოუწევს თავისი საგარეო კურსის შეცვლა და ისეთ სტრატეგიულ ქვეყანასთან დამეგობრება, რომლისთვისაც ეს ჩვენი ღირებულებები მისაღები იქნება და რამდენიმე კინკილა პედერასტის გულისთვის მთელ საქართველოს მტრად არ მოიკიდებს.   

ომარ გოცაძე

 

1 COMMENT

  1. დავიღალეთ დასავლური ლიბერალური პოლიტიკის ცხვირში ძალით შეტენვით, ქართული სახელწიფო გადაარჩინა მართლმადიდებლობამ და ქართულმა ტრადიციებმა, მაგ პოლიტიკით იცხოვროს და აცხოვროს თავის ოჯახის წევრები რესპებმა, ნაცებმა და სხვა დასავლეთზე სულით გაყიდულმა და ფულზე დახარბებულმა პარტიებმა, ჩვენ ქართველებს დაგვანებოს თავი ყველა გამყიდველმა- ვაი პარტიებმა , და საერთოდ ოცნებამ- რას დაგვასვა თავზე ეს ურეიტინგო პარტიები , ვაი ჩემო საქართველო როდის გვეშველება ?……

  2. ძალიან სუსტი, დაბოღმილი და არაფრისმომცემი ბოდვაა, რომლის პათოსიც ქვეყნის ყველა პრობლემის მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიაზე დაბრალებაა. რაც პირდაპირ არაპროფესიონალიზმზე და არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს

  3. ფარნავაზის და რუსთაველის ქვეყანა თუკი გახდა ერთი მუჭა ლიბერასტების საბლატაო,რატომ არ შეიძლება შექსპირისა და რემბრანდტის ქვეყანაც ძმათა მათთა საგულაო იყვეს.ეპოქის სენია ეტყობა.ვერაფერ განსხვავებას ვერ ვხედავ მოსკოვიდან იმართბიან თუ ვაშინგტონიდან,ორივეგან ქართული ინტერესი ნულის ტოლია.მოკავშირედ კი ისევ ის აჯობებს რომელიც ქართულ მომავალს,მამაკაცის და მანდილოსნის ფუნქციას ბუნებრივ დატვირთვაში ხედავს და არა ერთი მუჭა გაუკუღმართებულ და ტვინნაღრძობ განტევების ვაცებში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here