Home სხვადასხვა დაიჯესტი საცეცები მსოფლიოს გარშემო

საცეცები მსოფლიოს გარშემო

რა არის NED-ი

195

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (National Endowment for Democracy, NED)  მოღვაწეობის შესახებ. ეს არის უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც აშშის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დაკავებულია დემოკრატიის ექსპორტით მსოფლიოში. ეს არის .. რბილი ძალის კლასიკური ინსტრუმენტი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ NED-ი “დაკავებულია ლიბერალური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ხელშეწყობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ფულს მიმართავს იმ პოლიტიკური რეჟიმების დასამხობად, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით საფრთხეს უქმნიან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს”.

NED- ჰგავს უზარმაზარ რვაფეხას, რომელსაც საცეცებში ჰყავს მოქცეული მსოფლიო. მისი საცეცები შემოხვეულია 100-ზე მეტ ქვეყანაზე. NED- ყოველწლიურად აშშის ინტერესების სასარგებლო ათასობით პროექტს ახორციელებს უცხოეთში.

2019 წელს ამ ფონდმა ე.წ. არაკომერციული (არასამთავრობო) ორგანიზაციების მეშვეობით 1684 პროექტი განახორციელა “დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის” სასარგებლოდ; 2020 წელს კი _ 254 მლნ დოლარის 1995 პროექტი ასამდე ქვეყანაში. ასეთი მასშტაბური პროგრამები არავის აქვს.

NED-ი 1983 წელს დააფუძნა აშშ-ის კონგრესმა. როგორც ამერიკელი ეკონომისტი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი უილიამ ენგდალი წერს, ეს იყო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ უილიამ კეისის პროექტი. NED-ის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ალენ ვაინშტაინი, ამბობს: “ბევრ რამეს, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, 25 წლის წინათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აკეთებდა”. NED-ის დირექტორთა საბჭოში შედიან: ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი უესლი კლარკი; თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფრენკ კარლუჩი; საერთაშორისო კრიზისული ცენტრის (ICC) თავმჯდომარე, პრეზიდენტ რეიგანის ყოფილი მრჩეველი მორტონ აბრამოვიჩი; ყოფილი სენატორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი ლი ჰამილტონი.

NED-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ზბიგნევ ბჟეზინსკიც.

ფონდი აფინანსებდა ოპოზიციურ მოძრაობა “სოლიდარობას” პოლონეთში, “ქარტია 77”-ს _ ჩეხოსლოვაკიაში, “ოტპორს” _ სერბეთში, აგრეთვე, ანალოგიურ სტრუქტურებს სხვა ქვეყნებში, რომლებშიც მოხდა “ფერადი რევოლუციები”. NED-მა მთავარი როლი ითამაშა “არაბული გაზაფხულის” მოვლენებში, “ცივი ომის” წლებში კი ხელს უწყობდა რეჟიმების შეცვლას ჩილედან ფილიპინებამდე, ჰაიტიდან პოლონეთამდე და პანამიდან სურინამამდე.

NED-ი აქტიურად მუშაობდა რუსეთშიც. იქ ფონდის საქმეებს მართავდა ბრიტანეთში დაბადებული ნადია დიუკი _ ბანდერელი პეტრე დიუკის ქალიშვილი, ავტორი წიგნისა “შემდეგი თაობა რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში: ახალგაზრდობა, პოლიტიკა, იდენტურობა და ცვლილებები”. 2014 წელს, როგორც “ბი-ბი-სი” იუწყებოდა, NED-ის გრანტები 96-მა რუსულმა ორგანიზაციამ მიიღო. NED-მა ფული ჩადო ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის “ბესლანის ხმა”, “ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი”, “აგორა”, “პოლიტიკური რეპრესიების პოლიტიკური ცენტრი პერმი-36” და სხვ. NED-ი, აგრეთვე, აფინანსებდა ლუდმილა ალექსეევას ჰელსინკის ჯგუფს, ლევ პონომარიოვის მოძრაობას “ადამიანის უფლებებისთვის”, ჩეჩენ სეპარატისტ ილიას ახმედოვს, მაგრამ 2015 წელს NED-ი პირველ “არასასურველ ორგანიზაციად” იქცა რუსეთის ფედერაციაში და მისი ოფიციალური მოღვაწეობა შეწყდა. ამის მიუხედავად, NED-ი არაოფიციალურად განაგრძობდა მოღვაწეობას.

2021 წლის მაისში ორმა რუსმა პრანკერმა შეძლო, დალაპარაკებოდა კარლ გერშმანს, რომელიც NED-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა რუსეთის მიმართულებით. ერთ-ერთი პრანკერი გერშანს წარუდგა, როგორც ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, “თანაშემწე”. საუბრისას გერშმანს დაუსვეს კითხვა ფონდის მოღვაწეობის შესახებ რუსეთში, სადაც ის აკრძალულია. “იცით, ჩვენ არ გვაქვს ოფისები, როგორც FREEDOM HOUSE-ს ან NDI-სა და IRI-ს, _ თქვა გერშმანმა, _ ჩვენ არ გვაქვს ოფისები, ასე რომ, ისინი ჩვენ ვერ გაგვაგდებენ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალიან ბევრ ჯგუფს და გვაქვს ძალიან აქტიური პროგრამა ქვეყანაში. ამ ჯგუფებს ჰყავთ უცხოეთში გაძევებული პარტნიორები. ჩვენ ძალიან აქტიური და სასარგებლო ვართ ამ მიმართულებით”.

კარლ გერშმანი

გაირკვა, რომ ფონდი აფინანსებს და მართავს ჯგუფების “ღრმა და ფართო” ქსელს. ამ საკითხზე Foreign Affairs-ი წერს: “აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დაიცავს დემოკრატიას ანტილიბერალური საფრთხეებისგან. ეს გადაწყვეტილება კონსტრუქციულ ქმედებაში რომ გამოვლინდეს, სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატები ტრადიციული დიპლომატიის ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდნენ, რათა წინ აღუდგნენ საფრთხეს, რომელიც ქმნის ავტორიტარიზმის აღორძინება. მსოფლიო დემოკრატიებმა უნდა დაიკისრონ ვალდებულება გადამწყვეტი მოქმედებების განსახორციელებლად”.

NED-ი ამით არის დაკავებული…

Centrasia.orgზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით  მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here