Home სხვადასხვა დაიჯესტი გალიის ბავშვები: ახალი ხუნვეიბინები მსოფლიო რევოლუციას მოაწყობენ

გალიის ბავშვები: ახალი ხუნვეიბინები მსოფლიო რევოლუციას მოაწყობენ

408
მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბერლინში

პოპულარულმა მოაზროვნემ ნაომი კლაინმა დაწერა წიგნი ბავშვებისთვის. ეს არ არის რაღაც ზღაპრები და ლექსები, ეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის დამხმარე სახელმძღვანელოა შესაბამისი სათაურითროგორ შევცვალოთ ყველაფერი”.

ნაომი კლაინი და მისი წიგნი
ნაომი კლაინი და მისი წიგნი

ნაომი კლაინი ნორჩ მკითხველებს მოუწოდებს, გააპროტესტონ კლიმატური ცვლილებები გაფიცვების, დემონსტრაციების, პიკეტების მოწყობის გზით. მცირეწლოვან ხუნვეიბინებს (“წითელგვარდიელები” _ 1966-1967 წლებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისგან შექმნილი ჯგუფები ჩინეთში, კულტურული რევოლუციის აქტიური მონაწილეები _ ნ.კ.) სთავაზობენ, სოციალური ქსელების მეშვეობით შექმნან თავისებური “ინტერნაციონალი”. დამხმარე სახელმძღვანელო გათვლილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

მხოლოდ ღმერთმა უწყის, გაუმჯობესდება თუ არა კლიმატური პირობები დედამიწაზე ამ რევოლუციური აქტიურობით, მაგრამ ამ ბავშვებმა შეიძლება თავისუფლად შეარყიონ ეროვნული მთავრობები. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან ის პოლიციელები, რომლებსაც მოუწევთ მცირეწლოვანიაქტივისტებისთავყრილობის დაშლა, ან მდგომარეობა პრემიერმინისტრისა, რომელსაც ამის გამო ახსნაგანმარტება მოუწევს განრისხებულ მშობლებთან.

თვითონ კლაინის ფიგურა პარადოქსულია. ერთი მხრივ, მან სახელი ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და, საერთოდ, კაპიტალიზმის დაუნდობელი კრიტიკით გაითქვა, მეორე მხრივ, ეს კორპორაციები მას ეთაყვანებიან, თავს ევლებიან და გულუხვად აფინანსებენ. მისი პირველი წიგნი “No Logo, ადამიანები ბრენდების წინააღმდეგ” დაბეჭდა არა ღარიბმა მამერცხენე გამოცემამ, არამედ Simon and Schuster-მა _ მედიამაგნატ Viacom CBS-ის ქვეგანყოფილებამ. კორპორაცია Viacom-ს სამნერ რედსტაუნის, ამერიკელი მილიარდერისა და მედიამაგნატის, მემკვიდრეები აკონტროლებენ.

მას შემდეგ კლაინის ნაშრომი მხოლოდ მდიდარი მფლობელების პოპულარულ გამოცემებში იბეჭდება. კაპიტალიზმისა და გლობალიზმის კრიტიკისთვის კლაინს უკვე მიღებული აქვს უამრავი პრიზი და პრემია. ის გამოდის გაეროში თუ დავოსის ფორუმზე, მასთან დისკუსიებს მართავს ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი. მის ციტატებს იყენებს რომის პაპი ფრანცისკე. განსაკუთრებული სურათია: ფილოსოფოსმა ქალმა შეძლო მემარცხენე დღის წესრიგის საკითხების გააქტიურება და ეს მოეწონათ მსოფლიოს ანტიგლობალისტებს, სოციალისტებსა და ანარქისტებს.

ამასთანავე, მემარცხენე მოაზროვნე წარმატებით ტრიალებს ზუსტად იმ მილიარდერების საზოგადოებაში, რომლებსაც ის, როგორც გარედან ჩანს, ასე მამაცურად ებრძვის. როგორც ჩანს, მის წიგნებს კითხულობენ არა როგორც გაფრთხილებას მტაცებლური კაპიტალიზმის საშინელებებზე, არამედ მიაჩნიათ ამ მილიარდერების მოქმედების პროგრამად მსოფლიოს გადასაკეთებლად.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლური ეკონომიკის ბოსებმა შესანიშნავი პიარმენეჯერი იპოვეს.

კლაინის ოჯახიც გამორჩეულია. მისი ქმარი, ავი ლუისი, კანადის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელია. ლუისის ბაბუა კანადის ახალი დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებელია, მამა კი ონტარიოს ახალ დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა და გაეროში კანადას წარმოადგენდა. კანადის ახალი დემოკრატიული პარტია შედის სოციალისტურ ინტერნაციონალში. მასში აქამდე გაერთიანებული იყვნენ ამერიკის დემოკრატი სოციალისტებიც _ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყველაზე მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებიც. მათ მიეკუთვნებიან პარტიის ისეთი ცნობილი წევრები, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ალექსანდრია ოკასიოკორტესი.

10 წლის წინათ, სახელდობრ, სოცინტერნის ყრილობაზე შეიმუშავეს დღის წესრიგი, რომლის მიხედვით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უნდა შემცირებულიყო ნედლეულის გამოყენება საწვავად. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ამ დღის წესრიგის შესრულებას, წინასწარ კი მსოფლიოს ყველა კუთხეში საპროტესტო ტალღას აგორებას. საპროტესტო აქციებში ჩართავენ ბავშვებსაც, რომელთაც წაკითხული ექნებათ დამხმარე სახელმძღვანელო მსოფლიო რევოლუციაზე _ “როგორ შევცვალოთ ყველაფერი”.

ყველაზე პატარებისთვის კლაინმა თავისი წიგნის მოტივებზე შექმნა მულტფილმი. ის მომავლის საინტერესო პროგნოზია.

“2023 წელს, _ ისმის პირქუში ხმა კადრს მიღმა, _ მასშტაბურმა გვალვამ გამოიწვია გიგანტური ტაიფუნები და წყალდიდობები. ადამიანები თავის გადარჩენას გაქცევით შეეცადნენ. ლტოლვილები ცხოვრობდნენ კარვებში. სამყოფი არ იყო არც წყალი და არც საკვები. ამ მომენტში ბიზნესის დინოზავრები მოითხოვდნენ ახალ მსხვერპლთშეწირვას ეკონომიკური ზრდის სახელით…” შემდეგ, სიუჟეტის მიხედვით, ადამიანები ერთიანდებიან და იწყებენ აჯანყებას. გაფიცვებში ერთვებიან ფერმერები, მძღოლები, კურიერები, პროფკავშირის წევრები. პოლიცია კლავს საკვების მიმტან შავკანიანს და ეს საკრალური მსხვერპლი გააერთიანებს მასებს. პროცესი სრულიად მსოფლიოში მიმდინარეობს, მისთვის საზღვრები არ არსებობს. გაფიცვები ანგრევს ეკონომიკის ნარჩენებს. ახალგაზრდები კვდებიან ბარიკადებზე. მსოფლიო რევოლუცია წარმატებით ამხობს ეროვნულ მთავრობებს, მათ ადგილს კი იკავებს ახალი გლობალური მწვანე რეჟიმი.

ეს ყველაფერი მცირეწლოვანთათვის განკუთვნილ სულელურ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ მსგავს სცენარს უკვე აქტიურად ცდიან (“ტესტავენ”) რეალურ ცხოვრებაში. ყმაწვილი ეკომეომარი დიშა რავი ინდოეთიდან ცოტა ხნის წინათ ცდილობდა ადგილობრივი ფერმერების პროტესტის გადაყვანას პოლიტიკურ სიბრტყეზე. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მოწოდებები და მოაწყო მასობრივი მწვანე მოძრაობა. უზარმაზარი ინდოეთისთვის, სადაც ადამიანებს საკვები არ ჰყოფნით, ხოლო ფერმერები ხშირად თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, სოფლის მეურნეობის თემა ძალიან მწვავეა და ვითარება შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს.

გალიის ბავშვები: ახალი ხუნვეიბინები მსოფლიო რევოლუციას მოაწყობენ

რავიმ გაუფრთხილებლობით გამოაქვეყნა გრეტა ტუნბერგის მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ანტისამთავრობო მოქმედებების ეტაპები. პოლიციამ დიშა რავი შეთქმულებისა და არეულობების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა, სასამართლომ გირაოთი კი გაათავისუფლა, მაგრამ მისი პერსპექტივა ბუნდოვანია. კანონმდებლობა ჩამორჩება ახალ რევოლუციონერებს, და რავის მოღვაწეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც უცოდველი ეკოაქტიურობა.

ნაომი კლაინმა ახლახან გამოაქვეყნა რაკის მხარდამჭერი დიდი წერილი. აგრეთვე, აღტაცებულია გრეტა ტუნბერგით: “ის, უბრალოდ, ჩემი გზის მანათობელი ვარსკვლავია… ხშირად მახსენდება, როგორ თქვა დავოსში: “გეყოფათ ბლა-ბლა-ბლა!” კიდევ ერთი მოდელი, რომელსაც ფილოსოფოსი აპიარებს, არის 13 წლის ტოკატა რკინის თვალება, სიუს ტომის წარმომადგენელი გოგონა, რომელიც 9 წლიდან აპროტესტებს ურანის მაღაროებსა და ნავთობსადენებს.

ხუნვეიბინების მოქმედების მიზანი ყველაფრის დანგრევაა _ ინდუსტრიის, აგრომრეწველობის, საზოგადოების, სახელმწიფოს; ყველაფრის, რაც მათ ასაზრდოებს, აცმევს, ასწავლის. ამ იდეას ზრდასრულებს ვერ მიჰყიდიან, ამიტომ გავლენიანი ადამიანები მას ბავშვებს ატენიან.

დღეს კლაინის წიგნზე წერს და ლაპარაკობს მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი მედიასაშუალება და მას, ალბათ, ყველა ენაზე გადათარგმნიან, მათ შორის ქართულადაც. ყოველ შემთხვევაში მასში აღწერილი პოლიტტექნოლოგიები მსოფლიოს მოედება და გამორიცხული არ არის, ოპოზიციის აქციებზე სკოლის მოსწავლეებიც ვიხილოთ და ეს დასაწყისი იქნება. ჩვენი შვილები შეიძლება გახდნენ საექსპერიმენტო მასალა და მათი მეშვეობით შეეცდებიან ჩვენი სამყაროს დანგრევას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here