Home რუბრიკები ისტორია სტალინი, ტრადიციები და ოჯახი

სტალინი, ტრადიციები და ოჯახი

სტალინი, ტრადიციები და ოჯახი

რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საქმე ახლა დასრულებული გვექნებოდა”.

ლევ ტროცკი

1911 წელს ლევ ტროცკიმ ლენინისგან მიიღო დავალება, დაემუშავებინა რევოლუციის შემდგომ სქესთა შორის ურთიერთობის საკითხი, რომელიც რევოლუციის მომზადების მთავარ ფაქტორად ჩაითვლებოდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ ცხოვრების წესად იქცეოდა. ტროცკიმ ლენინისგან მიიღო ის დავალება, რომლისთვისაც დაფინანსებული და შეგზავნილი იყო რუსეთის უკიდეგანო იმპერიაში. მას დიდი მუშაობა არ დასჭირვებია, რათა ჩამოეყალიბებინა დებულება _ “ყოველგვარი სექსუალური შეზღუდვა ადამიანთა დამონებისკენ არის მიმართული”. ტროცკის ეს თეორია აიტაცა ლენინმა და განაცხადა, რომყოველგვარი სექსუალური შეზღუდვები ჩვენ უნდა მოვხსნათ, გავაუქმოთ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სიყვარულისა და კავშირურთიერთობათა შეზღუდვები”.

1917 წლის ოქტომბრიდან, ლენინის პირველი “მიწის დეკრეტის” შემდეგ, მეორე ნომრად გამოვიდა “ქორწინების გაუქმებისა” და “თავისუფალი სექსის” დეკრეტები, რომლებსაც მოჰყვა საერთო-სახალხო მოწოდება-ლოზუნგი _ “ძირს სირცხვილი!”, რომელმაც მოიცვა უზარმაზარი იმპერიის ხალხების მასები. 1917 წლის 19 დეკემბერს მოსკოვისა და პეტერბურგის ქუჩები ვერ იტევდა მოზეიმე ხალხის ნაკადს, რამაც აღაფრთოვანა ლენინი. სწორედ ამ დღეს მიმართა ლენინმა მოზეიმე ხალხს ცნობილი სიტყვებით _ “так держатъ, товарищи!” და როდესაც შეიტყო, რომ 19 დეკემბერი იქნებოდა ლესბოსელთა და მეძავთა ყოველწლიური აღლუმის ჩატარების დღე, განაცხადა: სწორია! უნდა ვიბრძოლოთ ტრადიციული ბურჟუაზიული ოჯახების მოსპობის წინააღმდეგ”. ემიგრაციაში ყოფნის ბოლო პერიოდში კი ტროცკი დანანებით დაწერს _ რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საქმე დასრულებული გვექნებოდა”.

სტალინი, ტრადიციები და ოჯახი

ქოფაკი რევოლუციონერი ინესა არმანდი, რომელიც ლენინის საყვარელი იყო (ლენინის სიყვარულის თემას ქვემოთ მივუბრუნდები), აგრეთვე, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ლარისა რეისნერი, რომელიც ტროცკის “კუთვნილება” გახლდათ, და მსოფლიოში პირველი მინისტრი ქალი ალექსანდრა კოლონტაი ქადაგებდნენ სრულ თავისუფლებას სექსუალურ ურთიერთობებში, ხოლო მამაკაცებთან წუთიერ ტკბობას ისინი მწყურვალი კაცისთვის “ჭიქა წყლის” მიწოდებას უწოდებდნენ. მსგავსმა მოწოდებებმა და ქმედებებმა შეარყია წეს-ჩვეულებები და საუკუნეობრივი ტრადიციები რუსეთში, ქვეყანაში შექმნა ქაოსი და განუკითხაობა. მე, სტატიის ავტორს, მეუხერხულება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ საშინელებებზე, რომლებიც გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში ხდებოდა. 1929 წელი გარდატეხის წელი იყო. 1917 წელს სტალინის განცხადება გადადგომის შესახებ ქვეყანაში სექსუალური აღვირახსნილობით იყო გამოწვეული, მაგრამ პლენუმის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს სტალინის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ნამდვილად დაიღუპებოდა და მის სიმდიდრეებს დაინტერესებული სახელმწიფოები დაინაწილებდნენ. სტალინს კი ყელში ამოუვიდა ლენინისა და ტროცკის სექსუალური “მოძღვრებები” და მისმა ძლიერმა ხელმაც არ დააყოვნა _ ყველა გარყვნილი ბოლშევიკი სამსახურიდან დაითხოვა, ზოგი დახვრიტა კიდეც. ამგვარად, პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის, ე.წ. სექსუალური თავისუფლებისა და ოჯახის ნგრევის ცეცხლს სტალინმა წყალი გადაასხა. სიტყვების თანწყობას _ “სექსუალური რევოლუცია”, ბევრი, ალბათ, ცნობილ ავსტრიელ ფსიქოლოგს,ზიგმუნდ ფროიდს, მიაწერს ან ვინმე სხვას, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რომ “სექსუალური რევოლუცია” და თავისუფალი სიყვარულის აგიტაცია-პროპაგანდა პირველებმა საბჭოთა კომუნისტებმა დაიწყეს. ტრადიციების მიმდევარი საზოგადოებისათვის ძნელი წარმოსადგენი და დასაჯერებელია, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (და არამხოლოდ) ნუდისტთა და ლესბოსელთა აღლუმები იმართებოდა და რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ნორმად ითვლებოდა სექსუალური მოთხოვნილებების თავისუფლად დაკმაყოფილება და ამურული სამკუთხედები.

1917 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ლენინმა მიიღოდეკრეტი ქორწინებაზე” (დეკრეტის იდეა ოქტომბრის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, 1911 წელს, მომწიფდა და შემუშავდა ლენინისა და ტროცკის მიერ), რომელშიც თეთრზე შავით ეწერა, რომსაბჭოთა ხელისუფლება მსოფლიოში პირველი და ერთადერთია, რომელმაც გაანადგურა ძველი, ბურჟუაზიული ბოროტი კანონიდა რომ ყოველგვარი შეზღუდვა (იგულისხმება სექსუალური შეზღუდვები) დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. დეკრეტის მიხედვით, ქალები გამოცხადდნენმშრომელი ხალხის საკუთრებად”, ხოლო მამაკაცებს უფლება ჰქონდათ ქალების გამოყენებისა (კვირაში ოთხჯერ არაუმეტეს სამი საათისა). თითოეულ მამაკაც “კანდიდატს” უნდა წარმოედგინა მშრომელთა კლასის კუთვნილების სერტიფიკატი (удостоверение о принадлежности к трудовому классу). ქმრებს, როგორც ცოლის “ყოფილ მფლობელებს”, ჰქონდათ მეუღლის “ჩვეულებრივ გამოყენების” უფლება, მაგრამ, თუ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ დეკრეტის შინაარსსა და მის შესრულებას, ჩამოართმევდნენ მეუღლის ფლობის უფლებას. ამასთანავე, დეკრეტში ნათქვამი იყო, რომ მშრომელებს შემოსავლის ორი პროცენტი უნდა გადაეხადათ “სახალხო თაობის ფონდში”. მას, ვინც მუშათა კლასს არ მიეკუთვნებოდა, უფლება ჰქონდა, “ესარგებლა ქალებით” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვეში ათას მანეთს გადაიხდიდა აღნიშნულ ფონდში. ამ დეკრეტის ტექსტი და შინაარსი მკითხველისთვის ისე დაუჯერებელი ჩანს, რომ, ალბათ, ტენდენციურობაში ჩამითვლით გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თვით ისტორიკოსების ნაწილსაც უჭირს ზემოხსენებულის დაჯერება და ყველაფერ ამას სიყალბესა და ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას მიაწერს.

მაგრამ რა ვუყოთ იმდროინდელ გაზეთებს? მაგალითად, 1925 წლის მარტის ერთ-ერთ ნომერში გაზეთი “პრავდა” წერდა: “კომკავშირის თითოეული წევრი, ასევე თითოეული სტუდენტი უფლებამოსილია და ვალდებულიც კი, დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები” და იქვე წერია _ თუ მამაკაცს აქვს სურვილი, დაიკმაყოფილოს ვნება ქალთან, იქნება ეს სტუდენტი, კომკავშირელი ან თუნდაც სასკოლო ასაკის ქალიშვილი, ეს ქალი უნდა დაემორჩილოს მამაკაცს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაეთვლება ბურჟუაზიულ გადმონაშთად და კომუნისტისთვის უღირს საქციელად.

სტალინი, ტრადიციები და ოჯახი

ზემოხსენებული დეკრეტის გამოცემიდან ერთი წლის თავზე, 1918 წლის 19 დეკემბერს, პეტერბურგში მოეწყო ლესბოსელთა მსვლელობა, რომელიც ლენინმა ასე შეაფასა: “так держатъ, товарищи!”. ლენინისა და ტროცკის გარდა, ცნობილი ბოლშევიკი და მომავალი პირველი დიპლომატი ქალი მსოფლიოში ალექსანდრა კოლონტაი სექსუალური თავისუფლების მედროშედ შეიძლება განვიხილოთ, რადგან იგი იყო “# 1 სექსუალური რევოლუციონერი”, რომელმაც შემოიღო ტერმინი “სექსუალური კომუნიზმი” და მოუწოდებდა ქალებს, სიყვარულის ძიებისას არ მორიდებოდნენ არანაირ “სასიყვარულო და ეროტილულ თამაშებს”. როგორც ხვდებით, ბოლშევიკებმა პირველებმა დაიწყეს თავისუფალი სიყვარულის ფართომასშტაბიანი პროპაგანდა. ამის გამო მათ ევროპიდანაც კი მოიწვიეს გერმანელისპეციალისტები” (300-მდე სექსოლოგი, ძირითადად, ფროიდის მიმდევრები), რათა რუსეთშიაღმოეფხვრათ სექსუალური უმეცრება”. შედეგმაც არ დააყოვნა _ რუსეთში გაჩნდა ცნობილი ნუდისტური ორგანიზაცია “ძირს სირცხვილი!” (ხომ არ გაგონებთ საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას? _ გრ. ონიანი). ამ მოძრაობის აქტივისტი ქალები და მამაკაცები, რომლებიც თავიანთ თავს “მზისა და ჰაერის შვილებად” მიიჩნევდნენ, სრულიად შიშველი დადიოდნენ ქუჩებში ლენტებით, რომელსაც ჰქონდა წარწერა “ძირს სირცხვილი!” (Далои Стыд!). თანამედროვეთა გადმოცემით, ნუდისტები, ჩვეულებრივ, შიშველი დადიოდნენ სამსახურებში, მაღაზიებში და სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი, რასაც მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვებოდა ხოლმე… “სექსუალური რევოლუციის” შედეგებმაც არ დააყოვნა _ იმატა უმამო ბავშვების რაოდენობამ, განქორწინებებმა, გაუპატიურებებმა და ვენერული დაავადებების შემთხვევებმა.

“სექსუალურმა რევოლუციამ” რუსეთში დაახლოებით 17 წელს გასტანა. შემდეგ სტალინმა თავისუფალ სიყვარულს მორალური ფასეულობები დაუპირისპირა და ასე დაიწყო მან ბრძოლა იმ გაუგონარი ტენდენციის წინააღმდეგ, რომელიც ლენინმა და ტროცკიმ დანერგეს.

მეფის დროს პედერასტებს კატორღაში გზავნიდნენ, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ და ამორალურ ელემენტებს. სამაგიეროდ, ოქტომბრის რევოლუციამ მათ სრული ხელშეუხებლობა და თავისუფლება მოუტანა. ახალი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ასეთები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც ბევრნი იყვნენ. პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი ცდილობდა, ფარულად დაეკმაყოფილებინა სექსუალური მოთხოვნილებები და ფართო საზოგადოებას ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა, მაგრამ ცნობილია, რომ დამალული არაფერი რჩება. ფაქტები ბოლშევიკების სამი მნიშვნელოვანი ფიგურის _ ტროცკის, ლენინისა და ზინოვიევის _ ჰომოსექსუალობისკენ გადახრის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა სოკოლოვმა ჯერ კიდევ 1993 წელს გამოავლინა, მაგრამ იმხანად მას მასალებს არ უქვეყნებდნენ. იგორ სოკოლოვის სტატია ლენინისა და ზინოვიევის სასიყვარულო მიმოწერის შესახებ პირველად 1996 წელს გაზეთრუსკი ვზგლიადშიგამოქვეყნდა. მას გამომწვევი სათაური ჰქონდა: “ლენინი _ რუსი ხალხის ჯალათი და ჩვეულებრივი პედერასტი”. მსგავსი შინაარსის სტატიები რუსეთის ეროვნული მთლიანობის გაზეთ “რუსკი პორიადოკშიც” დაიბეჭდა. ამის შემდეგ ნაწყვეტები ლენინისა და ზინოვიევის მიმოწერიდან პეტერბურგის “ნაშე ოტეჩესტვომაც” გამოაქვეყნა სათაურით: “მარქსისტული სასიყვარულო სამკუთხედი”. აქ შვიდი წერილია ამოღებული არქივიდან ზინოვიევის ლენინისთვის მიწერილი და ერთი _ ნადეჟდა კრუპსკაიასი (ლენინის ცოლი) ზინოვიევთან გაგზავნილი. ფანტასტიკური ამბები ირკვევა, თუნდაც ის, რომ ლენინმა და ზინოვიევმა ვერ მოახერხეს, დაესრულებინათ ორი მარქსისტული “შედევრი”: “ჰომოსექსუალიზმის სარგებლობის შესახებ მარქსისტ-რევოლუციონერებს შორის” და “მომავალ კომუნისტურ საზოგადოებაში პედერასტებისთვის სრული თავისუფლების მინიჭების აუცილებლობის შესახებ”.

არის მტკიცებულებები, რომ სტალინმა იცოდა პოლიტბიუროსა და სახელმწიფო ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში ასეთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის პირების არსებობის შესახებ და ეს ამაზრზენად მიაჩნდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლენინმა მოულოდნელად შეიტყო ეს და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1999 წელს ისტორიკოსმა გერმან ნაზაროვმა ჟურნალ “ჩუდესა ი პრიკლუჩენიე”-ში (#6, გვ. 34-35) გამოაქვეყნა გორკში სამკურნალოდ მყოფი ლენინის არქივში მოძიებული უცნობ წერილი, რომელიც მან ფელიქს ძერჟინსკის მისწერა. პროლეტარიატის ბელადი აღშფოთებულია, რომ იოსებ ჯუღაშვილმა მის ცოლს “პროსტიტუტკა და დეგენერატკა” უწოდა. აგრეთვე იმით, რომ სტალინი მას შეთქმულებას უწყობს. ლენინი სთხოვს ძერჟინსკის “სამკურნალო სპეციალური დაწესებულებიდან” გათავისუფლებას, რომელშიც სტალინმა მოათავსა. წერილში ყველაზე საინტერესო ფრაგმენტი მაინც ეს არის: ფელიქს, ნადენკა მეუბნება, რომ სანდო წყაროდან იცის, სტალინს უთქვამს, პედერასტებს კრემლში აღსასრულის დღე დაუდგათო. რა თქმა უნდა, ეს უხეშად და შეურაცხყოფის მიზნით იყო ნათქვამი, მაგრამ, ჩემი დასკვნით, ეს ჩემი და ჩემი ამხანაგების მისამართით თქვა”. ლენინი აღშფოთებული იყო. ეს ის პერიოდია, როცა, კომიდან გამოსულს, არა მხოლოდ ჯდომა, ჯოხით სიარულიც შეეძლო; ოქტომბრისთვის მეტყველებაც დაუბრუნდა და მოხდა უნიკალური ეპიზოდიც, რომელმაც სტალინი გააოგნა _ ლენინი მოსკოვში, კრემლში გამოჩნდა, თუმცა, ამის შემდეგ ის გორკში დაბრუნდა. ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა და მცირე ხანში მოკვდა კიდეც. რა შეიძლებოდა, მომხდარიყო?

ნადეჟდა კრუპსკაია: ერთ დღეს თვითონ დამოუკიდებლად შევიდა გარაჟში, ჩაჯდა მანქანაში და, თხოვნისა და შეგონებების მიუხედავად, მოსკოვში წავიდა. კრემლში ყველა ოთახი შემოიარა, სახკომსაბჭოშიც შეიხედა; შემდეგ თავის კაბინეტში დიდხანს იქექებოდა ქაღალდებშიმოსკოვში გავლაც მოისურვა და მეორე დღესვე უკან, გორკში წამოვიდა. სხვა არაფერი უთქვამს მოსკოვზე”. ნადეჟდაზე მეტად სარწმუნოა ლენინის დის, მარია ილიას ასულ ულიანოვას მონათხრობი ვალენტინოვისთვის (ყოფილი მენშევიკი, ისტორიკოსი, რომელმაც რამდენიმე წიგნი დაწერა ლენინზე). ის ამბობს, რომ ვოვა რაღაცას ეძებდა, ვერ იპოვა და საშინლად გაღიზიანდა. ამის შემდეგ მას კონვულსია დაეწყო. გორკში ჩასვლისთანავე მარიამ ექიმს ყველაფერი უამბო, რის შემდეგაც ექიმს კრუპსკაიამ დაუძახა და უთხრა, რომ ლენინი ავად არის და არაადეკვატურად ყვება ამბებს; რომ მას არ სურს, გავრცელდეს ჭორები, თითქოს, რაც წერილები და დოკუმენტები დაიკარგა, დიდ უსიამოვნებებს მოიტანს და ამიტომ გთხოვთ, დაივიწყოთ ყველაფერიო. იმავეს სთხოვდა მარიაც. რა ვერ იპოვა ლენინმა საკუთარ კაბინეტში? მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს ის სასიყვარულო წერილები იყო, რომლებიც კრემლის ჩინოსნებს ამხელდა და სტალინს ჩაუვარდა ხელში. ბუნებრივია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სტალინი მათ გამოიყენებდა. სტატიის ავტორიხუმრობითიმასაც ამბობს, რომ სტალინი პედერასტებს ვერ იტანდა, მაგრამ, ლენინური გვარდიის (ლენინი, ტროცკი, ზინოვიევი) ძალაუფლებაში ყოფნისას ისინი სტალინზე ძლიერები იყვნენ.

“ჯუღაშვილმა ლენინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი ომი გამოუცხადა მამათმავლებს (ნ.ო. ვალენტინოვი, “ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და პარტიის კრიზისი ლენინის სიკვდილის შემდეგ”, მოსკოვი, 1991 წელი). თავდაპირველად ზინოვიევი მოხსნა ყველა თანამდებობიდან და გადაასახლა, რასაც უსერიოზულესი ოპერაციები მოაყოლა: ოქტომბერში ჩატარდა მამათმავლობაში შემჩნეული პირების პირველი მასობრივი დაკავებები, შედეგად 130 პირი დააპატიმრეს. გამოვლინდა ჯგუფები მოსკოვსა და ლენინგრადში, რომლებიც სალონების, გარყვნილების ბუნაგებისა და სხვადასხვა სახის კერების შექმნით იყვნენ დაკავებულნი. პედერასტების ორგანიზებული ფორმირებები კი, რომლებიც “კონტრრევოლუციური მიზნებით რყვნიდნენ ახალგაზრდობას, არმიასა და ფლოტს”, განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯნენ.

აღნიშნული ღონისძიებებისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად სტალინმა სპეციალური ბრძანებაც გამოსცა. პოლიტბიურო თითქმის ერთხმად დასთანხმდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, მიხეილ კალინინი იყო. ცხადია, საზოგადოებრივი აზრის შემზადებაც მოხდა: პოეტები, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები აქტიურად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ამ საერთო სენის წინააღმდეგ. იურისტებმა და მედიკოსებმა ჰომოსექსუალიზმს “ბურჟუაზიის გარყვნილების გამოვლინება” უწოდეს. ამის შემდეგ სტალინისთვის ყველაფერი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო. დამტკიცდა კანონი მამათმავლობის დასჯის შესახებ:

მუხლი 121. მამათმავლობა.

მამაკაცის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა (მამათმავლობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე.

მამათმავლობა, ჩადენილი ძალის ან დაზარალებულის დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთით 3-დან 8 წლამდე.

1934 წლის 7 მარტი.

. სტალინი”.

აქამდე კანონმდებლობა პედერასტების სისხლისსამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებდა. ამ კანონმა 1993 წლის 3 ივნისამდე იმოქმედა, სანამ ის რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ არ გააუქმა.

უძველესი საზოგადოების გამოჩენილი მკვლევარი ლუის მორგანი ამბობს, რომ ოჯახთან შედარებით არც ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ ჰქონია მდიდარი და შინაარსიანი ისტორია. საჭირო შეიქნა გონებრივი და ზნეობრივი ძალების დიდი დაძაბვა, რათა ოჯახს არსებობა შეენარჩუნებინა და მრავალი სხვადასხვა საფეხურის გამოვლით თანამედროვე მდგომარეობამდე მოეღწია.

ქართული ოჯახი ოთხივ კუთხივ დაცული საცხოვრისია. ქართულ ოჯახს ბევრი სახელოვანი ვაჟკაცი და მანდილოსანი აღუზრდია. გამოთქმა “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” ინგლისელ იურისტ ედუარდ კოკს (1552_1634) ეკუთვნის და იყო დრო, ქართული სახლი მართლაც ნამდვილი ციხესიმაგრე იყო ქართველი კაცისთვის, ქართული ოჯახისთვის, ის თუნდაც ყოფილიყო მეგრული ფაცხა ან იმერული ოდა. იქ ტრადიციული წესი და შეუბღალავი კანონი არსებობდა. საუბედუროდ, ეშმაკის კუდი ბეჭდური თუ ელექტრონული მედია, ჩვენდა უნებურად, ცვლის ჩვენი ოჯახების სტრუქტურას, წესსა და ადათს. დღეს, საუბედუროდ, შეიძლება იდგეს სახლი, მაგრამ მის კერიაზე წყალი იყოს დასხმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი სახელგატეხილი და დაქცეულია. არიან ადამიანები, რომლებიც ფაცხებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი სახლი ციხესიმაგრეა, რადგან მასში ჯერ არ არის შეჭრილი უცხო ვირუსი. სვანური ოჯახი თავისი ფიზიკური, გეოგრაფიული თუ სულიერი თვალსაზრისით ნამდვილად წარმოადგენს ქართველი კაცის ციხესიმაგრეს და, მიუხედავად ამ მომეტებული დოზით შემოჭრილი ურბანიზაციისა, მაგრად დგას “ლამარია” და “ჯგრააგი” (სვან. _ წმინდა გიორგი). სვანური ოჯახი მაშინ მოკვდება, როდესაც მას მახვში (ოჯახის უფროსი) აღარ ეყოლება. ღრმად მწამს, რომ, სანამ უშბა და თეთნულდი იარსებებს, ხეობის მოსახლეობა უმცროს-უფროსობას არ დაივიწყებს და, სანამ უმცროსს უფროსი ეყოლება, მანამ იარსებებენ სვანები და ოჯახს ეყოლება მახვში. გლეხი ოჯახში ცხოვრობს და, თუ გლეხი კაცი ამოწყდა, ოჯახიც მოისპობა.

მინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ ვთქვა: ბარის კანონი მთას არ გამოადგება! მთას მუდამ თავისი ტრადიციული და, ამასთანავე, მარტივი კანონები მართავდა, რომლებიც ღმერთთან იყო შეთანხმებული. ნაჩქარევად მიღებული კანონები, რომლებიც დამორჩილებულ (დამონებულ) ხალხს აიძულებს, იცხოვროს ბარის კანონით, ანგრევს როგორც ოჯახს, ისე ხეობის ტრადიციებს.

მთის წესებსა და კანონებზე მომავალში ფართოდ გვექნება საუბარი.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here