Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირი დაშლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

ევროკავშირი დაშლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

777
ევროკავშირი დაშლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

იტალიაში განვითარებულ მოვლენებზე ცნობები ძალიან უფუჭებს განწყობას ევროპული ერთიანობის ფანატიკოსებს. თუ აპენინის ნახევარკუნძულზე ივლისის ბოლოს აღმოცენებულ მოძრობა Italexit ბევრი აქამდე სკეპტიკურად უყურებდა, ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა ისინი, ვისაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ახალი პარტიის პერსპექტივები, სერიოზულად დააფიქრა.

2020 წლის დასაწყისში იტალიური პოლიტიკური მოძრაობა “5 ვარსკვლავიდან” გარიცხეს მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სენატორი ჯანლუიჯი პარაგონ. მას შემდეგ, რაც “5 ვარსკვლავი” კოალიციაში შევიდა ნეოლიბერალურ დემოკრატიულ პარტიასთან, პარაგონემ თანაპარტიელებს ოპორტუნისტების იარლიყი მიაწება.

ჯანლუიჯი პარაგონი
ჯანლუიჯი პარაგონი

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე პარაგონე წარმატებული მედიამენეჯერი და პოპულარული ტელეწამყვანი იყო, მაგრამ “რეიტინგულ” პარტიასთან ხმაურიან დაშორებას შეეძლო, ის გაემარგინალებინა. პარაგონემ სიმამაცე გამოიჩინა და დაიწყო ევროკავშირიდან იტალიის გამოსვლის იდეის პროპაგანდა. და ეს ხდებოდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან დიდი ფინანსური დახმარების (ბრიუსელის დაპირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) დაპირების ფონზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დააზარალა კორონავირუსმა. 17-21 ივლისს გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე თითქოს მოილაპარაკეს, რომ კოვიდ-19-ისგან დაზარალებულ ქვეყნებს 750 მლრდ ევროს გამოუყოფენ და ამ თანხის 28% იტალიას ერგებოდა.

ამის მიუხედავად სენატორმა პარაგონემ 23 ივლისს ოფიციალურად დააფუძნა მოძრაობა No Europa per l’Italia Italexit con Paragone, ანუ, მოკლედ, Italexit-ი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა უარყო ევროკავშირის ბიუჯეტის 7-წლიანი პროექტი, რომელიც ზემოაღნიშნული 750 მლრდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა, და იტალიას არაფერი ერგო.

კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის შეთანხმება კომპრომისის შედეგი იყო. დასავლეთევროპული ქვეყნების ჯგუფი ნიდერლანდების მეთაურობით ძალისხმევას არ იშურებდა “არნახული გულუხვობის ატრაქციონის” ჩასაშლელად და ამისთვის უამრავ პირობას აყენებდა _ თანხის ხარჯვაზე მკაცრი ეკონომიკური ზომების დაწესებით დაწყებული, თანხის მიმღები ქვეყნების მხრიდან ე.წ. უფლებებისა და სამართლიანობის უზენაესობის დაცვის გარანტიების (ამ ბუნდოვან ფორმულირებაში იგულისხმება ლგბტ თემისა და მიგრანტების ინტერესების ლობირება) გაცემით დასრულებული. საბოლოოდ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის წინადადებით, მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ ევროპარლამენტმა მოგვიანებით დაბლოკა ეს პროექტი. ახლა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭიროა ახალი მოლაპარაკებები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა შეძლებენ თუ არა შეთანხმებას ევროპელი პოლიტიკოსები, ძნელი სავარაუდოა. ევროპარლამენტარების აღშფოთება ეკოლოგიაზე დანახარჯების შემცირების გამო შეიძლება მხოლოდ საბაბია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (უნგრეთი, პოლონეთი) აიძულონ, მხარი დაუჭირონ “ცივილიზებულ თვალსაზრისს” _ სქესობრივ გარყვნილებასა და ადამიანის მიერ სქესის შეცვლის მახინჯ ექსპერიმენტებს.

ამ პოლიტიკურმა ფონმა კარგი სასტარტო პირობები შეუქმნა პარაგონეს პროექტს. გაირკვა, რომ იტალიის საზოგადოება ევროკავშირიდან გასვლას მოითხოვს. და, თუ შემოდგომაზე ბრიუსელი ვერ გადაწყვეტს თანხის გამოყოფის საკითხს ან აიძულებს რომს, ფულის მიღების სანაცვლოდ დათანხმდეს ერისთვის დამამცირებელ პირობებზე, ITALEXIT-ის მომხრეთა რაოდენობა ძალიან მოიმატებს.

იტალიელებს უკმაყოფილების მიზეზი საკმარისზე მეტი აქვთ. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი, მიმდინარე წელს იტალიის მშპ 11,2%-ით შემცირდება. იტალიელებს აწუხებთ მიგრანტების მოზღვავების პრობლემაც, რომლის გამოც ქვეყანაში ძალიან მოიმატა დანაშაულის შემთხვევების რაოდენობამ.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იტალიის გამოსვლის პროცედურა რთული და ხანგრძლივი საქმე იქნება. ამას არანაკლებ 500 ათასი ხელმოწერა და უზენაეს სასამართლოში განხილვა სჭირდება, თუმცა პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება. რამდენიმე წლის წინათ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაც ფანტასტიკად მიიჩნეოდა, მაგრამ ბრექსიტი დღეს რეალობაა.

ევროპელი ექსპერტების აზრით, თუ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას იტალიაც აამოქმედებს, ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს.

იტალიის გარდა ევროკავშირის დატოვების რისკის ზონაშია ესპანეთი. ქვეყანა ევროკავშირისგან 140 მლრდ ევროს მოცულობის დახმარებას ელოდება, მაგრამ ეს დაფინანსება და კრედიტები ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ესპანეთის ეკონომიკა კი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ექსპერტთა აზრით, ესპანეთში წლიური მშპ 22%-ით შემცირდება. ვითარებას ართულებს ის, რომ ესპანეთის ხელისუფლებისადმი ნდობის კრედიტი, კარგა ხანია, ამოწურულია _ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული კატალონიასა და სხვა რეგიონებში დამოუკიდებლობის მოძრაობის ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობისა და უმრავლესობის საპარლამენტო კოალიციის შექმნის უუნარობის გამო.

დაშლასთან ასე ახლოს, როგორც დღეს არის, ევროკავშირი არასოდეს ყოფილა.

Pravdoryb.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here