Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინაში პოლიციელებმა სცემეს და გააუპატიურეს დაკავებული ქალი

უკრაინაში პოლიციელებმა სცემეს და გააუპატიურეს დაკავებული ქალი

666
უკრაინაში პოლიციელებმა სცემეს და გააუპატიურეს დაკავებული ქალი

ეს მოხდა კიევის ოლქის ქალაქ კაგარლიკში. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 26 წლის ახალგაზრდა ქალზე იძალადეს.

მას შემდეგ, რაც ეს სკანდალური სიტუაცია გამჟღავნდა, პოლიციელები დააკავეს, ქვედანაყოფი, რომელშიც ეს დანაშაული მოხდა, გააუქმეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იუწყება, რომ 24 მაისს პოლიციამ მიიღო ინფორმაცია 1994 წელს დაბადებული ქალის გაუპატიურების შესახებ, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ეროვნული პოლიციის უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი ქალის წინააღმდეგ.

პოლიციის განყოფილების ორი თანამშრომელი დააკავეს. ამჟამად ისინი მოთავსებულნი არიან დროებითი დაკავების იზოლატორში.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა განყოფილების ხელმძღვანელობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here