Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში დავიწყეთ ყველაზე ტევადი და კრიტიკული თემის განხილვა სტალინის მოღვაწეობაში. როგორც გოეთეს ეკუთვნისფაუსტი”, ისევეა სტალინის შემოქმედების ნაყოფი სოციალიზმი, რომელიც განხორცილედა ერთ ქვეყანაში და მას, წესით, უნდა ეწოდოს სტალინიზმი.

მე-16 საუკუნიდან 1917 წლის ოქტომბრამდე კაცობრიობის წარმომადგენლებმა დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში სცადეს თავიანთი თვალსაზრისის გამოთქმა საზოგადოების ამ ახალ ფორმაციაზე.

იყო თუ არა სოციალისტური საზოგადოების არსებობის 70-წლიან ისტორიაში “მეცნიერული სოციალიზმის” ნიშნები სახელმწიფოში, რომელზეც ასე ხმამაღლა გაჰყვიროდა დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული წითელი იმპერია, რომლის შემქმნელი და მისი ზესახელმწიფოდ ქცევის გენერალური კონსტრუქტორი სტალინი გახლდათ? _ არა, არაფერი იყო მასში მეცნიერული კომუნიზმის. და თუ რამ ძალით იყო შეტენილი სახელმწიფოს მოწყობაში, ისიც მეხუთე ბორბლად ჰქონდა ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეს, რამაც შემდგომ ქვეყნის კატასტროფა გამოიწვია.

სტალინი და სახელმწიფო

ტურუხანსკის გადასახლებაში მყოფი სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სახელმწიფო მოწყობის ლენინისეული გეგმის და იმიერპოლარეთიდან არწმუნებდა ლენინს, რომ მის მიერ რუსეთის მოწყობის შემუშავებული გეგმა ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა. სტალინმა ზუსტად გათვალა, რომ თვითგამორკვევისა და ქვეყნიდან რესპუბლიკების გამოყოფის კონსტიტუციური უფლება გარედან ნაკარნახევი გეგმის ნაწილი იყო და დამკვეთის სურვილს ეფუძნებოდა. სტალინი _ “პოლიტიკური ვანგა” _ ხვდებოდა, რომ ლენინსა და ტროცკის სხვა მიზნები ამოძრავებდათ რუსეთის მიმართ, რომელთა მისაღწევად მილიონობით ოქრო იყო გადახდილი დაინტერესებული სახელმწიფოებიდან.

სტალინმა ლენინის სიცოცხლეში ვერ დაძლია “ველიკორუსული” შოვინიზმისა და გარე ძალების ერთდროული თავდასხმა და იძულებული შეიქნა, ლენინის აზრი გაეზიარებინა არასწორი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.

ლენინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც სტალინმა თავი მის პოლიტიკურ მემკვიდრედ და მოწაფედ გამოაცხადა, არ დაკარგა მემკვიდრეობითობის პრინციპები და მტკიცედ მოჰკიდა ხელი მეტად სუსტ ადგილს, რომელიც ნაღმად იყო ჩადებული ქვეყნის კონსტიტუციაში. სანამ სტალინი ცოცხალი იყო, არავის უხსენებია და არც ვინმეს გაუბედავს სსრკდან გამოყოფაზე ლაპარაკი, რომლითაც იგნორირებული იყო ლენინის ძირითადი დებულება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საბჭოთა კავშირი.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე დაიბრუნა მავზოლეუმის ბინადარმა და ჯერ ლენინგრადელ მუშას XX ყრილობის ტრიბუნიდან მოაყოლეს სიზმარი. “მე სტალინთან ერთად ყოფნა არ მინდა მავზოლეუმშიო”-ო,_ უთქვამს მისთვის ლენინს და სიზმრად ნანახი ლენინის სიტყვები ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველ მდივან სპირიდონოვს გადასცა. სპირიდონოვმა კი წინადადება შეიტანა ყრილობის პრეზიდიუმში სტალინის ნეშტის მავზოლეუმიდან გამოსვენების თაობაზე, რომელიც დიდი ენთუზიაზმით განახორციელა ნიკიტა ხრუშჩოვმა.

ლენინის ცხედარმა ტროცკისტი ნაძირლების დახმარებით აამოქმედა თავისი დებულება და რუს ხალხთან ერთად 14 რესპუბლიკა შეუდგა ე.წ. თვითგამორკვევას და ცალკე სახელმწიფოდ გადაქცევას, რაც 1991 წელს წარმატებით დამთავრდა. გაიმარჯვა ლენინ-ხრუშოვ-ელცინ-გორბაჩოვის ანტისახელმწიფოებრივმა და ანტირუსულმა პოლიტიკამ.

ჰიტლერი, გერინგი, გებელსი და ჰესი
ჰიტლერი, გერინგი, გებელსი და ჰესი

1991 წლიდან დაიწყო ფართო პროპაგანდა, რომ ფაშიზმი და კომუნიზმი ერთი და იგივეა, სტალინი და ჰიტლერი კი ორივე სისხლისმსმელი დიქტატორი იყო; რომ ომი გერმანიასთან საბჭოთა კავშირს არ მოუგია, იგი ინგლის-ამერიკის ისტორიულ გამარჯვებად მონათლეს. გაანადგურეს ან საბოლოოდ გააჩუმეს ყველა, ვინც ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სიმართლე იცოდა. დაწვეს ისტორიული დოკუმენტები და გამოშიგნეს “სრულიად საიდუმლო” არქივები. სპეციალურად მუშაობდნენ მწერლები, პოეტები, მხატვრები, განსაკუთრებით კი კინორეჟისორები ანტისტალინური განწყობისა და სიძულვილის დასათესად, რომელიც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

უცხოეთიდან მილიარდები იხარჯება სტალინის გასაშავებლად, მაგრამ სტალინური მზის სხივი ამოსცდა შავ-ბნელ მწვერვალებს და მალე დაეცემა დედამიწას კეთილშობილებისა და თანასწორუფლებიანობის დასამყარებლად.

1930-იან წლებში სტალინი თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად ამბობდა: “პირველ რიგში ვისწავლოთ მტრებისაგან”. სიმართლის გზას აცდენილი თანამედროვე ლიბერალები ირონიურად ფიქრობენ, ხომ ვსწავლობთჩვენი მტრებისაგან”. არა, ჩემო მკითხველო, სტალინს ასეთი სწავლაზე არ გაუმახვილებია ყურადღება _ სტალინი გვასწავლიდა: “რაზეც გვაკრიტიკებენ ჩვენი მტრები, ის ჩვენი ეკონომიკისთვის, კულტურისთვის, სახელმწიფო ინტერესებისთვის სასარგებლოა, რაზეც გვაქებენ და გვაქეზებენ, სწორედ ის არის ჩვენი ქვეყნის ძირის გამოთხრის ვერაგული გეგმა”.

საუბედუროდ, დადგა ისეთი დრო, როდესაც მართალა უნდა ვისწავლოთ ზოგიერთი რამ მტრული სახელმწიფოებისგან, რომლებშიც, რა თქმა უნდა, არსებობენ ნამდვილი პატრიოტი, მართალი, გაბედული და სიმართლის მოყვარული ადამიანები.

გაგაცნობთ ერთ ავტორს, გერმანელ პოლიტოლოგს, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა გებელსის ჩანაწერების დღიური. ამ ჩანაწერებმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და საიდანაც ბევრი რამ ჩვენც უნდა ვისწავლოთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებმა.

ირვინგ ბერგი გაოცებას ვერ მალავს, როდესაც იოზეფ გებელსის ჩანაწერებს კითხულობს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ეიფორია, რომელსაც იწვევს საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების პირველი დღეების წარმატებები.

გებელსი სიტყვასიტყვით იწერს ფიურერის ფრაზებს:

* “ბოლშევიზმს უკვე მივაყენეთ მომაკვდინებელი დარტყმა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კრემლის ბოლშევიკებთან ამაზე საუბარიც შეუძლებელია… ბოლშევიკებიდან კვალიც არ უნდა დარჩეს, მოსკოვი და ლენინგრადი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა”.

მალე ცნობილი შეიქნა, როგორც ჰიტლერისთვის ისე მსოფლიოსთვის, რომ ომი არც ისე სწრაფად დამთავრდებოდა, როგორც ფიურერს ეგონა და როგორც ეს პოლონეთსა და საფრანგეთში მოხდა.

1941 წლის 4 ნოემბერს გებელსმა დღიურში ჩაიწერა ჰიტლერის სიტყვები:

* “ძნელი დასაჯერებელია, როგორ შეძლეს ბოლშევიკებმა ამხელა ძალის მობილიზება, რომ ასეთ წინააღმდეგობას გვიწევენ. საბჭოთა სისტემამ 25 წლის განმავლობაში აღზარდა ეს თაობა. რუსმა ხალხმა არაფერი იცის გარე სამყაროზე და ასეთი ბნელი ხალხი ადვილი სამართავი და დასამორჩილებელია. ისინი ცალმხრივად არიან მიმართულნი და აღზრდილნი. ბოლშევიკებს შეიძლება ბევრ რამ აქვთ სასაყვედურო, მაგრამ ვერ უსაყვედურებთ, რომ არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა გადამწყვეტ ბრძოლაში”.

მანამდე, 1941 წლის 22 ივლისს, გებელსმა თავის დღიურში ჩაწერა იმ შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც სტალინის უფროსი შვილის დაკითხვიდან გამომდინარეობდა და არც ერთი სიტყვა არ გამოდგებოდა პროპაგანდისტული მასალისათვის.

*”მოსკოვთან გერმანელების პირველი დამარცხება თუ რაიხის გენერალიტეტის მიერ შეფასებული იყო, როგორც “გენერალი ზამთრის” წინააღმდეგობის დაუძლევლობა, ჰიტლერი მივიდა დასკვნამდე, რომ მსოფლიოში ნახა მოწინააღმდეგე, რომლის ძალის გაუთვალისწინებლობაც არასერიოზული იქნებოდა”.

1942 წლის 5 დეკემბერს გებელსი თავის დღიურში წერს ჰიტლერის სიტყვებს:

*”სტალინის სატანკო რეზერვები ულევია, რაც ჯერჯერობით ჩვენთვის დაუძლეველია. გაკვირვებული გეკითხებით თქვენ, იოზეფ, რა შეუძლია შექმნას სტალინმა თავისი ხალხისგან, ალბათ, ქვეყნის ერთმმართველობა ბევრს მიაღწევინებს რუს ხალხს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი განწყობილნი იქნებიან საომრად რევოლუციური გაქანებით”.

გებელსი და ჰიტლერი ხშირად საუბრობენ იმ მსუბუქ ომებზე, რომლებიც დასავლეთში ჰქონდათ, და ადარებენ ბრძოლებს საბჭოთა კავშირთან.

გებელსის 1941 წლის 15 დეკემბრის ჩანაწერი ასეთია:

*”ჰიტლერი მოუწოდებს გერმანელ ხალხს და, უპირველესად, ვერმახტის ჯარებს, მთელი ძალები მიმართონ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”.

გებელსის დღიურში საინტერესოა 1943 წლის 7 იანვრის ჩანაწერი:

* “აღმოსავლეთის ბრძოლებში პირველად შევეჯახეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც აქვს თავისი პოზიცია და მსოფლმხედველობა. ჰიტლერი სტალინში ხედავს დიდ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ეიფელის კოშკივით დაჰყურებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატ თუ არადემოკრატ ლიდერს. ებრაელები ყველა შემთხვევაში ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, მხარში ამოუდგნენ სტალინს საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან კარგად იციან, რომ სტალინის დამარცხების შემთხვევაში მათ მოელით ფიზიკური ლიკვიდაცია. სტალინი ხომებრაელების წინამძღოლია”.

* “ბოლშევიკებმა, ასე თუ ისე, იციან პროპაგანდისტული მუშაობა. სტალინმა გამოაჩინა ისეთი სასიამოვნო და სიმპათიური მხარეები, რომ ადამიანები, თუ ისინი მსოფლმხედველობრივად არ დგანან მყარ პოზიციაზე, აუცილებლად სტალინისკენ გადაიხრებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეუწყნარებელნი და მტკიცე ნებისყოფის საბჭოთა კავშირისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ, ბოლშევიკები თავიანთი თეორიითა და პრაქტიკით განსაკუთრებული საფრთხეა ჩვენთვის _ ნაციონალ-სოციალისტებისთვის”.

* “გებელსმა, როგორც კი ნახა ფილმი “ერთი დღე საბჭოთა კავშირში”, 1943 წლის 4 მარტს თავის დღიურში ჩაწერა: “ეს პირველხარისხოვანი სააგიტაციო პროდუქციაა. ეჭვგარეშეა, ის მიაღწევს შედეგს ნეიტრალურ ადამიანებზე, ჩემთვის კიდევ ერთხელ ნათელი შეიქნა, რომ ჩვენ ბოლშევიკებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვექცეთ. საქმე გვაქვს არა ბურჟუაზიულ, არამედ პროლეტარულ-ებრაულ სახელმწიფოსთან. ჩვენ თუ არ გავაერთიანებთ ჩვენს შესაძლებლობებს, ისინი დაგვანგრევენ. როგორც არასდროს, ისე უნდა შევძახოთ მოწოდება ტოტალური ომის აუცილებლობისა”.

რაიხისა და დაპყრობილი ქვეყნების ხელმძღვანელობის წინაშე გამოსვლისას ფიურერმა განაცხადა: “გერმანია და საბჭოთა კავშირი _ ეს ორიმსოფლმხედველობითიქვეყანაა. სწორედ ამიტომ აქვთ უპირატესობა ბურჟუაზიულ ქვეყნებთან შედარებით და დგანან გასაგებ სულიერ ნიადაგზე. გამომდინარე აქედან, გასაგები ხდება აღმოსავლეთიდან მეტი წინააღმდეგობა, ვიდრე დასავლეთიდან. ჩვენ დავეჯახეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც გააჩნია თავისი მსოფლმხედველობა, თუნდაც იგი ყალბი იყოს”.

1944 წლის 4 მარტს გებელსი თავის დღიურში წერს:

* “რით არის განპირობებული სტალინის წარმატებები? პირველ რიგში, სტალინს ქვეყანაში არ ჰყავს ოპოზიცია. და მეორე _ მან სრულად დაიმორჩილა ეკლესია, აგრეთვე, უდიდესი გავლენა აქვს ინტელიგენციასა და მეფისდროინდელ გენერალიტეტზე. სტალინმა გადაწყვიტა სამღვდელოების საკითხი და შეიძლება ის დაუბრუნდეს ეკლესიის პატივისცემას, რადგან ეკლესია მის მსახურებაშია. მიტროპოლიტები ხელზე ემთხვევიან სტალის, რადგან იციან, რომ, თუ ასე არ მოიქცევიან, ტყვია მოხვდებათ შუბლში. ამ მხრივ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, მაგრამ ამის დრო არ არის, ომის შემდეგ კი უნდა “მოვუაროთ” როგორც ოფიცრებს, ისე ღვთისმსახურებს”.

როდესაც გებელსმა წაიკითხა წიგნი საბჭოთა მარშლებისა და გენერლების შესახებ, ნათლად დაინახა განსხვავება საბჭოთა და გერმანელ კონსერვატიულ გენერალიტეტს შორის. მან გერმანული სკრუპულოზურობით ჩაწერა თავის დღიურში შთაბეჭდილება აღნიშნულ საკითხზე:

* ეს მარშლები და გენერლები, როგორც წესი, გამონაკლისის გარეშე ყველა ახალგაზრდაა, არც ერთი 50 წელს არაა მიღწეული. მათ ზურგს უმაგრებს უზარმაზარი პოლიტიკურრევოლუციური მუშაობის გამოცდილება, ისინი მტკიცე ბოლშევიკები, ძლიერი და შემოქმედებითი ადამიანები არიან; მათ სახეზე ეტყობათ, რომ აღზრდილები არიან მშობლიურ ფესვებზემივდივარ მწარე დასკვნამდე, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირში ხარისხით მაღლა დგას ვიდრე ჩვენთან _ გერმანიაში”.

სტალინგრადის ბრძოლების შემდეგ, როგორც მსოფლიოში, ისე თვით გერმანიაშიც დარწმუნებული იყვნენ ფაშიზმის დამარცხებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენიმე ტერორისტული აქტი მოეწყო ფიურერის გასანადგურებლად, მაგრამ უშედეგოდ.

რეიხის ბევრი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებდა აუცილებელ პირობად სეპარატული ზავის დადებას ან დასავლეთის მოკავშირეებთან, ან თუნდაც საბჭოთა კავშირთან, რის გამოც თავის დღიურში გებელსი საჯაროდ წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტებს ინიშნავს:

* “ამ ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მხოლოდ ერთის გაფიქრება არ შეიძლება: ჩვენ არ დავნებდებით და ხელისუფლებას არ გადავცემთ მტერს, ვინც ამბობს ან ფიქრობს ამაზე, მშიშარა და გამყიდველია”.

* “ჰიტლერი თვლიდა, რომ შეიძლება დავზავდეთ სტალინთან 1939 წლის საზღვრების შენარჩუნებით. (ჩანაწერი: 27.10.1943)

გებელსი თვლის, რომ გერმანიისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება ინგლის-ამერიკასთან ურთიერთობა, ვიდრე რუსებთან. 1945 წლის მარტში ჰიტლერი დაუბრუნდა თავის იდეას სტალინთან დაზავების თაობაზე და განაცხადა:

* “თუ კოალიციიდან ჩვენთან ვინმე მოლაპარაკებას დათანხმდება, ეს იქნება სტალინი, რადგან სტალინს მეტი წინააღმდეგობები აქვს ინგლისამერიკასთან ვიდრე ჩვენთან. ამასთანავე, სტალინისთვის უცხოა ომის წარმოებით მიღებული მოგება, რომელიც სახლში უნდა წაიღონ, როგორც ჩვენ”.

ჰიტლერის ამ განცხადებას გებელსი დაეთანხმა და დღიურში ჩაწერა:

* “ფიურერი სწორად აღნიშნავს, რომ სტალინს უფრო მეტად შეუძლია შეცვალოს კურსი, ვიდრე სხვებს, რადგან მისი გადაწყვეტილება შეუვალია და რეალური. რაც შეეხება ჩერჩილს, მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მისი გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნება, რადგან იგი დამოკიდებულია სხვაზე”.

გებელსი თავის დღიურში ადასტურებს:

* “ ფიურერი გამოხატავდა პატივისცემას სტალინის მიმართ. ის სტალინს უყურებდა, როგორც ნამდვილ აზიელ გენიოსს. სტალინის მიმართ მისი შთაბეჭდილება თანდათან იზრდებოდა და მიიჩნევდა თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ (ჩანაწერი: 10.08.1943).

* “სტალინი რეალური პოლიტიკოსია, მოქმედი, ძალზე ჭკვიანი და მოქნილი. როგორ ასულელებს და ათამაშებს ბურჟუებს, რაც იწვევს ჩემში უდიდეს შურს” (ჩანაწერი: 05. 02. 1944წ).

*”სტალინი ავლენს, რომ ის არის უდიდესი პოლიტიკოსი და სამხედრო სტრატეგი.” (19.03.1944წ)

* “სტალინი ატარებს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკას, როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. მან პირველმა შემოიღო მატერიალური დახმარება მრავალშვილიანი დედებისთვის და ზრუნავს მათ სოციალურ დაცვაზე. მან დააწესა ორდენი მრავალშვილიანი დედებისთვის და დიდი გადასახადი დააწესა უშვილობისთვის, გაართულა გაყრის პროცედურა და აკრძალა აბორტი. ყველა ეს კანონი ისე კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ შეუძლებელია მისი გამოქვეყნება ჩვენს პრესაში, რადგან ჩაითვლება, რომ ეს არის უაღრესად კარგად გათვლილი პროპაგანდისტული სვლა, რომელიც იდეალურად იმუშავებს სტალინის სასარგებლოდ (ჩანაწერი: 10.07. 1944) .

გებელსს ყველაზე მეტად ის შურს სტალინის, რომ მან მთლიანად ჩამოიშორა პოტენციური ოპოზიციური სამი ძალა, რომლებიც გადაულახავ ძალებად რჩებიან გერმანიაში: ეკლესია, არისტოკრატია და უმაღლესი ოფიცერთა კორპუსი. გებელსი ფიქრობს, რომ ეს სამი ძალა ომის შემდგომ სრულად იქნება ლიკვიდირებული.

ნაციონალსოციალიზმი და მარქსიზმლენინიზმი მსოფლმხედველობრივად სრულიად განსხვავებული იდეოლოგიებია, მაგრამ ომის დროს ორივე რეჟიმის პირობებში გამომჟღავნდა ადამიანთა რეალური სახე. ამაში უდიდესი და შეუფასებელი წვლილი მიუძღვის გებელსის სრულიად გულწრფელ აღიარებებს, რომლებიც თავის დღიურში აქვს ჩაწერილი და აქ ნაწილობრივ წარმოგიდგინეთ.

ახლა გეკითხებით, მკითხველო _ აქვთ თუ არა ადამიანებს იმის საფუძველი, რომ ყველამ, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, გაარჩიოს სტალინის მოღვაწეობა, თანაც მაშინ, როდესაც ადამიანთა უმრავლესობამ, რომელიც დღედაღამ ამტკიცებს სტალინის უცოდინარობას, ინკვიზიტორობასა და ლოთობას, საერთოდ, რას ნიშნავს ან რას მოიცავს სტალინის შემოქმედება, არ იცის. და ეს ხდება არა მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ქუჩაში დგას და ლაზღანდარობს, არ აქვს წიგნსა და ისტორიაზე წარმოდგენა, არამედ იმ ადამიანებშიც, რომლებიც სამეცნიერო ტიტულებს ფლობენ და უამრავ წიგნს გამოსცემენ.

ადამიანისახელმწიფოისტორიაში უნიკალური მოვლენაა. ბევრ ძლიერ პიროვნებას დაუსახავს მიზნად, მიეღწია აბსოლუტური პირადი ძალაუფლებისთვის, ესე იგი საზოგადოებისგან აბსოლუტური პირადი თავისუფლებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად ვერავინ, თვით ყველაზე ცნობილმა დიქტატორებმაც კი, ამას ვერ მიაღწიეს. ყველანი, ასე თუ ისე, რომელიღაც ძალების დაყენებული პირები იყვნენ. ასეთ შემთხვევაში მმართველი წარმოადგენდა ამ ძალას ანდა ძალთა მთელ ჯგუფს და მეტნაკლებად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მაგრამ, აი, “ადამიანისახელმწიფოისეთ პოლიტიკურ სისტემას ქმნის, რომ მას ემორჩილება არა მხოლოდ საზოგადოების საბაზო ინსტიტუტები, არამედ მატერილური, სულიერი და კულტურული სფერო, პარტიულსახელმწიფოებრივი აპარატიც კი. ადამიანი კი არ არის აპარატის დაყენებული კაცი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ გამოხატავს მის ინტერესებს, არამედ პირიქით _ ბელადს, დიქტატორს, იმპერატორს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, როგორც უნდა იწოდებოდეს იგი მთლიანად ჰყავს დამორჩილებული.

მსოფლიოში, საბჭოთა კავშირის გარდა, სხვა სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ხოლო სტალინს მსოფლიოზე ბატონობისთვის მიეღწია, მის პერიოდში კაცობრიობა ისტორიაში პირველად გახდებოდა მართული. მისი უახლოესი თანამებრძოლებიც კი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს გამოგონილ, ანუ მის მიერ შექმნილ სამყაროში ატარებდნენ. ერთადერთი, ვინც თავიდან ბოლომდე ნამდვილი, ცოცხალი და ამ ქვეყნის აბსოლუტურად თავისუფალი შემოქმედი იყო, თვითონ სტალინი გახლდათ”, _ ასკვნის ისტორიკოსი ბორის ილიზაროვი.

გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

P.S.

“…მაგრამ დიდების მაგიერ,

სად ჩანგმა გაიწკრიალა,

განდეგილს ბრბომ იქ დაუდგა

შხამით აღსავსე ფიალა….

და უთხრეს: “შესვი, წყეულო,

 ეგ არის შენი ხვედრიო,

შენი არ გვინდა სიმართლე,

არც ეგ ციური ხმებიო!..”

იოსებ სტალინი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here