Home სხვადასხვა დაიჯესტი რას გაემიჯნა ორბანი _ კორონავირუსს თუ გლობალიზმის ვირუსს?

რას გაემიჯნა ორბანი _ კორონავირუსს თუ გლობალიზმის ვირუსს?

“არ მისცე უფლება სოროსს, გაიცინოს ბოლოს”

1350
რას გაემიჯნა ორბანი _ კორონავირუსს თუ გლობალიზმის ვირუსს?

ევროპის საბჭოს, ევროპული კომისიის, ევროპარლამენტის, აგრეთვე, აშშის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ უნგრეთის მთავრობასა და მის მეთაურს _ ვიქტორ ორბანს იმ ზომებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტმა გაატარა, რათა არ დაეშვა ქვეყანაში ვირუსული ინფექციის გავრცელება, კერძოდ, მისი შემოტანა სხვა ქვეყნებიდან (უნგრეთი ესაზღვრება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს _ ავსტრიას, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, აგრეთვე, სერბეთსა და უკრაინას).

2020 წლის 20 მარტს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავრობას მიენიჭა განსაკუთრებული უფლებები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ დოკუმენტის თანახმად, მინისტრთა კაბინეტს აქვს უფლებამოსილება, გამოსცეს კანონის ძალის მქონე ბრძანებულებები, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ ეპიდემიოლოგიური კონტროლის დამრღვევ და კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს. დოკუმენტის მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის. პარლამენტს შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, როცა ჩათვლის, რომ უნგრეთისთვის საფრთხე აცილებულია. არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარება ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება.

“დემოკრატიული” ევროპის რეაქცია მწვავე იყო. “მიგვაჩნია, რომ საგანგებო ვითარებაში დემოკრატია არ უნდა შეჩერდეს”, _ განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლიმ (იტალია) უნგრეთის ახალ კანონზე.

სოფი ინტ ველდი
სოფი ინტ ველდი

“ევროპარლამენტის სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ სასწრაფო ზომებზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთშიც. მე მოვისმინე, რომ რამდენიმე ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება ჰქონდეს კრიზისზე, მაგრამ მაშფოთებს ის, რომ ზოგიერთი ზომა ძალიან შორს მიდის, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვითარება უნგრეთში”, _ განაცხადა ევროკომისიის ხელმძვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კიდევ უფრო შორს წავიდა ევროპარლამენტის კანონის უზენაესობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფი ინტ ველდი (ნიდერლანდები). მან განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების მოქმედება შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და ვიქტორ ორბანი “კანონისა და უფლებების უზენაესობის განადგურებაში” დაადანაშაულა.

სიტყვები არ შეურჩევია არც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დემოკრატიული პარტიის წევრ ელიოტ ენგელს, რომელმაც ორბანი “ძალაუფლების აღმაშფოთებელ მიტაცებასა და დიქტატურის დამყარებაში” დაადანაშაულა. ენგელის აზრით,დემოკრატიასთან ასეთი დაპირისპირება აღმაშფოთებელია, მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როცა ლაპარაკია ევროკავშირისა და ნატოს წევრზე”. უნგრეთის მთავრობის ინიციატივა დაგმეს დასავლეთის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებაც.

ორბანის მიმართ კრიტიკული წერილები გამოაქვეყნეს The Guardian-მა, Le Monde-მ და სხვა გამოცემებმა. თუმცა ეს აღშფოთება ყალბი ჩანს. საგანგებო მდგომარეობა, უწინარესად, იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მდგომარეობისგან, რომ დემოკრატიული პროცედურების მოქმედება იზღუდება მთავრობისგან. მეორე _ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო იურიდიული პასუხისმგებლობა არაერთმა ისეთმა ქვეყანამ დააწესა, რომლებსაც დემოკრატიის დამცველის რეპუტაცია აქვთ, მაგრამ მათ ევროკავშირის ხელმძღვანელებისა და სხვათა რისხვა თავს არ დასტყდომიათ.

შესადარებლად: საგანგებო მდგომარეობის შემოღების პროცედურა საფრანგეთში გაცილებით არადემოკრატიულია, ვიდრე უნგრეთში. საფრანგეთის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღება შეუძლია სამთავრობო ბრძანებულებით, ისე, რომ არც ეკითხება ეროვნულ საკრებულოს. გარკვეულ ვითარებაში პარლამენტის დაუკითხავად შეუძლია საგანგებო მდგომარეობის შემოღება ავსტრიის მთავრობას. მთავრობის წინადადებით, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს სლოვენიის პრეზიდენტი. ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების პრეროგატივა აქვთ მეფეებს.

“არ მისცე უფლება სოროსს, გაიცინოს ბოლოს”
“არ მისცე უფლება სოროსს, გაიცინოს ბოლოს”

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ საგანგებო მდგომარეობის დროს ფართო უფლებებით სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლება. 1976 წლიდან დღემდე აშშ-ში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა შემოღებული იყო 60-ჯერ(!). ვაშინგტონს ადამიანის უფლებებიც უპრეცედენტოდ შეუზღუდავს, ისე, რომ უნგრეთს არც დაესიზმრება. მაგალითად, ბოლო მოუღო პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის უფლებას 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ ამის გამო აშშში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთება არავის გამოუთქვამს.

აშფოთებთ უნგრეთი. რატომ?

გლობალიზმის ვირუსით ინფიცირებულთათვის და “ლიბერალური საზოგადოებისთვის” ვიქტორ ორბანი, დიდი ხანია, Bete noire-ა _ შავი მხეცი. უნგრეთის პრემიერზე თავდასხმა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, როცა მან მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში მოაქცია ჯორჯ სოროსის (ეს 90 წლის ფინანსური თაღლითი, რომლის ფონდის განყოფილებებიც უამრავ ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც, და რომლებიც მონაწილეობდნენ “ფერადი რევოლუციების” მომზადებაში, უნგრეთში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი და გვარია დიერდ შვარცი) სტრუქტურების მოღვაწეობა.

იგივე სოფი ინტველდი _ კანონის უზენაესობის ჯგუფის ხელმძღვანელი ევროპის პარლამეტში, დიდი ხანია, იცავს სოროსის ორგანიზაციის ინტერესებს და აღტაცებას არ მალავს ამ საერთაშორისო პოლიტიკური სპეკულანტის მოღვაწეობისადმი, არც მისი ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება სოციალურ ქსელებში.

სოროსის ფულით ნაკვებ პოლიტიკოსებს ხელს არ აძლევთ არა ის, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა საგანგებო მდგომარეობის ჩარჩოებში მოაქცია დემოკრატიული ნორმები, არამედ სხვა რამ: ორბანი გაემიჯნა გლობალიზმის ვირუსს, რომლითაც ინფიცირებულნი არიან ევრობიუროკრატები, სოროსი და მისი ფულით ნაკვები პოლიტიკოსები, აგრეთვე, არასამთავრობოები. საგანგებო მდგომარეობამ უნგრეთში ბარიერი აღმართა გლობალისტური ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ.

rusklineria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here