Home რუბრიკები ისტორია “სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

“სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

რას ამბობდა სტალინზე მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი

მოლოტოვი ხელს აწერს პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ

რატომ ვერავინ შექმნა სტალინზე ისეთი ნაშრომი, რომელიც ზღვარს დაუდებდა ყველა მცდელობასა და მონდომებას, ტყუილმართალი დაეწერათ კაცობრიობის გამოჩენილ ადამიანზენუთუ ისე მაღლა იდგა სტალინი ადამის ძეზე, რომ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ძნელია, ახსნას მისი გენიალურობა? თუ სახარებას იგავებით ვკითხულობთ და ვიგებთ, ნუთუ იგავის დამწერი აღარ გამოჩნდა ამქვეყნად, რომ სიმართლესთან მიგვაახლოვოს, ვინ იყო სტალინი?

სტალინზე დღემდე შექმნილი ნაშრომების უმრავლესობა მაკულატურაა. უმრავლესობა ისტორიული დოკუმენტებისა, რომლებიც რეალობას ასახავდა, განადგურებულია. ზეპირად გადმოცემული ამბავი კი ან სუბიექტურია, ან შურითა და სიძულვილით გაძეძგილი.

ჩვენ, ქართველებს, არაჩვეულებრივი ნაშრომები გვაქვს უცხო ენებზე არსებულ პირველწყაროებზე დაყრდნობით შექმნილი. დაწერილია ისტორიულ-დოკუმენტური წიგნები დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე, გვაქვს აკადემიკოს როინ მეტრეველის, მწერალ აკაკი გელოვანის, პროფესორ ვალერი ასათიანის ნაშრომები. ბოლოს და ბოლოს, გვაქვს ივანე ჯავახიშვილის უნიკალური “ქართველი ერის ისტორია” და სხვ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოდესმე გვყავდა ადამიანი, რომელიც თავისი სიდიადითა და “დიდთა საქმეთა კეთებით” სტალინზე აღმატებული იყო, ცდება. ნუთუ არ უნდა მოხდეს მსოფლიოს ახლებურად ამწყობი გენიალური კონსტრუქტორისა და არქიტექტორის მიერ ბრწყინვალედ დასრულებული ცდის შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის?

მეცნიერებო, მწერლებო, ხელოვნების მუშაკებო, ნუთუ არ გრცხვენიათ, ვიღაცასთან გარიგებით, ვიღაცის ხათრით, შეურაცხადი ჩორგოლეიშვილისა და თუთბერიძის შიშით საფლავში რომ მიგაქვთ ძირითადი სათქმელი თქვენი ეპოქისა? თქვენი საფლავის ქვის ქვეშ ხომ საქართველოს ისტორიის ის ნაწილი დაიმარხება, რომელიც ყველაზე კარგად იცით. ცრუისტორიკოსმა მონტეფიორეებმა უნდა დაწერონ თვითმფინავის სალონსა თუ მატარებლის კუპეში ჭორიკანა დედაკაცის მიერ მოყოლილი ამბავი? კორონავირუსი თუ სხვა რამ, რაც მომავალში უფრო დიდ უბედურებად დაგვატყდება თავს, უმადურობისა და უფლის უგულებელყოფის შედეგია.

მივმართავ აკადემიკოსს, ბატონ როინ მეტრეველს: ბატონო როინ, დროებით გადავდოთ ურთიერთპატივისცემა და პირში ვუთხრათ ერთმანეთს სათქმელი: თქვენ კვირაში ორჯერ საპატრიარქოში უნდა იაროთ (იქაც უნდა იაროთ) თუ მთავრობასა და პარლამენტში? აღადგინეთ თაობათა შორის ჩატეხილი ხიდი, “აღიღეთ ხელში ჯვარიქრისტესი და, როგორც კინოფილმგიორგი სააკაძეშისტალინის უშუალო დავალებით რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავას გმირს, გიორგი სააკაძეს, ათქმევინა: “ქრისტესა და სამშობლოს სახელით ვეკვეთოთ მტერს!”, ისე უნდა ვეკვეთოთ ჩვენც, რადგან მტერი კარსაა მომდგარი.

ბატონ ვახტანგ გურულსაც უნდა მივმართო: ბატონო ვახტანგ, გადაყოლილი ხართ იმ უდღეურ და უმეცარ მენშევიკურ მთავრობას და მის პრიმიტივ მეთაურ ნოე ჟორდანიას. რამდენჯერ უნდა გამოვიყენო ამონარიდები თქვენი ბროშურიდან “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, რომელიც მე-20 საუკუნის იტორიის ცნობარად შეიძლება ჩაითვალოს? მე დავწერ მენშევიკებზე, როგორც ეკადრება მათ, თქვენ კი სტალინზე წერეთ, ქართველ კაცს თავისი საამაყო “სავიზიტო ბარათი” რომ დაუტოვოთ.

ჩვენ ვერ გადაგვარჩენს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა, რომელსაც უამრავი “იხვი”, “ბატი”, “ინდაური” თუ “ქათამი” ჰყავს სახელისუფლო ურემში შებმული.

ქართველ ინტელიგენციას, რომელიც ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესების დაცვის ავანგარდში, დღეს საღათას ძილით სძინავს, ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას და ჩამოაშოროს დაუნდობელი ტროცკისტებისა და მენშევიკების “ნაშიერები”. რატომ შევატოვოთ ქვეყანა ხელში ბოკერიას, ვაშაძეს, სააკაშვილს, მელიას, ჭიაბერაშვილს, გრიგოლიას, სანაიას, ჟიჟილაშვილს, გვარამიასა და სხვებს, რომლებიც საქართველოსა და ყოველივე ქართულის მიმართ სიძულვილით არიან გაჟღენთილნი? განა ცოტა გვყავს საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილები?

ახლა კი მასალის ძირითად თემას დავუბრუნდეთ.

დიდი ხანია, მსურდა, დამეწერა სტატია, რომელშიც ასახული იქნებოდა, როგორ აფასებდნენ სტალინს აშშ-ის სახელმწიფო მდივნები, რომლებიც სტალინის მოღვაწეობის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდნენ.

ჰიტლერი და დუჩო მუსოლინი
ჰიტლერი და დუჩო მუსოლინი

მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, ჩვენს შეშინებულ ინტელიგენციას გამოსაფხიზლებლად და შიშის დასაძლევად მივაწოდო ამონარიდები მასალიდან, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ერთერთ დიდ წარმომადგენელს, 1973-1977 წლებში აშშის სახელმწიფო მდივანს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს _ ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის და მოიცავს სტალინის ცხოვრებისა და შემოქმედების გარკვეულ პერიოდს. მასალაში ლაპარაკია გერმანიასაბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს დადებულ პაქტზე, რომელიც მოლოტოვრიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი.

აი ისიც:

“ორივე მათგანი (სტალინი და ჰიტლერი _ გრ. ონიანი) კარიერის დასაწყისში საზოგადოების კარს მიღმა იმყოფებოდნენ, თუმცა სტალინს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, რათა მიეღწია აბსოლუტური ძალაუფლებისთვის. ჰიტლერი ეყრდნობოდა თავისი დემაგოგიის ბრწყინვალებას და მზად იყო, ყველაფერი დაედო ფსონზე, როცა კამათელს გააგორებდა.

სტალინი აწარმოებდა ხანგრძლივ და ღრმა ძირგამომთხრელ სამუშაოს კომუნისტური ბიუროკრატიის შიგნით თავის მოწინააღმდეგეებზე, რომლებიც სერიოზულ მეტოქედ არ აღიარებდნენ ამ ავბედით ფიგურას საქართველოდან. ჰიტლერმა წარმატებას მიაღწია, როცა მიმზანმიმართულად დათრგუნა თავისთან დაახლოებული პირები. სტალინმა ძალაუფლება მოიპოვა სწორედ იმით, რომ შეძლო ჩრდილში ყოფნა ხელსაყრელ მომენტამდე.

ჰიტლერმა ბოჰემური ჩვევები და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა: ის აცვიფრებდა თავის მთავრობას წამიერი გამონათებებითა და დილეტანტური ყოვლისმცოდნეობით, აღწევდა თავისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. სტალინმა გულმოდგინე მეთოდურობა მუშაობაში ჯერ სასულიერო სემინარიაში აითვისა სამყაროზე მკაცრ თვალსაზრისთან ერთად და იდეოლოგია პოლიტიკური კონტროლის იარაღად აქცია. ჰიტლერი ოცნებებში ნავარდობდა და ტკბებოდა მასების მხრიდან თაყვანისცემის გუნდრუკის კმევით. სტალინი საკმაოდ პარანოიდული პიროვნება იყო, რათა დაყრდნობოდა პოლიტიკისადმი ასე ინტიმურ მიდგომას. ის ილტვოდა საბოლოო და დასკვნითი ბრძოლისკენ გაცილებით მეტად, ვიდრე წამიერი აღტაცებებისკენ და უპირატესობას ანიჭებდა საბოლოო მიზნისკენ სვლას, რომლის დროსაც სათითაოდ ანადგურებდა ყველა პოტენციურ მეტოქეს.

ჰიტლერს სწყუროდა პირადი ამბიციებით ცხოვრება და, ამასთანავე, სურდა, თავისი განცხადებების დაუყოვნებლივ განხორციელება, ის უშუალოდ საკუთარ თავს წარმოადგენდა. სტალინი საკუთარ თავს განიხილავდა, როგორც ისტორიული ჭეშმარიტების მსახურს. ჰიტლერისგან განსხვავებით მას ჰქონდა მოსმენის განსაკუთრებული უნარყ; მზად იყო, ნებისმიერ მომენტში დაეწყო ძალთა თანაფარდობის დაწვრილებით შესწავლა. სწორედ საკუთარი ძალების რწმენით, რომ მისი იდეოლოგია ისტორიულ სიმართლეს ასახავდა, მყარად და დამაჯერებლად იცავდა საბჭოთა ეროვნულ ინტერესებს. სტალინი არ იტვირთავდა თავს, როგორც ის მიიჩნევდა, ფარისევლური მორალით ან პირადი მისწრაფებებით.

1939 წ. სტალინი და გენშტაბის უფროსი ბორის შაპოშნიკოვი
1939 წ. სტალინი და გენშტაბის უფროსი ბორის შაპოშნიკოვი

სტალინი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნამდვილი მონსტრი იყო, ამასთანავე, უძლიერესი რეალისტიც: მომთმენი, გამჭრიახი და ურყევი _ თავისი დროის კარდინალი რიშელიე. დასავლელი დემოკრატები ცდიდნენ ბედს, როცა ეყრდნობოდნენ სტალინსა და ჰიტლერს შორის იდეოლოგიურ კონფლიქტს. ისინი რისკავდნენ, როცა ახელებდნენ სტალინს საფრანგეთთან პაქტით, რომელიც არ ითვალისწინებდა სამხედრო თანამშრომლობას. ისინი საბჭოთა კავშირს ტოვებდნენ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მიღმა და შემდეგ საკმაოდ ორაზროვანი ფორმით შედიოდნენ საბჭოთა ლიდერთან სამხედრო მოლაპარაკებებში, მაშინ, როდესაც მის მიერ ჰიტლერთან პაქტის დადება გარდაუვალი იყო. დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ვერ ხვდებოდნენ, რომ სტალინის მძიმე წყობის საკმაოდ თეოლოგიური სიტყვების მიღმა იმალებოდა აზროვნებისა და მოქმედების მიზანმიმართული სიხისტე. და მაინც, ეს სიხისტე _ კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგი _ ხელს არ უშლიდა, გამოევლინა უჩვეულო ტაქტიკური მოქნილობა იქ, სადაც საჭირო იყო. არაფერს ვამბობ, რაც ხდებოდა ამ ფსიქოლოგიური ასპექტების მიღმა. სტალინის ხასიათმა ის თითქმის სრულიად გაუგებარი გახადა დასავლელი ლიდერებისთვის. სტალინი იყო ძველი ბოლშევიკი, გამოიარა ციხეები, გადასახლებები, გაჭირვება და ამ ათწლეულების განმავლობაში ყველაფერს ითმენდა მრწამსის გამო, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ისტორიის დინამიკაში ბოლშევიკები ამ ისტორიის უახლოესი დამხმარეების როლს ირგებდნენ მისი ობიექტური კანონზომიერების რეალიზაციაში. ბოლშევიკების თვალსაზრისით, განსხვავება მათსა და არაკომუნისტებს შორის იყო ისეთივე, როგორც მეცნიერებსა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მეცნიერი აანალიზებს ფიზიკურ მოვლენებს და თვითონ არ ქმნის მათ; მაგრამ ხვდება ამ მოვლენების წარმოქმნის მიზეზებს, მათ ობიექტურ ბუნებას. ამავე სულისკვეთებით ბოლშევიკები საკუთარ თავს აღიქვამდნენ, როგორც მეცნიერ-ისტორიკოსებს. ისინი ეხმარებოდნენ ისტორიის მსვლელობას, რამდენადმე აჩქარებდნენ კიდეც მას, მაგრამ არასდროს ცვლიდნენ მის გარდაუვალ მიმართულებას.

კომუნისტი ლიდერები წარმოადგენდნენ ადამიანებს, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ორჭოფობას, ისინი ურყევად იდგნენ ისტორიული ამოცანის შესრულების გზაზე. ამასთანავე, მათი გადარწმუნება შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი არგუმენტებით, განსაკუთრებით სხვა მრწამსის მქონეთა არგუმენტებით. კომუნისტები ვარაუდობდნენ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული ნიჭი დიპლომატიის სფეროში და ამიტომ უკეთ უგებენ თანამოსაუბრეებს, ვიდრე ისინი საკუთარ თავს. კომუნისტებისთვის შესაძლებელია ერთადერთი დათმობა “ობიექტური რეალობის” სასარგებლოდ და არა იმ დიპლომატების დამაჯერებელი არგუმენტების პასუხად, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამგვარად, დიპლომატია იყო იმ პროცესების ნაწილი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო არსებული წყობის შეცვლა, ხოლო შეიცვლებოდა თუ არა ის მშვიდობიანი თანაარსებობის, დიპლომატიისა თუ საომარი კონფლიქტის მეშვეობით, დამოკიდებული იყო ძალთა თანაფარდობის გაანგარიშებაზე.

სტალინის სასტიკ და ცივანგარიშიან სამყაროში არსებობდა აქსიომა: გამართლება არ აქვს საეჭვო მიზნებისთვის უიმედო ბრძოლას. ფილოსოფიური თვალსაზრისით, იდეოლოგიური კონფლიქტი ნაცისტურ გერმანიასთან იყო კაპიტალიზმთან საერთო კონფლიქტის ნაწილი. ეს კი, სტალინის აზრით, ნიშნავდა იმას, რომ არ შეიძლებოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ნდობა. საბოლოო ჯამში, კონკრეტულად რომელ ქვეყანას დააწვებოდა მხრებზე საბჭოთა მტრობის ტვირთი, ვინ ჩაითვლებოდა ყველაზე სახიფათოდ მოცემულ მომენტში, უშუალოდ მოსკოვზე იყო დამოკიდებული.

მორალური თვალსაზრისით სტალინი არ ასხვავებდა კაპიტალისტურ სახელმწიფოებს. მისი აზრი იმ ქვეყნებზე, რომლებიც ქადაგებდნენ საერთო სამყაროს სათნოებაზე, არაორაზროვნადაა გამოთქმული 1928 წელს ბრიანკელოგის პაქტის ხელმოწერაზე რეაქციაში: “ისინი ლაყბობენ პატივიზმზე; ისინი საუბრობენ მშვიდობაზე ევროპის სახელმწიფოებს შორის. ბრიანი და ოსტინ ჩემბერლენი ერთმანეთს ეხვევიან… ყოველივე ეს სისულელეა. ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ, როგორც კი ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ძალების ახალ განლაგებას ახალი ომებისთვის, მას მშვიდობის ხელშეკრულებას უწოდებენ. ისინი ხელს აწერენ მომავალი ომის ახალი ელემენტების გამოსახვის მიზნით.

რასაკვირველია, სტალინის ყველაზე საშინელი ხილვა იყო ყველა კაპიტალისტური ქვეყნის კოალიცია, რომლებიც ერთდროულად ესხმოდნენ თავს საბჭოთა კავშირს. 1927 წელს სტალინი საბჭოთა სტრატეგიის შესახებ ამბობდა: “…ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა კაპიტალისტურ სამყაროსთან ომის გადადებას.., იმ მომენტამდესანამ კაპიტალისტები ერთმანეთს არ წაეჩხეუბებიან” იმისათვის, რომ უზრუნველეყო ამგვარი პერსპექტივა, საბჭოთა კავშირმა მოაგვარა რაპალოს შეთანხმება გერმანიასთან 1922 წელს და ბერლინის ხელშეკრულება ნეიტრალიტეტის შესახებ 1926 წელს, რომელიც განახლდა 1931 წელს და მოიცავდა კაპიტალისტურ ომებში მონაწილეობის მიუღებლობის მკაფიო პირობას.

ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

რაც შეეხება პირადად სტალინს, მისთვის ჰიტლერის დაუფარავი ანტიკომუნიზმი არ იყო დაუძლეველი დაბრკოლება გერმანიასთან კარგი ურთიერთობის არსებობისთვის. როგორც კი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჰიტლერი, სტალინმა დროის დაუკარგავად განახორციელა შემრიგებლური ჟესტები. “რასაკვირველია, ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ აღვფრთოვანდეთ ფაშისტური რეჟიმის დამყარებით გერმანიაში”, _ განაცხადა სტალინმა 1934 წლის იანვარში პარტიის XVII ყრილობაზე, მაგრამ აქ საქმე არ არის ფაშიზმში, თუნდაც იმიტომ, რომ ფაშიზმმა, მაგალითად, იტალიაში ხელი ვერ შეუშალა სსრკ-ს, საუკეთესო ურთიერთობები დაემყარებინა ამ ქვეყანასთან. ჩვენ წარსულშიც და ამჟამადაც ორიენტირებას ვაკეთებთ სსრკ-ზე და მხოლოდ სსრკ-ზე. და, თუ სსრკ-ის ინტერესები მოითხოვს ამა თუ იმ ქვეყანასთან დაახლოებას, რომლებიც დაინტერესებულები არ არიან მშვიდობის დარღვევით, ჩვენ ამაზე მივდივართ მერყეობის გარეშე.

სტალინი _ უდიდესი იდეოლოგი, სინამდვილეში თავის იდეოლოგიას აყენებდა “რეალური პოლიტიკის” სამსახურში. რიშელიე და ბისმარკი ადვილად მიხვდებოდნენ ამ სტრატეგიას. იდეოლოგიურად შეცდნენ მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწეები, როცა უარყვეს ძალისმიერი პოლიტიკა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ერებს შორის კარგი ურთიერთობის წინაპირობა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის საერთო რწმენაა და, რომ იდეოლოგიური მტრობა გამორიცხავს ფაშისტებსა და კომუნისტებს შორის თანამშრომლობის ყოველგვარ შესაძლებლობას.

დემოკრატიული ქვეყნები ორივე შემთხვევაში შეცდნენ. სტალინი გადაბარგდება ანტიჰიტლერულ ბანაკში, მაგრამ საკმაოდ მძიმედ და მას შემდეგ, რაც მისმა მოლაპარაკებებმა ნაცისტურ გერმანიასთან შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჰიტლერისეული ანტიბოლშევიკური რიტორიკა შეიძლებოდა საკმაოდ სერიოზული ყოფილიყო, სტალინმა გადაწყვიტა, შეექმნა წინააღმდეგობებისა და შეჩერების ფართო კოალიცია. ამ ახალმა სტრატეგიამ პირველად გამოავლინა თავი კომუნისტური ინტერნაციონალის მეშვიდე და უკანასკნელ კონგრესზე 1935 წლის აგვისტოში. კონგრესმა მოუწოდა ყველა მშვიდობისმოყვარე ერს ერთიანი ფრონტის შექმნისკენ და უარი თქვა ოციანი წლების კომუნისტურ ტაქტიკაზე, როცა ევროპის საპარლამენტო ინსტიტუტების პარალიზების მცდელობისას კომუნისტური პარტიები რეგულარულად და ერთსულოვნად აძლევდნენ ხმას ანტიდემოკრატიულ დაჯგუფებებთან, მათ შორის, ფაშისტებთან ერთად.

ახალი საბჭოთა საგარეო პოლიტიკის მთავარი დელეგატი გახდა მაქსიმ ლიტვონოვი, რომელიც დაინიშნა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრად. დახვეწილი, მაღალი წრის წარმომადგენელი, ინგლისურად თავისუფლად მოლაპარაკე. ის ებრაული ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ; დაქორწინებული იყო ინგლისელი ისტორიკოსის ქალიშვილზე. მისი საანკეტო მონაცემები გამოდგებოდა კლასობრივი მტრისთვის, მაგრამ არა იმ ადამიანისთვის, რომელსაც კარიერა უნდა გაეკეთებინა საბჭოთა დიპლომატიის სამყაროში. ლიტვონოვის მეცადინეობით საბჭოთა კავშირი შევიდა ერთა ლიგაში და გახდა კოლექტიური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროპაგანდისტი. სტალინი მზად იყო, გამოეყენებინა ვილსონის რიტორიკა, რათა თავი დაეზღვია და ჰიტლერისთვის არ მიეცა შესაძლებლობა, ძირითად სამიზნედ აერჩია საბჭოთა კავშირი, ამათანავე, რეალურად განეხორციელებინა ის, რაც მის მიერ გადმოცემული იყო “მაინ კამპფში”. სტალინი არ ეძებდა კაპიტალისტურ სამყაროსთან შერიგების გზებს. დემოკრატიულ ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობებში ჭარბობდა ურთიერთუნდობლობა. სტალინმა 1935 წელს ხელი მოაწერა პაქტს საფრანგეთთან, ხოლო მომდევნო წელს _ ჩეხოსლოვაკიასთან, თუმცა 1930-იანი წლების საფრანგეთის ლიდერებმა აირჩიეს საპირისპირო კურსი და უარი განაცხადეს სამხედრო საშტაბო მოლაპარაკებებზე. სტალინმა ეს ახსნა, როგორც ჰიტლერის მიწვევა, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს. თავის დაზღვევის მიზნით, სსრკ ჩეხოსლოვაკიას დაეხმარა ამ ქვეყნის წინაშე საფრანგეთის ვალდებულების წინასწარი შესრულებით. ეს სტალინს აძლევდა შესაძლებლობას, იმპერიალისტები განეწყო ერთმანეთის წინააღმდეგ. საფრანგეთსაბჭოთა კავშირის ხელშეკრულება არ იყო ზეციური კავშირი.

საფრანგეთის სურვილი, დაემყარებინა სსრკ-თან პოლიტიკური კავშირები და ამასთანავე, უარეყო სამხედრო კავშირები, ცხადად გვიჩვენებს, როგორ აღმოჩნდა დასავლური დემოკრატია ომის პერიოდში “არავის მიწაზე”. დემოკრატიული ქვეყნები დიდად აფასებდნენ კოლექტიური უსაფრთხოების რიტორიკას, მაგრამ უარს ამბობდნენ, შეევსოთ ის ოპერატიული შინაარსით. პირველი მსოფლიო ომი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის, რომ დამოუკიდებელი ან თუნდაც ალიანსში ბრძოლა გერმანიასთან არასაიმედო საქმიანობაა. ბოლოს და ბოლოს, გერმანიამ კინაღამ გაიმარჯვა 1918 წელს.

მხოლოდ სწრაფვით ხილულის დაუნახაობისა შეიძლება აიხსნას დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა შორის იმ რწმენის გავრცელება, რომ სტალინი, თხემით ტერფამდე ბოლშევიკი და ურყევი მიმდევარი ე.წ. ობიექტური მატერიალური ფაქტორებისა, ისე მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების იურიდიულ და მორალურ დოქტრინას, როგორც საკუთარს, რადგან სტალინსა და მის კოლეგებს ჰქონდათ არა მხოლოდ იდეოლოგიური მიზეზები, ენთუზიაზმის გარეშე მიეღოთ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წყობა. ბოლოს და ბოლოს, პოლონეთთან საზღვრები სსრკ-ის ძალით მოახვიეს თავს, რუმინეთმა კი დაიპყრო ბესარაბია, რომელსაც სსრკ თავისად თვლიდა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

2 COMMENTS

  1. Сталин был неразгаданной личностью: родившись сыном сапожника, мог гордиться тем, что за какое-то короткое время снял оковы рабства со всего человечества. Его заслугой является освобождение Китая, Индии, стран Латинской Америки, Колониальной Африки, да и демократия в самих же Соединенных Штатах, где процветал расизм. Этот ростом низкий человек стоял на голову выше всего человечества. Смерть Сталина была ударом по всем, даже политические на вечной ссылке плакали

  2. არაქართველი ისტორიკოსები ქართველ ბრახა-ბრუხა ისტორიკოსზე პატიოსნად წერენ სტალინზე. ამასწინათ მოვისმინე ომის ექსპერტ არსენ მარტიროსიანის ინტერვიუ, სადაც იგი ამართლებს სტალინს ომის პირველ დღეებში გერმანიის არმიისათვის წინააღმდეგობის ვერგაწევაში და ადანაშაულებდა ტიმოშენკოსა და ჟუკოვს სამშობლოს ღალატში. რაც შეეხება მონტეფიორეს, იგი ცდილობდა, პირველწყაროებს დაყრდნობოდა, მაგრამ რა ექნა, როდესაც გელა ჩარკვიანი, რომელსაც ის კონსულტანტად ასახელებს, „თვითმფინავის სალონსა თუ მატარებლის კუპეში ჭორიკანა დედაკაცივით“ უყვებოდა მას ბელადის დედის ცუდი ქალობის ზღაპრებს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here