ლაპარაკია მორგან სიპრზე, _ იუწყება ამერიკული გამოცემა USA Today.
სპორტსმენი თითქოს ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებს უგზავნიდა არასრულწლოვან მოციგურავე ამერიკელ გოგონას, ვისთან ერთადაც ვარჯიშობდა.
ინციდენტი 2017 წელს მოხდა, მაგრამ გამჟღავნდა ახლახან. გოგონას მშობლებმა განაცხადეს, რომ მოციგურავის მწვრთნელებმა ჯონ ციმერმანმა და სილვია ფონტანამ დააშინეს ისინი და აიძულეს ხმა არ ამოეღოთ, რადგან სპორტსმენი ემზადებოდა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.
გამოძიება დაიწყო ამერიკულმა ცენტრმა Safesport-მა, რომელიც იკვლევს სპორტსმენებზე ძალადობის შემთხვევებს.
იანვარში მორგან სიპრმა და მისმა პარტნიორმა ვანესა ჯეიმსმა მინსკში გამართულ ასპარეზობაზე ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს.