Home რუბრიკები ისტორია მსოფლიოში უდიდესი საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსის _ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის _ დაარსებიდან 80...

მსოფლიოში უდიდესი საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსის _ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის _ დაარსებიდან 80 წელი გავიდა

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1939 წლის 1 აგვისტოს მოსკოვში გაიხსნა საკავშირო სასოფლოსამეურნეო გამოფენა, რომელსაც უნდა წარმოეჩინა საბჭოთა კავშირში კოლმეურნეობების მშენებლობის წარმატებები.

დიდი სამამულო ომის წლებში საკავშირო სასოფლოსამეურნეო გამოფენის დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებული იყო _ გამოფენის ტერიტორიაზე ტარდებოდა სამხედრო შეკრებები, თანამშრომლები კი ზოგი ევაკუირებული იყო, ზოგი კი ფრონტზე წავიდა. ომის შემდეგ საკავშირო სასოფლოსამეურნეო გამოფენის მუშაობა აღდგა, თუმცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მის ბაზაზე შეექმნა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გაერთიანებული გამოფენა. სსრკის დაშლამდე უნიკალურ საექსპოზიციო კომპლექსში ათობით მასშტაბური საკავშირო და საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა. 1990-იან წლებში ექსპოზიციები განადგურდა, თვით კომპლექსი კი, ფაქტობრივად, ნივთების ბაზრად გადაიქცა. 2013 წელს ის მოსკოვის მთავრობას გადაეცა, შედეგად აღორძინდა, კეთილმოეწყო, შეუერთდა ბოტანიკურ ბაღს, პარკოსტანკინოსდა ერთიან სარეაკრიაციო სივრცედ იქცა.

.. სტალინის სკუპლტურა, რომელიც შექმნეს 1938-1939 წლებში არქიტექტორმა . ტარანოკმა და სკულპტორმა მერკულოვმა, საკავშირო სასოფლოსამეურნეო გამოფენის მექანიზაციის მოედანზე 1951 წლამდე იდგა;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1935 წელს დამკვრელ კოლმეურნეთა მეორე საკავშირო ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მოსკოვში გაეხსნათ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა იმისთვის, რომ “აესახათ სოციალისტური სოფლის მეურნეობის წარმატებები”;

საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენას მუშაობა უნდა დაეწყო 1937 წელს _ საბჭოთა ხელისუფლების 20 წლის იუბილეზე, მაგრამ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების უზარმაზარი მოცულობის გამო გახსნა 2-ჯერ გადავადდა თითო-თითო წლით;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

გამოფენა, თავდაპირველად, მხოლოდ 100 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი მომზადების პროცესში გადაწყვიტეს, მუდმივი ყოფილიყო. მთავარი პავილიონის კოშკზე დადგეს სკულპტურა “ტრაქტორისტი და კოლმეურნე ქალი”, პავილიონ “მექანიზაციის” წინ კი _ სტალინის 25 მ სიმაღლის რკინაბეტონის სტატუა;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1939 წელს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელი ადგილი, რომლის ფართობი 136 ჰექტარი იყო, გადაიქცა 52 საექსპოზიციო პავილიონისა და 200 სხვა ნაგებობის ქალაქ-გამოფენად. კომპლექსში შედიოდა პარკები და ტბორების კასკადი. გამოფენის გახსნამდე კი მის წინ დადგეს სკულპტურა “მუშა და კოლმეურნე ქალი”;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა 1939 წლის 1 აგვისტოს. ღონისძიებებს ესწრებოდა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, მათ შორის _ სახალხო კომისარიატების საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოტოვი;

დანიელმა მწერალმა მარტინ ანდერსენ-ნექსემ, რომელმაც გამოფენა დაათვალიერა, ის შეადარა ქალაქს ზღაპრიდან “ათას ერთი ღამე”;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის პავილიონები საბჭოთა ფილმების დეკორაციებად იქცა. მაგალითად, 1940 წელს გამოფენის პავილიონებში გადაიღეს ფილმი “ნათელი გზა”, რომელშიც მთავარ როლებს ლიუბოვ ორლოვა და ევგენი სამოილოვი ასრულებენ;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1941 წელს გამოფენის პავილიონებში გადაიღეს ცნობილი საბჭოთა ფილმი “მეღორე ქალი და მწყემსი”, გადაღებები მიმდინარეობდა გერმანელ ფაშისტთა ავიაციის მოსკოვზე თავდასხმებს შორის;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

სამამულო ომის პერიოდში გამოფენის საექსპოზიციო მასალები ქვეყნის სიღრმეში გადაიტანეს. გამოფენის პავილიონებში განალაგეს სამხედრო-სარემონტო ქარხნები. გამოფენის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ფრონტზე წავიდა, მათგან 123 სამშობლოს დაცვისას დაიღუპა;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1948 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აეღორძინებინა საკავშირო გამოფენა, რომელიც კვლავ გაიხსნა 1954 წელს, მაგრამ მისი ტერიტორიიდან გაქრა სტალინთან დაკავშირებული ობიექტები;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1958 წელს სსრკ-ის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სამშენებლო გამოფენებს ერთ _ საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაში გაერთიანების შესახებ, საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ბაზაზე. 1963 წელს გამოფენამ დაიწყო 24-საათიანი ფუნქციობა. აიგო ახალი პავილიონები. 1971 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, გამოფენა დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. 1990-იან წლებში სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა სააქციო საზოგადოება, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. პრაქტიკულად ყველა ექსპოიციამ შეწყვიტა არსებობა;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა მოსკოვის მერიას გადასცა. კომპლექსს დაუბრუნდა ძველი დასახელება, დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გაჩნდა ახალი საექსპოზიციო სივრცეები;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

ბამბუკები პავილიონ “საქართველოსთან”. 1950-იან წლებში გამოფენის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო 359 სახეობის მარცვლეული და 318 სახეობის ბოსტნეული კულტურა, 40 ათასი დეკორატიული ხე, 450 ათასი ბუჩქი, 400 ათასი ყვავილი, 50 ათასი სახეობის ვარდი და სხვ.

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

ახლა ცოტას თუ ემახსოვრება, რომ 1986 წლამდე გამოფენის ტერიტორიაზე არსებობდა პავილიონი “ნაყინი”, რომელიც აისბერგს ჰგავდა. მის ტერიტორიაზე იზრდებოდა ბამბუკი, ხოლო პავილიონში იყიდებოდა საბჭოთა სიგარები;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

ერნესტო ჩე გევარა პავილიონში “მეცნიერება”, 1960 წელი. სოციალიზმის მიღწევათა პროპაგანდა საერთაშორისო დონეზე გამოფენის ერთ-ერთი ამოცანა იყო. ცნობილია, რომ 1954-1956 წლებში გამოფენა დაათვალიერა 2000-მა საზღვარგარეთელმა დელეგატმა 84 ქვეყნიდან.

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

1955 წელს გამოფენას სტუმრობდა ჯავაჰარლალ ნერუ, 1959 წელს _ ხო ში მინი და კიმ ირ სენი;

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

ვერა მუხინას სკულპტურამუშა და კოლმეურნე ქალი”.

აღსანიშნავია, რომ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის აშენებასა და გაფორმებაში 2000 მხატვარი და არქიტექტორი მონაწილეობდა.

საექსპოზიციო-სამუზეუმო კომპლექსი

დღეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა მსოფლიოში უდიდეს საექსპოზიციოსამუზეუმო კომპლექსად ითვლება. ფართობი 325 ჰაზე მეტია. მის შემადგენლობაში არსებული 49 ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული. სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს 30 მლნ ადამიანი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here