Home რუბრიკები საზოგადოება ვინ და რატომ ებრძვის გოგებაშვილის “დედა ენას”

ვინ და რატომ ებრძვის გოგებაშვილის “დედა ენას”

1032
ვინ და რატომ ებრძვის გოგებაშვილის “დედა ენას”

ვერ გეტყვით, რამდენჯერ დავწერეთ, რომ ქართულ სკოლებში აუცილებელი იყო იაკობ გოგებაშვილისდედა ენისდაბრუნება. განათლების სამინისტრომ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და ისდედა ენა”, რომელზეც თაობები გაიზარდნენ, დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ, როგორც კი განათლების სამინისტრომ აღნიშნული სიახლე გამოაცხადა, მაშინვე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც გოგებაშვილისდედა ენისდაბრუნება უკან გადადგმულ ნაბიჯად მონათლეს. ძირითადად აქტიურობენ ისინი, ვისაც სოროსის ფონდი აფინანსებს.

“საქართველოს პრემიერმინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობენ, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!” _ განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

ეს ის ბერძენიშვილია, რომელმაც წლების წინათ მიხეილ სააკაშვილი ჯალათად და ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა, შემდეგ კი, როცა რესპუბლიკელებისთვისქართული ოცნებისნავში ადგილი აღარ გამოინახა, სააკაშვილი კვლავ მეგობრად გაიხადა, ანუ ისევ იმ ადამიანის გვერდითაა, რომელიც ერის მოღალატედ ჰყავდა შერაცხილი.

ვერ გეტყვით, ბერძენიშვილმა არ იცის-მეთქი, მაგრამ დაახლოებით 25 წლის წინათ ლონდონში დაწყებითი კლასების ის სახელმძღვანელოები განიხილეს, რომლებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია ჰქონდა. მათ შორის იყო გოგებაშვილისდედა ენაც”, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს, როგორც ნიმუში იმისა, როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ბავშვზე მორგებული წიგნი. მაშინ დაიწერა ასეთი ფრაზაც: გოგებაშვილის წიგნში მთავარი გმირი არის ბავშვი, ანუ ყველაფერი მორგებულია სწორედ ბავშვზე, თუმცა ბერძენიშვილს სააკაშვილზე რამდენიმე წლის წინათ ნათქვამი არ ახსოვს და რა გასაკვირია, 25 წლის წინანდელი ამბავი არ ახსოვდეს.

ისე არ გაიგოთ, თითქოს გოგებაშვილის “დედა ენის” იქით ვერაფერს ვხედავდეთ და უპირობოდ ვამბობდეთ, რომ, რაც იქ წერია, ყველაფერი მისაღებია. პირიქით, თვით ავტორმა სიცოცხლეშივე დაახლოებით 40-მდე შესწორება შეიტანა წიგნში, გაამარტივა, დახვეწა, ანუ ბოლომდე კმაყოფილი თვითონაც არ იყო და, რომ დასცლოდა, ეგებ კიდევ რამდენიმე ცვლილება განეხორციელებინა. თუმცა ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის, მისაღებია იმ თაობებისთვის, რომლებიც სწორედ ამ “დედა ენაზე” გაიზარდნენ და, თუ რაიმე ცვლილებაა საჭირო, ფუნდამენტური და რადიკალური ნამდვილად არა.

ვერ გეტყვით, სოროსელების ზეწოლის ბრალი იყო თუ თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ განათლების მინისტრმა უკვე თქვა, რომ გოგებაშვილისდედა ენასავალდებულო არ იქნება. უფრო კონკრეტულად კი, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უკვე არსებობსდედა ენისექვსი გრიფირებული სახელმძღვანელო. ჰოდა, სკოლებს შეეძლებათ ამ ექვსიდან აირჩიონ ის, რომელიც სურთ, და სურვილის შემთხვევაში, ისიც შეეძლებათ, ძირითად წიგნად სხვადედა ენააირჩიონ, გოგებაშვილსეული კი _ დამხმარე სახელმძღვანელოდ. ჰო, მინისტრმა ისიც თქვა, ყველა წიგნს ბავშვები ისევ უფასოდ მიიღებენო და, სავარაუდოდ, ახლა სკოლის დირექტორების გადასაწყვეტია, რამდენი “დედა ენა” დაიბეჭდება და დარიგდება სკოლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ სკოლის დირექტორების ნამუსზე უნდა იყოს ის, რით ისწავლიან ბავშვები _ იმ “დედა ენით”, რომელზეც თვითონ გაიზარდნენ და, საბოლოო ჯამში, სკოლის დირექტორები გახდნენ, თუ სხვა წიგნით.

რაც შეეხება იმას, რისთვის იბრძვიან უცხოურ გრანტებსა და სოროსის ფრთის ქვეშ მყოფი ადამიანები, პასუხი მარტივია. გოგებაშვილისდედა ენაშიარაფერი არ არის ნათქვამი ლგბტ თემზე, არაფერი არ არის ნათქვამი დანომრილ მშობლებზე, არაფერი არ არის დასავლურ ღირებულებებზე, ანუ იმაზე, რაც შემდეგ ბავშვების ფსიქიკაში დაილექება და უარყოფითად აისახება. ჰო, უარყოფითად, რადგან ბავშვის გონება ძალიან სათუთია და, იმავე უცხოელთა დასკვნით რომ ვიმსჯელოთ, გოგებაშვილისდედა ენამორგებულია ბავშვებზე და არა რომელიმე ორგანიზაციის ინტერესზე, ამიტომ არის, რომ გოგებაშვილის “დედა ენით” გაზრდილი ბავშვი “საფრთხეა” იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მომავალში საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც უნდა დაკანონდეს, ყოველწლიურად პრაიდიც ჩატარდეს და ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ ორი საკვანძო სიტყვა _ დედა და მამა. ისე, გოგებაშვილის წიგნში ორივეა შეტანილი და მთავარი მოტივატორი იმისა, რომ ოჯახი, მშობლები დედისა და მამისგან შედგება, ერთ-ერთი მთავარი “პრობლემაა”.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში 15 რესპუბლიკას, ანუ 15 სახელმწიფოს შორის საქართველო განათლების დონით მოწინავე იყო. ერთ სულ მოსახლეზე არც ერთ ქვეყანაში არ მოდიოდა იმდენი აკადემიკოსი და მეცნიერი, რამდენიც საქართველოში და ეს იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ რეალობაში ხშირად ამბობენ: სტუდენტები ჩაწყობით ხდებოდნენო. რა თქმა უნდა, არც უმაგისობა იყო, მაგრამ ნიჭი არ იკარგებოდა, წინ არავინ გეღობებოდა, გამორჩეულისთვის საჭირო არ იყო ვინმეს პროტექტორობა სამსახურის დასაწყებად (და ყველა მუშაობდა). კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ქართული განათლების ნგრევა და დღემდე არ დასრულებულა. უკეთესის ძიებაში ერთი ხელის მოსმით გავანადგურეთ ის, რაზეც განათლების სისტემა იდგა, და საბჭოთა გადმონაშთი ვუწოდეთ. სამაგიეროდ, დადასტურდა, რომ მზად არ აღმოვჩნდით ახალი წიგნებისთვის, ახალი სისტემისთვის და საუკეთესოს შექმნის ძებნაში, აგერ უკვე 20 წელზე მეტია, ვართ და არათუ ყველა ახალი ხელისუფალი, არამედ ყველა ახალი მინისტრიც კი ცდილობს, საკუთარი მოსაზრებები გაატაროს და არავინ იცის, ეს მოსაზრებები კარგია თუ ცუდი. ყველა მინისტრს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს და, რა თქმა უნდა, ყველა თავის თარგზე ჭრის ჩვენს მომავალს.

მარტო ის რად ღირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა და საკითხები რამდენიმეჯერ რომ შეიცვალა, ან ის რად ღირს, ერთი პერიოდი ყველა სკოლა სხვადასხვა წიგნით რომ სწავლობდა და გამომცემლობები იმ წიგნებს რომ ბეჭდავდნენ, რომლებსაც რამდენიმეკაციანი საბჭო იწონებდა. რაც მთავარია, ის საბჭო, მაგალითად, მეშვიდე ან მერვე კლასისთვის იწონებდა 7-8 სახელმძღვანელოს და შემდეგ უკვე სკოლის დირექტორები წყვეტდნენ, რომლით უნდა ესწავლათ ბავშვებს. თუმცა, სკოლის დირექტორები კი არა, ხელისუფლება წყვეტდა, რომელი სახელმძღვანელო უნდა დაებეჭდა ყველაზე მეტი და იქიდან კონკრეტულ ადამიანებს შემოსავალი მიეღოთ.

ისიც გემახსოვრებათ, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისორიგინალური ხერხირომ იპოვეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და ერთმანეთს საჯაროდ აფურთხეს. აკადემიის იმჟამინდელმა რექტორმა გია ბუღაძემ სტუდენტებს მონდომება მოუწონა და ამ მოქმედებას ორიგინალური და კრეატიული უწოდა. აი, გოგებაშვილისდედა ენაშიარ წერია, რომ ადამიანის სახეში შეფურთხება კრეატივია და, სავარაუდოდ, ესეც პრობლემაა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მისაღები გამოცდების წესი წელსაც შეიცვალა და საზოგადოდ, მოსწავლეები, რომლებსაც შემდგომ სტუდენტობა სურთ, დამამთავრებელ კლასებში ამ ცვლილებებზე არიან გადართულნი და განათლებასაც ცვლილებების მიხედვით იღებენ. შეიცვლება მინისტრი, იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად შეიცვლება რაღაც და დიდი შანსია, რასაც 2-3 წლის განმავლობაში ამზადებდნენ, საერთოდ აღარ დასჭირდეთ. კი ვამტკიცებთ, რომ ევროპა-ამერიკიდან საუკეთესოს გადმოტანას ვცდილობთ, მაგრამ ნაწილ-ნაწილ გადმოგვაქვს და ერთი ქვეყნის კარგი ვარიანტის რაღაც ნაწილი, გვსურს, მეორე ქვეყნის ვარიანტს მოვარგოთ და საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის. იმიტომ არ გამოდის, რომ ათეული წლობით ნაშენებს ხელის ერთი მოსმით რომ დაანგრევ, მერე ახლიდან კეთება ძნელია.

რატომღაც გვგონია, რომ გოგებაშვილისდედა ენაზეგაზრდილი თაობა არ მოითხოვს ქვეყანაში ლგბტ პრაიდის ჩატარებას, არც იმას მოითხოვს, რომ მშობლების გრაფაში დედისა და მამის აღმნიშვნელი სიტყვა წაიშალოს და ნომრები შემოვიდესკიდევ ბევრ რამეს არ მოითხოვს ისეთს, რაც, წესითა და რიგით, არ უნდა მოითხოვოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ გოგებაშვილისდედა ენასებრძვიან, თორემ იმ კაცს არ უთქვამს, რაც დავწერე, დოგმაა და არ გაბედოთ, შესწორება შეიტანოთო. თავადაც შეჰქონდა შესწორებები და მცირე კორექტივებს ახლაც აიტანს, მაგრამ ამან, საბოლოო ჯამში, ისეთი ხასიათი არ უნდა მიიღოს, რომ გოგებაშვილისეული ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული წიგნი მივიღოთ. კიდევ გავიმეორებ, რომ თავისი შინაარსით ეს უნიკალური წიგნია და ის, რომ ბავშვებისთვის საუკეთესოა, მხოლოდ ჩვენ კი არა, უცხოელებმაც აღიარეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here